მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის" - რას წერს ფინანსთა მინისტრი?
"რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის" - რას წერს ფინანსთა მინისტრი?

მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი დე­მა­გო­გი­ა­ზე, თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კა­ნო­ნი [ოფ­შო­რე­ბის შე­სა­ხებ] სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გო: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა სა­სი­კე­თოდ და რას ხე­დავთ იმა­ში ცუდს, თუ ეს კა­ნო­ნი მისი იდეა იყო და რომ ამ გა­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნით მან ისარ­გებ­ლა, ან მო­მა­ვალ­ში ისარ­გებ­ლოს? სად არის აქ აჟი­ო­ტა­ჟის სა­ფუძ­ვე­ლი? კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რია, ერ­თნა­ი­რად მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს,- ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ დუნ­დუა „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

  • რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­დის შე­მო­ი­ტა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, დუნ­დუა ამ­ბობს, რომ ეს არც მისი და არც არა­ვის საქ­მე არ არის.

"ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ­მა უცხო ქვეყ­ნის ჯა­შუ­შურ­მა ქსელ­მა, რო­მელ­საც ჩვენ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას ვუ­წო­დებთ, ტყუ­ი­ლებ­ზე აგე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი მო­ა­წყო ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი „ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნის“ ირ­გვლივ. გარე და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თით­ქმის ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივ­მა მა­რი­ო­ნეტ­მა ათას­გვა­რი სიც­რუე გა­ავ­რცე­ლა, თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნით სარ­გებ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს თან­ხა და­აკ­ლო, თით­ქოს ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა, სა­უ­ბა­რი იყო ოფ­შო­რუ­ლი ზო­ნე­ბი­დან კა­პი­ტა­ლის გა­და­მალ­ვის შე­სა­ხებ და ასე შემ­დეგ...

ათას­გვა­რი სიც­რუ­ის კო­რი­ან­ტელ­ში, შე­საძ­ლოა, სა­კი­თხში ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დულ ადა­მი­ანს სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა გა­უ­ჭირ­დეს, ამი­ტომ მარ­ტი­ვი ანა­ლი­ზით გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა „ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნი“, რე­ა­ლუ­რად რა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს ქვე­ყა­ნა ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რას წარ­მო­ად­გენს ოფ­შო­რუ­ლი ზონა და ბო­ლოს, აქვს თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ან სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ სხვა მო­ქა­ლა­ქეს ისარ­გებ­ლოს სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს დაც­ვის გა­რან­ტი­ით და ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

პირ­ველ რიგ­ში "ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნი" გა­ვარ­ჩი­ოთ. კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მარ­ტივ რა­მეს ამ­ბობს - თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე გა­და­წყვეტს, რომ მის მიერ, ოფ­შო­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი შე­მო­ი­ტა­ნოს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, მას მი­ე­ცე­მა გარ­კვე­უ­ლი, ერთჯე­რა­დი შე­ღა­ვა­თე­ბი. ამ ამ­ბავ­ში მთა­ვა­რი არის ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნებს სა­ხელ­მწი­ფომ მის­ცა სტი­მუ­ლი, წა­ა­ხა­ლი­სა ისი­ნი, რომ თა­ვი­ან­თი კა­პი­ტა­ლი შე­მო­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბა, რაც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდის­თვის არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი. მა­თე­მა­ტი­კუ­რად რომ დავ­თვა­ლოთ, ის ერთჯე­რა­დი შე­ღა­ვა­თი, რო­მელ­საც კა­ნო­ნი უწე­სებს მო­ქა­ლა­ქეს ოფ­შო­რე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­ტა­ლის გად­მო­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რაც პრინ­ციპ­ში არა­თუ შე­ღა­ვა­თად, არა­მედ სტი­მუ­ლად, წა­ხა­ლი­სე­ბად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ - სა­ერ­თოდ არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა სარ­გე­ბელ­საც მი­ი­ღებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამ მარ­ტი­ვი ანა­ლი­ზის მიღ­მა, კა­ნო­ნის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „მა­ნი­ვა­ლის“ დას­კვნა. ევ­რო­პის საბ­ჭოს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შემ­ფა­სე­ბელ რჩე­ულ ექ­სპერტთა კო­მი­ტეტ­მა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა „ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნი“ და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­აგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ კა­ნო­ნი სრუ­ლად არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­თან და მათ არა­ნა­ი­რი შე­ნიშ­ვნა ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ. გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი თან­ხვედ­რა­შია რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან, ასე­ვე ის სტი­მულს აძ­ლევს ბიზ­ნესს, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­მა­ტე­ბი­თი კა­პი­ტა­ლი შე­მო­ვი­დეს და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას და­ეხ­მა­როს. კი­დევ უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ - რომ არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო კა­ნო­ნი და კონ­კრე­ტუ­ლი X კა­პი­ტა­ლი ქვეყ­ნის გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამით ქვე­ყა­ნას რამე მო­ე­მა­ტე­ბო­და? ცხა­დია არა­ფე­რი. ამი­ტომ, კა­ნო­ნის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე მხო­ლოდ ან უვი­ცი, ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მავ­ნე­ბე­ლი თუ ილა­პა­რა­კებს.

ახლა უკვე ოფ­შო­რუ­ლი ზო­ნის არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე გა­და­ვი­დეთ. თა­ვის დრო­ზე ოფ­შო­რუ­ლი ზონა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად შე­იქ­მნა და ამ კომ­ფორ­ტით მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი სარ­გებ­ლობ­და და სარ­გებ­ლობს. ოფ­შო­რუ­ლი ზონა მოქ­ნი­ლია, მარ­ტი­ვია ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცია თუ ქმე­დე­ბა, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და დაც­ლი­ლია ბი­უ­როკ­რა­ტი­ის­გან და ზედ­მე­ტი ოპე­რა­ცი­ე­ბის­გან. ეს იყო სწო­რედ ოფ­შო­რუ­ლი ზო­ნის იდეა, რომ სი­მარ­ტი­ვის და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს გამო, სწო­რედ ამ ზო­ნა­ში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი­ყო მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა თუ კომ­პა­ნი­ე­ბის კა­პი­ტა­ლი. თუმ­ცა, ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლი­ო­ში ღიად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი „დიფ სთე­ით­ზე“, ოლი­გარ­ქი­ულ ოჯა­ხებ­სა და მათ კონ­ტროლ ქვეშ არ­სე­ბულ უზარ­მა­ზარ კა­პი­ტალ­ზე, მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და ისე­თი გი­გან­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ა­ლუ­რი არსი, რო­გო­რე­ბი­ცაა „ბლექ­რო­კი“, „ვენ­გარ­დი“ და ასე შემ­დეგ, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო კა­პი­ტა­ლის უდი­დეს ნა­წილს აკონ­ტრო­ლე­ბენ, ხოლო კომ­პა­ნი­ებს თა­ვის მხრივ ოლი­გარ­ქი­უ­ლი ოჯა­ხე­ბი ფლო­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ და­იმ­სხვრა მითი ოფ­შო­რუ­ლი ზო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე. გა­ირ­კვა, რომ ოფ­შო­რებ­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი ადა­მი­ან­თა კონ­კრე­ტულ ჯგუფს ჰქონ­და, რა­საც ჩვენ დღეს „დიფ სთე­ითს“, იგი­ვე „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას“ ვუ­წო­დებთ. ამ ფონ­ზე, კი­დევ უფრო ლო­გი­კუ­რი და ეროვ­ნუ­ლი საქ­მე იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ „ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნის“ მი­ღე­ბა, რა­მე­თუ ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბიზ­ნეს­მენს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რი და სა­ი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბით ესარ­გებ­ლა, კა­პი­ტა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ე­ტა­ნა და და­ე­ზღვია ყვე­ლა ის რის­კი, რაც ზე­მოთ არის ახ­სნი­ლი.

სიც­რუ­ის კო­რი­ან­ტელ­ში კი­დევ ერთი, რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­სა­ცი­ლო პრე­ტენ­ზია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ „ჯა­შუ­შურ ქსელს“ ამ­გვა­რი ჰქონ­და - თურ­მე რო­გორ გა­ბე­და და ისარ­გებ­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მოქ­მე­დი კა­ნო­ნით და რომ ამ გზით ის სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას ცდი­ლობს. მივ­ყვეთ ლო­გი­კუ­რად - თუ კა­ნო­ნი მარ­თე­ბუ­ლია, თუ ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ მო­წო­ნე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლია, რა­ტომ არ აქვს უფ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ ამ კა­ნო­ნით ისარ­გებ­ლოს? რა არის ცუდი იმა­ში, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ი­ტანს კა­პი­ტალს, სა­ი­და­ნაც 1 ცენ­ტიც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უშო­ვია და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბას მო­ახ­მარს? კი­დევ ერთხელ უნდა დავ­სვათ მარ­ტი­ვი კი­თხვა - თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კა­პი­ტა­ლი, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ბიზ­ნეს­მე­ნის კა­პი­ტა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­მო­ვა და ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში დარ­ჩე­ბა, ამით ქვე­ყა­ნა რამე სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს? ამით ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას რამე შე­ე­მა­ტე­ბა? ცხა­დია არა­ფე­რი.

მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა - თუ მოქ­მე­დი კა­ნო­ნი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ არის პო­ზი­ტი­უ­რად და სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ამ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. მით უფრო, რომ სა­უ­ბა­რია მარ­ტივ რა­მე­ზე - ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნა­სა და ამით ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბა­ზე. ასე­ვე მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი დე­მა­გო­გი­ა­ზე, რომ თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კა­ნო­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გო და ეს კა­ნო­ნი მისი ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი იყო...

ჯერ ერთი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა სა­სი­კე­თოდ, მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­მოს­ტა­ცა ხე­ლი­დან აგენ­ტუ­რას და ქვე­ყა­ნა შე­უქ­ცე­ვა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის გზა­ზე და­ა­ყე­ნა. და რას ხე­დავთ იმა­ში ცუდს, თუ ეს კა­ნო­ნი მისი იდეა იყო? და რას ხე­დავთ ცუდს იმა­ში, რომ ამ გა­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნით მან ისარ­გებ­ლა, ან მო­მა­ვალ­ში ისარ­გებ­ლოს? სად არის აქ აჟი­ო­ტა­ჟის სა­ფუძ­ვე­ლი? კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც გა­მარ­თუ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რია, ერ­თნა­ი­რად მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს. გა­სარ­ჩე­ვი ის კი არ უნდა იყოს, ვინ და­ა­ი­ნი­ცი­რა თუ მო­ი­ფიქ­რა კა­ნო­ნი, გა­სარ­ჩე­ვი უნდა იყოს ის, ემ­სა­ხუ­რე­ბა თუ არა კა­ნო­ნი ქვეყ­ნის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს და ამა­ში კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს.

და ბო­ლოს, რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ებს და მის­გან თა­ვის არი­დე­ბას - დღეს პა­ტა­რა ბავ­შვმაც კი იცის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ, კონ­კრე­ტუ­ლი ძა­ლე­ბის და­ვა­ლე­ბით მხო­ლოდ იმი­ტომ და­ა­სან­ქცი­რეს, რომ უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა­სა და ომის გა­ჩა­ღე­ბა­ზე, უარი თქვა ან­ტი­ქარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ზე, იცავს ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და მშვი­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სწო­რედ ამი­ტომ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი მე­თო­დი, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი, ოჯა­ხი და სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლი ამ უკა­ნო­ნო სან­ქცი­ე­ბის­გან. სა­ხელ­მწი­ფოს არ­სიც ხომ სწო­რედ ეს არის - ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნი­ე­რი გზით და­იც­ვას სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ეს ზე­მოქ­მე­დე­ბა არის უსა­მარ­თლო და უკა­ნო­ნო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის დაც­ვის­თვის შექ­მნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნი­ე­რი გზა, მით უმე­ტეს, თუ ამ ნა­ბიჯს ქვეყ­ნის­თვის მო­აქვს მხო­ლოდ სარ­გე­ბე­ლი და არა­ნა­ი­რი უკუ­ე­ფექ­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს.

სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პი შემ­დე­გია - ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნო­ნი, მათ შო­რის ეს კონ­კრე­ტუ­ლი „ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნი“ მი­ღე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ ის მო­ემ­სა­ხუ­როს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას, ხოლო ამ გა­რე­მო­ე­ბის სა­პი­რის­პი­როდ წარ­მო­ჩი­ნე­ბა, თით­ქოს სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნით სარ­გებ­ლო­ბა არის რა­ი­მე სა­ხის უკა­ნო­ნო­ბა, „ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლის“ ცნო­ბი­ლი ხელ­წე­რაა. სხვა­თა შო­რის, ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი სრუ­ლად ჯდე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლი­ოს­თვის თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მთა­ვარ ფა­ბუ­ლა­ში, სა­დაც სი­მარ­თლე არის სიც­რუე, კა­ნო­ნი­ე­რე­ბა არის უკა­ნო­ნო­ბა, შე­ნე­ბა არის ნგრე­ვა და სი­კე­თე არის ბო­რო­ტე­ბა. ამ მხრივ, ხე­ლის გულ­ზე დევს, რომ ცრუ აჟი­ო­ტა­ჟის შემ­ქმნე­ლე­ბი „დიფ სთე­ი­თის“ კონ­კრე­ტულ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ.

P.S. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თუ რო­დის შე­მო­ი­ტა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, ან შე­მო­ი­ტა­ნა თუ არა ის სა­ერ­თოდ. მოხ­და ეს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე, და­წყე­ბის შემ­დეგ, გა­სულ იან­ვარ­ში, თუ სა­ერ­თოდ არ მომ­ხდა­რა - თავი კულ­ტუ­რულ ადა­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნია და ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს ვერ ვა­კად­რე. ცხა­დია, მე შე­მეძ­ლო ამ ამ­ბის მო­კი­თხვა და გარ­კვე­ვა, მათ შო­რის სა­ერ­თო ადა­მი­ა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მაგ­რამ დიდ უკულ­ტუ­რო­ბად მი­მაჩ­ნია ჩა­ვე­რიო სხვა ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ეს არც ჩემი და არც არა­ვის საქ­მე არ არის“, - წერს დუნ­დუა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის" - რას წერს ფინანსთა მინისტრი?

"რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის" - რას წერს ფინანსთა მინისტრი?

მარტივი პასუხი დემაგოგიაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კანონი [ოფშორების შესახებ] საკუთარ თავზე მოირგო: ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ და რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო და რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ფეისბუქზე“ წერს.

  • რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, დუნდუა ამბობს, რომ ეს არც მისი და არც არავის საქმე არ არის.

"ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ჯაშუშურმა ქსელმა, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ტყუილებზე აგებული აჟიოტაჟი მოაწყო ეგრეთწოდებული „ოფშორების კანონის“ ირგვლივ. გარე დავალების შესაბამისად, თითქმის ყველა ადგილობრივმა მარიონეტმა ათასგვარი სიცრუე გაავრცელა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კანონით სარგებლობით საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო, თითქოს ამ კანონის მოქმედებით ხდება სანქციებისგან თავის არიდება, საუბარი იყო ოფშორული ზონებიდან კაპიტალის გადამალვის შესახებ და ასე შემდეგ...

ათასგვარი სიცრუის კორიანტელში, შესაძლოა, საკითხში ნაკლებად ჩახედულ ადამიანს სიმართლის გარკვევა გაუჭირდეს, ამიტომ მარტივი ანალიზით გასაგები გახდება, რას ემსახურება „ოფშორების კანონი“, რეალურად რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ამ კანონის მოქმედების შედეგად, რას წარმოადგენს ოფშორული ზონა და ბოლოს, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ან საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ისარგებლოს საკუთარი სახელმწიფოს დაცვის გარანტიით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით.

