აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გრენლანდიას ეწვევა. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა და ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად პარასკევს გრენლანდიას ეწვევა.
მისი თქმით, გრენლანდიაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ბაზას მოინახულებს.
“შევამოწმებ, თუ რა ხდება გრენლანდიაში უსაფრთხოების კუთხით. როგორც იცით, გრენლანდიას ბევრი ქვეყანა ემუქრება. აშშ-ს, კანადას და გრენლანდიის მოსახლეობას ბევრი ქვეყანა ემუქრება. ამიტომ, ვნახავთ, როგორ მიდის იქ საქმეები“, - აცხადებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
ცნობისთვის, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ “აშშ-ის დელეგაციის ვიზიტით გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება“.
იხილეთ ასევე: