პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაცვლილია ყველასთვის საყვარელი პედაგოგი და მის დატირებას ვერ ახერხებს 14 წლის შვილი" - რას ჰყვება მოქალაქე გურიიდან
"გარდაცვლილია ყველასთვის საყვარელი პედაგოგი და მის დატირებას ვერ ახერხებს 14 წლის შვილი" - რას ჰყვება მოქალაქე გურიიდან

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ჭან­ჭათ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის თხოვ­ნა გავ­რცელ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ამ დრომ­დე ელო­დე­ბი­ან.

  • რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძე ამ­ბობს, სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლია ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პე­და­გო­გი, თა­მარ ნი­ნი­ძე და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ცხედ­რის და­ტი­რე­ბას ამ დრომ­დე ვერ ახერ­ხებს მისი ასა­კო­ვა­ნი დედა, და და 14 წლის შვი­ლი.

ისი­ნი სხვა სოფ­ლი­დან გა­მოს­ვლას და გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძე:

- ჩემი ოჯა­ხია იმ სო­ფელ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც არის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ჭან­ჭათ­ში იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, თა­მარ ნი­ნი­ძის ცხე­და­რი. გახ­ლავთ პე­და­გო­გი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს. ავა­დობ­და ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი და დიდ­თოვ­ლო­ბამ­დე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ 24 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფელ­ში უკვე 2 მეტ­რი თოვ­ლი იყო, მის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­უკ­ვა­ლა­ვი და ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა ფე­ხით ია­რეს ამ გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე და ძლივს მო­იყ­ვა­ნეს გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში. მა­ში­ნაც ვი­თხოვ­დით გზის გაწ­მენ­დას, მაგ­რამ ვერ გა­იწ­მინ­და გზა. ერთი კი­ლო­მეტ­რი გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე ია­რეს ბი­ჭებ­მა და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ას­ვე­ნეს სახ­ლში.

თა­მარ ნი­ნი­ძე

თა­მარ ნი­ნი­ძეს ყვე­ლა იც­ნობს გუ­რი­ის სა­მი­ვე რა­ი­ონ­ში, ლან­ჩხუთ­ში, ჩო­ხა­ტა­ურ­ში და ოზურ­გეთ­ში, იმ­დე­ნად ცნო­ბი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ზუს­ტი ასა­კი არ ვიცი, ალ­ბათ 55 წლამ­დე იქ­ნე­ბა. სახ­ლშია დას­ვე­ნე­ბუ­ლი და სახ­ლშია მხო­ლოდ მისი მე­უღ­ლე. სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა სახ­ლამ­დე მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის ერ­თა­დერ­თი 14 წლის შვი­ლი ოზურ­გე­თის სო­ფელ ნა­გო­მარ­ში იყო ბე­ბოს­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ იქ მის­ვლას, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ უგ­ზო­ო­ბის გამო. დედა ასა­კო­ვა­ნია და ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ შეძ­ლებს.

რო­გორც ვიცი, მათ სახ­ლამ­დეც გზა გა­უკ­ვა­ლა­ვია. ნა­გო­მარ­ში მაღ­ლა ცხოვ­რო­ბენ, იქაც ორ მეტ­რამ­დე თოვ­ლია და ვე­ღარ გა­მო­აღ­წი­ეს იქი­დან. ჭან­ჭათ­ში სა­ერ­თოდ გა­უკ­ვა­ლა­ვია გზა, გაწ­მენ­დი­ლი არ არის, ვერც სა­საფ­ლა­ომ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა არის გაწ­მენ­დი­ლი. ასე­თი მძი­მე ვი­თა­რე­ბაა და ვი­თხოვთ დახ­მა­რე­ბას. მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფებ­ში დავ­წე­რეთ და იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს ვინ­მე, ვინც ამ ოჯახს და­ეხ­მა­რე­ბა, რომ ჭი­რი­სუ­ფალ­მა სახ­ლამ­დე მის­ვლა შეძ­ლოს. დღე­საც ვე­სა­უბ­რე დი­ლის 9 სა­ა­თიც არ იყო გამ­გე­ბელს, მი­თხრა, ტრაქ­ტო­რიც რო­მე­ლიც გა­მოგ­ზავ­ნეს გაგ­ვი­ფუჭ­დაო და შუა დღი­დან ალ­ბათ შე­ვუდ­გე­ბით გზის გაწ­მენ­და­სო. გზის წმენ­და გვერ­დი­თა სოფ­ლე­ბი­დან უნდა და­ი­წყოს, რომ ჩვე­ნამ­დე მო­ვიდ­ნენ. სა­ნამ დაკ­რძალ­ვის სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბა, ჭი­რი­სუ­ფალ­მა ხომ უნდა შეძ­ლოს ერ­თად ყოფ­ნა და გარ­დაც­ვლი­ლის და­ტი­რე­ბა. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო.

