სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4-საათნახევრიანი მოლაპარაკება, ლანჩი, შესვენება და სხვა დეტალები - აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა: რას აცხადებენ მხარეები?
4-საათნახევრიანი მოლაპარაკება, ლანჩი, შესვენება და სხვა დეტალები - აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა: რას აცხადებენ მხარეები?

აშშ-ისა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­ი­მარ­თა, დას­რულ­და.

ბი-ბი-სი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დე­ტა­ლებს წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ოთხსა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი ლანჩზე გა­ვიდ­ნენ. თუმ­ცა, მა­ნამ­დე კი­დევ ერთი - 15-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

  • რა ხდე­ბა ცნო­ბი­ლი?

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “აშშ და რუ­სე­თი შე­თან­ხმდნენ, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ“.

კერ­ძოდ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი შეთან­ხმდნენ სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ორ­მხრივ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­თან და სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ თქვა, რომ ყვე­ლა მხა­რე, მათ შო­რის რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ევ­რო­პა უნდა და­ე­თან­ხმონ უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და ევ­რო­კავ­ში­რი "რა­ღაც მო­მენ­ტში" უნდა ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში, - იტყო­ბი­ნე­ბა Reuters-ი

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი მზად არის შე­უ­ერ­თდეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის "სე­რი­ო­ზულ პრო­ცესს“.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი და აშშ შე­თან­ხმდნენ მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონ­ში სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე, - იუ­წყე­ბა AP.

რაზე შე­თან­ხმდნენ აშშ და რუ­სე­თი? - ამის თა­ო­ბა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა ტამი ბრი­უს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა:

  • ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში" გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი“ ფაქ­ტო­რე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, შე­იქ­მნე­ბა სა­კონ­სულ­ტა­ციო მე­ქა­ნიზ­მი, რათა გა­და­იდ­გას აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის.
  • და­ი­ნიშ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი დო­ნის გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­წყე­ბენ მუ­შა­ო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ომის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­სას­რუ­ლებ­ლად - რათა კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა იყოს მდგრა­დი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მი­სა­ღე­ბი ყვე­ლა მხა­რის­თვის.
  • ორ­მხრი­ვი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის; ის­ტო­რი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მო­იქ­მნე­ბა, ჩა­ტარ­დე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.
  • გაგ­რძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი დრო­უ­ლად და პრო­დუქ­ტი­უ­ლად წა­რი­მარ­თოს.

მისი თქმით, “აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ერ­თა­დერ­თი მსოფ­ლიო ლი­დე­რია, რო­მელ­საც შეს­წევს ძალა შე­წყვი­ტოს რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ომი“.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, ერ-რი­ად­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა აშშ-რუ­სეთს შო­რის, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი იყო. მას­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვა­შინგტო­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნას­თან სხვა ეტაპ­ზე წა­რი­მარ­თე­ბა.

  • აშშ-ის მხრი­დან, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო, თეთ­რი სახ­ლის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მაიკ უოლ­ცი და აშშ-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სტივ უიტ­კო­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

  • ხოლო რუ­სე­თის მხა­რეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე იური უშა­კო­ვი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, მა­რია ზა­ხა­რო­ვას თქმით, შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­უ­დის არა­ბეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი მოს­კო­ვის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რია. თუმ­ცა ის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დის მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც დი­მიტ­რი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, პროგ­რესს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და რუ­სეთს შო­რის ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბა. ის ასე­ვე აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ბაზ­რე­ბის და­ტო­ვე­ბის გამო, ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა 300 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი და­კარ­გეს.

“რუ­სე­თი­სა და აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა და­ი­წყეს, მაგ­რამ კომ­პრო­მი­სებ­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია", - გა­ნა­ცხა­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი­რილ დმიტ­რი­ევ­მა.

ამას­თა­ნა­ვე, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წემ იური უშა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის შეხ­ვედ­რის თა­რი­ღი ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის. სა­ვა­რა­უ­დოდ, შეხ­ვედ­რა მო­მა­ვალ კვი­რას არ გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

4-საათნახევრიანი მოლაპარაკება, ლანჩი, შესვენება და სხვა დეტალები - აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა: რას აცხადებენ მხარეები?

4-საათნახევრიანი მოლაპარაკება, ლანჩი, შესვენება და სხვა დეტალები - აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა: რას აცხადებენ მხარეები?

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, დასრულდა.

ბი-ბი-სი მოლაპარაკებების მიმდინარეობის დეტალებს წერს. როგორც ცნობილი ხდება, ოთხსაათნახევრიანი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები ლანჩზე გავიდნენ. თუმცა, მანამდე კიდევ ერთი - 15-წუთიანი შესვენება იყო გამოცხადებული.

  • რა ხდება ცნობილი?

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, “აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ ითანამშრომლებენ“.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ყველა მხარე, მათ შორის რუსეთი, უკრაინა და ევროპა უნდა დაეთანხმონ უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმებას და ევროკავშირი "რაღაც მომენტში" უნდა ჩაერთოს პროცესში, - იტყობინება Reuters-ი

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის შეუერთდეს მოლაპარაკებების "სერიოზულ პროცესს“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების თანამშრომლების რაოდენობის აღდგენაზე, - იუწყება AP.

რაზე შეთანხმდნენ აშშ და რუსეთი? - ამის თაობაზე უფრო დეტალურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

  • ორმხრივ ურთიერთობებში" გამაღიზიანებელი“ ფაქტორების აღმოსაფხვრელად, შეიქმნება საკონსულტაციო მექანიზმი, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის.
  • დაინიშნება უმაღლესი დონის გუნდები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად - რათა კონფლიქტის დასრულება იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის.
  • ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების; ისტორიული, ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობისთვის, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ წარმოიქმნება, ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები.
  • გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ პროცესი დროულად და პროდუქტიულად წარიმართოს.

მისი თქმით, “აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც შესწევს ძალა შეწყვიტოს რუსეთისა და უკრაინის ომი“.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკება აშშ-რუსეთს შორის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი იყო. მასში ოფიციალური კიევი არ მონაწილეობდა. ვაშინგტონის განცხადებით, მოლაპარაკებები უკრაინასთან სხვა ეტაპზე წარიმართება.

  • აშშ-ის მხრიდან, მოლაპარაკებაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ.

  • ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, შეხვედრის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჟურნალისტებთან ისაუბრებს.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში იმყოფება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი.

კირილ დმიტრიევი მოსკოვის დელეგაციის წევრია. თუმცა ის მოლაპარაკების მაგიდის მიღმა იმყოფებოდა.

როგორც დიმიტრიევმა განაცხადა, პროგრესს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ საკითხებში, სამი თვის განმავლობაში ელოდება. ის ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული ბაზრების დატოვების გამო, ამერიკულმა კომპანიებმა 300 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.

“რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა ერთმანეთის მოსმენა დაიწყეს, მაგრამ კომპრომისებზე ლაპარაკი ნაადრევია", - განაცხადა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კირილ დმიტრიევმა.

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, შეხვედრა მომავალ კვირას არ გაიმართება.

იხილეთ ასევე: