პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წონის კლება ნელა მიდიოდა და ვნერვიულობდი, თუმცა ეს კარგი ყოფილა... მხარზე ძვალი რომ ვიგრძენი, შევკრთი" - როგორ შეიცვალა ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ
"წონის კლება ნელა მიდიოდა და ვნერვიულობდი, თუმცა ეს კარგი ყოფილა... მხარზე ძვალი რომ ვიგრძენი, შევკრთი" - როგორ შეიცვალა ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ

"14 წლის ასაკ­ში ავი­ღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უკვე 10 წე­ლია ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოვ­დი­ვარ. მე იგი­ვე ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე. მის ცხოვ­რე­ბა­ში 2023 წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და - ბა­რი­არ­ტრი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა.

წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო და ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი თავი ახ­ლი­დან გა­იც­ნო. რო­გორ გრძნობს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ თავს, რო­გორ მი­ვი­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რა შეც­ვა­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა და რას ურ­ჩევს სხვებს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ამ ინ­ტერ­ვი­უ­თი თა­ვად ეტყვის.

ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე:

- ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, მაქვს მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია, სა­დაც ბავ­შვებს ვა­მე­ცა­დი­ნებ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით ჩემი ცხოვ­რე­ბის ოქ­როს ხა­ნის­კენ მი­ვი­წევ. მუდ­მი­ვად უკე­თე­სის მო­ლო­დინ­ში ვარ. ვცდი­ლობ, რომ იმ საქ­მე­ში, რა­საც ვა­კე­თებ, უფრო მეტი და კარ­გი შევ­ქმნა. ვა­შე­ნებ ჩემს მო­მა­ვალს და წინ მი­ვი­წევ.

- ამის­თვის ადა­მი­ანს მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ შე­ძე­ლი?

- არ ვიცი, ასე რო­დის გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ რო­დე­საც ვი­გებ და ვხე­დავ, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს რომ რა­ღაც სტკი­ვა, აწუ­ხებს, რა­ი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს, ამას ში­ნა­გა­ნად გან­ვიც­დი. მერე რო­დე­საც ვი­აზ­რებ, რომ ეს პრობ­ლე­მა მე არ მაქვს და ამ დროს ისეთ უბ­რა­ლო და უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ღა­ცებ­ზე მი­წუ­წუ­ნია, ვხდე­ბი, რომ ჩემი წუ­წუ­ნი და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მერე მაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი სა­წუ­წუ­ნოა, მაგ­რამ ხვდე­ბი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია. ახა­ლი დღე რომ თენ­დე­ბა, ვცდი­ლობ, იმ დღის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თო, რომ უკან მო­ხედ­ვა თა­მა­მად შევ­ძლო. ყო­ვე­ლი დღე ნე­გა­ტი­ვის გა­რე­შე გა­ვი­ა­რო, რად­გან მე არ მაქვს ისე­თი მძი­მე პრობ­ლე­მა, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა სხვას ჰქონ­დეს.

- იმ წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, რა­საც 14 წლის ასაკ­ში მი­აღ­წიე, შენს ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მა არა­ფე­რი ყო­ფი­ლა?

- მა­ნამ­დეც და მას მე­რეც გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მეს­მო­და, - "შენ ხარ დიდი", "შენ ხარ მსუ­ქა­ნი ადა­მი­ა­ნი", "მსუ­ქა­ნი ბავ­შვი", - ჩემი მძი­მე წონა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თით­ქოს პრობ­ლე­მად იყო ქცე­უ­ლი. არა­და, თა­ვად მე იმ სტან­დარტს ვამ­კვიდ­რებ­დი, რომ „მი­მი­ღე ისე­თად, რო­გო­რიც ვარ და არა­ვის საქ­მე არ არის, რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი - მსუ­ქა­ნი, თუ გამ­ხა­რი". ჩემი წონა კომ­პლექსს დი­დად არ მიქ­მნი­და. და თუ კომ­პლექ­სი რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობ­და, თავს არ ვაძ­ლევ­დი იმის უფ­ლე­ბას, ის სხვას და­ე­ნა­ხა, გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. მე რომ კომ­პლექ­სე­ბი მქო­ნო­და, სცე­ნა­ზე არ დავ­დგე­ბო­დი. არ მინ­დო­და, კომ­პლექ­სებს ვე­მარ­თე. თუმ­ცა ძა­ლი­ან ადრე ჩემი თავი იმა­ში და­ვი­ჭი­რე, რომ გახ­დო­მა მინ­დო­და. და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ტორტზე სან­თელს რომ ვაქ­რობ­დი, წო­ნის დაკ­ლე­ბას ჩა­ვი­ფიქ­რებ­დი ხოლ­მე... მგო­ნია, რომ ამ დროს ჩა­ფიქ­რე­ბულ სურ­ვილს ყვე­ლა­ზე დიდი ძალა აქვს და ამა­ში ალ­ბათ ყვე­ლა გოგო და­მე­თან­ხმე­ბა...