პირველ რიგში "ოფშორების კანონი" გავარჩიოთ. კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მარტივ რამეს ამბობს - თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ მის მიერ, ოფშორებში არსებული კაპიტალი შემოიტანოს საკუთარ ქვეყანაში, მას მიეცემა გარკვეული, ერთჯერადი შეღავათები. ამ ამბავში მთავარი არის ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, წაახალისა ისინი, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნეს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მათემატიკურად რომ დავთვალოთ, ის ერთჯერადი შეღავათი, რომელსაც კანონი უწესებს მოქალაქეს ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანის შემთხვევაში, რაც პრინციპში არათუ შეღავათად, არამედ სტიმულად, წახალისებად უნდა განვიხილოთ - საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში.

ამ მარტივი ანალიზის მიღმა, კანონის შესახებ არსებობს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „მანივალის“ დასკვნა. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა ძირფესვიანად შეისწავლა „ოფშორების კანონი“ და საქართველოში გამოაგზავნა წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან და მათ არანაირი შენიშვნა ან განსხვავებული მოსაზრება არ გააჩნიათ. გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, რომ ქვეყანაში დამატებითი კაპიტალი შემოვიდეს და ეკონომიკის განვითარებას დაეხმაროს. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - რომ არ ამოქმედებულიყო კანონი და კონკრეტული X კაპიტალი ქვეყნის გარეთ დარჩენილიყო, ამით ქვეყანას რამე მოემატებოდა? ცხადია არაფერი. ამიტომ, კანონის ავკარგიანობაზე მხოლოდ ან უვიცი, ან მიზანმიმართული მავნებელი თუ ილაპარაკებს.

ახლა უკვე ოფშორული ზონის არსებით განხილვაზე გადავიდეთ. თავის დროზე ოფშორული ზონა ბიზნესმენებისთვის ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად შეიქმნა და ამ კომფორტით მსოფლიოს ყველა წამყვანი ბიზნესმენი სარგებლობდა და სარგებლობს. ოფშორული ზონა მოქნილია, მარტივია ნებისმიერი ტრანზაქცია თუ ქმედება, გამარტივებულია ყველა პროცედურა და დაცლილია ბიუროკრატიისგან და ზედმეტი ოპერაციებისგან. ეს იყო სწორედ ოფშორული ზონის იდეა, რომ სიმარტივის და კომფორტული გარემოს გამო, სწორედ ამ ზონაში აკუმულირებულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების კაპიტალი. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ღიად დაიწყო საუბარი „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებსა და მათ კონტროლ ქვეშ არსებულ უზარმაზარ კაპიტალზე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ისეთი გიგანტური კომპანიების რეალური არსი, როგორებიცაა „ბლექროკი“, „ვენგარდი“ და ასე შემდეგ, რომლებიც მსოფლიო კაპიტალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, ხოლო კომპანიებს თავის მხრივ ოლიგარქიული ოჯახები ფლობენ, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ოფშორული ზონის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. გაირკვა, რომ ოფშორებზე სრული კონტროლი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა, რასაც ჩვენ დღეს „დიფ სთეითს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ. ამ ფონზე, კიდევ უფრო ლოგიკური და ეროვნული საქმე იყო საქართველოს პარლამენტის მიერ „ოფშორების კანონის“ მიღება, რამეთუ ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენს საშუალება ჰქონოდა, საქართველოში არსებული სტაბილური და საიმედო მდგომარეობით ესარგებლა, კაპიტალი საქართველოში გადმოეტანა და დაეზღვია ყველა ის რისკი, რაც ზემოთ არის ახსნილი.

სიცრუის კორიანტელში კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო პრეტენზია საქართველოში მოქმედ „ჯაშუშურ ქსელს“ ამგვარი ჰქონდა - თურმე როგორ გაბედა და ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი კანონით და რომ ამ გზით ის სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს. მივყვეთ ლოგიკურად - თუ კანონი მართებულია, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებული და აღიარებულია, რატომ არ აქვს უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონით ისარგებლოს? რა არის ცუდი იმაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადმოიტანს კაპიტალს, საიდანაც 1 ცენტიც კი საქართველოში არ უშოვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს? კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა - თუ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენის კაპიტალი საქართველოში არ შემოვა და ოფშორულ ზონაში დარჩება, ამით ქვეყანა რამე სარგებელს მიიღებს? ამით ქართულ ეკონომიკას რამე შეემატება? ცხადია არაფერი.

მარტივი ჭეშმარიტებაა - თუ მოქმედი კანონი, მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის პოზიტიურად და სამართლებრივად გამართულად შეფასებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ კანონის გამოყენება. მით უფრო, რომ საუბარია მარტივ რამეზე - ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კაპიტალის საქართველოში გადმოტანასა და ამით ქართული ეკონომიკის სტიმულირებაზე. ასევე მარტივი პასუხი დემაგოგიაზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კანონი საკუთარ თავზე მოირგო და ეს კანონი მისი ინსპირირებული იყო...

ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ, მიტაცებული საქართველო გამოსტაცა ხელიდან აგენტურას და ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიის გზაზე დააყენა. და რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო? და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც გამართული და სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გასარჩევი ის კი არ უნდა იყოს, ვინ დააინიცირა თუ მოიფიქრა კანონი, გასარჩევი უნდა იყოს ის, ემსახურება თუ არა კანონი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს და ამაში კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს.

და ბოლოს, რაც შეეხება სანქციებს და მისგან თავის არიდებას - დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად უსამართლოდ, კონკრეტული ძალების დავალებით მხოლოდ იმიტომ დაასანქცირეს, რომ უარი თქვა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასა და ომის გაჩაღებაზე, უარი თქვა ანტიქართული ნაბიჯების გადადგმაზე, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას საქართველოში. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ გამოიყენოს ყველა კანონიერი მეთოდი, დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი და საკუთარი კაპიტალი ამ უკანონო სანქციებისგან. სახელმწიფოს არსიც ხომ სწორედ ეს არის - ნებისმიერი კანონიერი გზით დაიცვას საკუთარი მოქალაქე მასზე განხორციელებული ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ზემოქმედება არის უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე - ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება, გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქის დაცვისთვის შექმნილი ნებისმიერი კანონიერი გზა, მით უმეტეს, თუ ამ ნაბიჯს ქვეყნისთვის მოაქვს მხოლოდ სარგებელი და არანაირი უკუეფექტი ბუნებაში არ არსებობს.

სამართლიანი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი შემდეგია - ნებისმიერი კანონი, მათ შორის ეს კონკრეტული „ოფშორების კანონი“ მიღებულია იმისთვის, რომ ის მოემსახუროს საქართველოს მოქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობას, ხოლო ამ გარემოების საპირისპიროდ წარმოჩინება, თითქოს სამართლებრივად გამართული კანონით სარგებლობა არის რაიმე სახის უკანონობა, „ჯაშუშური ქსელის“ ცნობილი ხელწერაა. სხვათა შორის, ატეხილი აჟიოტაჟი სრულად ჯდება ბოლო პერიოდში, მსოფლიოსთვის თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარ ფაბულაში, სადაც სიმართლე არის სიცრუე, კანონიერება არის უკანონობა, შენება არის ნგრევა და სიკეთე არის ბოროტება. ამ მხრივ, ხელის გულზე დევს, რომ ცრუ აჟიოტაჟის შემქმნელები „დიფ სთეითის“ კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ.

P.S. რაც შეეხება საკითხს, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, ან შემოიტანა თუ არა ის საერთოდ. მოხდა ეს უკრაინაში ომის დაწყებამდე, დაწყების შემდეგ, გასულ იანვარში, თუ საერთოდ არ მომხდარა - თავი კულტურულ ადამიანად მიმაჩნია და ამ საკითხის გარკვევა პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ ვაკადრე. ცხადია, მე შემეძლო ამ ამბის მოკითხვა და გარკვევა, მათ შორის საერთო ადამიანების საშუალებით, მაგრამ დიდ უკულტურობად მიმაჩნია ჩავერიო სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში და მის საქმიანობაში. ეს არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის“, - წერს დუნდუა.