პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკოს მძიმე დიაგნოზი ქუჩაში გავიგე... ჩემი გამოცდების ჩაბარებას ვერ მოესწრო" - როგორ იხსენებს ნიკო გომელაურის ქალიშვილი მძიმე წლებს, როცა მამა დაკარგა
"ნიკოს მძიმე დიაგნოზი ქუჩაში გავიგე... ჩემი გამოცდების ჩაბარებას ვერ მოესწრო" - როგორ იხსენებს ნიკო გომელაურის ქალიშვილი მძიმე წლებს, როცა მამა დაკარგა

ნიკო გო­მე­ლა­ურ­მა ქარ­თულ თე­ატ­რში, კი­ნო­სა და პო­ე­ზი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა არა მხო­ლოდ ოჯა­ხის­თვის, არა­მედ კულ­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს­თვი­საც უდი­დე­სი და­ნა­კარ­გი იყო. წლე­ბი გა­ვი­და, თუმ­ცა მისი სა­ხე­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბა დღემ­დე ახ­სოვთ და აფა­სე­ბენ.

  • ტასო გო­მე­ლა­უ­რი, ნი­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი, გულ­წრფე­ლად იხ­სე­ნებს იმ მძი­მე პე­რი­ოდს, რო­დე­საც მამა და­კარ­გა. „ნა­ნუ­კას შო­უ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას ტა­სომ გულ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ტკი­ვილ­სა და იმ ბავ­შვურ დაბ­ნე­უ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა, რო­დე­საც მა­მის რე­ა­ლუ­რი დი­აგ­ნო­ზიც კი ქუ­ჩა­ში, შემ­თხვე­ვით გა­ი­გო

ტასო გო­მე­ლა­უ­რი:

- არ ვა­ღი­ა­რებ­დი, რომ აღარ არის. ერთ ჩემს ძა­ლი­ან კარგ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე, თე­რა­პი­ა­ზე რომ დავ­დი­ო­დი, მან მი­მახ­ვედ­რა, რომ დაბ­ლო­კი­ლი მქონ­და და უნდა გა­მეხ­სნა. მგო­ნია, რომ გა­ვი­ზარ­დე და თან ახლა რომ ვფიქ­რობ, ნიკო იყო 39 წლის, მე ვხდე­ბი ახლა 33 წლის და ჩვენს შო­რის ძა­ლი­ან პა­ტა­რა სხვა­ო­ბა გა­მო­დის.

მაგ წელს ვა­ბა­რებ­დი, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სწავ­ლით და თან ასე­თი პრობ­ლე­მა რომ გაქვს სახ­ლში. მამა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ავად არის... ასე მალე ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ყვე­ლა­ფერს რო­გორც მოხ­და. თან თა­ვი­დან სა­ერ­თოდ სხვა დი­აგ­ნო­ზი ვი­ცო­დი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ბავ­შვებს რომ უმა­ლა­ვენ. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ. ფაქ­ტობ­რი­ვად ქუ­ჩა­ში მი­თხრეს, არა ეგ არ აქ­ვსო. ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი წელი მქონ­და, თან ისეთ ასაკ­ში ვი­ყა­ვი. ნიკო ჩემი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას ვერ მო­ეს­წრო.

ნიკო რომ ცო­ცხა­ლი იყო ძა­ლი­ან ბევრ ხალ­ხს უყ­ვარ­და, თე­ატ­რშიც ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი და­დი­ო­და, მისი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებ­ზეც ყო­ველ­თვის ანშლა­გი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. სა­ერ­თოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უფრო აფა­სე­ბენ ადა­მი­ანს, მაგ­რამ ვთვლი, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც და­ფა­სე­ბუ­ლი იყო. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ რო­გორც მსა­ხი­ობს შე­ეძ­ლო ფარ­გლებს გას­ცდე­ნო­და და უკე­თეს ფილ­მებ­ში ეთა­მა­შა.

გა­ზა­ფხულ­ზე ჩვენ­თან აქ­ცი­ე­ბი რომ იყო, ახალ­გაზ­რდა ბიჭი, ალ­ბათ მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა 4 წლის იყო, ნი­კოს ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­და რუ­პორ­ში. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ დღემ­დე ყვე­ლას ახ­სოვს და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბამ იცის. ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნია.

ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი იყო, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ისე ეთ­ქვა, რომ მიწა გა­მის­კდეს, ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი რომ არის... სულ მქონ­და მისი რიდი, სულ ისე გვე­პყრო­ბო­და რო­გორც დიდ ადა­მი­ა­ნებს. შენი აზ­რიც რომ აინ­ტე­რე­სებს და ამ დროს 9 წლის რომ ხარ.