ახლა და ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, იქი­დან მო­დი­ო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. თან გარ­შე­მო მარ­წმუ­ნებ­დნენ და მა­ჯე­რებ­დნენ იმას, რომ დიდი წონა მქონ­და. ამი­ტომ, გახ­დო­მა და წო­ნის დაკ­ლე­ბა იმის გამო მინ­დო­და, რომ ხალ­ხს აღარ ეთ­ქვა ამ კუ­თხით ჩემ­თვის რა­ი­მე.

- ბუ­ლინ­გი თუ ყო­ფი­ლა?

- ძი­რი­თა­დად კი­ბერ­ბუ­ლინ­გი. ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ რა­ღა­ცებს წერს, ყო­ველ­თვის და­წერს, მათ­თან ჭი­დილს აზრი არ აქვს... სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი მი­ვა­ღე­ბი­ნე ჩემი თავი ისე­თად, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი მი­სა­მარ­თით აქა იქ მა­ინც გა­ის­მო­და შე­ფარ­ვი­თი გარ­კვე­უ­ლი ფრა­ზე­ბი წო­ნის კუ­თხით. ბო­ლოს ეგ ფრა­ზე­ბიც აღარ იყო10 წლის წინ თბი­ლის­ში სოფ­ლი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, დე­და­ჩე­მიც შე­ფარ­ვით მე­უბ­ნე­ბო­და, - ჭა­მას მო­უ­კე­ლი, თბი­ლის­ში შენ­ნა­ი­რი მსუ­ქა­ნი ბავ­შვი არა­ვი­ნაა. მერე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და დიდ ბავ­შვს რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, ან ჩემ­ზე დი­დებს, გულ­ზე მო­მეშ­ვე­ბო­და. ყვე­ლა­ზე გულ­სატ­კე­ნი კი ის იყო, ქალი-გო­გო­ე­ბი რომ არი­ან, გო­გო­ო­ბა რომ უნ­დათ, სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ ჩემ გვერ­დით სუ­რა­თი გა­და­ე­ღოთ არა რო­გორც ბარ­ბა­რას­თან, უბ­რა­ლოდ, ჩემ ფონ­ზე უნ­დო­დათ, გამ­ხდრე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. განა ვერ ვხდე­ბო­დი, მაგ­რამ ვუ­ყუ­რებ­დი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ფო­ტო­ზე ვინ სად დად­გე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ღაც ამას გა­მიზ­ნუ­ლად რომ აკე­ტებ­და, კარ­გად ვხვდე­ბო­დი. მა­გა­ში ყვე­ლას კარ­გად ვი­ჭერ­დი.

- ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ამ­დე რო­გორ მიხ­ვე­დი?

- ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაა რთუ­ლი, თო­რემ აქამ­დე რომ მიხ­ვალ, მერე იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის რე­ა­ლო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, უკვე თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა, რად­გან გუ­ლით გინ­და. 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში მე და ჩემი და სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით. ჩემს დას ვუ­თხა­რი, თბი­ლის­ში რომ ჩა­ვალთ, ექიმ­თან უნდა მი­ვი­დე, წო­ნის დაკ­ლე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ფიქ­რი უნდა და­ვი­წყო-მეთ­ქი. უცებ მო­მინ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლა, იმ წო­ნამ­დე მის­ვლა, რო­მელ­ზეც შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, ან იმ პე­რი­ოდ­ში ვყო­ფილ­ვარ, რა პე­რი­ო­დი­და­ნაც ნაკ­ლე­ბად მახ­სოვს. ბელ­გი­ი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, და­ნა­ზო­გი მქონ­და და ანა­ბა­რი გავ­ხსე­ნი, რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. თუ ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­დე­ბო­და, ფი­ნან­სუ­რად მზად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ოპე­რა­ცია იაფი არ ღირს.

- მოკ­ლედ, გო­ნე­ბა­ში მო­ამ­წი­ფე აზრი, რომ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­გე­კე­თე­ბი­ნა...

- და ანაბ­რის გახ­სნი­დან 2 კვი­რა­ში "ნა­ნუ­კას შოუს" მთა­ვარ­მა პრო­დი­უ­სერ­მა და­მი­რე­კა. და­ვით ან­დღუ­ლა­ძის კლი­ნი­კას შენ­თან ერ­თად კო­ლა­ბო­რა­ცია უნდა. ოპე­რა­ცი­ა­ზე თა­ნახ­მა თუ ხარო? ყვე­ლა­ფე­რი და­გი­ფი­ნანსდე­ბა და შენ მხო­ლოდ გა­და­ცე­მის გმი­რი იქ­ნე­ბიო.

- ასე რო­გორ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს შენი და მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... მარ­თლა უც­ნა­უ­რია...

