პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება - ერთი ოჯახისა და ერთი დიქტატორის ამბავი
ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება - ერთი ოჯახისა და ერთი დიქტატორის ამბავი

Fuku ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის წყევ­ლა­სა და კრულ­ვას ნიშ­ნავს, უფრო ზუს­ტად კი - ახა­ლი სამ­ყა­როს წყევ­ლა-კრულ­ვას. მაგ­რამ fuku ძვე­ლი ზღა­პა­რი არ გე­გო­ნოთ. ხალ­ხს მარ­თლა სჯე­რო­და - თუკი ვინ­მე ტრუ­ხი­ლი­ოს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და, ისეთ fuku-ს მო­იმ­კი­და, შვიდ თა­ო­ბა­ზე რომ გავ­რცელ­დე­ბო­და და დიდ უბე­დუ­რე­ბას მო­უ­ტან­და ყვე­ლას. ჯუ­ნოუ დი­ა­ზის წიგ­ნიც „ოს­კარ უაოს ხან­მოკ­ლე და უჩ­ვე­უ­ლო ცხოვ­რე­ბა“ ერთი ასე­თი ამ­ბა­ვია fuku-ს შე­სა­ხებ. მთხრო­ბელს რომ ჰკი­თხოთ, არც ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და არც ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მკი­თხვე­ლის­თვის და­უ­ვი­წყა­რი და დამ­ზაფვ­რე­ლი.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, ოს­კა­რი, „არც იმ დო­მი­ნი­კელ „მა­ჩო­თა­გა­ნი“ ყო­ფი­ლა, რომ­ლებ­ზეც ყვე­ლა ამ­დენს ლა­პა­რა­კობს, არც ში­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლა ოდეს­მე, არც პო­პუ­ლა­რუ­ლი ბა­ჩა­ტე­რო გამ­ხდა­რა და არც - პლე­ი­ბოი, მას­ზე გა­და­რე­უ­ლი ქა­ლე­ბის უგ­რძე­სი სიით“. პი­რი­ქით, ოს­კარს ქა­ლებ­თან სა­ერ­თოდ არ უმარ­თლებ­და და ერთი მე­ტის­მე­ტად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა­სა და ფენ­ტე­ზი­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მორ­ცხვი, მწერ­ლო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვე­უ­ლებ­რივ ოს­კარს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი ჰქონ­და და მთე­ლი თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს უნა­რი ტან­ჯავ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. ოს­კარს მთე­ლი გუ­ლით უნ­დო­და, ვინ­მეს­თვის ეკოც­ნა და სულ პა­ტა­რა მი­ზე­ზიც საკ­მა­რი­სი იყო მის­თვის, რომ თავ­და­ვი­წყე­ბით შეჰ­ყვა­რე­ბო­და ნა­ხევ­რად უც­ნო­ბი გოგო, რო­მე­ლიც მას ვერც კი ამ­ჩნევ­და.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სო­ცი­ა­ლურ თუ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას გან­რი­დე­ბუ­ლი ოს­კა­რი, წე­სით, არა­სო­დეს უნდა გახ­ვე­უ­ლი­ყო იმ სი­სას­ტი­კე­ში, რო­მელ­შიც ტრუ­ხი­ლი­ოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა რე­ჟიმ­მა გა­ახ­ვია. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ასე­თი რე­ჟი­მე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხომ სწო­რედ ესაა - მათი ხელი ყვე­ლა­ზე და­უც­ველ, უდა­ნა­შა­უ­ლო და აპო­ლი­ტი­კურ ადა­მი­ა­ნებ­საც სწვდე­ბა ხოლ­მე. ასეთ დროს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა გა­რან­ტია არ არის და არც ისე­თი სივ­რცე­ე­ბი აღარ არ­სე­ბობს, რომ­ლებ­შიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­ცე­ცე­ბი ვერ შე­აღ­წევს.

