სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიწყებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს - კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი" - ზურაბ ჩხაიძე
"ვიწყებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს - კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი" - ზურაბ ჩხაიძე

მთე­ლი ეს დღე­ე­ბი ვცდი­ლობ­დით, რომ მიგ­ვეღ­წია ამ შე­თან­ხმე­ბას-კლი­ნი­კა, ექი­მე­ბის გუნ­დი მზად არის და­ი­წყოს ე.წ. რე­ფი­დინ­გის პრო­ცე­სი, - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც იმ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ "ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მზია ამაღ­ლო­ბელ­მა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში და­ი­წყე­ბენ.

"გუ­შინ გა­ვა­კე­თეთ მი­მარ­თვა მისი კო­ლე­გე­ბის მი­მართ. [შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტა] ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. მთე­ლი ეს დღე­ე­ბი ვცდი­ლობ­დით, რომ მიგ­ვეღ­წია ამ შე­თან­ხმე­ბას. მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა კო­ლე­გებს, ვინც მი­მარ­თვა გა­ა­კე­თა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც აღ­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე ვაი ჟურ­ნა­ლის­ტის სა­მიზ­ნე კლი­ნი­კა და მე მა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ამ ხან­გრძლი­ვო­ბის შიმ­ში­ლო­ბა არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან დიდ რის­კებ­თან. 30 დღის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ე­ბის მოშ­ლა, რაც შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ცუდ გა­მო­სა­ვალ­თან. დღეს რა მო­ცე­მუ­ლო­ბაც გვაქვს სა­სი­ხა­რუ­ლოა.

და­ვი­წყებთ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში, ის რაც უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. რე­ფი­დინ­გის სინ­დრომს. ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სინ­დრო­მი, რაც ვი­თარ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კვე­ბი­სას. კლი­ნი­კა, ექი­მე­ბის გუნ­დი მზად არის და­ი­წყოს ე.წ. რე­ფი­დინ­გის პრო­ცე­სი.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა პირ­ვე­ლი ორი დღე. სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ნი­უა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ე.წ. რე­ფი­დინგ პრო­ტო­კო­ლი, შე­სა­ბა­მის თან­მხლებ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად გან­ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი. კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვაკ­ვირ­დე­ბით მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ყო­ველ­დღე მოხ­დე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვექ­ნე­ბა სრუ­ლი სუ­რა­თი. ექი­მე­ბის გუნ­დი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს რომ ე.წ. რე­ფი­დინგ პრო­ცეს­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­როს", - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მზია ამაღ­ლო­ბელ­მა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა. ამის შე­სა­ხებ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­თან" გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ბა­თუ­მე­ლე­ბის“ რე­დაქ­ტორ­მა, ეთერ თუ­რა­ძემ წა­ი­კი­თხა.

"ბა­თუმ­ში, "ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში“ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თხრილ­ში ჩა­ვარ­დნის და და­ღუპ­ვის ფონ­ზე, ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წუ­ხი­ლის მოს­მე­ნა, წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მეა ჩემ­თვის. ამ დღე­ებ­ში, ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვეც­დე­ბი რო­გორ­მე შევ­ძლო კვე­ბის აღ­დგე­ნა. "სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს" მად­ლო­ბა სო­ლი­და­რო­ბის­თვის, ვთხოვ მა­თაც შე­წყვი­ტონ შიმ­ში­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვგრძნობ ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის კო­ლე­გე­ბის, მე­გობ­რე­ბის და ოჯა­ხის მი­მართ. არ მინ­და, ჩემ­მა შიმ­ში­ლო­ბამ და­გა­სუს­ტოთ, თქვენ ჩემს ნაც­ვლა­დაც უნდა იბ­რძო­ლოთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

მზია ამაღ­ლო­ბელ­მა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის­თვის სი­ლის გაწ­ვნის ფაქ­ტზე, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 38-ე დღეს მი­ი­ღო. ის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან შიმ­ში­ლობ­და.

ავტორი:

"ვიწყებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს - კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი" - ზურაბ ჩხაიძე

"ვიწყებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს - კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი" - ზურაბ ჩხაიძე

მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას-კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ "ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში დაიწყებენ.

"გუშინ გავაკეთეთ მიმართვა მისი კოლეგების მიმართ. [შიმშილობის შეწყვეტა] ძალიან გვახარებს. მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. მინდა მადლობა ვუთხრა კოლეგებს, ვინც მიმართვა გააკეთა. სამწუხაროდ, მაინც აღმოჩნდა რამდენიმე ვაი ჟურნალისტის სამიზნე კლინიკა და მე მადანაშაულებდნენ. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლა, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ცუდ გამოსავალთან. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს სასიხარულოა.

დავიწყებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება ე.წ. რეფიდინგის სინდრომს. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვებისას. კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი.

განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე. სპეციალური მენიუა შემუშავებული, დამტკიცებულია ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლი, შესაბამის თანმხლებ მკურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესი. კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღე მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, კვლევების ჩატარება. კვლევების საფუძველზე გვექნება სრული სურათი. ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს რომ ე.წ. რეფიდინგ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს", - აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, "ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე "ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.

"ბათუმში, "ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. "სინდისის პატიმრებს" მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", - აღნიშნულია წერილში.

მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.