- ალ­ბათ ისე მინ­დო­და, ისე­თი გან­წყო­ბა მქონ­და შექ­მნი­ლი, რომ უკვე სამ­ყა­როც და­მეხ­მა­რა. მერე ყვე­ლა­ფე­რი ავ­წონ-დავ­წო­ნე, ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ამ­დე­ნი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფერ­ზე მი­ფიქ­რია. ადა­მი­ა­ნებ­თან ვალ­ში ყოფ­ნა არ მიყ­ვარს და ამ სი­კე­თეს, ამ მხარ­და­ჭე­რას რო­გორ გა­და­ვიხ­დი­დი, მათ­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვალ­ში უნდა ვიყო-თქო. ამას ვდარ­დობ­დი, რად­გან მე­გო­ნა, იმ­დენს ვერ გა­ვუ­კე­თებ­დი, რა­საც ისი­ნი მი­კე­თებ­დნენ...

- რო­გორც ვიცი, ამ გა­და­ცე­მის ანონსს მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და...

- კი, და­დე­ბი­დან ერთ დღე­ში მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და. ეს ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის და გა­და­ცე­მის­თვის სა­ნატ­რე­ლი ციფ­რე­ბია... ერთი სი­ტყვით ამ ოპე­რა­ცი­ა­ზე დავ­თან­ხმდი და ეს იყო 2023 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი. 30 ოქ­ტომ­ბერს და­მი­რე­კეს, 2 ნო­ემ­ბერს ბა­ტონ და­ვით­თან კონ­სულ­ტა­ცია მექ­ნე­ბო­და. ანა­ლი­ზებ­საც გა­ვა­კე­თებ­დით, გა­ვარ­კვევ­დით რა მჭირ­და და რა იყო გა­სავ­ლე­ლი. ეს სამ­ზა­დი­სი ერთი კვი­რი­დან 3 თვემ­დე გრძელ­დე­ბა ხოლ­მე. გა­აჩ­ნია, ვის რო­გორ სჭირ­დე­ბა. ჩემი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, თა­ვის კვლე­ვე­ბით, ერთი თვე გაგ­რძელ­და. ოპე­რა­ცია 1-ელ დე­კემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა და გა­ვი­კე­თე კი­დეც.

- ე.ი. კუ­ჭის რე­ზექ­ცია ჩა­ტარ­და, რა­საც "კუ­ჭის მოჭ­რას" ეძა­ხი­ან.

- კი, ასეა, კუ­ჭის 80% მო­იჭ­რა და დარ­ჩა 20%. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვე რჩე­ბა, უბ­რა­ლოდ ისაა, რომ ცოტა საკ­ვე­ბით კმა­ყო­ფილ­დე­ბი. და­ნაყ­რე­ბა მალე ხდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ბა­ნა­ნის ზო­მის კუჭი რჩე­ბა... ოპე­რა­ცია 25 წუთი გაგ­რძელ­და - ძა­ლი­ან მალე ჩა­ტარ­და. პა­რას­კევს გა­ვი­კე­თე და კვი­რას უკვე გა­მომ­წე­რეს. ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა, რაც მი­თხრეს, შე­ვას­რუ­ლე. იმ დღე­ებ­ში ჩემი და და­მეხ­მა­რა, გვერ­დი­დან არ მომ­ცილ­და. ასეთ დროს სა­ჭი­როა ერთი ადა­მი­ა­ნი, ვინც შენ­ზე იზ­რუ­ნებს. მაგ­რამ ისიც იყო, რომ კვი­რას გა­მომ­წე­რეს და შემ­დეგ პა­რას­კევს უკვე სტუ­დი­ა­ში ვი­ყა­ვი, ბავ­შვებს გაკ­ვე­თილს ვუ­ტა­რებ­დი… სა­ერ­თოდ, რა­საც უფ­ლე­ბას აძ­ლევ, რომ მო­გე­რი­ოს, ყო­ველ­თვის გე­რე­ვა და გა­მარ­ცხებს. უნდა ვიბ­რძო­ლოთ, მაგ­რამ თუ დავ­მარ­ცხდე­ბით, იმ რა­ღა­ცას­თან შებ­რძო­ლე­ბუ­ლი მა­ინც ვიქ­ნე­ბით...