სწო­რედ ამი­ტომ, ეს რო­მა­ნი არა მხო­ლოდ ერთი ბი­ჭის ტრა­გი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, არა­მედ ტრუ­ხი­ლი­ოს დიქ­ტა­ტუ­რის და­მან­გრე­ვე­ლი ძა­ლი­სა და სი­სას­ტი­კის შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტიც, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლე­სად სამი თა­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რი­ლი წყევ­ლი­სა და ამ წყევ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაა. ოჯა­ხი, რო­მელ­საც თავს fuku ატყდე­ბა, სიყ­ვა­რულს ეძებს და პო­უ­ლობს და სწო­რედ სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, აქ­ცევს თი­თო­ე­ულ მათ­განს რე­ჟი­მი­სა თუ რე­ჟიმ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­მიზ­ნედ. შე­იძ­ლე­ბა, ისიც ვი­ფიქ­როთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არა მხო­ლოდ მათი და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი, არა­მედ გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა­ცაა - რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი ავ­სებს გამ­ბე­და­ო­ბით ოს­კარ­სა და მის წი­ნაპ­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა დროს თავს არი­დებ­დნენ პო­ლი­ტი­კურ ორომ­ტრი­ალ­ში გახ­ვე­ვას და არ ცდი­ლობ­დნენ, მა­მა­ცე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ტრუ­ხი­ლი­ომ, დიქ­ტა­ტორ­მა, რო­მელ­საც „ქვეყ­ნის უპირ­ვე­ლეს მრუშს“ ეძახ­დნენ, „თავ­ზა­რის უზარ­მა­ზა­რი ჩრდი­ლი“ მოჰ­ფი­ნა მთელ ქვე­ყა­ნას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ქვე­ყა­ნა ბა­ნა­ნის პლან­ტა­ცი­ად აქ­ცია; იმ პლან­ტა­ცი­ად, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლიც თა­ვად იყო. ტრუ­ხი­ლიო ღმერ­თი­ვით ყოვ­ლისმხედ­ვე­ლად იქცა, ყვე­ლა­ფერს სწვდე­ბო­და მისი სას­ტი­კი ხელი, გარს დამსმე­ნე­ბის მთე­ლი არ­მია ეხ­ვია და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად უჩი­ნარ­დე­ბოდ­ნენ უკ­ვა­ლოდ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ­თა და მოკ­ლულ­თა და­ნა­შა­უ­ლი ხან­და­ხან სხვა არა­ფე­რი იყო, გარ­და უწყი­ნა­რი ხუმ­რო­ბი­სა. ან სუ­ლაც არა­ფერ­ში მი­უ­ძღო­დათ ბრა­ლი. ტრუ­ხი­ლი­ოს ძა­ლა­უფ­ლე­ბის მომ­წამ­ვლე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას­თან აღ­წევ­და სხვა­დას­ხვა ფორ­მით. ოს­კა­რის ამ­ბა­ვი ერთ-ერ­თია დე ლე­ო­ნე­ბის ოჯა­ხის იმ ამ­ბებს შო­რის, რომ­ლებ­შიც პირ­და­პირ თუ ირი­ბად სწო­რედ ტრუ­ხი­ლი­ოს უხი­ლა­ვი ან ხილ­ვა­დი ხელი ფი­გუ­რი­რებს; ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის „გა­მოს­ხი­ვე­ბამ“ აქ­ცია ტრა­გე­დი­ად.

ვფიქ­რობ, რო­მან­ში მა­ლე­ვე ხდე­ბა ცხა­დი, რომ fuku არც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლაა, არც მა­გია და არც ვინ­მეს შე­სა­ში­ნებ­ლად შე­თხზუ­ლი ზღა­პა­რი. ოს­კა­რის ოჯა­ხის­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც ტრუ­ხი­ლიო და მისი გა­რე­მოც­ვაა fuku. ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა fuku, რო­მე­ლიც შე­უძ­ლებ­ლად აქ­ცევს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ყოფ­ნას, ტოლ­კი­ნის მსგავ­სად წე­რას, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბით გარ­თობს. ერთი სი­ტყვით რომ ვთქვათ - ცხოვ­რე­ბას.

„მა­შინ არც გა­ზე­თი იყო, არც უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი და არც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, მხო­ლოდ ტრუ­ხი­ლიო არ­სე­ბობ­და!“ - ამ­ბობს მთხრო­ბე­ლი.

თუმ­ცა, ტრუ­ხი­ლი­ოს გარ­და, არ­სე­ბობ­და იმე­დი, რომ რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხებ­დნენ გა­დარ­ჩე­ნას. იმე­დი კი დრო­დად­რო გა­მო­იხ­მობ­და ხოლ­მე უც­ნა­ურ არ­სე­ბას - მა­გი­ურ მან­გუსტს, რო­მე­ლიც სიკ­ვდილ­თან სი­ახ­ლო­ვი­სას ეცხა­დე­ბო­დათ ოს­კარ­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რებს. სწო­რედ ეს მან­გუს­ტი ეხ­მა­რე­ბო­და ნა­ცემ, ნა­წა­მებ ადა­მი­ა­ნებს შო­რე­უ­ლი პლან­ტა­ცი­ე­ბი­დან სამ­შვი­დო­ბოს გა­მოღ­წე­ვა­ში და იგი­ვე მან­გუს­ტი აფრ­თხობ­და უსა­ხო კაცს, რო­მელ­საც ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი საფრ­თხის პი­რის­პირ ყოფ­ნი­სას ხე­დავ­დნენ დე ლე­ო­ნე­ბი. მან­გუს­ტი აკავ­ში­რებ­და ერ­თმა­ნეთ­თან ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თის გა­გე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი უშ­ლი­დათ ხელს. მათი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი კი გან­სხვავ­დე­ბო­და, მაგ­რამ თა­ნაბ­რად ტრა­გი­კუ­ლი იყო.

გარ­და ოს­კარ უაოს ამ­ბი­სა, მთხრო­ბე­ლი კი­დევ სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟის ამ­ბავს ჰყვე­ბა. ოს­კარ­სა და ლო­ლას დე­დას­თან არც ისე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ლო­ლას, ოს­კა­რის დას, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით გაქ­ცე­ვა­ზე ფიქ­რობს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა მთხრო­ბე­ლი ლო­ლას ამ­ბავს გვი­ამ­ბობს, ნა­თე­ლი ხდე­ბა, რა­ტომ ვერ პო­უ­ლობს ლოლა სახ­ლს; ხოლო მა­შინ, როცა მთხრო­ბე­ლი წარ­სულ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და ერთ დროს ულა­მა­ზე­სი ქა­ლის, ბე­ლი­სია კაბ­რა­ლის სამ­გზის გა­ტე­ხილ გულ­ზე ჰყვე­ბა ან კი­დევ უფრო ძველ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს საბ­რა­ლო აბე­ლი­ა­რის შე­სა­ხებ, ვხვდე­ბით, რა­ტომ ვე­რა­სო­დეს მო­ა­ხერ­ხეს ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა და რა­ტომ ცხოვ­რობ­დნენ იმ წყევ­ლის ში­შით, რომ­ლის­გა­ნაც ვე­რა­სო­დეს და­აღ­წი­ეს თავი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მთე­ლი მათი ცხოვ­რე­ბა მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე სი­ა­რუ­ლია - ტრუ­ხი­ლი­ოს დიქ­ტა­ტუ­რი­თა და მისი მსა­ხუ­რე­ბის ბო­რო­ტე­ბით მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე სი­ა­რუ­ლი და მთხრო­ბე­ლი მხო­ლოდ იმე­დოვ­ნებს, რომ ოს­კარ უაოს ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, სხვე­ბი მა­ინც შეძ­ლე­ბენ ამ წრის გარ­ღვე­ვას, კა­რი­ბი­ელ­თა წყევ­ლის­გან თა­ვის დახ­სნა­სა და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას.

R

ავტორი:

ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება - ერთი ოჯახისა და ერთი დიქტატორის ამბავი

ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება - ერთი ოჯახისა და ერთი დიქტატორის ამბავი

Fuku ზოგადად, ნებისმიერი სახის წყევლასა და კრულვას ნიშნავს, უფრო ზუსტად კი - ახალი სამყაროს წყევლა-კრულვას. მაგრამ fuku ძველი ზღაპარი არ გეგონოთ. ხალხს მართლა სჯეროდა - თუკი ვინმე ტრუხილიოს დაუპირისპირდებოდა, ისეთ fuku-ს მოიმკიდა, შვიდ თაობაზე რომ გავრცელდებოდა და დიდ უბედურებას მოუტანდა ყველას. ჯუნოუ დიაზის წიგნიც „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ ერთი ასეთი ამბავია fuku-ს შესახებ. მთხრობელს რომ ჰკითხოთ, არც ყველაზე უჩვეულო და არც ყველაზე სასტიკი, მაგრამ, სინამდვილეში, მკითხველისთვის დაუვიწყარი და დამზაფვრელი.

რომანის მთავარი გმირი, ოსკარი, „არც იმ დომინიკელ „მაჩოთაგანი“ ყოფილა, რომლებზეც ყველა ამდენს ლაპარაკობს, არც შინიდან გაქცეულა ოდესმე, არც პოპულარული ბაჩატერო გამხდარა და არც - პლეიბოი, მასზე გადარეული ქალების უგრძესი სიით“. პირიქით, ოსკარს ქალებთან საერთოდ არ უმართლებდა და ერთი მეტისმეტად ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ფენტეზიზე შეყვარებული, მორცხვი, მწერლობაზე მეოცნებე, ჭარბწონიანი და საკუთარ თავში ჩაკეტილი. სამაგიეროდ, ჩვეულებრივ ოსკარს არაჩვეულებრივი სიყვარულის უნარი ჰქონდა და მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ეს უნარი ტანჯავდა ყველაზე მეტად. ოსკარს მთელი გულით უნდოდა, ვინმესთვის ეკოცნა და სულ პატარა მიზეზიც საკმარისი იყო მისთვის, რომ თავდავიწყებით შეჰყვარებოდა ნახევრად უცნობი გოგო, რომელიც მას ვერც კი ამჩნევდა.

აქედან გამომდინარე, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებას განრიდებული ოსკარი, წესით, არასოდეს უნდა გახვეულიყო იმ სისასტიკეში, რომელშიც ტრუხილიოს ჩამოყალიბებულმა რეჟიმმა გაახვია. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხომ სწორედ ესაა - მათი ხელი ყველაზე დაუცველ, უდანაშაულო და აპოლიტიკურ ადამიანებსაც სწვდება ხოლმე. ასეთ დროს უდანაშაულობა გარანტია არ არის და არც ისეთი სივრცეები აღარ არსებობს, რომლებშიც ძალაუფლების საცეცები ვერ შეაღწევს.

სწორედ ამიტომ, ეს რომანი არა მხოლოდ ერთი ბიჭის ტრაგიკული თავგადასავალია, არამედ ტრუხილიოს დიქტატურის დამანგრეველი ძალისა და სისასტიკის შედეგების ამსახველი მხატვრული ტექსტიც, რომელიც უპირველესად სამი თაობის ცხოვრებაში შემოჭრილი წყევლისა და ამ წყევლისგან თავის დაღწევის მცდელობის შესახებაა. ოჯახი, რომელსაც თავს fuku ატყდება, სიყვარულს ეძებს და პოულობს და სწორედ სიყვარული, როგორც თავისუფალი ნების გამოხატულება, აქცევს თითოეულ მათგანს რეჟიმისა თუ რეჟიმთან დაახლოებული პირების სამიზნედ. შეიძლება, ისიც ვიფიქროთ, რომ სიყვარული არა მხოლოდ მათი დაღუპვის მიზეზი, არამედ გადარჩენის ერთადერთი საშუალებაცაა - რადგან სიყვარული ავსებს გამბედაობით ოსკარსა და მის წინაპრებს, რომლებიც სხვა დროს თავს არიდებდნენ პოლიტიკურ ორომტრიალში გახვევას და არ ცდილობდნენ, მამაცები ყოფილიყვნენ.

ტრუხილიომ, დიქტატორმა, რომელსაც „ქვეყნის უპირველეს მრუშს“ ეძახდნენ, „თავზარის უზარმაზარი ჩრდილი“ მოჰფინა მთელ ქვეყანას. დროთა განმავლობაში კი ქვეყანა ბანანის პლანტაციად აქცია; იმ პლანტაციად, რომლის ერთადერთი მფლობელიც თავად იყო. ტრუხილიო ღმერთივით ყოვლისმხედველად იქცა, ყველაფერს სწვდებოდა მისი სასტიკი ხელი, გარს დამსმენების მთელი არმია ეხვია და ამის დამსახურებით ადამიანები ხშირად უჩინარდებოდნენ უკვალოდ. გაუჩინარებულთა და მოკლულთა დანაშაული ხანდახან სხვა არაფერი იყო, გარდა უწყინარი ხუმრობისა. ან სულაც არაფერში მიუძღოდათ ბრალი. ტრუხილიოს ძალაუფლების მომწამვლელი გამოსხივება ადრე თუ გვიან ყველასთან აღწევდა სხვადასხვა ფორმით. ოსკარის ამბავი ერთ-ერთია დე ლეონების ოჯახის იმ ამბებს შორის, რომლებშიც პირდაპირ თუ ირიბად სწორედ ტრუხილიოს უხილავი ან ხილვადი ხელი ფიგურირებს; ამბავი, რომელიც ძალაუფლების „გამოსხივებამ“ აქცია ტრაგედიად.

ვფიქრობ, რომანში მალევე ხდება ცხადი, რომ fuku არც ზებუნებრივი ძალაა, არც მაგია და არც ვინმეს შესაშინებლად შეთხზული ზღაპარი. ოსკარის ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც ტრუხილიო და მისი გარემოცვაა fuku. ერთპიროვნული მმართველობაა fuku, რომელიც შეუძლებლად აქცევს საყვარელ ადამიანთან ყოფნას, ტოლკინის მსგავსად წერას, როლური თამაშებით გართობს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ - ცხოვრებას.

„მაშინ არც გაზეთი იყო, არც უფლებათა დამცველები და არც ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ ტრუხილიო არსებობდა!“ - ამბობს მთხრობელი.

თუმცა, ტრუხილიოს გარდა, არსებობდა იმედი, რომ როგორღაც მოახერხებდნენ გადარჩენას. იმედი კი დროდადრო გამოიხმობდა ხოლმე უცნაურ არსებას - მაგიურ მანგუსტს, რომელიც სიკვდილთან სიახლოვისას ეცხადებოდათ ოსკარსა და მისი ოჯახის წევრებს. სწორედ ეს მანგუსტი ეხმარებოდა ნაცემ, ნაწამებ ადამიანებს შორეული პლანტაციებიდან სამშვიდობოს გამოღწევაში და იგივე მანგუსტი აფრთხობდა უსახო კაცს, რომელსაც ასევე განსაკუთრებით დიდი საფრთხის პირისპირ ყოფნისას ხედავდნენ დე ლეონები. მანგუსტი აკავშირებდა ერთმანეთთან ოჯახის წევრებს, რომლებსაც ერთმანეთის გაგებაში საკუთარი წარსული და გამოცდილებები უშლიდათ ხელს. მათი გამოცდილებები კი განსხვავდებოდა, მაგრამ თანაბრად ტრაგიკული იყო.

გარდა ოსკარ უაოს ამბისა, მთხრობელი კიდევ სამი მნიშვნელოვანი პერსონაჟის ამბავს ჰყვება. ოსკარსა და ლოლას დედასთან არც ისე ახლო ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით კი ლოლას, ოსკარის დას, რომელიც გამუდმებით გაქცევაზე ფიქრობს. მოგვიანებით, როცა მთხრობელი ლოლას ამბავს გვიამბობს, ნათელი ხდება, რატომ ვერ პოულობს ლოლა სახლს; ხოლო მაშინ, როცა მთხრობელი წარსულში გადაინაცვლებს და ერთ დროს ულამაზესი ქალის, ბელისია კაბრალის სამგზის გატეხილ გულზე ჰყვება ან კიდევ უფრო ძველ ისტორიას იხსენებს საბრალო აბელიარის შესახებ, ვხვდებით, რატომ ვერასოდეს მოახერხეს ბედნიერების განცდა და რატომ ცხოვრობდნენ იმ წყევლის შიშით, რომლისგანაც ვერასოდეს დააღწიეს თავი.

სინამდვილეში, მთელი მათი ცხოვრება მოჯადოებულ წრეზე სიარულია - ტრუხილიოს დიქტატურითა და მისი მსახურების ბოროტებით მოჯადოებულ წრეზე სიარული და მთხრობელი მხოლოდ იმედოვნებს, რომ ოსკარ უაოს ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ, შორეულ მომავალში, სხვები მაინც შეძლებენ ამ წრის გარღვევას, კარიბიელთა წყევლისგან თავის დახსნასა და ბედნიერი ცხოვრების დაწყებას.

R