პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ" - მდინარაძე
"არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ" - მდინარაძე

სა­ხელ­მწი­ფო, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზღვარს მიღ­მა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­თან მი­ვი­დეს - არ წყდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, 106 წლის ქალ­ბა­ტო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­საც კი სტი­ქი­ას აწე­რენ - ამ ხალ­ხს კიდე ზე­მო­დან და­პა­ნი­კე­ბა უნდა?! ცოტა ხანი მა­ინც გა­ჩერ­დნენ, ისე­დაც რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სოფ­ლებ­ში გზე­ბის გაკ­ვალ­ვას და მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ნა­წი­ლი უკვე ჩა­ერ­თო სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ნა­წი­ლი კი ად­გილ­ზე მი­ე­მარ­თე­ბა.

„სა­ხელ­მწი­ფო, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზღვარს მიღ­მა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­თან და თი­თო­ე­ულ ოჯახ­თან მი­ვი­დეს და მას რა­ღაც­ნა­ი­რად შე­უმ­სუ­ბუ­ქოს სტი­ქი­ის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რი კეთ­დე­ბა. ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი. და­სავ­ლეთ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი არ არის, ყვე­ლა გა­სუ­ლია სოფ­ლებ­ში, ქა­ლა­ქებ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. ასე­ვე, ჩარ­თუ­ლია უკვე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი. მათი დიდი ნა­წი­ლი უკვე ად­გილ­ზეა, ნა­წი­ლი მი­ე­მარ­თე­ბა და თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში შე­დი­ან, სა­დაც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ამი­სი. არის ად­გი­ლი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო, სა­დაც მძი­მე ტექ­ნი­კა­საც კი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ტექ­ნი­კა­საც კი უჭირს მი­ახ­ლო­ე­ბა. ჩვენ გვაქვს რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი, სა­ი­და­ნაც არის რა­ღა­ცა პრობ­ლე­მე­ბი და სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლე­ბი. ამ წუ­თამ­დე ცდი­ლო­ბენ მი­უ­ახ­ლოვ­დნენ მძი­მე ტექ­ნი­კით, მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ტექ­ნი­კით და ეს პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ხდე­ბა გზე­ბის გაკ­ვალ­ვა. იმ­დე­ნად დიდი თოვ­ლია, რომ ად­გი­ლებ­ში თოვ­ლის სხვა­გან გა­და­ტა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა. მძი­მე ტექ­ნი­კა მუ­შა­ობ­და და თოვ­ლი სად წა­ე­ღოთ ისიც კი აღარ იცოდ­ნენ.

ძა­ლი­ან ცუ­დია ისიც, რომ არ წყდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი. ჩვენ გუ­შინ დაგ­ვე­ღუ­პა ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც უშუ­ა­ლოდ სტი­ქი­ას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა არა ერთ ადა­მი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სტი­ქი­ის შე­დე­გად იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი [გარ­დაც­ვა­ლე­ბა]. ერთი სა­ოც­რე­ბა შე­მიძ­ლია გი­თხრათ აქვე - ლან­ჩხუთ­ში, სო­ფელ ნი­ნოშ­ვილ­ში, გარ­და­იც­ვა­ლა 106 წლის ქალ­ბა­ტო­ნი და ამა­ზე წერ­დნენ, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო და ვერ მი­უს­წრეს და სტი­ქი­ის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ 106 წლის ქალ­ბა­ტო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­საც კი აწერ­დნენ სტი­ქი­ას. ამ ხალ­ხს კიდე ზე­მო­დან და­პა­ნი­კე­ბა უნდა?! ცოტა ხანი მა­ინც გა­ჩერ­დნენ, რომ ზედ­მე­ტი პა­ნი­კა არ შექ­მნან, ისე­დაც რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. სა­ხელ­მწი­ფო აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლად, და ესე­ნი აპა­ნი­კე­ბენ [ხალ­ხს]. მავ­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხი წარ­მო­იდ­გი­ნეთ“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ავტორი:

"არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ" - მდინარაძე

"არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ" - მდინარაძე

სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან მივიდეს - არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ - ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, ისედაც რთული ვითარებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები სოფლებში გზების გაკვალვას და მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ.

მდინარაძის თქმით, თავდაცვის ძალების ნაწილი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში, ნაწილი კი ადგილზე მიემართება.

„სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური. დასავლეთში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას. ასევე, ჩართულია უკვე, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები. მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობაა ამისი. არის ადგილი ძალიან სამწუხარო, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი, რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები. ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამავლობის ტექნიკით და ეს პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა ხდება გზების გაკვალვა. იმდენად დიდი თოვლია, რომ ადგილებში თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება დადგა. მძიმე ტექნიკა მუშაობდა და თოვლი სად წაეღოთ ისიც კი აღარ იცოდნენ.

ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არა ერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად იყო გამოწვეული [გარდაცვალება]. ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე - ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად, და ესენი აპანიკებენ [ხალხს]. მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.