სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ხურდაში გადასაყოლებელ ელემენტად აქციეს. ეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად შეგნებულად გააკეთა... ელოდება, ტრამპი და პუტინი სად მიგვიჩენენ ადგილს" - ხუხაშვილი
"საქართველო ხურდაში გადასაყოლებელ ელემენტად აქციეს. ეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად შეგნებულად გააკეთა... ელოდება, ტრამპი და პუტინი სად მიგვიჩენენ ადგილს" -  ხუხაშვილი

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეს­ტუმ­რა რუ­მი­ნეთს. "რუ­მი­ნულ მხა­რეს და­ვუ­დას­ტუ­რეთ ის, რა­საც ვე­უბ­ნე­ბით ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ 2030 წლის­თვის ქვე­ყა­ნა მზად იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რებ­ლად, ასე­ვე დავ­სვით კი­თხვა, მზად იქ­ნე­ბა თუ არა ევ­რო­კავ­ში­რი 2030 წელს გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ. ხომ არ არის ეს ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ნელ-ნელა და­ი­წყე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ცნო­ბას? - ამ კი­თხვას ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გაზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" უპა­სუ­ხა:

- არა მგო­ნია. ჩემი აზ­რით, ეს წმინ­დად ადა­მი­ა­ნურ დო­ნე­ზე ჩა­წყო­ბი­ლი ვი­ზი­ტე­ბია. ეს იყო უფრო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ვი­ზი­ტი, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი. სამ­ხა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბიც უფრო შიდა პო­ლი­ტი­კის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი გზავ­ნი­ლე­ბია, უფრო სწო­რად, სის­ტე­მის "და­სა­ბო­ლე­ბე­ლი" გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის... ვი­საც ანა­ლი­ზი შე­უძ­ლია, წე­სით, მიხ­ვდე­ბა, თუ სად­მე შეს­ვლა გინ­და, იქით უნდა მი­დი­ო­დე და არა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ევ­რო­კავ­ში­რი არ არის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფე­ნო­მე­ნი, ეს არის კავ­ში­რი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მა­ზე აშენ­და და შენ რო­დე­საც ამ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მას არ აღი­ა­რებ და ამას სულ უფრო და უფრო შორ­დე­ბი, რა­ღაც თა­რი­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ამას ვერ უშ­ვე­ლის. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ამ გან­ცხა­დე­ბებს არა­ნა­ი­რი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვა არა აქვს, ეს მხო­ლოდ პრო­პა­გან­დაა.

თუმ­ცა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი ვი­თა­რე­ბა შექ­მნა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კი ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ჩვენ სა­ერ­თოდ გავმქრა­ლი­ყა­ვით ამ ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის ფორ­მი­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი­დან. სა­ქარ­თვე­ლო ხურ­და­ში გა­და­სა­ყო­ლე­ბელ ელე­მენ­ტად აქ­ცი­ეს. ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­კე­თა. მისი გათ­ვლა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თია: რაკი ჰგო­ნია, სა­ბო­ლო­ოდ ტრამ­პი და პუ­ტი­ნი დას­ხდე­ბი­ან, ძლი­ე­რის დო­მი­ნი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით შე­თან­ხმდე­ბი­ან და გა­ი­ყო­ფენ მსოფ­ლი­ოს, სა­ქარ­თვე­ლო­საც ისი­ნი მი­უ­ჩე­ნენ ად­გილს. ივა­ნიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი იმის­კენ წა­იყ­ვა­ნა, რომ ჩვენ დღეს ვართ დახლზე და­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, თვი­თონ კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ჩვენ ამ გა­ნა­წი­ლე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში მოვ­ხვდე­ბით. მოკ­ლედ, აქეთ მიჰ­ყავს პრო­ცე­სი და ელო­დე­ბა, ტრამ­პი და პუ­ტი­ნი სად მიგ­ვი­ჩე­ნენ ად­გილს.

- ბოლო დროს გა­აქ­ტი­ურ­და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის თემა, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მა­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი. ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ნა­წი­ლის პო­ზი­ცია კი გა­ურ­კვე­ვე­ლია. ხომ არ აღ­მოჩ­ნდე­ბა ისე, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დებ­ლად...

- დღეს ამ თე­მის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია, ჩემი აზ­რით, არას­წო­რია. ჩვენ, არ ვი­ცით, რა მო­ცე­მუ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა იმ მო­მენ­ტის­თვის, რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დრო მოვა, თუნ­დაც სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ძა­ლი­ან ბევ­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს პრო­ცეს­ზე, ამი­ტომ დღეს თქმა, არ მი­ვი­ღებ ან მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სო, რე­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბი­დან აც­დე­ნაა. დღეს ოპო­ზი­ცი­ის სა­ფიქ­რა­ლი უნდა იყოს, თუ რო­გორ შე­ნარ­ჩუნ­დეს საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი და შე­ი­ძი­ნოს მეტი დი­ნა­მი­კა. ახლა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ლა­პა­რა­კი არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ტი­მა­ცია, ხვალ რომ იყოს არ­ჩევ­ნე­ბი, რა თქმა უნდა, არა­ვინ არ უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ჩვენ არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა თვე­ე­ბის მერე... თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო ლე­გი­ტი­მა­ცია, მა­შინ ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს მო­უ­წევს იმა­ზე და­ფიქ­რე­ბა, რა უნდა ქნას, რომ თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ დარ­ჩეს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საქართველო ხურდაში გადასაყოლებელ ელემენტად აქციეს. ეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად შეგნებულად გააკეთა... ელოდება, ტრამპი და პუტინი სად მიგვიჩენენ ადგილს" - ხუხაშვილი

"საქართველო ხურდაში გადასაყოლებელ ელემენტად აქციეს. ეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად შეგნებულად გააკეთა... ელოდება, ტრამპი და პუტინი სად მიგვიჩენენ ადგილს" -  ხუხაშვილი

გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუმინეთს. "რუმინულ მხარეს დავუდასტურეთ ის, რასაც ვეუბნებით ქართველ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრებლად, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ ევროპული ქვეყნები ნელ-ნელა დაიწყებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციის ცნობას? - ამ კითხვას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" უპასუხა:

- არა მგონია. ჩემი აზრით, ეს წმინდად ადამიანურ დონეზე ჩაწყობილი ვიზიტებია. ეს იყო უფრო პროპაგანდისტული ვიზიტი, ვიდრე რეალური პოლიტიკის ნაწილი. სამხარაძის განცხადებებიც უფრო შიდა პოლიტიკისთვის განკუთვნილი გზავნილებია, უფრო სწორად, სისტემის "დასაბოლებელი" განცხადებები, თითქოს ყველაფერი კარგად არის... ვისაც ანალიზი შეუძლია, წესით, მიხვდება, თუ სადმე შესვლა გინდა, იქით უნდა მიდიოდე და არა საწინააღმდეგო მიმართულებით. ევროკავშირი არ არის გეოგრაფიული ფენომენი, ეს არის კავშირი, რომელიც გარკვეულ ფასეულობათა სისტემაზე აშენდა და შენ როდესაც ამ ფასეულობათა სისტემას არ აღიარებ და ამას სულ უფრო და უფრო შორდები, რაღაც თარიღების დასახელება ამას ვერ უშველის. ჩემი შეფასებით, ამ განცხადებებს არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა არა აქვს, ეს მხოლოდ პროპაგანდაა.

თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა მეტად ბუნდოვანი ვითარება შექმნა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც, "ქართულმა ოცნებამ" კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ საერთოდ გავმქრალიყავით ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პოლიტიკური დღის წესრიგიდან. საქართველო ხურდაში გადასაყოლებელ ელემენტად აქციეს. ეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად შეგნებულად გააკეთა. მისი გათვლა, დარწმუნებული ვარ, ასეთია: რაკი ჰგონია, საბოლოოდ ტრამპი და პუტინი დასხდებიან, ძლიერის დომინირების პოლიტიკის ინსტრუმენტებით შეთანხმდებიან და გაიყოფენ მსოფლიოს, საქართველოსაც ისინი მიუჩენენ ადგილს. ივანიშვილმა ყველაფერი იმისკენ წაიყვანა, რომ ჩვენ დღეს ვართ დახლზე დადებული პროდუქტი, თვითონ კი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამ განაწილებაში აუცილებლად რუსეთის იმპერიაში მოვხვდებით. მოკლედ, აქეთ მიჰყავს პროცესი და ელოდება, ტრამპი და პუტინი სად მიგვიჩენენ ადგილს.

- ბოლო დროს გააქტიურდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა, რომელიც შემოდგომაზეა დანიშნული. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას, ნაწილის პოზიცია კი გაურკვეველია. ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ მაინც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა სრულიად მოუმზადებლად...

- დღეს ამ თემის აქტუალიზაცია, ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ, არ ვიცით, რა მოცემულობა გვექნება იმ მომენტისთვის, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დრო მოვა, თუნდაც საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს პროცესზე, ამიტომ დღეს თქმა, არ მივიღებ ან მივიღებ მონაწილეობასო, რეალური ამოცანებიდან აცდენაა. დღეს ოპოზიციის საფიქრალი უნდა იყოს, თუ როგორ შენარჩუნდეს საპროტესტო მუხტი და შეიძინოს მეტი დინამიკა. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი არარელევანტურია. დღევანდელი მოცემულობით, ამ ხელისუფლებას არა აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ხვალ რომ იყოს არჩევნები, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა იქნება თვეების მერე... თუ ხელისუფლებამ მიიღო ლეგიტიმაცია, მაშინ ოპოზიციურ სპექტრს მოუწევს იმაზე დაფიქრება, რა უნდა ქნას, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩეს. წაიკითხეთ სრულად