ჭან­ჭათ­ში მო­ქა­ლა­ქეს სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ენგრა

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მის დაკ­რძალ­ვა­ზე მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს უნდა ახლა მის ოჯახ­ში სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლა, ოჯა­ხის ნუ­გე­ში და მას­თან გა­მო­თხო­ვე­ბა. იმ­დე­ნად მძი­მეა გუ­რი­ის­თვის მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ. იმ­დე­ნად კე­თილ­შო­ბი­ლი, უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი იყო. ყვე­ლას­თან მე­გობ­რობ­და, ასა­კის სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. რო­გორც დედა, ისე იყო ჩვენ­თან, ყვე­ლას­თან. რე­პე­ტი­ტო­რიც იყო, სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და მა­თე­მა­ტი­კას და ვი­საც არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მას უფა­სოდ, უან­გა­როდ ამ­ზა­დებ­და. მარ­თლა კარ­გი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა გუ­რი­ას. დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვთ, სა­მაშ­ვე­ლომ მი­თხრა, ჩვენ ვერ ავ­დი­ვარ­თო, ვეხ­მი­ა­ნე­ბი დე­პუ­ტატს, გამ­გე­ბელს, მე­რი­ას და მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფ­ში ვწერთ და ვი­თხოვთ დახ­მა­რე­ბას. ზომ­ლე­თის მხა­რე არის გაწ­მენ­დი­ლი და იქი­დან უფრო ად­ვი­ლად შევ­ლენ. 2 მეტ­რი თოვ­ლია და ახ­ლაც გა­და­უ­ღებ­ლად თოვს. არც დენი არის, არც გაზი არ არის გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში და წყა­ლიც არ არის

- დაკ­რძალ­ვა რო­დის არის

- ჯერ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი რომ შა­ბათს ყო­ფი­ლი­ყო დაკ­რძალ­ვა, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით ამ დრომ­დე ჭი­რი­სუ­ფალ­მაც კი ვერ მი­აღ­წია სახ­ლამ­დე. ახლა უნ­დათ კვი­რას მი­ა­ბა­რონ მი­წას, ამა­საც რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ არ ვიცი, იმ­ხე­ლაა თოვ­ლის სა­ფა­რი, რო­გორ უნდა მოგ­ვარ­დეს და­საკ­რძა­ლი ად­გი­ლის მო­ძებ­ნა და შემ­დეგ რო­გორ უნდა შეძ­ლონ მე­საფ­ლა­ვე­ებ­მა მი­წის გა­თხრა. სოფ­ლებ­ში სას­წა­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ოზურ­გე­თის ცენ­ტრში თით­ქოს გაწ­მენ­დი­ლია გზე­ბი, მაგ­რამ ორი მან­ქა­ნა ვერ აუვ­ლის გვერდს ერ­თმა­ნეთს. მარ­ტო მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მან­ქა­ნე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­დის. იქ­ნებ ამ ოჯახს და­ეხ­მა­რონ, იქ­ნებ დედა, შვი­ლი და და მი­იყ­ვა­ნონ სახ­ლამ­დე, რომ და­ი­ტი­რონ. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს. იმე­დია გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ მძი­მე დღე­ებ­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან ოჯახს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გარდაცვლილია ყველასთვის საყვარელი პედაგოგი და მის დატირებას ვერ ახერხებს 14 წლის შვილი" - რას ჰყვება მოქალაქე გურიიდან

"გარდაცვლილია ყველასთვის საყვარელი პედაგოგი და მის დატირებას ვერ ახერხებს 14 წლის შვილი" - რას ჰყვება მოქალაქე გურიიდან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანჭათში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოციალურ ქსელში არაერთი ადგილობრივის თხოვნა გავრცელდა და მოხალისეებისგან და ხელისუფლებისგან დახმარებას ამ დრომდე ელოდებიან.

  • როგორც ჩვენთან საუბარში ანუკა ოდიშელიძე ამბობს, სოფელში გარდაცვლილია ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, თამარ ნინიძე და საკუთარი შვილის ცხედრის დატირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს მისი ასაკოვანი დედა, და და 14 წლის შვილი.

ისინი სხვა სოფლიდან გამოსვლას და გარდაცვლილის სახლში მისვლას ვერ ახერხებენ.

ანუკა ოდიშელიძე:

- ჩემი ოჯახია იმ სოფელში ჩარჩენილი, სადაც არის მიცვალებული. ლანჩხუთის რაიონი სოფელი ჭანჭათში იმყოფება ყველასათვის საყვარელი ქალბატონის, თამარ ნინიძის ცხედარი. გახლავთ პედაგოგი, მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ავადობდა ქალბატონი თამარი და დიდთოვლობამდე გადაყვანილი იყო ბათუმში, კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ 24 თებერვალს გარდაიცვალა. სოფელში უკვე 2 მეტრი თოვლი იყო, მის სახლამდე მისასვლელი გზა გაუკვალავი და ადგილობრივმა ბიჭებმა ფეხით იარეს ამ გაუკვალავ გზაზე და ძლივს მოიყვანეს გარდაცვლილი სახლში. მაშინაც ვითხოვდით გზის გაწმენდას, მაგრამ ვერ გაიწმინდა გზა. ერთი კილომეტრი გაუკვალავ გზაზე იარეს ბიჭებმა და ჩვენი საყვარელი მასწავლებელი მიასვენეს სახლში.

