პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერ დროს - გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!" - კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე
"ნებისმიერ დროს - გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!" - კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის მზად არის ნე­ბის­მი­ერ დროს ჩა­ი­ტა­როს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა. ამით კა­ლა­ძე "ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, საბა ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ნე­ბის­მი­ერ დროს, თუმ­ცა საბა ბუ­ა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კო­სის გან­ცხა­დე­ბას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საბა ბუ­ა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნე­ბის­მი­ერ დროს [მზად ვარ], გა­ხა­რია ხომ არ ვარ გა­ვიქ­ცე და და­ვი­მა­ლო?!“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

  • გარ­და ამი­სა, კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზა­ნია, რომ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რონ.

"რაც შე­ე­ხე­ბა რე­ფორ­მას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ჩვენ გვინ­და რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რი­თაც ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რე­ბით, მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუნ­დაც მა­გა­ლი­თად: ხელი შე­ვუ­წყოთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ნერგვას, ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­როთ და მხარ­ში ამო­ვუდ­გეთ. ზო­გა­დად, ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­მართ შე­იც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, საბა ბუ­ა­ძემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და, რომ „სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნარ­კო­შე­მოწ­მე­ბის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის ნაც­ვლად, თა­ვად გა­ი­ა­რონ ნარ­კო­შე­მოწ­მე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნონ შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბი“. „ვურ­ჩევ და­ი­წყოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნით, კახა კა­ლა­ძით“, - გა­ნა­ცხა­და საბა ბუ­ა­ძემ.

ავტორი:

"ნებისმიერ დროს - გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!" - კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე

"ნებისმიერ დროს - გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!" - კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე

დედაქალაქის მერის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება. ამით კალაძე "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას გამოეხმაურა.

"ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ - განაცხადა კალაძემ.

  • გარდა ამისა, კალაძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარონ.

"რაც შეეხება რეფორმას, ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. ჩვენ გვინდა რეფორმის განხორციელება, რითაც ადამიანებს დავეხმარებით, მივცემთ შესაძლებლობას, თუნდაც მაგალითად: ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დავეხმაროთ და მხარში ამოვუდგეთ. ზოგადად, ნარკოტიკების მიმართ შეიცვალოს დამოკიდებულება“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.