პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებოდა, რომ იყო უკრაინელი სამხედრო პირი კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი" - ფრთხილად, თაღლითობის ახალმა სქემამ შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დააზარალოს
"მეუბნებოდა, რომ იყო უკრაინელი სამხედრო პირი კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი" - ფრთხილად, თაღლითობის ახალმა სქემამ შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დააზარალოს

დღემ­დე თაღ­ლი­თო­ბის უამ­რა­ვი სქე­მა გა­შიფ­რუ­ლა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში თაღ­ლი­თე­ბი სულ ახალ-ახალ ხრი­კებს იგო­ნე­ბენ და არც მსხვერ­პლე­ბის პოვ­ნა უჭირთ. სიფრ­თხი­ლის­კენ მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც ებ­მე­ბი­ან ინ­ტერ­ნეტ აფე­რის­ტე­ბის მა­ხე­ში და ამი­ტო­მაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის ფი­შინ­გი ჰქვია და ფი­შე­რე­ბი კარ­გი ფსი­ქო­ლო­გე­ბიც არი­ან, იცი­ან, რით მო­ხიბ­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბი და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ამ მომ­ხიბ­ვლე­ლი წი­ნა­და­დე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, იოლი გზით გამ­დიდ­რე­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ და ამი­ტო­მაც ად­ვი­ლად ებ­მე­ბი­ან მათ მა­ხე­ში. საქ­მე იქამ­დე მი­დის, რომ თა­ვად აწ­ვდი­ან მათ სა­კუ­თარ სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მებს. უნდა გვახ­სოვ­დეს, თუ არ ვიქ­ნე­ბით ფრთხი­ლად, ნე­ბის­მი­ერ წამს შე­იძ­ლე­ბა დავ­ზა­რალ­დეთ და ამის ხელ­შემ­წყო­ბე­ბი ჩვენ თა­ვად ვი­ყოთ. რო­გორც წესი, გა­მოც­დი­ლი თაღ­ლი­თე­ბის­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს ელ­ფოს­ტის პა­რო­ლის, სა­ბან­კო ბა­რა­თის ნომ­რის ან ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­გე­ბა თუ გა­ყალ­ბე­ბა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად ყალბ პლატ­ფორ­მებს იყე­ნე­ბენ და მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, დამ­ნა­შა­ვის კვალ­ზე გას­ვლა ურ­თუ­ლე­სია. ამი­ტო­მაც ფი­შინ­გი მა­ინც რჩე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ პრობ­ლე­მად. სწო­რედ ამი­ტომ ფი­შინგთან ბრძო­ლის ნაც­ვლად მის­გან თავ­დაც­ვას უფრო გვირ­ჩე­ვენ. მა­გა­ლი­თად, როცა რო­მე­ლი­მე ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­იტ­ზე გან­ცხა­დე­ბას ტვირ­თავ, სა­ი­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ტყო­ბი­ნებს ამ საფრ­თხის შე­სა­ხებ, რად­გან თაღ­ლი­თე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ სწო­რედ ყიდ­ვა- გა­ყიდ­ვის სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებს, ასე­ვე "ვო­ცაპს", "ვა­ი­ბერს", სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს...

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ბოლო დროს ფი­შე­რე­ბი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და თა­ვი­სი ის­ტო­რია მოგ­ვიყ­ვა:

"მინ­დამ მო­გიყ­ვეთ ახა­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­ში გახ­ვე­ვა მეც და­მი­პი­რეს, თუმ­ცა არ გა­ვე­ბი. თქვენ­თან მო­მარ­თვის მი­ზა­ნი ერ­თია, მინ­და სხვე­ბიც გა­ვაფრ­თხი­ლო. თუ თქვენ გაქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე, სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ე­კი­დოთ თი­თო­ე­ულ შე­მო­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს. მე პი­რა­დად მქონ­და გან­ცხა­დე­ბა და­დე­ბუ­ლი ყიდ­ვა გა­ყიდ­ვის ერთ-ერთ სა­იტ­ზე და მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ფოს­ტა­ზე, რომ სურ­დათ ჩემი ბი­ნის შე­ძე­ნა. ის პირი გა­მეც­ნო რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. როცა დავ­გუ­გ­ლე ინ­ტერ­ნეტ­ში, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იძებ­ნე­ბო­და ინ­ტერ­ნეტ­ში, ასე­ვე "იუ­თუბ­ზე" და ვი­კი­პე­დი­ა­შიც. მან მომ­წე­რა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით და სურ­და ჩემი ბინა ეყი­და. ასეთ დროს ბუ­ნებ­რი­ვია ადა­მი­ა­ნი თან­ხმდე­ბი, მზად ხარ მი­ყი­დო შენი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მეც და­ვე­თან­ხმე, ამ დროს მის­გან, რო­მე­ლიც ფე­ი­კი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, მი­ვი­ღე ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა, რომ მას სურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბა და ის მზად იყო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი გა­მო­ეგ­ზავ­ნა ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ფოს­ტით ჩემს სა­ხელ­ზე, ხოლო შემ­დგომ­ში თვი­თონ ჩა­მო­ვი­დო­და და ჩემს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ბიზ­ნე­სებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას გა­ა­კე­თებ­და, მე კი ამ ბიზ­ნე­სებ­ში წილს და ხელ­ფასს მი­ვი­ღებ­დი. ის მე­უბ­ნე­ბო­და, რომ იყო უკ­რა­ი­ნე­ლი, რო­მე­ლიც გა­მეც­ნო რო­გორც სამ­ხედ­რო პირი, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი­რი­ლო ბუ­და­ნო­ვი იყო, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი, რო­მელ­მაც მომ­წე­რა ისიც, რომ ის ფრონ­ტი ხაზ­ზეა და მას არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ტე­ლე­ფონ­ზე ან ვი­დეო ზა­რით სა­უბ­რის.

ამის შემ­დეგ მე­ილ­ზე თაღ­ლი­თის­გან მი­ვი­ღე მო­რი­გი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ის იყე­ნებს თა­ვის გავ­ლე­ნებს და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ფოს­ტით აგ­ზავ­ნის ამ მი­ლი­ო­ნებს ჩემ­თან, ხოლო ჩემი, რო­გორც მიმ­ღე­ბი პი­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო 1300 დო­ლა­რი გა­და­მე­ხა­და სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს თან­ხა 5000 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ისი­ნი იყე­ნე­ბენ https://skywestdeliveryexpressltd.com/ რო­გორც გა­დამ­ზი­დავს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მათი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის ნა­წი­ლიც არის. ამ გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ის­გან მი­ვი­ღე ტვირ­თის გა­მოგ­ზავ­ნის ტრე­კინგ ნო­მე­რიც, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ადა­მი­ა­ნი დარ­წმუნ­დე­ბი, რომ თქვენ სა­ხელ­ზე 100 კგ-ზე მეტი ტვირ­თია გა­მოგ­ზავ­ნი­ლი და გა­ჩე­რე­ბუ­ლია თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო.

რო­გორც კი თქვენ ფულს გა­და­რი­ცხავთ თაღ­ლი­თე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტებ­ზე, თქვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყდე­ბა, ტვირ­თი აორ­თქლდე­ბა. ამი­ტომ მივ­მარ­თავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თავს გა­უფრ­თხილ­დით, არ გა­ე­ბათ ამ თაღ­ლი­თო­ბა­ში.

00:00 / 00:00

მე, რა თქმა უნდა, ყვე­ლა მე­ი­ლი ხელთ მაქვს, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, კი­რი­ლო ბუ­და­ნო­ვის, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის სა­ხე­ლით მე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, აქ ფსი­ქო­ლო­გი­აც არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ კაც­თან სა­ერ­თოდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში რომ შე­დი­ხარ, რუ­სე­ბის მტე­რი ხარ. მო­მა­ვალ­ში ამის ხმა­მაღ­ლა თქმაც კი არ შე­გიძ­ლია. ფუ­ლიც არ არის ამ­ხე­ლა, რომ ყვი­რი­ლი ატე­ხო და გრცხვე­ნია ადა­მი­ანს იმის აღი­ა­რე­ბაც, რომ მო­გა­ტყუ­ეს, ამ მა­ხე­ში გა­ე­ბი და ამა­ზეც ხმა­მაღ­ლა ვერ სა­უბ­რობ. მათი სქე­მა საკ­მა­ოდ კარ­გად არის დახ­ვე­წი­ლი, რომ ეჭვი არა­ფერ­ში შე­ი­ტა­ნო. აქვთ ამ პი­როვ­ნე­ბის პას­პორ­ტი, რო­მელ­საც ასე­ვე გიგ­ზავ­ნი­ან. გიგ­ზავ­ნი­ან ან­გა­რი­შის ნო­მერს, სა­დაც თან­ხა უნდა ჩა­რი­ცხო. მოკ­ლედ მთე­ლი სცე­ნა­რია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რომ ად­ვი­ლად მო­ტყუვ­დე. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დი­ო­და და ამის მი­ზე­ზად საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას ასა­ხე­ლებ­და ის, ესეც იმი­ტომ კეთ­დე­ბო­და, რომ ეჭვი არა­ფერ­ში შე­მე­ტა­ნა.

თაღ­ლი­თებ­მა გა­მოგ­ზავ­ნეს "დიპ­ლო­მა­ტის" პი­რა­დო­ბის დამ­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი, მათი მი­თი­თე­ბით, ფული ამ პი­როვ­ნე­ბის­თვის უნდა ჩა­მე­რი­ცხა.

მე პირ­ვე­ლი­ვე მე­ი­ლი­დან შე­ვი­ტა­ნე ეჭვი მას­ში, თა­ვი­დან პრან­კი მე­გო­ნა, (სა­ტე­ლე­ფო­ნო ხუ­ლიგ­ნო­ბის სა­ხე­ო­ბა - ავტ. ) მერე მალე მივ­ხვდი, რომ ფრო­დი (სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი თაღ­ლი­თუ­რი ქმე­დე­ბე­ბი - ავტ.) იყო და მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ყე­ვი, რომ ბო­ლომ­დე გა­მე­გო ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, ბევრ ქარ­თველს გა­ა­ტყა­ვე­ბენ ისი­ნი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამა­ზე ხმა­მაღ­ლა მე­სა­უბ­რა და მინ­და მივ­მარ­თო ადა­მი­ა­ნებს, რომ იყ­ვნენ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, არ გა­ე­ბან ამ ადა­მი­ა­ნის და მსგავ­სი თაღ­ლი­თე­ბის მა­ხე­ში".

თაღ­ლი­თურ სქე­მებ­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ად­ვო­კატს ნუგ­ბა­რა როს­ტი­აშ­ვილს. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ გზით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია. თა­ვად მა­საც მო­უ­წია რამ­დე­ნი­მე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დაც­ვა.

