პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციის შეხვედრაზე სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ: "ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!" - ელისაშვილი
"ოპოზიციის შეხვედრაზე სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ: "ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!" - ელისაშვილი

ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე ისე­თი სევ­დი­ან ხა­სი­ათ­ზე ვარ ხოლ­მე, ჩემ­თვის ვფიქ­რობ: „ამ­ხე­ლა ამ­პარ­ტავ­ნო­ბით რო­გორ და­დი­ხართ?!” - ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ზედ­მე­ტად ამ­პარ­ტავ­ნე­ბი არი­ან.

"ვინც ჩვენ­თან პო­ლი­ტი­კა­ში არი­ან, ზედ­მე­ტი ამ­პარ­ტავ­ნე­ბით არი­ან შე­პყრო­ბი­ლე­ბი. ყვე­ლას ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა აქვს სა­კუ­თარ თავ­ზე, და­იღ­ლე­ბი რომ უყუ­რებ. ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე ისე­თი სევ­დი­ან ხა­სი­ათ­ზე ვარ ხოლ­მე, „ამ­ხე­ლა ამ­პარ­ტავ­ნო­ბით რო­გორ და­დი­ხართ?!“ - ჩემ­თვის ვფიქ­რობ, ზო­გი­ერთს რომ ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე. 3 ჯერ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ტე­ლე­ვი­ზორ­ში და შემ­დეგ თავი კიტ­რე­ბი ჰგო­ნი­ათ, თან შუშა კიტ­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნა ერ­თო­ბა, ელი­საშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს: „ძა­ლი­ან რთუ­ლად რომ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ამი­ტო­მაც არ გვაქვს“.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, რუს­თა­ველ­ზე თუ იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტი, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რიგ­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

"პრო­ტეს­ტი არ შემ­წყდა­რა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვილს არ­წმუ­ნებ­დნენ, ცოტა ხან­ში არ იქ­ნე­ბო­და. არა­ვინ შე­ში­ნე­ბუ­ლა, რა თქმა უნდა, ემო­ცი­უ­რად ცოტა გა­და­ვი­ღა­ლეთ. რა თქმა უნდა დამ­ღლე­ლია. მე ამი­საც არ მჯე­რო­და, რად­გან ეს არ არის ჩვენ ხა­სი­ათ­ში. რუს­თა­ველ­ზე თუ იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტი, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რიგ­ში“,- აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს პარტნი­ო­რებ­თან იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ ამო­ვარ­დეს მათი დღის წეს­რი­გი­დან.

მი­სი­ვე თქმით, თუკი 31 მარტს და­გეგ­მი­ლი აქ­ცია მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ისევ მი­იქ­ცევს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

"ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ. ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცია ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს, რომ დღის წეს­რი­გი­დან არ ამო­ვარ­დეთ. 31 მარ­ტის აქ­ცია უნდა იყოს ის, რომ ჩვენ არ და­ვი­ღა­ლეთ. მა­ინც პრო­ტეს­ტი გვაქვს, მა­ინც ვდგა­ვართ ქუ­ჩა­ში. ეს არის ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი. ვერც ცე­მით, ვერც და­ში­ნე­ბით, ვერც ჯა­რი­მე­ბით ვერ შეძ­ლეს პრო­ტეს­ტის გაქ­რო­ბა.

(31 მარ­ტის) აქ­ცია თუ იქ­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი, ჩვენ ისევ მი­ვიქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას (სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის). გას­რო­ლი­ლი თო­ფი­ვით ეში­ნი­ათ სან­ქცი­ე­ბის. ყვე­ლა­ზე მძაფ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ამე­რი­კას შე­უძ­ლია“,- აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა რომ ძა­ლი­ან მძი­მე გა­ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა.

ელი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პრო­ტეს­ტი გა­იზ­რდე­ბა და რა­დი­კა­ლუ­რიც გახ­დე­ბა.

