პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში - ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან" - ლევან მაჭავარიანი
"დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში - ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან" - ლევან მაჭავარიანი

"დიფ სთე­ითს“ კი­დევ უფრო ღრმად ჰქო­ნია ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვი არ გა­აჩ­ნია და რაზე ასან­ქცი­რე­ბენ, იქ­ნებ აგ­ვიხ­სნან, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბრი­ტა­ნე­თის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი "შან­ტა­ჟის გაგ­რძე­ლე­ბა“.

რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ბრი­ტა­ნე­თი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს, ივა­ნიშ­ვილს თა­ვის პო­ზი­ცი­ას ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნე­ბენ.

"რაზე ასან­ქცი­რე­ბენ, იქ­ნებ აგ­ვიხ­სნან?! ფი­ზი­კუ­რად, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვი არ გა­აჩ­ნია და რას უსან­ქცი­რე­ბენ? ესეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შან­ტა­ჟის გაგ­რძე­ლე­ბა და ვერ მიხ­ვდნენ ეტყო­ბა, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შან­ტა­ჟის არ ეში­ნია. სამი წლის წინ მას წვდო­მა შე­უ­ჩე­რეს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დზე, ეს იყო დე-ფაქ­ტო საქნცი­ე­ბი. შემ­დეგ იყო იქ რა­ღაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვერ ად­გმე­ვი­ნე­ბენ იმ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რაზე იმ­სჯე­ლე­ბენ და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ, ვე­რა­ნა­ი­რად შე­აც­ვლე­ვი­ნე­ბენ თა­ვის პო­ზი­ცი­ას,“ - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ევ­რო­პის, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­სა და ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა, სტი­ვენ დო­უ­თიმ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ "სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა“ გა­მოთ­ქვა. ბრი­ტა­ნელ­მა მი­ნის­ტრმა თემ­თა პა­ლა­ტა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა "მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის დარ­ბე­ვა­ზე“ და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სრუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამას­თან, ბრი­ტა­ნელ­მა მი­ნის­ტრმა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­საძ­ლო სან­ქცი­რე­ბა­ზე დას­მულ კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხა: "ყუ­რა­დღე­ბით ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებთ პო­ტენ­ცი­ურ სა­მო­მავ­ლო სან­ქცი­ებ­ზე, ვი­ნა­ი­დან, შე­დეგს შე­ამ­ცი­რებს“.

ავტორი:

"დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში - ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან" - ლევან მაჭავარიანი

"დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში - ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან" - ლევან მაჭავარიანი

"დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში - ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებაზე საუბარი "შანტაჟის გაგრძელება“.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, მნიშვნელობა არ აქვს ბრიტანეთი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ივანიშვილს თავის პოზიციას ვერ შეაცვლევინებენ.

"რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან?! ფიზიკურად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რას უსანქცირებენ? ესეც ძალიან საინტერესოა. ეს არის ჩვეულებრივად შანტაჟის გაგრძელება და ვერ მიხვდნენ ეტყობა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია. სამი წლის წინ მას წვდომა შეუჩერეს რამდენიმე მილიარდზე, ეს იყო დე-ფაქტო საქნციები. შემდეგ იყო იქ რაღაც ოფიციალური სანქციები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ვერ ადგმევინებენ იმ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე იმსჯელებენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვერანაირად შეაცვლევინებენ თავის პოზიციას,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ "სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა. ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა "მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.

ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: "ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.