მოკ­ლედ, ასე ნა­კე­რე­ბით ვა­ტა­რებ­დი სტუ­დი­ა­ში გაკ­ვე­თი­ლებს, ხელი არა­ფერ­ში შე­უშ­ლია. თავს არ მი­ვე­ცი მოშ­ვე­ბის და მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. კლი­ნი­კი­დან მე­სა­მე დღეს კი გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის იყო, 1-ელში თუ ოპე­რა­ცი­ას ვი­კე­თებ­დი, დე­და­ჩემ­მა ეს არ იცო­და. მის­თვის 5 რი­ცხვი მქონ­და ნათ­ქვა­მი. დე­დის გული რა სა­ო­ცა­რია, ოპე­რა­ცი­ის დღეს ტე­ლე­ფო­ნი არ გა­უ­ჩე­რე­ბია, ჩემს დას­თან რე­კავ­და და რე­კავ­და. რა ხდე­ბა? დაწ­ვა? რო­გორ არის? არა­და, იმ დროს ოპე­რა­ცია მი­ტარ­დე­ბო­და... არ ვუ­თხა­რი, თვი­თო­ნაც ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და არ მინ­დო­და, ენერ­ვი­უ­ლა. სა­ერ­თოდ ასეთ რა­ღა­ცებს მე და ჩემი და თვი­თონ ვუმკლავ­დე­ბით, დე­დას არ ვა­ნერ­ვი­უ­ლებთ ხოლ­მე. ამ­ჯე­რა­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, მის­თვის სტრე­სი ამე­რი­დე­ბი­ნა. მერე ყვე­ლა­ფე­რი რომ დას­რულ­და, იმა­ვე სა­ღა­მოს ვუ­თხა­რი, რომ ოპე­რა­ცია უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და. მა­შინ ისე არა და ახლა რომ იხ­სე­ნებს, - ეს რა გა­და­ი­ტა­ნეთ მარ­ტო­ებ­მაო...

- რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი და შემ­დგომ წო­ნის კლე­ბა რო­გორ წა­ვი­და?

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი გიშ­ვებთ კლი­ნი­კი­დან, მაგ­რამ 2 კვი­რის მან­ძილ­ზე ქა­ლა­ქი­დან არ უნდა გახ­ვი­დეო - ბა­ტონ­მა და­ვით­მა მი­თხრა. შე­სა­ბა­მი­სი მი­თი­თე­ბე­ბი მომ­ცა. ორი კვი­რა კი არა, თბი­ლის­ში მეტ ხან­საც ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ლაგ­და, სო­ფელ­ში მერე ჩა­ვე­დი. ერთ თვე­ში კი სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი, კონ­ცერ­ტი მქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ წო­ნის კლე­ბას, ეს ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქვს. ზოგ­მა 5-6 თვე­ში იმ­დე­ნი და­იკ­ლო, რაც მე ერთ წელ­ში. ამან ცოტა კი დამ­სტრე­სა, თუმ­ცა ეს არ არის ცუდი... ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ წონა იკარ­გე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად სწრა­ფი კლე­ბის დროს ორ­გა­ნიზ­მიც ბევრ რა­მეს კარ­გავს, ამი­ტომ რა­ღაც თან­მხლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლავს ხოლ­მე. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში რად­გან დაკ­ლე­ბა ნელა მი­დი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი თან­მიმ­დევ­რუ­ლად და ორ­გა­ნუ­ლად წა­ვი­და. მა­შინ კი ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, სწრა­ფად არ მი­დის კი­ლოგ­რა­მე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს კარ­გიც ყო­ფი­ლა. არც კა­ნის სტრუქ­ტუ­რა დამ­რღვე­ვია და ამ პრო­ცესს არა­ნა­ი­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტი არ მოჰ­ყო­ლია. კლე­ბის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ მი­დის, ჯერ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა, კი­დევ 15 კი­ლოგ­რა­მი უნდა და­ვიკ­ლო და ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა 2 წე­ლიც გაგ­რძელ­დეს.

ბავ­შვო­ბა

- წო­ნა­ში დაკ­ლე­ბულ ბარ­ბა­რას უკვე შე­ე­გუე?

- როცა მო­ტი­ვა­ცია დიდი გაქვს, ეს ფსი­ქი­კას ვერ აზი­ა­ნებს... ახლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, მეშ­ვი­დე კლას­ში რომ ვი­ყა­ვი, იმა­ზე ნაკ­ლე­ბი წონა მაქვს, ამას­თან შე­გუ­ე­ბა ცოტა რთუ­ლია და უჩ­ვე­უ­ლოც. მხარ­ზე ხე­ლის მოს­მით ძვა­ლი რომ ვიგ­რძე­ნი, შევ­კრთი, ჩემს დას და­ვუ­ძა­ხე, მოდი, ნახე, მგო­ნი, რა­ღაც ამომ­დის-მეთ­ქი... იყო შემ­თხვე­ვა, მა­ღა­ზი­ი­დან რომ გა­მო­ვე­დი, გვერ­დით გა­ვი­წიე, ჩემი ანა­რეკ­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა, სხვა მო­დი­ო­და. ბევ­რი ასე­თი რა­ღაც არის ხოლ­მე... სა­კუ­თა­რი თავი ახ­ლი­დან გა­ვი­ცა­ნი.

- 60 კი­ლოს დაკ­ლე­ბა ხუმ­რო­ბა მარ­თლა არ არის - ეს ხომ მარ­თლა ერთი ადა­მი­ა­ნია...

- კი, ასეა. ახლა იმ სტი­ლით ვცხოვ­რობ, რო­მელ სტილ­საც მა­შინ ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი. მე­სა­მე თვეა, დარ­ბაზ­ში ვვარ­ჯი­შობ, მწვრთნე­ლიც მყავს. ჩარ­თუ­ლი ვარ იმ პრო­ცეს­ში, რა­საც ჩემი თა­ვის შე­ნე­ბა ჰქვია, რაც არ მე­ზა­რე­ბა. სტუ­დი­ა­ში ბავ­შვებ­თან ვმუ­შა­ობ, მოს­წავ­ლე­ე­ბი 8 წლი­დან მყავს. სიმ­ღე­რებს ვწერ და ამ წელს ჩემს მსმე­ნელს, ვინც ჩემ­გან სი­ახ­ლეს ელის, კი­დევ ერთ ახალ სიმ­ღე­რას გა­ვუ­ზი­ა­რებ. ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი, ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა ახლა კი­დევ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად მაქვს.

- რა რჩე­ვას გა­უ­ზი­ა­რებ სხვებს, ვი­საც ამ კუ­თხით გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა აქვს...

- სხვე­ბის მა­გა­ლი­თით სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მით დაძ­ლე­ვას ვერ შევ­ძლებთ. პრობ­ლე­მი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი აქვს. ის, რომ ვი­ღა­ცამ ასე შეძ­ლო, ეს იმის გა­რან­ტია არ არის, რომ შენც ასე შეძ­ლებ, - ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა. ვი­ღა­ცის ნათ­ქვამს არ უნდა და­უ­ჯე­რონ. ვინც ამ სა­კი­თხში კომ­პე­ტენ­ტუ­რია, მათ­გან უნდა მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია. მეც მწე­რენ, სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მებ­ზე მიყ­ვე­ბი­ან - გვირ­ჩი­ეო. მე კი არა ექიმს უნდა უთხართ. დღემ­დე ამ ჩემი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ამ­ბებს ბა­ტო­ნი და­ვი­თი მარ­თავს. კი, პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებს უნდა მივ­მარ­თოთ. მა­ნამ­დე სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზმს უნდა მო­ვუს­მი­ნოთ. ასე რომ, გა­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლას­თვის სხვა­დას­ხვაა. ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო.

ავტორი:

"წონის კლება ნელა მიდიოდა და ვნერვიულობდი, თუმცა ეს კარგი ყოფილა... მხარზე ძვალი რომ ვიგრძენი, შევკრთი" - როგორ შეიცვალა ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ

"წონის კლება ნელა მიდიოდა და ვნერვიულობდი, თუმცა ეს კარგი ყოფილა... მხარზე ძვალი რომ ვიგრძენი, შევკრთი" - როგორ შეიცვალა ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ

"14 წლის ასაკში ავიღე პასუხისმგებლობა და უკვე 10 წელია ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ. მე იგივე ვარ" - გვეუბნება მომღერალი ბარბარა სამხარაძე. მის ცხოვრებაში 2023 წელს მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა.

წონაში საგრძნობლად დაიკლო და ამბობს, რომ საკუთარი თავი ახლიდან გაიცნო. როგორ გრძნობს ოპერაციის შემდეგ თავს, როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, რა შეცვალა ამ ყველაფერმა და რას ურჩევს სხვებს, ამაზე AMBEBI.GE-ს მკითხველს ამ ინტერვიუთი თავად ეტყვის.

ბარბარა სამხარაძე:

- ძალიან კარგად ვარ, მაქვს მუსიკალური სტუდია, სადაც ბავშვებს ვამეცადინებ და შეიძლება ითქვას, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩემი ცხოვრების ოქროს ხანისკენ მივიწევ. მუდმივად უკეთესის მოლოდინში ვარ. ვცდილობ, რომ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, უფრო მეტი და კარგი შევქმნა. ვაშენებ ჩემს მომავალს და წინ მივიწევ.

- ამისთვის ადამიანს მოტივაცია სჭირდება. ეს ყველაფერი როგორ შეძელი?

- არ ვიცი, ასე როდის გავიზარდე, მაგრამ როდესაც ვიგებ და ვხედავ, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს რომ რაღაც სტკივა, აწუხებს, რაიმე ტრაგედია დაატყდა თავს, ამას შინაგანად განვიცდი. მერე როდესაც ვიაზრებ, რომ ეს პრობლემა მე არ მაქვს და ამ დროს ისეთ უბრალო და უმნიშვნელო რაღაცებზე მიწუწუნია, ვხდები, რომ ჩემი წუწუნი დაუშვებელია. ასეთი დამოკიდებულება მერე მაძლევს მოტივაციას. მატერიალური პრობლემები საწუწუნოა, მაგრამ ხვდები, რომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ახალი დღე რომ თენდება, ვცდილობ, იმ დღის მაქსიმუმი გავაკეთო, რომ უკან მოხედვა თამამად შევძლო. ყოველი დღე ნეგატივის გარეშე გავიარო, რადგან მე არ მაქვს ისეთი მძიმე პრობლემა, როგორიც შეიძლება სხვას ჰქონდეს.

