სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება, გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ..." - ხატია ბუნიათიშვილი
"გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება, გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ..." - ხატია ბუნიათიშვილი

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, რომ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

"გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი! სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, უვ­ნე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათი და­კა­ვე­ბით თა­ვი­სუ­ფალ აზრს, რო­მე­ლიც ქარ­თველს სის­ხლში აქვს, ვერ მოკ­ლავთ. ამ ადა­მი­ა­ნებს კი აკ­ლებთ თა­ვი­სუფ­ლად ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვის (თუნ­დაც და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლის), ახ­ლობ­ლებ­თან მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბის და კა­მა­თის, თა­ვის ნე­ბა­ზე ცხოვ­რე­ბის დღე­ებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა და თქვე­ნი, მთავ­რო­ბის, მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

თქვენ­ზე იქ­ნე­ბა ამ დღე­ე­ბის, თვე­ე­ბის და წლე­ბის მან­ძილ­ზე და­კარ­გუ­ლი დღე­ე­ბის, რომ­ლებ­საც ვე­რას­დროს ვერ და­უბ­რუ­ნებთ, ტვირ­თად ტა­რე­ბა. ბევ­რად უფრო მძი­მეა ეს ტვირ­თი, ვიდ­რე გგო­ნი­ათ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩახ­შო­ბა ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის დრო­ე­ბი­თი იყო. დღეს “დრო­ე­ბით” ბევ­რად უფრო მა­ლეა, ვიდ­რე ადრე.

ასე­თი დროა.

გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი. თუ გირ­ჩევ­ნი­ათ ასე გე­ტყვით - გთხოვთ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი! არ მე­თა­კი­ლე­ბა - გთხოვთ, გთხოვთ, - გთხოვთ, და­უბ­რუ­ნოთ ადა­მი­ა­ნებს ის, რაც ეკუთ­ვნით და წა­ერ­თვათ. მათი ღი­მი­ლის გი­სო­სებს გა­რეთ და­ნახ­ვა გვინ­და, რომ ჩვენც შევ­ძლოთ გა­ღი­მე­ბა, სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს შიგ­ნით თუ გა­რეთ, ისე რომ არ შეგ­ვაშ­რეს", - წერს ის.

ავტორი:

"გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება, გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ..." - ხატია ბუნიათიშვილი

"გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება, გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ..." - ხატია ბუნიათიშვილი

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სინდისის პატიმრები ციხიდან გაათავისუფლოს.

"გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები. მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ. ამ ადამიანებს კი აკლებთ თავისუფლად ჰაერის ჩასუნთქვის (თუნდაც დანაგვიანებულის), ახლობლებთან მოსიყვარულების და კამათის, თავის ნებაზე ცხოვრების დღეებს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლება და თქვენი, მთავრობის, მთავარი მოვალეობაა.

თქვენზე იქნება ამ დღეების, თვეების და წლების მანძილზე დაკარგული დღეების, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაუბრუნებთ, ტვირთად ტარება. ბევრად უფრო მძიმეა ეს ტვირთი, ვიდრე გგონიათ. თავისუფლების ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს “დროებით” ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე.

ასეთი დროა.

გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება - გთხოვთ, გთხოვთ, - გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს", - წერს ის.