„ისეთ წნეხ­ში გვე­ყო­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ვერ გა­უძ­ლებს. პრო­ტეს­ტი გა­იზ­რდე­ბა, რა­დი­კა­ლუ­რიც გახ­დე­ბა. მთა­ვარს ვერ მი­აღ­წი­ეს: ვერ გაგვტე­ხეს და პრო­ტეს­ტი ვერ გა­აქ­რეს. პრო­ტეს­ტი არ გაქ­რე­ბა, რად­გან ჩვენ არ გვაქვს უკან და­სა­ხე­ვი გზა. ჩვენ უკან არის სა­ქარ­თვე­ლო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

ავტორი:

"ოპოზიციის შეხვედრაზე სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ: "ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!" - ელისაშვილი

"ოპოზიციის შეხვედრაზე სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ: "ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!" - ელისაშვილი

ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ: „ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!” - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

  • მისივე შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსები ზედმეტად ამპარტავნები არიან.

"ვინც ჩვენთან პოლიტიკაში არიან, ზედმეტი ამპარტავნებით არიან შეპყრობილები. ყველას ისეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, დაიღლები რომ უყურებ. ოპოზიციის შეხვედრაზე ისეთი სევდიან ხასიათზე ვარ ხოლმე, „ამხელა ამპარტავნობით როგორ დადიხართ?!“ - ჩემთვის ვფიქრობ, ზოგიერთს რომ ვუყურებ ხოლმე. 3 ჯერ გამოჩნდებიან ტელევიზორში და შემდეგ თავი კიტრები ჰგონიათ, თან შუშა კიტრები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ასეთ ადამიანებთანა ერთობა, ელისაშვილი ასე პასუხობს: „ძალიან რთულად რომ წარმომიდგენია, ამიტომაც არ გვაქვს“.

მისივე მოსაზრებით, რუსთაველზე თუ იქნება პროტესტი, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდება.

"პროტესტი არ შემწყდარა მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არწმუნებდნენ, ცოტა ხანში არ იქნებოდა. არავინ შეშინებულა, რა თქმა უნდა, ემოციურად ცოტა გადავიღალეთ. რა თქმა უნდა დამღლელია. მე ამისაც არ მჯეროდა, რადგან ეს არ არის ჩვენ ხასიათში. რუსთაველზე თუ იქნება პროტესტი, აუცილებლად დავბრუნდებით საერთაშორისო დღის წესრიგში“,- აღნიშნა მან.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად მუშაობს პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველო არ ამოვარდეს მათი დღის წესრიგიდან.

მისივე თქმით, თუკი 31 მარტს დაგეგმილი აქცია მასშტაბური იქნება, საქართველო ისევ მიიქცევს საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას.

"ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალურად ვმუშაობთ. ჩვენი კოალიცია ძალიან ბევრს მუშაობს, რომ დღის წესრიგიდან არ ამოვარდეთ. 31 მარტის აქცია უნდა იყოს ის, რომ ჩვენ არ დავიღალეთ. მაინც პროტესტი გვაქვს, მაინც ვდგავართ ქუჩაში. ეს არის ამ ხელისუფლებისთვის ყველაზე დამანგრეველი. ვერც ცემით, ვერც დაშინებით, ვერც ჯარიმებით ვერ შეძლეს პროტესტის გაქრობა.

(31 მარტის) აქცია თუ იქნება მასშტაბური, ჩვენ ისევ მივიქცევთ ყურადღებას (საერთაშორისო პარტნიორების). გასროლილი თოფივით ეშინიათ სანქციების. ყველაზე მძაფრი სანქციების დაწესება ამერიკას შეუძლია“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა რომ ძალიან მძიმე გაზაფხული იქნება.

ელისაშვილი ამბობს, რომ პროტესტი გაიზრდება და რადიკალურიც გახდება.

„ისეთ წნეხში გვეყოლება ხელისუფლება, რომ ვერ გაუძლებს. პროტესტი გაიზრდება, რადიკალურიც გახდება. მთავარს ვერ მიაღწიეს: ვერ გაგვტეხეს და პროტესტი ვერ გააქრეს. პროტესტი არ გაქრება, რადგან ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა. ჩვენ უკან არის საქართველო და სახელმწიფო ინტერესები“,- აღნიშნა ელისაშვილმა.