- იმ წარმატების შემდეგ, რასაც 14 წლის ასაკში მიაღწიე, შენს ცხოვრებაში პრობლემა არაფერი ყოფილა?

- მანამდეც და მას მერეც გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, - "შენ ხარ დიდი", "შენ ხარ მსუქანი ადამიანი", "მსუქანი ბავშვი", - ჩემი მძიმე წონა საზოგადოებისთვის თითქოს პრობლემად იყო ქცეული. არადა, თავად მე იმ სტანდარტს ვამკვიდრებდი, რომ „მიმიღე ისეთად, როგორიც ვარ და არავის საქმე არ არის, როგორი ვიქნები - მსუქანი, თუ გამხარი''. ჩემი წონა კომპლექსს დიდად არ მიქმნიდა. და თუ კომპლექსი რაღაც დოზით მაინც არსებობდა, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ის სხვას დაენახა, გამომემჟღავნებინა. მე რომ კომპლექსები მქონოდა, სცენაზე არ დავდგებოდი. არ მინდოდა, კომპლექსებს ვემართე. თუმცა ძალიან ადრე ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ გახდომა მინდოდა. დაბადების დღეზე, ტორტზე სანთელს რომ ვაქრობდი, წონის დაკლებას ჩავიფიქრებდი ხოლმე... მგონია, რომ ამ დროს ჩაფიქრებულ სურვილს ყველაზე დიდი ძალა აქვს და ამაში ალბათ ყველა გოგო დამეთანხმება...

ახლა და ახლა რომ ვუფიქრდები, იქიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. თან გარშემო მარწმუნებდნენ და მაჯერებდნენ იმას, რომ დიდი წონა მქონდა. ამიტომ, გახდომა და წონის დაკლება იმის გამო მინდოდა, რომ ხალხს აღარ ეთქვა ამ კუთხით ჩემთვის რაიმე.

- ბულინგი თუ ყოფილა?

- ძირითადად კიბერბულინგი. ვინც სოციალურ ქსელში ამ რაღაცებს წერს, ყოველთვის დაწერს, მათთან ჭიდილს აზრი არ აქვს... საზოგადოებას კი მივაღებინე ჩემი თავი ისეთად, როგორიც ვიყავი, მაგრამ ჩემი მისამართით აქა იქ მაინც გაისმოდა შეფარვითი გარკვეული ფრაზები წონის კუთხით. ბოლოს ეგ ფრაზებიც აღარ იყო10 წლის წინ თბილისში სოფლიდან რომ ჩამოვედი, დედაჩემიც შეფარვით მეუბნებოდა, - ჭამას მოუკელი, თბილისში შენნაირი მსუქანი ბავშვი არავინაა. მერე ვაკვირდებოდი და დიდ ბავშვს რომ დავინახავდი, ან ჩემზე დიდებს, გულზე მომეშვებოდა. ყველაზე გულსატკენი კი ის იყო, ქალი-გოგოები რომ არიან, გოგოობა რომ უნდათ, სურვილს გამოთქვამდნენ, რომ ჩემ გვერდით სურათი გადაეღოთ არა როგორც ბარბარასთან, უბრალოდ, ჩემ ფონზე უნდოდათ, გამხდრები გამოჩენილიყვნენ. განა ვერ ვხდებოდი, მაგრამ ვუყურებდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ფოტოზე ვინ სად დადგებოდა, მაგრამ ვიღაც ამას გამიზნულად რომ აკეტებდა, კარგად ვხვდებოდი. მაგაში ყველას კარგად ვიჭერდი.

- ბარიატრიულ ოპერაციამდე როგორ მიხვედი?

- ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაა რთული, თორემ აქამდე რომ მიხვალ, მერე იმ გადაწყვეტილების რეალობაში მოყვანა, უკვე თავისთავად ხდება, რადგან გულით გინდა. 2023 წლის აგვისტოში მე და ჩემი და სოფელში ვიყავით. ჩემს დას ვუთხარი, თბილისში რომ ჩავალთ, ექიმთან უნდა მივიდე, წონის დაკლებაზე სერიოზული ფიქრი უნდა დავიწყო-მეთქი. უცებ მომინდა, საკუთარი თავის შეცვლა, იმ წონამდე მისვლა, რომელზეც შეგნებული ცხოვრების მანძილზე არ ვყოფილვარ, ან იმ პერიოდში ვყოფილვარ, რა პერიოდიდანაც ნაკლებად მახსოვს. ბელგიიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, დანაზოგი მქონდა და ანაბარი გავხსენი, რომ გარკვეული თანხა დამეგროვებინა. თუ ოპერაცია დამჭირდებოდა, ფინანსურად მზად ვყოფილიყავი. მოგეხსენებათ, ეს ოპერაცია იაფი არ ღირს.

- მოკლედ, გონებაში მოამწიფე აზრი, რომ ბარიატრიული ოპერაცია გაგეკეთებინა...