ად­ვო­კა­ტი ნუგ­ბა­რა როს­ტი­აშ­ვი­ლი:

- თაღ­ლი­თე­ბი ხში­რად იმ სა­ი­ტებ­ზე უსაფ­რდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­ზეც ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი იტ­ვირ­თე­ბა და მერე იწყე­ბენ განმცხა­დებ­ლე­ბის წა­მო­გე­ბას ან­კეს­ზე. მე ვი­ცავ­დი ადა­მი­ანს, რო­მელ­საც გა­უგ­ზავ­ნეს ლინ­კი, მას ჰქონ­და ასე­თი მი­ნა­წე­რი, "ეს ბინა შე­ნია?" გა­და­ვი­და ამ ლინკზე გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად და მო­ი­პო­ვეს წვდო­მა მის მო­ნა­ცე­მებ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ამ­ბავს, რა­ზეც თქვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი სა­უბ­რობს, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ის დრო­უ­ლად გა­ერ­კვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ მას ვურ­ჩევ მა­ინც მი­მარ­თოს პო­ლი­ცი­ას და მი­ა­წო­დოს ეს ინ­ფორ­მა­ცია. გა­დას­ცეს ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც მას ხელთ აქვთ, უთხრას, რომ ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულს ჰქონ­და ად­გი­ლი, თუკი მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბით იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა­ზე სხვა­საც აქვს მი­მარ­თუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა სხვას გა­მო­ად­გეს ეს მა­სა­ლე­ბი და და­დას­ტურ­დეს, რომ ეს არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რის ნიშ­ნე­ბიც აშ­კა­რად ჩანს, რად­გან ზედ­მე­ტად კარ­გად აქვთ შე­ფუ­თუ­ლი თაღ­ლი­თო­ბის სქე­მა. საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხრი­კია ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რა­საც ამ, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც ჰქონ­და ად­გი­ლი. სხვა­თა შო­რის, ხში­რად სწო­რედ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და რუ­სე­ბი არი­ან მსგავ­სი ფი­შინგ სქე­მე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და ხელ­შემ­წყო­ბე­ბი. თუ რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი ქე­ი­სის მა­სა­ლე­ბის შეგ­როვ­და, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ფი­შინ­გის სხვა ბევ­რი სა­ხე­ო­ბაც არის ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნა­დაც ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნი­კა და ინ­ტერ­ნეტსფე­რო, უფრო და უფრო ხვე­წა­ვენ ისი­ნი სქე­მებს, ამი­ტომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ.

ბევ­რი და­უც­ვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­დის ფოს­ტა­ზეც, ამი­ტომ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ უცხო ლინ­კი არ უნდა გახ­სნა, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად და­დას­ტურ­დეს შენი ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე ბა­რა­თე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი გუ­გლ­ში არ უნდა და­ი­მახ­სოვ­როთ!

ასე­თი ფაქ­ტიც იყო, ჩემი კლი­ენ­ტი ყიდ­და "აი­ფო­ნის" ტე­ლე­ფონს, და­უ­კავ­შირ­დნენ, უთხრეს, რომ უცხო­ე­თი­დან ური­ცხავ­დნენ თან­ხას, გიგ­ზავ­ნით ლინკს, ამა­ზე თქვე­ნი თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო, ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა შე­იყ­ვა­ნო­თო, ესეც მო­ტყუვ­და, შე­იყ­ვა­ნა ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი და მის ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი 1500 ლა­რამ­დე თან­ხა მა­შინ­ვე მოხ­სნეს მისი ან­გა­რი­ში­დან და გა­და­რი­ცხეს ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კის ან­გა­რიშ­ზე, ჩა­ე­რი­ცხა კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას. უფრო მე­ტიც, ძა­ლი­ან სწრა­ფად ამ ადა­მი­ა­ნის ან­გა­რი­ში­დან სა­ბან­კო სეს­ხი, 9500 ლა­რიც გა­ი­აქ­ტი­უ­რეს და ეს თან­ხაც გა­და­რი­ცხეს ისევ იმა­ვე ბან­კში, იმა­ვე პი­რის ან­გა­რიშ­ზე. მა­შინ­ვე და­რე­კა ამ ქალ­ბა­ტონ­მა ბან­კში, როცა მისი ან­გა­რი­ში­დან თან­ხა მო­იხ­სნა და მო­ი­თხო­ვა ან­გა­რი­შის დაბ­ლოკ­ვა, მაგ­რამ ბან­კის­გან მი­ი­ღო უარი, უთხრეს, რომ ფი­ზი­კუ­რი პი­რის ან­გა­რიშს ვერ დაბ­ლო­კავ­დნენ. ამა­სო­ბა­ში ვიდ­რე ამას არ­კვევ­და ბან­კის თა­ნამ­შრო­მელ­თან, უკვე 9500 ლა­რი­ა­ნი სეს­ხი გა­აქ­ტი­უ­რეს და დას­ვეს იმა­ვე ან­გა­რიშ­ზე. ესეც უთხრა, მაგ­რამ მა­ინც არ და­იბ­ლო­კა იმ კა­ცის ან­გა­რი­ში. ჩვენ მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს და მო­ვი­თხო­ვეთ ამ თან­ხე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც იყო ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ბან­კმა ამ ქალ­ბა­ტონს მოს­თხო­ვა იმ გა­და­რი­ცხუ­ლი სეს­ხის თან­ხა თა­ვად სას­წრა­ფოდ და­ე­ფა­რა. მას მო­უ­წია ამ სეს­ხის და­ფარ­ვაც, ორ­მა­გად და­ზა­რალ­და ეს ადა­მი­ა­ნი და და­ი­წყო ბრძო­ლა სა­სა­მარ­თლო­ში. რო­გორც წესი, ასე­თი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბის დროს ძი­რი­თა­დად უცხო­ურ ან­გა­რი­შებს იყე­ნე­ბენ და იქ კვალ­ზე გას­ვლა ძა­ლი­ან ჭირს. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში თაღ­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, იმა­ვე ბან­კში ჰქონ­და თაღ­ლით­საც ან­გა­რი­ში გახ­სნი­ლი, სა­ი­და­ნაც ამ ქალ­ბა­ტონს თან­ხა მო­უხ­სნეს, ამი­ტომ ამ ბანკს ჩვენ ვე­და­ვე­ბო­დით იმა­საც, რომ ის პირი იყო მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი...

