პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა: ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს - "აქ 4 ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს"
ბათუმში თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა: ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს - "აქ 4 ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს"

ბა­თუმ­ში, მე­ტაქ­სას ქუ­ჩა­ზე, თოვ­ლის უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად იტა­ლი­ურ ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლის ნა­წი­ლი, ხოლო სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად და­ინ­გრა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში ოთხი ოჯა­ხი ცხოვ­რობს, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ნა­წი­ლი და­ინ­გრა, სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა, აქ ოთხი ოჯა­ხი ვცხოვ­რობთ, წა­სას­ვლე­ლი არ­სად გვაქვს. ახლა მო­ვიდ­ნენ ბა­თუ­მის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ბი­ნებ­ში გა­დაყ­ვა­ნას გვთა­ვა­ზო­ბენ, ალ­ბათ, მა­ნამ­დე აქ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ის­წავ­ლი­ან. და­ინ­გრა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ხუ­რა­ვი და შე­ნო­ბის ნა­წი­ლი”,- ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მონ­გრე­უ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბა­რა­კუ­ლი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ორი მო­ქა­ლა­ქე იყო მო­ყო­ლი­ლი, რომ­ლე­ბიც მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი და ამ დრო­ის­თვის მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ "112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, ირო­დი­ონ მე­ტაქ­სის ქუ­ჩა­ზე, ჩა­მო­ინ­გრა ავა­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კე­დე­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა ჯგუ­ფე­ბი და სხვა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ად­გილ­ზე მის­ვლი­სას გა­ირ­კვა, რომ ჩა­მონ­გრე­უ­ლი იყო ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბა­რა­კუ­ლი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც მო­ყო­ლი­ლი იყო ორი მო­ქა­ლა­ქე.

მაშ­ვე­ლებ­მა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, ორი­ვე მო­ქა­ლა­ქის ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხეს. ისი­ნი კონ­ტაქ­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ბათუმში თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა: ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს - "აქ 4 ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს"

ბათუმში თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა: ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს - "აქ 4 ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს"

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, თოვლის უხვი ნალექის შედეგად იტალიურ ტიპის საცხოვრებელ სახლის ნაწილი, ხოლო სახურავი მთლიანად დაინგრა.

მოქალაქეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, აღნიშნულ შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც დახმარება სჭირდება.

"საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, სახურავი მთლიანად ჩამოიშალა, აქ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს. ახლა მოვიდნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ბინებში გადაყვანას გვთავაზობენ, ალბათ, მანამდე აქ სიტუაციას შეისწავლიან. დაინგრა საერთო საცხოვრებლის სახურავი და შენობის ნაწილი”,- ამბობს მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამონგრეული ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში ორი მოქალაქე იყო მოყოლილი, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

უწყების ცნობით, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.

მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.