- და ანაბრის გახსნიდან 2 კვირაში "ნანუკას შოუს" მთავარმა პროდიუსერმა დამირეკა. დავით ანდღულაძის კლინიკას შენთან ერთად კოლაბორაცია უნდა. ოპერაციაზე თანახმა თუ ხარო? ყველაფერი დაგიფინანსდება და შენ მხოლოდ გადაცემის გმირი იქნებიო.

- ასე როგორ დაემთხვა ერთმანეთს შენი და მათი გადაწყვეტილება... მართლა უცნაურია...

- ალბათ ისე მინდოდა, ისეთი განწყობა მქონდა შექმნილი, რომ უკვე სამყაროც დამეხმარა. მერე ყველაფერი ავწონ-დავწონე, ბევრი ვიფიქრე, ამდენი ცხოვრებაში არაფერზე მიფიქრია. ადამიანებთან ვალში ყოფნა არ მიყვარს და ამ სიკეთეს, ამ მხარდაჭერას როგორ გადავიხდიდი, მათთან მთელი ცხოვრება ვალში უნდა ვიყო-თქო. ამას ვდარდობდი, რადგან მეგონა, იმდენს ვერ გავუკეთებდი, რასაც ისინი მიკეთებდნენ...

- როგორც ვიცი, ამ გადაცემის ანონსს მილიონი ნახვა ჰქონდა...

- კი, დადებიდან ერთ დღეში მილიონი ნახვა ჰქონდა. ეს ტელევიზიისთვის და გადაცემისთვის სანატრელი ციფრებია... ერთი სიტყვით ამ ოპერაციაზე დავთანხმდი და ეს იყო 2023 წლის სექტემბრის დასაწყისი. 30 ოქტომბერს დამირეკეს, 2 ნოემბერს ბატონ დავითთან კონსულტაცია მექნებოდა. ანალიზებსაც გავაკეთებდით, გავარკვევდით რა მჭირდა და რა იყო გასავლელი. ეს სამზადისი ერთი კვირიდან 3 თვემდე გრძელდება ხოლმე. გააჩნია, ვის როგორ სჭირდება. ჩემი მოსამზადებელი პერიოდი, თავის კვლევებით, ერთი თვე გაგრძელდა. ოპერაცია 1-ელ დეკემბერს ჩაინიშნა და გავიკეთე კიდეც.

- ე.ი. კუჭის რეზექცია ჩატარდა, რასაც "კუჭის მოჭრას" ეძახიან.

- კი, ასეა, კუჭის 80% მოიჭრა და დარჩა 20%. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ისევე რჩება, უბრალოდ ისაა, რომ ცოტა საკვებით კმაყოფილდები. დანაყრება მალე ხდება. დაახლოებით ერთი ბანანის ზომის კუჭი რჩება... ოპერაცია 25 წუთი გაგრძელდა - ძალიან მალე ჩატარდა. პარასკევს გავიკეთე და კვირას უკვე გამომწერეს. ყველანაირი მითითება, რაც მითხრეს, შევასრულე. იმ დღეებში ჩემი და დამეხმარა, გვერდიდან არ მომცილდა. ასეთ დროს საჭიროა ერთი ადამიანი, ვინც შენზე იზრუნებს. მაგრამ ისიც იყო, რომ კვირას გამომწერეს და შემდეგ პარასკევს უკვე სტუდიაში ვიყავი, ბავშვებს გაკვეთილს ვუტარებდი… საერთოდ, რასაც უფლებას აძლევ, რომ მოგერიოს, ყოველთვის გერევა და გამარცხებს. უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ თუ დავმარცხდებით, იმ რაღაცასთან შებრძოლებული მაინც ვიქნებით...

მოკლედ, ასე ნაკერებით ვატარებდი სტუდიაში გაკვეთილებს, ხელი არაფერში შეუშლია. თავს არ მივეცი მოშვების და მოდუნების უფლება. კლინიკიდან მესამე დღეს კი გამოვედი, მაგრამ მთავარი ის იყო, 1-ელში თუ ოპერაციას ვიკეთებდი, დედაჩემმა ეს არ იცოდა. მისთვის 5 რიცხვი მქონდა ნათქვამი. დედის გული რა საოცარია, ოპერაციის დღეს ტელეფონი არ გაუჩერებია, ჩემს დასთან რეკავდა და რეკავდა. რა ხდება? დაწვა? როგორ არის? არადა, იმ დროს ოპერაცია მიტარდებოდა... არ ვუთხარი, თვითონაც ჯანმრთელობის რაღაც პრობლემები ჰქონდა და არ მინდოდა, ენერვიულა. საერთოდ ასეთ რაღაცებს მე და ჩემი და თვითონ ვუმკლავდებით, დედას არ ვანერვიულებთ ხოლმე. ამჯერადაც მაქსიმალურად ვეცადე, მისთვის სტრესი ამერიდებინა. მერე ყველაფერი რომ დასრულდა, იმავე საღამოს ვუთხარი, რომ ოპერაცია უკვე გაკეთებული მქონდა. მაშინ ისე არა და ახლა რომ იხსენებს, - ეს რა გადაიტანეთ მარტოებმაო...