- რად­გან ქარ­თუ­ლი ბან­კის კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ან­გა­რიშ­ზე ჩა­ი­რი­ცხა ის 9500 ლარი, ალ­ბათ პრობ­ლე­მა არ იყო გა­მოვ­ლე­ნა დამ­ნა­შა­ვის და მის­გან ამ თან­ხის ამო­ღე­ბა...

- ჩვენ ვი­ჩივ­ლეთ სა­სა­მარ­თლო­ში და ბან­კის­გან ვი­თხოვ­დით ამ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან იმა­ვე წუ­თას შე­ა­ტყო­ბი­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ბანკს, აც­ნო­ბა ისიც, ვის­თა­ნაც იყო თან­ხა ჩა­რი­ცხუ­ლი და მო­ი­თხო­ვა მისი ან­გა­რი­შის დაბ­ლოკ­ვა. კომ­პი­უ­ტე­რულ მო­ნა­ცე­მებ­ში შეღ­წე­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა თუ გინ­და, მა­ინც სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით უნდა მო­ი­თხო­ვო ამის ანა­ზღა­უ­რე­ბა... გი­წევს ბა­ჟის გა­დახ­და, სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა და სა­მო­ქა­ლა­ქო გზით დავა სა­სა­მარ­თლო­ში, რომ და­იბ­რუ­ნო შენ­თვის წარ­თმე­უ­ლი თან­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ამას უკან ვერ იბ­რუ­ნებ, რო­გორც წესი, ეს გა­და­რი­ცხუ­ლია უცხო­ურ ან­გა­რი­შებ­ზე. ჩვენ რომ ვი­ჩივ­ლეთ სა­სა­მარ­თლო­ში, ბუ­ნებ­რი­ვია არ გა­ჭირ­და იმ პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­ვი­და ის პირი, ვის სა­ხელ­ზეც იყო გა­და­რი­ცხუ­ლი ეს თან­ხე­ბი და აღ­მოჩ­ნდა შშმ პირი. აშ­კა­რად თაღ­ლი­თი იყო, ასე ჰქონ­დათ ეს სქე­მა შე­ფუ­თუ­ლი. პრო­ცეს­ზე მოყ­ვა მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის ქმარს ეს არ ჩა­უ­დე­ნია, მას ცალი ხელი არ ჰქონ­და, ცოლი ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, ჩემს ქმარს ლა­პა­რა­კის უნა­რიც არ აქვს და მის ან­გა­რიშ­ზე არა­ნა­ი­რი თან­ხა არ ჩა­რი­ცხუ­ლი­აო. რე­ა­ლუ­რად ისი­ნი იტყუ­ე­ბოდ­ნენ. ტრან­ზაქ­ცია მას­თან შე­ვი­და... ამ საქ­მის გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, რად­გან აშ­კა­რად თა­ვად ბანკს არ უნ­დო­და ამ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დად­გო­მა, ამით შე­იქ­მნე­ბო­და სა­სა­მარ­თლო პრე­ცე­დენ­ტი და შემ­დეგ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ამ გზით და­ზა­რალ­დე­ბი­ან, ექ­ნე­ბო­დათ ხელთ ეს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი და მო­ი­თხოვ­დნენ ისი­ნიც ანა­ლო­გი­უ­რად და­კარ­გუ­ლი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას. ამი­ტომ სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტი არ აწყობ­და ბანკს, შე­სა­ბა­მი­სად, სარ­ჩე­ლი გა­მოგ­ვა­ტა­ნი­ნეს და აგ­ვი­ნა­ზღა­უ­რეს ზა­რა­ლი სრუ­ლად, ბა­ჟიც და­ვიბ­რუ­ნეთ.

მოკ­ლედ, თუ იჩივ­ლებ, მტკი­ცე­ბის ტვირ­თი მერე შენ­ზეა და ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­ტკი­ცო შენი სი­მარ­თლე. მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად მეც ყო­ველ­თვის ვფრ­თხი­ლობ, თუ რა­მეს ვყი­დუ­ლობ ინ­ტერ­ნე­ტით, მა­ში­ნაც ვცდი­ლობ ისე­თი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ვუ­თი­თო, რო­მელ­საც ძი­რი­თად ბა­რა­თად არ ვი­ყე­ნებ, რომ უფრო მე­ტად ვიყო და­ცუ­ლი. ყვე­ლა სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, როცა გაძ­ლევს ბა­რათს, გაფრ­თხი­ლებს, რომ ეს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი და­იც­ვა და თუკი შენ ვი­ღაც მე­სა­მე პირს გა­ან­დობ შენი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მებს, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბან­კი აღარ იქ­ნე­ბა.

