მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ
საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ

სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით შე­ეძ­ლე­ბათ.

  • ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბამ პარ­ლა­მენტს “კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია და კო­მი­ტე­ტებს გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს უფ­ლე­ბა არა აქვს ას­რუ­ლებ­დეს რა­ი­მე ანა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ოს, თუმ­ცა ეს შე­ზღუდ­ვა სა­მეც­ნი­ე­რო, პე­და­გო­გი­ურ ან შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არ ვრცელ­დე­ბა. კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით კი, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს სა­მეც­ნი­ე­რო, პე­და­გო­გი­უ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ეძ­ლე­ბა.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, ხელ­მძღვა­ნე­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბათ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­სა და სსიპ-ებში შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რებს იმის­თვის, რომ მათ სხვა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შა­ო­დან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლონ.

რო­გორც კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის სა­თა­ნა­დო მი­ზა­ნია არა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მხრი­დან ყვე­ლა კერ­ძო შე­საძ­ლებ­ლო­ბის ინ­ტე­რე­სის მარ­ტი­ვი აკ­რძალ­ვა, არა­მედ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ქვეშ მოქ­ცე­ვა. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მსგავ­სი მიდ­გო­მით გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, “რათა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­მა არ და­უშ­ვან თა­ვი­ან­თი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და კუთ­ვნი­ლე­ბის კომ­პრო­მის­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და სა­ჯა­რო მე­ნე­ჯმენ­ტი“.

„იხ­ვე­წე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ და­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბას­თან.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ნე­ბის­მი­ერ ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ ინ­ტე­რესს ატა­რებ­დეს და სა­ჯა­რო ფუნ­ქცი­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბის მხრი­დან მათი მი­ღე­ბა ზე­გავ­ლე­ნის მომ­ხდე­ნი მისი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას არ გახ­დეს, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო, პე­და­გო­გი­უ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გა­ნი­სა­ზღვრე­ბა თან­ხმო­ბის გა­ცე­მის ინ­სტი­ტუ­ტი, რის შე­დე­გა­დაც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა დამ­ხმა­რე საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­დნენ”, - ნათ­ქვა­მია კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძე, თორ­ნი­კე ჭე­იშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე, სო­ზარ სუ­ბა­რი, ნო­დარ ტუ­რძე­ლა­ძე, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, რა­მი­ნა ბე­რა­ძე, ირაკ­ლი კირ­ცხა­ლია, სა­ლო­მე ჯინ­ჯო­ლა­ვა, თორ­ნი­კე ბე­რე­კაშ­ვი­ლი, გენ­რი­ე­ტა წი­წა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ.

  • ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შესთავაზა, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.

უფრო კონკრეტულად, მოქმედი კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, თუმცა ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.

ამავე პროექტით, ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური პოლიტიკის სათანადო მიზანია არა საჯარო მოხელეთა მხრიდან ყველა კერძო შესაძლებლობის ინტერესის მარტივი აკრძალვა, არამედ ამ შესაძლებლობების რეგულირების ქვეშ მოქცევა. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომით გატარებული იქნება პრევენციული ღონისძიებები, “რათა საჯარო მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე გადაწყვეტილების მიღება და საჯარო მენეჯმენტი“.

„იხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ზემოხსენებული პირების მიერ დამატებით საქმიანობის განხორციელებასთან და ამ საქმიანობისათვის ანაზღაურების მიღებასთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ ანაზღაურების მიღება შეიძლება გარკვეულ ინტერესს ატარებდეს და საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირების მხრიდან მათი მიღება ზეგავლენის მომხდენი მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებისას არ გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო დეტალურად რეგულირდება სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცედურა.

აღნიშნული ტიპის დამატებითი საქმიანობისთვის განისაზღვრება თანხმობის გაცემის ინსტიტუტი, რის შედეგადაც საჯარო მოხელეები თანამდებობის შენარჩუნების პარალელურად შეიძლება დამხმარე საქმიანობით დაკავდნენ”, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.