- რეაბილიტაციის პროცესი და შემდგომ წონის კლება როგორ წავიდა?

- ოპერაციის შემდეგ კი გიშვებთ კლინიკიდან, მაგრამ 2 კვირის მანძილზე ქალაქიდან არ უნდა გახვიდეო - ბატონმა დავითმა მითხრა. შესაბამისი მითითებები მომცა. ორი კვირა კი არა, თბილისში მეტ ხანსაც ვიყავი. ყველაფერი რომ დალაგდა, სოფელში მერე ჩავედი. ერთ თვეში კი საბერძნეთში წავედი, კონცერტი მქონდა. რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ წონის კლებას, ეს ყველას ინდივიდუალური აქვს. ზოგმა 5-6 თვეში იმდენი დაიკლო, რაც მე ერთ წელში. ამან ცოტა კი დამსტრესა, თუმცა ეს არ არის ცუდი... ოპერაციის შემდეგ წონა იკარგება და შესაბამისად სწრაფი კლების დროს ორგანიზმიც ბევრ რამეს კარგავს, ამიტომ რაღაც თანმხლები პრობლემები ამ ყველაფერს ახლავს ხოლმე. ჩემს შემთხვევაში რადგან დაკლება ნელა მიდიოდა, ყველაფერი თანმიმდევრულად და ორგანულად წავიდა. მაშინ კი ვნერვიულობდი, სწრაფად არ მიდის კილოგრამები-მეთქი, მაგრამ ეს კარგიც ყოფილა. არც კანის სტრუქტურა დამრღვევია და ამ პროცესს არანაირი გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია. კლების პროცესი ჯერ კიდევ მიდის, ჯერ არ შეჩერებულა, კიდევ 15 კილოგრამი უნდა დავიკლო და ეს პროცესი შეიძლება 2 წელიც გაგრძელდეს.

ბავშვობა

- წონაში დაკლებულ ბარბარას უკვე შეეგუე?

- როცა მოტივაცია დიდი გაქვს, ეს ფსიქიკას ვერ აზიანებს... ახლა რომ ვაკვირდები, მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, იმაზე ნაკლები წონა მაქვს, ამასთან შეგუება ცოტა რთულია და უჩვეულოც. მხარზე ხელის მოსმით ძვალი რომ ვიგრძენი, შევკრთი, ჩემს დას დავუძახე, მოდი, ნახე, მგონი, რაღაც ამომდის-მეთქი... იყო შემთხვევა, მაღაზიიდან რომ გამოვედი, გვერდით გავიწიე, ჩემი ანარეკლი რომ დავინახე, მეგონა, სხვა მოდიოდა. ბევრი ასეთი რაღაც არის ხოლმე... საკუთარი თავი ახლიდან გავიცანი.

- 60 კილოს დაკლება ხუმრობა მართლა არ არის - ეს ხომ მართლა ერთი ადამიანია...

- კი, ასეა. ახლა იმ სტილით ვცხოვრობ, რომელ სტილსაც მაშინ ვერ გავუმკლავდებოდი. მესამე თვეა, დარბაზში ვვარჯიშობ, მწვრთნელიც მყავს. ჩართული ვარ იმ პროცესში, რასაც ჩემი თავის შენება ჰქვია, რაც არ მეზარება. სტუდიაში ბავშვებთან ვმუშაობ, მოსწავლეები 8 წლიდან მყავს. სიმღერებს ვწერ და ამ წელს ჩემს მსმენელს, ვინც ჩემგან სიახლეს ელის, კიდევ ერთ ახალ სიმღერას გავუზიარებ. ცხოვრების ხალისი, ამაღლებული განწყობა, აქტიურობა, მიზანმიმართულობა ახლა კიდევ გაორმაგებულად მაქვს.

- რა რჩევას გაუზიარებ სხვებს, ვისაც ამ კუთხით გარკვეული პრობლემა აქვს...

- სხვების მაგალითით საკუთარი პრობლემით დაძლევას ვერ შევძლებთ. პრობლემიდან გამოსავალი ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ის, რომ ვიღაცამ ასე შეძლო, ეს იმის გარანტია არ არის, რომ შენც ასე შეძლებ, - ეს არასწორი მიდგომაა. ვიღაცის ნათქვამს არ უნდა დაუჯერონ. ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია, მათგან უნდა მიიღონ ინფორმაცია. მეც მწერენ, საკუთარი პრობლემებზე მიყვებიან - გვირჩიეო. მე კი არა ექიმს უნდა უთხართ. დღემდე ამ ჩემი ოპერაციის შემდგომ ამბებს ბატონი დავითი მართავს. კი, პრობლემების მოსაგვარებლად კომპეტენტურ ადამიანებს უნდა მივმართოთ. მანამდე საკუთარ ორგანიზმს უნდა მოვუსმინოთ. ასე რომ, გამოსავალი ყველასთვის სხვადასხვაა. ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.