ბევ­რი შემ­თხვე­ვაა ასე­თი - ტექ­ნი­კას როცა ყი­დის ადა­მი­ა­ნი, ამ დროს მო­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ვყი­დუ­ლობ და და­მი­დას­ტუ­რეო, გა­და­დი­ხარ რა­ღაც ლინკზე და უცებ თან­ხას გაჭ­რის, რის კვალს ვე­ღარ აგ­ნებ. ათას­ნა­ი­რი სქე­მე­ბია, მა­გა­ლი­თად არის კი­დევ ასე­თი სქე­მა, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით ერთი და იმა­ვე ში­ნა­არ­სის უამ­რავ წე­რილს აგ­ზავ­ნი­ან. ად­რე­სა­ტე­ბი შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. წე­რი­ლი შე­ი­ცავს გაფრ­თხი­ლე­ბას მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და გა­და­დი­ხარ ყალ­ბი ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დის ბმულ­ზე, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ნამ­დვი­ლის იდენ­ტუ­რია. წე­რი­ლის მიმ­ღებ­თა უმე­ტე­სო­ბა ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს მცი­რედ გან­სხვა­ვე­ბას. ფი­შე­რი ამ გზე­ბით იგებს მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხელს, პა­როლს, სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­სა და ბა­რა­თის ნო­მერს და მთა­ვარ მოქ­მე­დე­ბა­ზეც გა­და­დის. ქსე­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­შია მო­დე­ბუ­ლი და ვე­რას­დროს გა­ი­გებ წე­რილს სა­ი­დან გიგ­ზავ­ნი­ან. ამი­ტომ არ გა­დახ­ვი­დეთ სა­ეჭ­ვო ბმუ­ლებ­ზე. ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დი იმ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მართს, სა­დაც პა­რო­ლი შეგ­ყავს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი სიმ­ბო­ლო­თი გან­სხვავ­დე­ბო­დეს ნამ­დვი­ლის­გან. არა­ვის გა­დას­ცეთ თქვე­ნი ინ­ტერ­ნეტ და სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბი ტე­ლე­ფო­ნის ან ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით; და­ეჭ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­კავ­შირ­დით თქვენს ბანკს, ხოლო თუ ამას ვერ ახერ­ხებთ, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ პა­რო­ლი, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია, ციფ­რე­ბის, ასო­ე­ბი­სა და სიმ­ბო­ლო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­დეს; კარ­გად და­აკ­ვირ­დით ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით მო­სუ­ლი ბმუ­ლის ბრა­უ­ზერ­ში მი­თი­თე­ბულ მი­სა­მართს. ნუ შეხ­ვალთ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამომხტარ მო­ციმ­ცი­მე ბმუ­ლებ­ში. გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფრ­თხი­ლე!

ავტორი:

"მეუბნებოდა, რომ იყო უკრაინელი სამხედრო პირი კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი" - ფრთხილად, თაღლითობის ახალმა სქემამ შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დააზარალოს

"მეუბნებოდა, რომ იყო უკრაინელი სამხედრო პირი კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი" - ფრთხილად, თაღლითობის ახალმა სქემამ შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დააზარალოს

დღემდე თაღლითობის უამრავი სქემა გაშიფრულა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერნეტ სივრცეში თაღლითები სულ ახალ-ახალ ხრიკებს იგონებენ და არც მსხვერპლების პოვნა უჭირთ. სიფრთხილისკენ მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, ადამიანები მაინც ებმებიან ინტერნეტ აფერისტების მახეში და ამიტომაც მთელ მსოფლიოში დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ინტერნეტთაღლითობის ფიშინგი ჰქვია და ფიშერები კარგი ფსიქოლოგებიც არიან, იციან, რით მოხიბლონ ადამიანები და ინტერნეტმომხმარებლებიც ამ მომხიბვლელი წინადადებით ინტერესდებიან, იოლი გზით გამდიდრების სურვილი უჩნდებათ და ამიტომაც ადვილად ებმებიან მათ მახეში. საქმე იქამდე მიდის, რომ თავად აწვდიან მათ საკუთარ საბანკო მონაცემებს. უნდა გვახსოვდეს, თუ არ ვიქნებით ფრთხილად, ნებისმიერ წამს შეიძლება დავზარალდეთ და ამის ხელშემწყობები ჩვენ თავად ვიყოთ. როგორც წესი, გამოცდილი თაღლითებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ელფოსტის პაროლის, საბანკო ბარათის ნომრის ან ინტერნეტბანკის მონაცემების გაგება თუ გაყალბება. ისინი ძირითადად ყალბ პლატფორმებს იყენებენ და მათი იდენტიფიცირება, დამნაშავის კვალზე გასვლა ურთულესია. ამიტომაც ფიშინგი მაინც რჩება ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პრობლემად. სწორედ ამიტომ ფიშინგთან ბრძოლის ნაცვლად მისგან თავდაცვას უფრო გვირჩევენ. მაგალითად, როცა რომელიმე ყიდვა-გაყიდვის საიტზე განცხადებას ტვირთავ, საიტის ადმინისტრაცია გატყობინებს ამ საფრთხის შესახებ, რადგან თაღლითები აქტიურად იყენებენ სწორედ ყიდვა- გაყიდვის სხვადასხვა საიტებს, ასევე "ვოცაპს", "ვაიბერს", სოციალურ ქსელებს...

ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ბოლო დროს ფიშერები ძალიან გააქტიურებულები არიან და თავისი ისტორია მოგვიყვა:

"მინდამ მოგიყვეთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელში გახვევა მეც დამიპირეს, თუმცა არ გავები. თქვენთან მომართვის მიზანი ერთია, მინდა სხვებიც გავაფრთხილო. თუ თქვენ გაქვთ გაკეთებული განცხადება პრესტიჟული ქონების გაყიდვაზე, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ თითოეულ შემოსულ ინფორმაციას და სატელეფონო ზარს. მე პირადად მქონდა განცხადება დადებული ყიდვა გაყიდვის ერთ-ერთ საიტზე და მივიღე შეტყობინება ფოსტაზე, რომ სურდათ ჩემი ბინის შეძენა. ის პირი გამეცნო როგორც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი. როცა დავგუგლე ინტერნეტში, მისი სახელი და გვარი ძალიან მარტივად იძებნებოდა ინტერნეტში, ასევე "იუთუბზე" და ვიკიპედიაშიც. მან მომწერა, რომ დაინტერესებული იყო საქართველოში ინვესტირებით და სურდა ჩემი ბინა ეყიდა. ასეთ დროს ბუნებრივია ადამიანი თანხმდები, მზად ხარ მიყიდო შენი უძრავი ქონება. მეც დავეთანხმე, ამ დროს მისგან, რომელიც ფეიკი ადამიანი აღმოჩნდა, მივიღე ასეთი წინადადება, რომ მას სურდა საქართველოში დიდი თანხის ინვესტირება და ის მზად იყო რამდენიმე მილიონი გამოეგზავნა ნაღდი ფულის სახით დიპლომატიური ფოსტით ჩემს სახელზე, ხოლო შემდგომში თვითონ ჩამოვიდოდა და ჩემს მიერ შეთავაზებულ ბიზნესებში ინვესტირებას გააკეთებდა, მე კი ამ ბიზნესებში წილს და ხელფასს მივიღებდი. ის მეუბნებოდა, რომ იყო უკრაინელი, რომელიც გამეცნო როგორც სამხედრო პირი, ჩემს შემთხვევაში კირილო ბუდანოვი იყო, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი, რომელმაც მომწერა ისიც, რომ ის ფრონტი ხაზზეა და მას არ აქვს შესაძლებლობა ტელეფონზე ან ვიდეო ზარით საუბრის.

ამის შემდეგ მეილზე თაღლითისგან მივიღე მორიგი შეტყობინება, რომ ის იყენებს თავის გავლენებს და დიპლომატიური ფოსტით აგზავნის ამ მილიონებს ჩემთან, ხოლო ჩემი, როგორც მიმღები პირის ვალდებულება იყო 1300 დოლარი გადამეხადა საბაჟო პროცედურების დასასრულებლად. ხშირ შემთხვევაში ეს თანხა 5000 დოლარამდე მერყეობს. ისინი იყენებენ https://skywestdeliveryexpressltd.com/ როგორც გადამზიდავს, რომელიც შესაძლოა მათი თაღლითური სქემის ნაწილიც არის. ამ გადამზიდავი კომპანიისგან მივიღე ტვირთის გამოგზავნის ტრეკინგ ნომერიც, რომლის მეშვეობითაც ადამიანი დარწმუნდები, რომ თქვენ სახელზე 100 კგ-ზე მეტი ტვირთია გამოგზავნილი და გაჩერებულია თანხის გადაუხდელობის გამო.

როგორც კი თქვენ ფულს გადარიცხავთ თაღლითების მიერ გამოგზავნილ საბანკო რეკვიზიტებზე, თქვენთან კომუნიკაცია შეწყდება, ტვირთი აორთქლდება. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას, თავს გაუფრთხილდით, არ გაებათ ამ თაღლითობაში.

მე, რა თქმა უნდა, ყველა მეილი ხელთ მაქვს, ჩემს შემთხვევაში როგორც უკვე აღვნიშნე, კირილო ბუდანოვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის სახელით მესაუბრებოდნენ, აქ ფსიქოლოგიაც არის გამოყენებული. ამ კაცთან საერთოდ კომუნიკაციაში რომ შედიხარ, რუსების მტერი ხარ. მომავალში ამის ხმამაღლა თქმაც კი არ შეგიძლია. ფულიც არ არის ამხელა, რომ ყვირილი ატეხო და გრცხვენია ადამიანს იმის აღიარებაც, რომ მოგატყუეს, ამ მახეში გაები და ამაზეც ხმამაღლა ვერ საუბრობ. მათი სქემა საკმაოდ კარგად არის დახვეწილი, რომ ეჭვი არაფერში შეიტანო. აქვთ ამ პიროვნების პასპორტი, რომელსაც ასევე გიგზავნიან. გიგზავნიან ანგარიშის ნომერს, სადაც თანხა უნდა ჩარიცხო. მოკლედ მთელი სცენარია შემუშავებული, რომ ადვილად მოტყუვდე. ჩემს შემთხვევაში პასუხები დაგვიანებით მოდიოდა და ამის მიზეზად საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობას ასახელებდა ის, ესეც იმიტომ კეთდებოდა, რომ ეჭვი არაფერში შემეტანა.

თაღლითებმა გამოგზავნეს "დიპლომატის" პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი, მათი მითითებით, ფული ამ პიროვნებისთვის უნდა ჩამერიცხა.

მე პირველივე მეილიდან შევიტანე ეჭვი მასში, თავიდან პრანკი მეგონა, (სატელეფონო ხულიგნობის სახეობა - ავტ. ) მერე მალე მივხვდი, რომ ფროდი (საკომუნიკაციო მომსახურებაში არსებული თაღლითური ქმედებები - ავტ.) იყო და მაქსიმალურად შევყევი, რომ ბოლომდე გამეგო ყველაფერი. ვფიქრობ, ბევრ ქართველს გაატყავებენ ისინი, ამიტომ გადავწყვიტე ამაზე ხმამაღლა მესაუბრა და მინდა მივმართო ადამიანებს, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად, არ გაებან ამ ადამიანის და მსგავსი თაღლითების მახეში".

თაღლითურ სქემებზე კომენტარი ვთხოვე ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ ადვოკატს ნუგბარა როსტიაშვილს. მისი თქმით, საქართველოში ამ გზით დაზარალებული უამრავი ადამიანია. თავად მასაც მოუწია რამდენიმე დაზარალებულის დაცვა.

ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- თაღლითები ხშირად იმ საიტებზე უსაფრდებიან ადამიანებს, რომლებზეც ყიდვა-გაყიდვის განცხადებები იტვირთება და მერე იწყებენ განმცხადებლების წამოგებას ანკესზე. მე ვიცავდი ადამიანს, რომელსაც გაუგზავნეს ლინკი, მას ჰქონდა ასეთი მინაწერი, "ეს ბინა შენია?" გადავიდა ამ ლინკზე გაუცნობიერებლად და მოიპოვეს წვდომა მის მონაცემებთან.

რაც შეეხება იმ ამბავს, რაზეც თქვენი რესპონდენტი საუბრობს, ძალიან კარგია, რომ ის დროულად გაერკვა სიტუაციაში და არ დაზარალებულა, მაგრამ მას ვურჩევ მაინც მიმართოს პოლიციას და მიაწოდოს ეს ინფორმაცია. გადასცეს ის მონაცემები, რაც მას ხელთ აქვთ, უთხრას, რომ ასეთი ტიპის დანაშაულს ჰქონდა ადგილი, თუკი მსგავსი განცხადებით იგივე პიროვნებაზე სხვასაც აქვს მიმართული, შეიძლება სხვას გამოადგეს ეს მასალები და დადასტურდეს, რომ ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რის ნიშნებიც აშკარად ჩანს, რადგან ზედმეტად კარგად აქვთ შეფუთული თაღლითობის სქემა. საკმაოდ გავრცელებული ხრიკია ცნობილი ადამიანების გვარ-სახელების გამოყენებაც, რასაც ამ, კონკრეტულ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი. სხვათა შორის, ხშირად სწორედ უკრაინელები და რუსები არიან მსგავსი ფიშინგ სქემების დამფუძნებლები და ხელშემწყობები. თუ რამდენიმე მსგავსი ქეისის მასალების შეგროვდა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ფიშინგის სხვა ბევრი სახეობაც არის ცნობილი, რამდენადაც ვითარდება ტექნიკა და ინტერნეტსფერო, უფრო და უფრო ხვეწავენ ისინი სქემებს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ბევრი დაუცველი შეტყობინება მოდის ფოსტაზეც, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ უცხო ლინკი არ უნდა გახსნა, თორემ შეიძლება ავტომატურად დადასტურდეს შენი ინფორმაცია. ასევე ბარათების მონაცემები გუგლში არ უნდა დაიმახსოვროთ!

ასეთი ფაქტიც იყო, ჩემი კლიენტი ყიდდა "აიფონის" ტელეფონს, დაუკავშირდნენ, უთხრეს, რომ უცხოეთიდან ურიცხავდნენ თანხას, გიგზავნით ლინკს, ამაზე თქვენი თანხმობაა საჭირო, ბარათის მონაცემები უნდა შეიყვანოთო, ესეც მოტყუვდა, შეიყვანა ბარათის მონაცემები და მის ანგარიშზე არსებული 1500 ლარამდე თანხა მაშინვე მოხსნეს მისი ანგარიშიდან და გადარიცხეს ერთ-ერთი ცნობილი ქართული ბანკის ანგარიშზე, ჩაერიცხა კონკრეტულ პიროვნებას. უფრო მეტიც, ძალიან სწრაფად ამ ადამიანის ანგარიშიდან საბანკო სესხი, 9500 ლარიც გაიაქტიურეს და ეს თანხაც გადარიცხეს ისევ იმავე ბანკში, იმავე პირის ანგარიშზე. მაშინვე დარეკა ამ ქალბატონმა ბანკში, როცა მისი ანგარიშიდან თანხა მოიხსნა და მოითხოვა ანგარიშის დაბლოკვა, მაგრამ ბანკისგან მიიღო უარი, უთხრეს, რომ ფიზიკური პირის ანგარიშს ვერ დაბლოკავდნენ. ამასობაში ვიდრე ამას არკვევდა ბანკის თანამშრომელთან, უკვე 9500 ლარიანი სესხი გააქტიურეს და დასვეს იმავე ანგარიშზე. ესეც უთხრა, მაგრამ მაინც არ დაიბლოკა იმ კაცის ანგარიში. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ ამ თანხების უკან დაბრუნება. ყველაზე ცუდი, რაც იყო ჩვენს შემთხვევაში, ბანკმა ამ ქალბატონს მოსთხოვა იმ გადარიცხული სესხის თანხა თავად სასწრაფოდ დაეფარა. მას მოუწია ამ სესხის დაფარვაც, ორმაგად დაზარალდა ეს ადამიანი და დაიწყო ბრძოლა სასამართლოში. როგორც წესი, ასეთი თაღლითური სქემების დროს ძირითადად უცხოურ ანგარიშებს იყენებენ და იქ კვალზე გასვლა ძალიან ჭირს. ჩვენს შემთხვევაში თაღლითი საქართველოში იყო, იმავე ბანკში ჰქონდა თაღლითსაც ანგარიში გახსნილი, საიდანაც ამ ქალბატონს თანხა მოუხსნეს, ამიტომ ამ ბანკს ჩვენ ვედავებოდით იმასაც, რომ ის პირი იყო მისი მომხმარებელი...

- რადგან ქართული ბანკის კონკრეტული პირის ანგარიშზე ჩაირიცხა ის 9500 ლარი, ალბათ პრობლემა არ იყო გამოვლენა დამნაშავის და მისგან ამ თანხის ამოღება...

- ჩვენ ვიჩივლეთ სასამართლოში და ბანკისგან ვითხოვდით ამ თანხის დაბრუნებას, რადგან იმავე წუთას შეატყობინა ქალბატონმა ბანკს, აცნობა ისიც, ვისთანაც იყო თანხა ჩარიცხული და მოითხოვა მისი ანგარიშის დაბლოკვა. კომპიუტერულ მონაცემებში შეღწევა სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზარალის ანაზღაურება თუ გინდა, მაინც სამოქალაქო წესით უნდა მოითხოვო ამის ანაზღაურება... გიწევს ბაჟის გადახდა, სასამართლოში სარჩელის შეტანა და სამოქალაქო გზით დავა სასამართლოში, რომ დაიბრუნო შენთვის წართმეული თანხა. სამწუხაროდ, ხშირად ამას უკან ვერ იბრუნებ, როგორც წესი, ეს გადარიცხულია უცხოურ ანგარიშებზე. ჩვენ რომ ვიჩივლეთ სასამართლოში, ბუნებრივია არ გაჭირდა იმ პირის იდენტიფიცირება. სასამართლო პროცესზე მოვიდა ის პირი, ვის სახელზეც იყო გადარიცხული ეს თანხები და აღმოჩნდა შშმ პირი. აშკარად თაღლითი იყო, ასე ჰქონდათ ეს სქემა შეფუთული. პროცესზე მოყვა მეუღლე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის ქმარს ეს არ ჩაუდენია, მას ცალი ხელი არ ჰქონდა, ცოლი ასევე ამტკიცებდა, ჩემს ქმარს ლაპარაკის უნარიც არ აქვს და მის ანგარიშზე არანაირი თანხა არ ჩარიცხულიაო. რეალურად ისინი იტყუებოდნენ. ტრანზაქცია მასთან შევიდა... ამ საქმის განხილვა სასამართლოში არ გაგრძელებულა, რადგან აშკარად თავად ბანკს არ უნდოდა ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების დადგომა, ამით შეიქმნებოდა სასამართლო პრეცედენტი და შემდეგ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც ამ გზით დაზარალდებიან, ექნებოდათ ხელთ ეს პრეცედენტული განაჩენი და მოითხოვდნენ ისინიც ანალოგიურად დაკარგული თანხის დაბრუნებას. ამიტომ სასამართლოს ვერდიქტი არ აწყობდა ბანკს, შესაბამისად, სარჩელი გამოგვატანინეს და აგვინაზღაურეს ზარალი სრულად, ბაჟიც დავიბრუნეთ.

მოკლედ, თუ იჩივლებ, მტკიცების ტვირთი მერე შენზეა და ძალიან რთულია ამტკიცო შენი სიმართლე. მაგალითად, პირადად მეც ყოველთვის ვფრთხილობ, თუ რამეს ვყიდულობ ინტერნეტით, მაშინაც ვცდილობ ისეთი ბარათის მონაცემები მივუთითო, რომელსაც ძირითად ბარათად არ ვიყენებ, რომ უფრო მეტად ვიყო დაცული. ყველა საბანკო დაწესებულება, როცა გაძლევს ბარათს, გაფრთხილებს, რომ ეს პირადი მონაცემები დაიცვა და თუკი შენ ვიღაც მესამე პირს გაანდობ შენი ბარათის მონაცემებს, ამაზე პასუხისმგებელი ბანკი აღარ იქნება.

ბევრი შემთხვევაა ასეთი - ტექნიკას როცა ყიდის ადამიანი, ამ დროს მოდის შეტყობინება, ვყიდულობ და დამიდასტურეო, გადადიხარ რაღაც ლინკზე და უცებ თანხას გაჭრის, რის კვალს ვეღარ აგნებ. ათასნაირი სქემებია, მაგალითად არის კიდევ ასეთი სქემა, ელექტრონული ფოსტით ერთი და იმავე შინაარსის უამრავ წერილს აგზავნიან. ადრესატები შემთხვევითი ადამიანები არიან. წერილი შეიცავს გაფრთხილებას მონაცემების განახლების აუცილებლობის შესახებ და გადადიხარ ყალბი ინტერნეტგვერდის ბმულზე, რომელიც ვიზუალურად ნამდვილის იდენტურია. წერილის მიმღებთა უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს მცირედ განსხვავებას. ფიშერი ამ გზებით იგებს მომხმარებლის სახელს, პაროლს, საბანკო ანგარიშისა და ბარათის ნომერს და მთავარ მოქმედებაზეც გადადის. ქსელი მთელ მსოფლიოშია მოდებული და ვერასდროს გაიგებ წერილს საიდან გიგზავნიან. ამიტომ არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ყურადღებით დააკვირდი იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავს. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან. არავის გადასცეთ თქვენი ინტერნეტ და საბანკო მონაცემები ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; დაეჭვების შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ბანკს, ხოლო თუ ამას ვერ ახერხებთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ პაროლი, რომელიც სასურველია, ციფრების, ასოებისა და სიმბოლოების კომბინაციას წარმოადგენდეს; კარგად დააკვირდით ელექტრონული ფოსტით მოსული ბმულის ბრაუზერში მითითებულ მისამართს. ნუ შეხვალთ მოულოდნელად ამომხტარ მოციმციმე ბმულებში. გამოიჩინეთ სიფრთხილე!