პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანები ბოროტებას ახალისებენ" - კალაძე ელჩებზე
"ეს ადამიანები ბოროტებას ახალისებენ" - კალაძე ელჩებზე

ეს არი­ან ზუს­ტად ისი­ნი, ვინც ახა­ლი­სებს ბო­რო­ტე­ბას ქვე­ყა­ნა­ში - სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩას, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლაგ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, „რო­გორ შე­ა­ფა­სებთ საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ელ­ჩე­ბის გორ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ას, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ბა­ნე­რე­ბის ფონ­ზე გა­ი­მარ­თა“.

კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩი, პი­ტერ ფი­შე­რი არის „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მავ­ნე­ბე­ლი“.

„ეს ადა­მი­ა­ნე­ბი [ელ­ჩე­ბი] ძა­ლი­ან მძი­მეა, ჯერ კი­დევ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. ეს არი­ან ზუს­ტად, [ისი­ნი] ვინც ახა­ლი­სებს ბო­რო­ტე­ბას ქვე­ყა­ნა­ში - სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩას, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი მთლი­ა­ნად გა­და­ლაგ­დე­ბა, მსოფ­ლიო იც­ვლე­ბა, იმი­ტომ, რომ რა­დი­კა­ლიზ­მის ად­გი­ლი დღეს არ არის, არც ქვე­ყა­ნა­ში და არც მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში. რა­დი­კა­ლიზ­მი ყო­ველ­თვის და­მარ­ცხდე­ბა. გა­იხ­სე­ნეთ გერ­მა­ნი­ის ელჩი, რა ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და, სა­ერ­თოდ გა­მო­სუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის არე­ა­ლი­დან. ის ვერ ხვდე­ბა და ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, რა არის მისი ფუნ­ქცია და ზო­გა­დად, რა უნდა იყო ელ­ჩის ფუნ­ქცია. დღეს არ მოს­წონთ, რო­დე­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბებს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამას უწო­დე­ბენ შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას. გერ­მა­ნი­ის ელჩი კი გა­მო­დი­ო­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მავ­ნე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, ეს მალე დას­რულ­დე­ბა და რა­დი­კა­ლიზ­მი ყო­ველ­თვის გან­წი­რუ­ლი იქ­ნე­ბა მარ­ცხის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, იმ დიპ­ლო­მა­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თავ­დას­ხმის გამო სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს, მათ იგი­ვე რე­ა­გი­რე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ ჰქო­ნი­ათ, რა­ზეც კა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ისი­ნი „მხა­რე არი­ან”.

„ზო­გა­დად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დიპ­ლო­მა­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, იმი­ტომ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხა­რე არი­ან. ეს არის „დიფთ სთე­ი­თის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ დიპ­ლო­მა­ტებს ნამ­დვი­ლად ვერ უწო­დებ თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუკი რა­ი­მე მძი­მე ფაქ­ტი, უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს არის ზუს­ტად მათი დამ­სა­ხუ­რე­ბა და იმ მიდ­გო­მე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გი, რაც ამ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ - თეთრზე შავს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და ყო­ველ­თვის რა­ღა­ცა შე­ნიღ­ბუ­ლი, შე­ფუ­თუ­ლი პერ­ფორ­მან­სე­ბი, ვი­თომ ეს იყო დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლი. რე­ა­ლო­ბა­ში, ზუს­ტად ეგ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ისი­ნი ვინც ქვე­ყა­ნა­ში აღ­ვი­ვებს და­პი­რის­პი­რე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩას, ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას... ხე­ლის­გულ­ზე დევს უკვე ყვე­ლა­ფე­რი, თუ რო­გორ ხდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის მო­წყო­ბა, რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ხალ­ხის მიერ ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის დამ­ხო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ინიღ­ბე­ბო­და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხე­ლით. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­ცხვი­ნოა, თუ რა შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვე­დით. თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გო­ნი­ე­რი ხალ­ხია და ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ა­ნა­ლი­ზა და და­ი­ნა­ხა რე­ა­ლუ­რად, რა ხდე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ამ უცხო­ე­ლი ე.წ. დიპ­ლო­მა­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, თუ რა ნა­ბი­ჯებს დგამ­დნენ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მათი ქმე­დე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხმა 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ი­ღო სწო­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ავტორი:

"ეს ადამიანები ბოროტებას ახალისებენ" - კალაძე ელჩებზე

"ეს ადამიანები ბოროტებას ახალისებენ" - კალაძე ელჩებზე

ეს არიან ზუსტად ისინი, ვინც ახალისებს ბოროტებას ქვეყანაში - საზოგადოების გახლეჩას, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი გადალაგდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „როგორ შეაფასებთ საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გორში გამართულ დისკუსიას, რომელიც რადიკალური ხასიათის ბანერების ფონზე გაიმართა“.

კალაძის შეფასებით, საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი არის „ჩვეულებრივი მავნებელი“.

„ეს ადამიანები [ელჩები] ძალიან მძიმეა, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ეს არიან ზუსტად, [ისინი] ვინც ახალისებს ბოროტებას ქვეყანაში - საზოგადოების გახლეჩას, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი მთლიანად გადალაგდება, მსოფლიო იცვლება, იმიტომ, რომ რადიკალიზმის ადგილი დღეს არ არის, არც ქვეყანაში და არც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება. გაიხსენეთ გერმანიის ელჩი, რა ტიპის განცხადებებს აკეთებდა, საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან. ის ვერ ხვდება და ვერ წარმოუდგენია, რა არის მისი ფუნქცია და ზოგადად, რა უნდა იყო ელჩის ფუნქცია. დღეს არ მოსწონთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკეთებენ განცხადებებს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ამას უწოდებენ შიდა პოლიტიკაში ჩარევას. გერმანიის ელჩი კი გამოდიოდა წინასაარჩევნოდ და რა განცხადებებს აკეთებდა, ჩვეულებრივი მავნებელი. რა თქმა უნდა, ეს მალე დასრულდება და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, იმ დიპლომატებმა, რომლებმაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავდასხმის გამო სოლიდარობა გამოუცხადეს, მათ იგივე რეაგირება მოსამართლეების შემთხვევაში არ ჰქონიათ, რაზეც კალაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი „მხარე არიან”.

„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში დიპლომატების არსებობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს არის „დიფთ სთეითის“ წარმომადგენლები საქართველოში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ უწოდებ თავიანთი განცხადებებიდან, ქმედებებიდან გამომდინარე. თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, ეს არის ზუსტად მათი დამსახურება და იმ მიდგომების, დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ - თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის რაღაცა შენიღბული, შეფუთული პერფორმანსები, ვითომ ეს იყო დემოკრატიის ნაწილი. რეალობაში, ზუსტად ეგ ადამიანები არიან ისინი ვინც ქვეყანაში აღვივებს დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას... ხელისგულზე დევს უკვე ყველაფერი, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების დამხობა, ეს ყველაფერი ინიღბებოდა დემოკრატიის სახელით. ეს ყველაფერი სამარცხვინოა, თუ რა შედეგებამდე მივედით. თუმცა ქართველი ხალხი გონიერი ხალხია და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან სწრაფად გაანალიზა და დაინახა რეალურად, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ამ უცხოელი ე.წ. დიპლომატების ჩართულობით, თუ რა ნაბიჯებს დგამდნენ, რას ემსახურებოდა მათი ქმედებები და შესაბამისად, ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, - აღნიშნა კალაძემ.