ჯე­ჯიმ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე რომ ჩა­ა­ბა­რა, ღე­ლავ­და, თან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ გა­და­რე­ბენ, მამა ჯო­ბია თუ შვი­ლი. ნი­კომ ბო­ლოს ერთი რა­ღაც გვი­თხრა, მე მო­გე­ცით თქვენ გვა­რი, რო­გორც ბრენ­დი, ახლა თქვენ იცი­თო.

ავტორი:

"ნიკოს მძიმე დიაგნოზი ქუჩაში გავიგე... ჩემი გამოცდების ჩაბარებას ვერ მოესწრო" - როგორ იხსენებს ნიკო გომელაურის ქალიშვილი მძიმე წლებს, როცა მამა დაკარგა

"ნიკოს მძიმე დიაგნოზი ქუჩაში გავიგე... ჩემი გამოცდების ჩაბარებას ვერ მოესწრო" - როგორ იხსენებს ნიკო გომელაურის ქალიშვილი მძიმე წლებს, როცა მამა დაკარგა

ნიკო გომელაურმა ქართულ თეატრში, კინოსა და პოეზიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ კულტურული სამყაროსთვისაც უდიდესი დანაკარგი იყო. წლები გავიდა, თუმცა მისი სახელი და შემოქმედება დღემდე ახსოვთ და აფასებენ.

  • ტასო გომელაური, ნიკოს ქალიშვილი, გულწრფელად იხსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც მამა დაკარგა. „ნანუკას შოუში“ სტუმრობისას ტასომ გულში ჩადებული ტკივილსა და იმ ბავშვურ დაბნეულობაზე ისაუბრა, როდესაც მამის რეალური დიაგნოზიც კი ქუჩაში, შემთხვევით გაიგო

ტასო გომელაური:

- არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის. ერთ ჩემს ძალიან კარგ ადამიანს ვესაუბრე, თერაპიაზე რომ დავდიოდი, მან მიმახვედრა, რომ დაბლოკილი მქონდა და უნდა გამეხსნა. მგონია, რომ გავიზარდე და თან ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39 წლის, მე ვხდები ახლა 33 წლის და ჩვენს შორის ძალიან პატარა სხვაობა გამოდის.

მაგ წელს ვაბარებდი, ძალიან დატვირთული ვიყავი ეროვნული გამოცდების სწავლით და თან ასეთი პრობლემა რომ გაქვს სახლში. მამა, რომელიც ძალიან ავად არის... ასე მალე ნამდვილად არ ველოდი ყველაფერს როგორც მოხდა. თან თავიდან საერთოდ სხვა დიაგნოზი ვიცოდი, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებს რომ უმალავენ. სრულიად შემთხვევით გავიგე მისი დიაგნოზის შესახებ. ფაქტობრივად ქუჩაში მითხრეს, არა ეგ არ აქვსო. ძალიან ტრაგიკული წელი მქონდა, თან ისეთ ასაკში ვიყავი. ნიკო ჩემი გამოცდების ჩაბარებას ვერ მოესწრო.

ნიკო რომ ცოცხალი იყო ძალიან ბევრ ხალხს უყვარდა, თეატრშიც ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა, მისი პოეზიის საღამოებზეც ყოველთვის ანშლაგი იყო. განსაკუთრებით ქალბატონები. საერთოდ გარდაცვალების შემდეგ უფრო აფასებენ ადამიანს, მაგრამ ვთვლი, რომ ცხოვრებაშიც დაფასებული იყო. გული იმაზე მწყდება, რომ როგორც მსახიობს შეეძლო ფარგლებს გასცდენოდა და უკეთეს ფილმებში ეთამაშა.

გაზაფხულზე ჩვენთან აქციები რომ იყო, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ მამა რომ გარდაიცვალა 4 წლის იყო, ნიკოს ლექსებს კითხულობდა რუპორში. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღემდე ყველას ახსოვს და ახალგაზრდა თაობამ იცის. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია.

ძალიან პირდაპირი იყო, შეიძლება რაღაც ისე ეთქვა, რომ მიწა გამისკდეს, ეს გამონათქვამი რომ არის... სულ მქონდა მისი რიდი, სულ ისე გვეპყრობოდა როგორც დიდ ადამიანებს. შენი აზრიც რომ აინტერესებს და ამ დროს 9 წლის რომ ხარ.

ჯეჯიმ სამსახიობოზე რომ ჩააბარა, ღელავდა, თან ჩვენს ქვეყანაში სულ გადარებენ, მამა ჯობია თუ შვილი. ნიკომ ბოლოს ერთი რაღაც გვითხრა, მე მოგეცით თქვენ გვარი, როგორც ბრენდი, ახლა თქვენ იცითო.