სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ - პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში" - პრემიერი
"გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ - პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში" - პრემიერი

გერ­მა­ნი­ას უბ­რა­ლოდ ვე­ღარ ვცნობთ - ეს არის ძა­ლი­ან ღია და უხე­ში ჩა­რე­ვა ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას, რომ „ნეტ­გა­ზე­თი­სა“ და „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი „და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს“.

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნია არის ის სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფეხ­ქვეშ გა­თე­ლი­ლი.

"მა­ნამ­დე პირ­და­პირ და უხე­შად ერე­ოდ­ნენ ჩვენს არ­ჩევ­ნებ­ში. ესე­ნი იყ­ვნენ გერ­მა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი და ა.შ. ახლა პირ­და­პირ და უხე­შად ერე­ვი­ან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი. მით უმე­ტეს, რომ გერ­მა­ნია ყო­ველ­თვის იყო ცნო­ბი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პის მი­მართ და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პის მი­მართ. გერ­მა­ნი­ას უბ­რა­ლოდ ვე­ღარ ვცნობთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია გერ­მა­ნი­ის ცნო­ბა. ეს არის ის სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფეხ­ქვეშ გა­თე­ლი­ლი გერ­მა­ნე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის მხრი­დან. ეს ჩემ­თვის პი­რა­დად ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი მოვ­ლე­ნაა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მაქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და იქ როცა ვსწავ­ლობ­დი სულ რა­ღაც ოცი წლის წინ, სრუ­ლი­ად სხვა რა­ღა­ცას მას­წავ­ლიდ­ნენ და დღეს სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად მოქ­მე­დე­ბენ გერ­მა­ნე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა რომ ახა­ლი კან­ცლე­რის პი­რო­ბებ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მიდ­გო­მე­ბი შე­იც­ვა­ლოს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ახა­ლი კან­ცლე­რი იქ­ნე­ბა თუ არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი „დიფ სთე­ი­თის“ გავ­ლე­ნე­ბი­სა­გან.

„ამის იმე­დი და­ვი­ტო­ვოთ. თუ ახა­ლი კან­ცლე­რი იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი „დიფ სთე­ი­თის“ გავ­ლე­ნე­ბი­სა­გან, „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“ გავ­ლე­ნე­ბის­გან, ამ შემ­თხვე­ვა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა წი­ნას­წარ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა რა­მის თქმა, ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ავტორი:

"გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ - პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში" - პრემიერი

"გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ - პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში" - პრემიერი

გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ - ეს არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.

  • ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანია არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი.

"მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში. ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა. ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს ჩემთვის პირადად ძალიან დასანანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიაში მაქვს იურიდიული განათლება მიღებული და იქ როცა ვსწავლობდი სულ რაღაც ოცი წლის წინ, სრულიად სხვა რაღაცას მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება რომ ახალი კანცლერის პირობებში დამოკიდებულებები და მიდგომები შეიცვალოს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ახალი კანცლერი იქნება თუ არა დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან.

„ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა წინასწარ გაგვიჭირდება რამის თქმა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.