პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
"არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული  მათე დევიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 21 წლის მათე დე­ვი­ძე კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ნინო გა­ლუს­ტაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

  • დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ეს. კერ­ძოდ კი, სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა ორმა მოწ­მემ - ექიმ­მა და ექ­სპერ­ტმა მის­ცეს.

ამას­თან გა­და­ი­სინ­ჯა, დე­ვი­ძის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა და ის ძა­ლა­ში დარ­ჩა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე აპე­ლი­რებ­და, რომ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო მათე დე­ვი­ძის ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი და მის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

  • პრო­კუ­რორ ანი ხუ­ბე­ჯაშ­ვი­ლის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე კვლავ არ­სე­ბობ­და.

დაც­ვის მხა­რე აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, არც ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რა­ზეც ბრალ­დე­ბა აპე­ლი­რებ­და, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი არ იყო და დე­ვი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის და­კი­თხულ ექიმს, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე სპეც­და­ვა­ლე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და და მან და­ზა­რა­ლე­ბულ პო­ლი­ცი­ელს დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა.

რო­გორც ექიმ­მა გან­მარ­ტა, მას პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა, რომ მო­ქა­ლა­ქემ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ კი, უც­ნობ­მა პირ­მა მას გა­და­ა­ტე­ხა ხელ­ჯო­ხი.

ექი­მის თქმით, მან პო­ლი­ცი­ელს პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ჩა­უ­ტა­რა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცავს მხრის არე­ში სი­წით­ლე ჰქონ­და.

ცნო­ბის­თვის, მათე დე­ვი­ძე იმ 16 პირს შო­რის იყო, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნო­ემ­ბერ­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. მას სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, როცა ის იზო­ლა­ტო­რი­დან უნდა გა­ეშ­ვათ, მუხ­ლი შე­უც­ვა­ლეს. მათე დე­ვი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

"არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული  მათე დევიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

  • დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ - ექიმმა და ექსპერტმა მისცეს.

ამასთან გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ გასათვალისწინებელი იყო მათე დევიძის ქმედების ხასიათი და მის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

  • პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, არც ერთი გარემოება, რაზეც ბრალდება აპელირებდა, გასათვალისწინებელი არ იყო და დევიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა გამოყენებულიყო.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების დაკითხულ ექიმს, როგორც მან აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე სპეცდავალებით იმყოფებოდა და მან დაზარალებულ პოლიციელს დახმარება აღმოუჩინა.

როგორც ექიმმა განმარტა, მას პოლიციელმა უთხრა, რომ მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ კი, უცნობმა პირმა მას გადაატეხა ხელჯოხი.

ექიმის თქმით, მან პოლიციელს პირველადი დათვალიერება ჩაუტარა. მისივე განმარტებით, სამართალდამცავს მხრის არეში სიწითლე ჰქონდა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.