მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია - რას გულისხმობს ეს და რას ამბობს ტრამპი ომზე და ზელენსკიზე დღეს?
უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია - რას გულისხმობს ეს და რას ამბობს ტრამპი ომზე და ზელენსკიზე დღეს?

დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკს ის პა­რას­კევს, ვა­შინგტონ­ში ელო­დე­ბა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი წი­ა­ღი­სე­ულ­ზე შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წერს ხელს.


ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბამ­დე უკ­რა­ი­ნის ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ კი­ევ­მა აშშ-სთან მი­ნე­რა­ლებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რი­გე­ბის პი­რო­ბე­ბი შე­ა­თან­ხმა.


"ჩვენ მარ­თლაც შევ­თან­ხმდით, რიგი ცვლი­ლე­ბე­ბის ჩათ­ვლით და ამას და­დე­ბით შე­დე­გად აღ­ვიქ­ვამთ", - გა­ნა­ცხა­და ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი არ და­ა­სა­ხე­ლა.


"გა­ვი­გე, რომ პა­რას­კევს მო­დის. რა თქმა უნდა, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია, თუ მას სურს ხელი მო­ა­წე­როს ჩემ­თან ერ­თად. მეს­მის, რომ ეს დიდი გა­რი­გე­ბაა, ძა­ლი­ან დიდი საქ­მეა“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.



კი­თხვა­ზე, თუ რას მი­ი­ღებს უკ­რა­ი­ნა წი­ა­ღი­სე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ტრამპმა უპა­სუ­ხა, რომ აშშ-მა უკ­რა­ი­ნის­თვის უკვე უზ­რუნ­ველ­ყო 350 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, უამ­რა­ვი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა.


მე­დია წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ვა­შინგტონ­მა უარი თქვა თავ­და­პირ­ველ მო­თხოვ­ნა­ზე, რომ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით 500 მი­ლი­არდ დო­ლა­რის პო­ტენ­ცი­ურ შე­მო­სა­ვალ­ზე მი­ე­ღო უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ომით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის­თვის მყა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი, რაც ამ უკა­ნას­კნე­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო, არ მი­ე­ცა.


მე­დი­ის თა­ნახ­მად, შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს ფონ­დის შექ­მნას, რომ­ლის­თვი­საც უკ­რა­ი­ნა წი­ა­ღი­სე­უ­ლის, ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის მო­პო­ვე­ბი­დან მო­მა­ვა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის 50 პრო­ცენტს გა­მო­ყოფს.


დღეს ტრამ­პი აცხა­დებს, რომ მის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ვა­შინგტონ­ში ელო­დე­ბა, არა­და, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ორი ლი­დე­რი ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ხის­ტად ლა­პა­რა­კობ­და.



შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე, ტრამპმა სამ­შა­ბათს ხაზი გა­უს­ვა, რომ გა­რი­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ უკ­რა­ი­ნა "ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბას" მი­ი­ღებ­და.


"ისი­ნი ძა­ლი­ან მა­მა­ცე­ბი არი­ან," - უთხრა მან ჟურ­ნა­ლის­ტებს, მაგ­რამ "აშშ-ს და მისი ფუ­ლი­სა და სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე, ეს ომი ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში დას­რულ­დე­ბო­და".


კი­თხვა­ზე, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნის­თვის აშშ-ის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბა, მან უპა­სუ­ხა: "შე­საძ­ლოა, სა­ნამ რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბას არ მი­ვაღ­წევთ... გვჭირ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს გაგ­რძელ­დე­ბა".


რო­გორც ტრამპმა და­ა­მა­ტა, ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში "გარ­კვე­უ­ლი ფორ­მის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის" არ­სე­ბო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ეს "ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი" უნდა იყოს.


გა­სულ კვი­რას ტრამპმა ზე­ლენ­სკი "დიქ­ტა­ტო­რად" მო­იხ­სე­ნია და ომის და­წყე­ბა­ში, რუ­სე­თის ნაც­ვლად, უკ­რა­ი­ნა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის ლი­დერ­მა უარი თქვა აშშ-ს მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ 500 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ნე­რა­ლურ სიმ­დიდ­რე­ზე და მი­ა­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტი რუ­სე­თის მიერ შექ­მნილ "დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ სივ­რცე­ში" ცხოვ­რობს.


ტრამ­პი უკ­რა­ი­ნის მი­ნე­რა­ლებ­ზე წვდო­მას სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში მოს­კო­ვის მიერ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ ქვეყ­ნის­თვის გა­წე­უ­ლი სამ­ხედ­რო და სხვა დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ითხოვ­და.


ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ­დე­ნი ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა გა­წე­უ­ლი და და­ა­მა­ტა: "მე ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს არ გავ­ყი­დი."


სამ­შა­ბათს ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-მ უკ­რა­ი­ნას 300-დან 350 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.


"ჩვენ გვინ­და, ეს ფული უკან და­ვიბ­რუ­ნოთ," - თქვა მან, - "ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბით... მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი ახლა თა­ვის ფულს უკან მე­ტო­ბით და­იბ­რუ­ნებს".


უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ოლგა სტე­ფა­ნი­ში­ნამ Financial Times-ს - რო­მელ­მაც სამ­შა­ბათს, მი­ნე­რა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ პირ­ველ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია - გა­ნუ­ცხა­და, რომ შე­თან­ხმე­ბა "მთლი­ა­ნი სუ­რა­თის მხო­ლოდ ნა­წი­ლია".


  • რა მი­ნე­რა­ლე­ბი აქვს უკ­რა­ი­ნას?

სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ოს "კრი­ტი­კუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის" და­ახ­ლო­ე­ბით 5% უკ­რა­ი­ნა­შია - მათ შო­რის:


  • გრა­ფი­ტის 19 მი­ლი­ო­ნი ტონა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მა­რა­გი, რო­მე­ლიც ელექტრო მან­ქა­ნე­ბის ბა­ტა­რე­ე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა;
  • ევ­რო­პუ­ლი ლი­თი­უ­მის სა­ბა­დო­ე­ბის ერთი მე­სა­მე­დი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ტა­რე­ე­ბის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტია.

რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბამ­დე, უკ­რა­ი­ნა ასე­ვე აწარ­მო­ებ­და ტი­ტა­ნის 7%-ს, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნა­ვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ელექტრო­სად­გუ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.


უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე არის იშ­ვი­ა­თი მი­წის ლი­თო­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბა­დო­ე­ბი, 17 ელე­მენ­ტის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ია­რა­ღის, ქა­რის ტურ­ბი­ნე­ბის, ელექტრო­ნი­კი­სა და სხვა პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.


ზო­გი­ერ­თი მი­ნე­რა­ლუ­რი სა­ბა­დო რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რჩე­ბა. უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, იუ­ლია სვი­რი­დენ­კოს თქმით, დღეს ამ "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი" რე­სურ­სე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სულ ცოტა, 350 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.


იხი­ლეთ ასე­ვე:


წყა­რო


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია - რას გულისხმობს ეს და რას ამბობს ტრამპი ომზე და ზელენსკიზე დღეს?

უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია - რას გულისხმობს ეს და რას ამბობს ტრამპი ომზე და ზელენსკიზე დღეს?

დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკს ის პარასკევს, ვაშინგტონში ელოდება. უკრაინის პრეზიდენტი წიაღისეულზე შეთანხმებას მოაწერს ხელს.


ტრამპის განცხადებამდე უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ კიევმა აშშ-სთან მინერალებზე მნიშვნელოვანი გარიგების პირობები შეათანხმა.


"ჩვენ მართლაც შევთანხმდით, რიგი ცვლილებების ჩათვლით და ამას დადებით შედეგად აღვიქვამთ", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაასახელა.


"გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.



კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.


მედია წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა უარი თქვა თავდაპირველ მოთხოვნაზე, რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენებით 500 მილიარდ დოლარის პოტენციურ შემოსავალზე მიეღო უფლება, მაგრამ ომით განადგურებული უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიები, რაც ამ უკანასკნელის მთავარი მოთხოვნა იყო, არ მიეცა.


მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.


დღეს ტრამპი აცხადებს, რომ მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ელოდება, არადა, სულ რამდენიმე დღის წინ ორი ლიდერი ერთმანეთის შესახებ საკმაოდ ხისტად ლაპარაკობდა.



შეთანხმების მიღწევის დადასტურების გარეშე, ტრამპმა სამშაბათს ხაზი გაუსვა, რომ გარიგების სანაცვლოდ უკრაინა "ბრძოლის გაგრძელების უფლებას" მიიღებდა.


"ისინი ძალიან მამაცები არიან," - უთხრა მან ჟურნალისტებს, მაგრამ "აშშ-ს და მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა".


კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა უკრაინისთვის აშშ-ის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების მიწოდება, მან უპასუხა: "შესაძლოა, სანამ რუსეთთან შეთანხმებას არ მივაღწევთ... გვჭირდება შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაგრძელდება".


როგორც ტრამპმა დაამატა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში "გარკვეული ფორმის სამშვიდობო ძალების" არსებობა იქნება საჭირო, მაგრამ ეს "ყველასთვის მისაღები" უნდა იყოს.


გასულ კვირას ტრამპმა ზელენსკი "დიქტატორად" მოიხსენია და ომის დაწყებაში, რუსეთის ნაცვლად, უკრაინა დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ლიდერმა უარი თქვა აშშ-ს მოთხოვნის საპასუხოდ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მინერალურ სიმდიდრეზე და მიანიშნა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთის მიერ შექმნილ "დეზინფორმაციულ სივრცეში" ცხოვრობს.


ტრამპი უკრაინის მინერალებზე წვდომას სამი წლის განმავლობაში, უკრაინაში მოსკოვის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნისთვის გაწეული სამხედრო და სხვა დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა.


ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამდენი ამერიკული დახმარება არ ყოფილა გაწეული და დაამატა: "მე ჩვენს სახელმწიფოს არ გავყიდი."


სამშაბათს ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მ უკრაინას 300-დან 350 მილიარდ დოლარამდე დახმარება გაუწია.


"ჩვენ გვინდა, ეს ფული უკან დავიბრუნოთ," - თქვა მან, - "ქვეყანას ძალიან, ძალიან დიდი პრობლემის გადალახვაში ვეხმარებით... მაგრამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი ახლა თავის ფულს უკან მეტობით დაიბრუნებს".


უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ Financial Times-ს - რომელმაც სამშაბათს, მინერალების შეთანხმების შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია - განუცხადა, რომ შეთანხმება "მთლიანი სურათის მხოლოდ ნაწილია".


  • რა მინერალები აქვს უკრაინას?

სავარაუდოდ, მსოფლიოს "კრიტიკული ნედლეულის" დაახლოებით 5% უკრაინაშია - მათ შორის:


  • გრაფიტის 19 მილიონი ტონა დადასტურებული მარაგი, რომელიც ელექტრო მანქანების ბატარეების დასამზადებლად გამოიყენება;
  • ევროპული ლითიუმის საბადოების ერთი მესამედი, რომელიც თანამედროვე ბატარეების ძირითადი კომპონენტია.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, უკრაინა ასევე აწარმოებდა ტიტანის 7%-ს, რომელიც თვითმფრინავებიდან დაწყებული, ელექტროსადგურებით დამთავრებული, ყველაფრის მშენებლობისთვის გამოიყენება.


უკრაინის ტერიტორიაზე ასევე არის იშვიათი მიწის ლითონების მნიშვნელოვანი საბადოები, 17 ელემენტის ჯგუფი, რომელიც გამოიყენება იარაღის, ქარის ტურბინების, ელექტრონიკისა და სხვა პროდუქტების საწარმოებლად, რომლებიც თანამედროვე სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


ზოგიერთი მინერალური საბადო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს თქმით, დღეს ამ "ოკუპირებული" რესურსების ღირებულება, სულ ცოტა, 350 მილიარდი დოლარია.


იხილეთ ასევე:


წყარო