თამარ ნინიძე

თამარ ნინიძეს ყველა იცნობს გურიის სამივე რაიონში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ოზურგეთში, იმდენად ცნობილი მასწავლებელი იყო და ყველას ძალიან უყვარდა. ზუსტი ასაკი არ ვიცი, ალბათ 55 წლამდე იქნება. სახლშია დასვენებული და სახლშია მხოლოდ მისი მეუღლე. სხვა ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა სახლამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ქალბატონი თამარის ერთადერთი 14 წლის შვილი ოზურგეთის სოფელ ნაგომარში იყო ბებოსთან და დეიდასთან ერთად. ამ ტრაგედიის შემდეგ ცდილობენ იქ მისვლას, მაგრამ ვერ ახერხებენ უგზოობის გამო. დედა ასაკოვანია და ფეხით გადაადგილებას ვერ შეძლებს.

როგორც ვიცი, მათ სახლამდეც გზა გაუკვალავია. ნაგომარში მაღლა ცხოვრობენ, იქაც ორ მეტრამდე თოვლია და ვეღარ გამოაღწიეს იქიდან. ჭანჭათში საერთოდ გაუკვალავია გზა, გაწმენდილი არ არის, ვერც სასაფლაომდე მისასვლელი გზა არის გაწმენდილი. ასეთი მძიმე ვითარებაა და ვითხოვთ დახმარებას. მოხალისეთა ჯგუფებში დავწერეთ და იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ამ ოჯახს დაეხმარება, რომ ჭირისუფალმა სახლამდე მისვლა შეძლოს. დღესაც ვესაუბრე დილის 9 საათიც არ იყო გამგებელს, მითხრა, ტრაქტორიც რომელიც გამოგზავნეს გაგვიფუჭდაო და შუა დღიდან ალბათ შევუდგებით გზის გაწმენდასო. გზის წმენდა გვერდითა სოფლებიდან უნდა დაიწყოს, რომ ჩვენამდე მოვიდნენ. სანამ დაკრძალვის საკითხი მოგვარდება, ჭირისუფალმა ხომ უნდა შეძლოს ერთად ყოფნა და გარდაცვლილის დატირება. ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო.

ჭანჭათში მოქალაქეს სახლის სახურავი ჩამოენგრა

წარმოუდგენელია რომ ადამიანები მის დაკრძალვაზე მისვლას ვერ ახერხებენ. დარწმუნებული ვარ ათასობით ადამიანს უნდა ახლა მის ოჯახში სამძიმარზე მისვლა, ოჯახის ნუგეში და მასთან გამოთხოვება. იმდენად მძიმეა გურიისთვის მისი გარდაცვალება, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებთ. იმდენად კეთილშობილი, უშუალო ადამიანი იყო. ყველასთან მეგობრობდა, ასაკის სხვაობის მიუხედავად. როგორც დედა, ისე იყო ჩვენთან, ყველასთან. რეპეტიტორიც იყო, სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას და ვისაც არ ჰქონდა საშუალება მას უფასოდ, უანგაროდ ამზადებდა. მართლა კარგი ადამიანი დააკლდა გურიას. დახმარებას ვითხოვთ, სამაშველომ მითხრა, ჩვენ ვერ ავდივართო, ვეხმიანები დეპუტატს, გამგებელს, მერიას და მოხალისეთა ჯგუფში ვწერთ და ვითხოვთ დახმარებას. ზომლეთის მხარე არის გაწმენდილი და იქიდან უფრო ადვილად შევლენ. 2 მეტრი თოვლია და ახლაც გადაუღებლად თოვს. არც დენი არის, არც გაზი არ არის გარკვეულ ადგილებში და წყალიც არ არის

- დაკრძალვა როდის არის

- ჯერ იყო გადაწყვეტილი რომ შაბათს ყოფილიყო დაკრძალვა, მაგრამ როგორც გითხარით ამ დრომდე ჭირისუფალმაც კი ვერ მიაღწია სახლამდე. ახლა უნდათ კვირას მიაბარონ მიწას, ამასაც როგორ მოახერხებენ არ ვიცი, იმხელაა თოვლის საფარი, როგორ უნდა მოგვარდეს დასაკრძალი ადგილის მოძებნა და შემდეგ როგორ უნდა შეძლონ მესაფლავეებმა მიწის გათხრა. სოფლებში სასწაული მდგომარეობაა. ოზურგეთის ცენტრში თითქოს გაწმენდილია გზები, მაგრამ ორი მანქანა ვერ აუვლის გვერდს ერთმანეთს. მარტო მოხალისეების მანქანები და მუნიციპალიტეტის დადის. იქნებ ამ ოჯახს დაეხმარონ, იქნებ დედა, შვილი და და მიიყვანონ სახლამდე, რომ დაიტირონ. ვუსამძიმრებ ოჯახის ყველა წევრს. იმედია გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ მძიმე დღეებში დაეხმარებიან ოჯახს.

წაიკითხეთ ასევე: