თანამედროვე ცხოვრების ტემპი, სტრესი და სხვადასხვა ფსიქოლოგიური გამოწვევები ხშირად აისახება ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე. ფსიქოლოგიური პრობლემები ხშირად იწვევს სექსუალურ დისფუნქციებს, ხოლო სექსუალური დარღვევები, პირიქით, შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, ამ ტიპის საკითხების მართვა და მოგვარება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
ესთეტიკის ცენტრმა „ნეო ნეომ“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით სამი ფილიალითაა წარმოდგენილი, გახსნა ფსიქოლოგიისა და სექსოლოგიის ცენტრი, რომელიც მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
„ცენტრი 4&8“-ს მთავარი მიმართულება გახლავთ კომპლექსური მკურნალობა. ცენტრი აერთიანებს პროფესიონალი ექიმების გუნდს: ფსიქოლოგები, სექსოლოგები, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი. ასევე, ტარდება კვლევითი ანალიზები და სპეციალური ტრენინგები. „ცენტრი 4&8“ გამოირჩევა ჰოლდინგური მიდგომით – აქ შესაძლებელია როგორც ფსიქოლოგიური და სექსოლოგიური კონსულტაციების მიღება, ასევე, პილატესისა და აერობიკის სერვისებით სარგებლობა.
ცენტრის დამფუძნებელი, ჯაბა ყრუაშვილი, აღნიშნავს: „ჩვენი ცენტრის მთავარი იდეა და მესიჯი, რომელიც მომხმარებელთან გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს კომპლექსური მიდგომა. ჩვენ ფსიქოლოგიას და სექსოლოგიას ვაახლოებთ ერთმანეთთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი თანაკვეთებია. ასევე, კლინიკაში შესაძლებელია ანალიზები და გამოკვლევები, დიაგნოსტირება, ფსიქოლოგიური მიმართულებით, გუნდში დაგვემატა ენდოკრინოლოგიც. ფსიქოლოგიური მიმართულებები გვაქვს როგორც პირადი, ასევე ჯგუფური. გვაქვს ტრენინგები. ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულება არის ესთეტიკური გინეკოლოგიაც, ტარდება სხვადასხვა პროცედურები. კლინიკა არის მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი.“
კვებითი აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რთული ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ის შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესული გარემო, დაბალი თვითშეფასება, სოციალური ზეწოლა, გენეტიკური მიდრეკილებები და ჰორმონალური დისბალანსი. კვებითი აშლილობის მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით, რაც მოიცავს ფსიქოთერაპიას, ენდოკრინოლოგიურ კონტროლს, სწორი კვების დაგეგმვას და ფიზიკურ აქტივობას. ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ წონის რეგულაციას, არამედ შინაგანი ბალანსის აღდგენას, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.Bottom of Form
„როდესაც პაციენტი მოდის ფიზიოლოგიური პრობლემით, მას სჭირდება და სასურველია, მიიღოს იმ ემოციებთან დაკავშირებით დახმარება, რასაც აქამდე მარტო უმკლავდებოდა. ძალიან ხშირად, ემოციებია გამომწვევი ფაქტორი სხვადასხვა მენტალური სირთულეებისა. ასეთი გამძაფრებული შეგრძნებები დგას ხოლმე იმ დაავადებების მიღმა, რითაც მოდიან ადამიანები. გეშტალტი უყურებს არა იმ სიმპტომს, რომელიც ზედაპირზე ჩანს, არამედ იმას, თუ რა დგას მის უკან.“ - გეშტალტ-თერაპევტი ვერა ჭაფოძე
რას მოიცავს კვებითი აშლილობის მართვის ინოვაციური პაკეტი
ცენტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კვებითი აშლილობის მართვას, რომელიც მოიცავს კომპლექსურ სერვისებს:
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში სრული პროგრამა შეგიძლიათ მიიღოთ 770 ლარად (1100 ლარის ნაცვლად).
თუ გსურთ პროფესიონალური მხარდაჭერა თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, „ნეო ნეოს “ გუნდი მზადაა დაგეხმაროთ. მათი მიზანია არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, არამედ ფსიქოლოგიური და ემოციური სტაბილურობის შექმნა.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 514 00 44 88 მისამართი: ელიზბარ მინდელის 7 (მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ)
R