დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ციხიდან კიდევ ერთი პატიმარი გაათავისუფლა. როგორც CNN წერს, 28 წლის ამერიკელი, კალობ ბაიერსი მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში 10 დღის წინ, 7 თებერვალს დააკავეს. საბაჟო თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, მის ბარგში კანაფის შემცველი მარმელადი აღმოაჩინეს. ბაიერსს რუსეთის ციხეში მცირე დროის გატარება მაინც მოუწია.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად ბაიერსი მოსკოვში მდებარე აშშ-ს საელჩოში იმყოფება, საიდანაც სამშობლოში გადაფრინდება.
დღეს, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთმა, გაცვლის შედეგად, 61 წლის ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი გაათავისუფლა, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ფოგელს მარიხუანას გადატანისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მარკ ფოგელის სანაცვლოდ აშშ-მა ალექსანდრე ვინნიკი გაათავისუფლა, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟის გამოყენებით ფულის გათეთრების ბრალდებით იყო დაკავებული.
იხილეთ ასევე: