პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტამბოლი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა: სტუდენტები დაკავებული მერის გათავისუფლებას მოითხოვენ - ქვეყანაში დაჭერების მორიგი ტალღა დაიწყო
სტამბოლი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა: სტუდენტები დაკავებული მერის გათავისუფლებას მოითხოვენ - ქვეყანაში დაჭერების მორიგი ტალღა დაიწყო

მას შემ­დეგ, რაც თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ სტამ­ბო­ლის მერი - ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ და­ა­კა­ვა, ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მა­სობ­რი­ვი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. და­კა­ვე­ბუ­ლი იმა­მ­ოღ­ლუ თურ­ქე­თის ლი­დე­რის რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად მი­იჩ­ნე­ვა და მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გეგ­მავ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს პლა­კა­ტით

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტამ­ბო­ლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და მომ­დევ­ნო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი აკ­რძა­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ზღუდ­ვას არ და­ე­მორ­ჩი­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ალყა შე­მო­არ­ტყა მე­რი­ას, გა­და­კე­ტა რამ­დე­ნი­მე გზა და ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ე­და­ნი. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე და მათ შო­რის, პო­ლი­ცი­ის იმ გან­ყო­ფი­ლე­ბის წინ, სა­დაც იმა­მ­ოღ­ლუა და­კა­ვე­ბუ­ლი.

“რაც მოხ­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ეკ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს ვერ წა­არ­თმე­ვენ უფ­ლე­ბას, იყოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ერს არ­თმე­ვენ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ოზ­გურ ოზელ­მა მე­რი­ის წინ შეკ­რე­ბილ­თა წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

  • მე­რის მე­უღ­ლემ, დი­ლეკ იმა­მ­ოღ­ლუმ მის და­კა­ვე­ბას უწო­და "მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს თურ­ქე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ას".

“ეს არის პირ­და­პი­რი დარ­ტყმა ერის­თვის და ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია შე­ტა­კე­ბის შე­სა­ხებ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტამ­ბუ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტუ­დენ­ტე­ბის და­საშ­ლე­ლად, პო­ლი­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის წი­წა­კის სპრეი გა­მო­ი­ყე­ნა. სტუ­დენ­ტე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ იმა­მ­ოღ­ლუს­თვის დიპ­ლო­მის გა­უქ­მე­ბა­საც.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მი პო­ლი­ტი­კო­სის და­კა­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­უ­უქ­მეს - მისი არ­ქო­ნა იმა­მ­ოღ­ლუს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად ოფი­ცი­ა­ლუ­რად კენ­ჭისყ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

იმ­ოღ­ლუ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია კო­რუფ­ცი­ა­სა და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კავ­შირ­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში 100-მდე პირი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და­ა­კა­ვეს.

  • იმა­მ­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა გან­ცხა­დე­ბა.

ეკ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ

“ხალ­ხის ნება არ შე­იძ­ლე­ბა და­ით­რგუ­ნოს და­ში­ნე­ბით ან უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბით. მე მტკი­ცედ ვდგა­ვარ და ვენ­დო­ბი არა მხო­ლოდ სტამ­ბო­ლის 16 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს, არა­მედ თურ­ქე­თის 86 მი­ლი­ონ მო­ქა­ლა­ქეს და ყვე­ლას, ვინც მხარს უჭერს დე­მოკ­რა­ტი­ას და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ილ­მაზ თუნჩმა გა­აკ­რი­ტი­კა ისი­ნი, ვინც თვლის, რომ სტამ­ბო­ლის მერი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლია. მისი თქმით, თურ­ქეთ­ში არა­ვინ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა.

კვი­რას მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იგეგ­მე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

სტამბოლი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა: სტუდენტები დაკავებული მერის გათავისუფლებას მოითხოვენ - ქვეყანაში დაჭერების მორიგი ტალღა დაიწყო

სტამბოლი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა: სტუდენტები დაკავებული მერის გათავისუფლებას მოითხოვენ - ქვეყანაში დაჭერების მორიგი ტალღა დაიწყო

მას შემდეგ, რაც თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი - ექრემ იმამოღლუ დააკავა, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა. დაკავებული იმამოღლუ თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას.

აქციის მონაწილე დაკავებული ექრემ იმამოღლუს პლაკატით

მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში დემონსტრაციები აკრძალა, მოსახლეობა შეზღუდვას არ დაემორჩილა.

პოლიციამ ალყა შემოარტყა მერიას, გადაკეტა რამდენიმე გზა და ცენტრალური მოედანი. მომიტინგეები შეიკრიბნენ ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე და მათ შორის, პოლიციის იმ განყოფილების წინ, სადაც იმამოღლუა დაკავებული.

“რაც მოხდა გადატრიალების მცდელობა იყო. ეკრემ იმამოღლუს ვერ წაართმევენ უფლებას, იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სინამდვილეში ერს ართმევენ არჩევანის თავისუფლებას“, - განაცხადა რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა მერიის წინ შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

  • მერის მეუღლემ, დილეკ იმამოღლუმ მის დაკავებას უწოდა "მიზანმიმართული პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის მომავალი პრეზიდენტის ლიკვიდაციას".

“ეს არის პირდაპირი დარტყმა ერისთვის და ჩვენ ვიბრძოლებთ“, - განაცხადა მან.

გავრცელდა ინფორმაცია შეტაკების შესახებ. მედიის ინფორმაციით, სტამბულის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების დასაშლელად, პოლიციამ სპეციალური საშუალებები, მათ შორის წიწაკის სპრეი გამოიყენა. სტუდენტები აპროტესტებენ იმამოღლუსთვის დიპლომის გაუქმებასაც.

უმაღლესი განათლების დიპლომი პოლიტიკოსის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გაუუქმეს - მისი არქონა იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად კენჭისყრის საშუალებას არ აძლევს.

იმოღლუ ეჭვმიტანილია კორუფციასა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში 100-მდე პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები დააკავეს.

  • იმამოღლუს დაკავების შემდეგ მის სოციალურ ქსელში გამოჩნდა განცხადება.

ეკრემ იმამოღლუ

“ხალხის ნება არ შეიძლება დაითრგუნოს დაშინებით ან უკანონო ქმედებებით. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ ადამიანს, არამედ თურქეთის 86 მილიონ მოქალაქეს და ყველას, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიას და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა გააკრიტიკა ისინი, ვინც თვლის, რომ სტამბოლის მერი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მისი თქმით, თურქეთში არავინ დგას კანონზე მაღლა.

კვირას მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იხილეთ ასევე: