პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზოლუციაში არის ერთი დიდი სიახლე სანქციებთან მიმართებით... დაუშვეს გამონაკლისი" - გიორგი ვაშაძე
"რეზოლუციაში არის ერთი დიდი სიახლე სანქციებთან მიმართებით... დაუშვეს გამონაკლისი" - გიორგი ვაშაძე

„ჩა­ლის ფასი აქ­ვსო“, იმი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ ცდი­ლო­ბენ, ძა­ლის იმი­ჯი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მყი­ფე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რათა ჩავ­თვა­ლოთ, რომ სან­ქცი­ე­ბი მათ­ზე არ მოქ­მე­დებს. რა­ნა­ი­რად არ მოქ­მე­დებს? - ვადა აპ­რი­ლამ­დეა: უნდა და­ი­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ „ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა „სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ” რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს, რო­მელ­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი 13 თე­ბერ­ვალს უყ­რის კენ­ჭს.

  • ვა­შა­ძის თქმით, სი­ახ­ლეა ის, რომ თუ აქამ­დე სან­ქცი­ებს ევ­რო­კავ­ში­რი კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე იღებ­და, „ახლა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ამ­ბობს, რომ ამ გზას ყვე­ლა ეროვ­ნულ დო­ნე­ზე უნდა და­ად­გეს“.

"ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში არის ფუნ­და­მენ­ტუ­რად ერთი დიდი სი­ახ­ლე სან­ქცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით. ის მი­მარ­თავს ეროვ­ნულ მთავ­რო­ბებს სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქამ­დე, ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტი იყო ის, რომ ეს იყო ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­საც კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე იღებ­და მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რი. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს და ახლა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ამ გზას უნდა და­ად­გეს. უნ­გრეთს არ უნდა ჰქონ­დეს ვე­ტოს უფ­ლე­ბა იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­მე­ლიც სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რია. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ახ­ლე ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ფიქ­რებს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, ამ თვით­მარ­ქვია პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს.

მინ­და, მივ­მარ­თო ადა­მი­ა­ნებს, ვინც სი­ა­შია ან მის გა­რეთ - ხალ­ხო, გონს მო­ე­გეთ, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ თქვენ ეს გა­გი­ვათ და ამ ვი­თა­რე­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ. ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?! რაც უფრო და­აგ­ვი­ა­ნებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ახალ არ­ჩევ­ნებ­თან და პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მით უფრო დამ­ძიმ­დე­ბა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ახლა ვადა აპ­რი­ლამ­დეა, აპ­რი­ლამ­დე უნდა და­ი­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი. აპ­რი­ლის შემ­დეგ, რაც ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში წე­რია, ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნას და­ი­წყებს. ევ­რო­საბ­ჭომ კა­ნო­ნის ტოლ­ფა­სი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტის ტოლ­ფა­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ხით. აპ­რი­ლამ­დე მცი­რე ვა­დაა - პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ღმერ­თმა ნუ ქნას და მზია ამაღ­ლო­ბელს რამე და­ე­მარ­თოს, სა­ერ­თოდ შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. ამ ხალ­ხს, რო­მე­ლიც კოლ­ბა­ში გა­მო­ი­კე­ტა და უნდა, გარე სამ­ყა­როს აღარ შე­ხე­დონ, თვა­ლი გა­ა­ხი­ლეთ. არ მინ­და ბევ­რი სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, არ არის ეს ჩემი ამო­ცა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი სტან­დარ­ტი დამ­კვიდ­რდა და მას­ში სა­უ­ბა­რია იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი გა­დად­გამს, თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვი­თა­რე­ბას კრი­ზი­სი­დან არ გა­მო­იყ­ვანს“.

"ევ­რო­საბ­ჭო­ში რე­ზო­ლუ­ცი­ამ, რო­მელ­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­მუ­შა­ვეთ, ახა­ლი სტან­დარ­ტი, ახა­ლი მიდ­გო­მა და­ამ­კვიდ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. ეს რე­ზო­ლუ­ცია არის ძა­ლი­ან სის­ტე­მუ­რად შექ­მნი­ლი, ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი, ოპო­ზი­ცი­ის ნა­მუ­შე­ვა­რი. ეს არის ევ­რო­პე­ლე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი, რომ­ლებ­მაც კომ­პლექ­სუ­რად შე­ის­წავ­ლეს სი­ტუ­ა­ცია, რაც ქვე­ყა­ნა­შია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ სა­უ­ბა­რია რო­გორც არა­ღი­ა­რე­ბა­ზე, ასე­ვე კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვალ­ზე და იმა­ზე, რომ თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ვი­თა­რე­ბას კრი­ზი­სი­დან არ გა­მო­იყ­ვანს, რა შე­იძ­ლე­ბა ემუქ­რე­ბო­დეს მას: რა ნა­ბი­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­დად­გას ევ­რო­კავ­შირ­მა. დიდი წყე­ბაა ქმე­დე­ბე­ბის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან იყოს. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რად ახა­ლი [რე­ზო­ლუ­ცია]. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ბობს, ჩა­ლის ფასი აქ­ვსო, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ პო­ლი­ტი­კას ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

ამა­შია რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი ძალა -აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რგო­ლი სწო­რედ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აყა­ლი­ბებს სა­მოქ­მე­დო გეგ­მას. რთუ­ლია თქვა, რომ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ით ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი კმა­ყო­ფი­ლი უნდა იყოს. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ აქამ­დე მი­იყ­ვა­ნა საქ­მე, რომ ასე­თი რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით, თუმ­ცა ამ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არაა და ევ­რო­პამ ღიად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რა ნა­ბი­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­იდ­გას ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან, რათა სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას და­უბ­რუნ­დეს. ქვე­ყა­ნა მძი­მე დე­მოკ­რა­ტი­ულ კრი­ზის­შია, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კრი­ზის­ში, სა­ი­და­ნაც თვით­მარ­ქვია რე­ჟიმს ქვეყ­ნის გა­მოყ­ვა­ნა არ უნდა. მი­ხა­რია ეს რე­ზო­ლუ­ცია? - არ მი­ხა­რია. ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი არ არის ჩვე­ნი ინი­ცი­რე­ბუ­ლი, ჩა­ნა­წე­რე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა თვი­თონ ევ­რო­პე­ლე­ბის ინი­ცი­რე­ბუ­ლია. ჩვენ არ­სად უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბა­ზე გა­ნა­ცხადს არ ვა­კე­თებთ, რად­გან ეს მძი­მე დარ­ტყმა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "სან­ქცი­ე­ბი მუ­შა­ობს და იმუ­შა­ვებს".

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ათას გი­ჟურ ნა­ბიჯს დგამს - ახალ კა­ნო­ნებს იღებს, ჯა­რი­მებს ზრდის, მან­და­ტებს წყვეტს, იჭერს ადა­მი­ა­ნებს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბას იწყებს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე - რა­ტომ აკე­თებს? ერ­თა­დერ­თი გზა, რომ ძალა აჩ­ვე­ნოს, ასე­თი გი­ჟუ­რი ნა­ბი­ჯე­ბია, მისი ამო­ცა­ნაა, რომ მყი­ფე ერ­თი­ა­ნო­ბა, რაც შიგ­ნით აქვს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და აქეთ ჩვენ მხა­რეს დე­მო­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც არ გა­მოს­დის. აის რა­საც კა­ლა­ძე და კო­ბა­ხი­ძე ამ­ბო­ბენ, სი­სუ­ლე­ლე, სი­ბე­ცეა. რო­დე­საც კო­რუფ­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი კა­ლა­ძე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის კო­რუფ­ცი­ა­ზე რომ ილა­პა­რა­კებს სირ­ცხვი­ლია და სი­ტყვა კო­რუფ­ცი­ას რომ ახ­სე­ნებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ცინ­ვაა. ჩა­ლის ფასი აქ­ვსო, იმი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ ცდი­ლო­ბენ ძა­ლის იმი­ჯი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მყი­ფე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რათა ჩვენ ჩავ­თვა­ლოთ, რომ ეს მათ­ზე არ მუ­შა­ობს და არ მოქ­მე­დებს. რა­ნა­ი­რად არ მოქ­მე­დებს? მათი გა­რე­მოც­ვი­დან იცით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გვი­კავ­შირ­დე­ბა? ფიქ­რო­ბენ, რო­გორ აა­რი­დონ თავი ამ სი­ტუ­ა­ცი­ას. ახალ რაც გვჭირ­დე­ბა, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბია. 15-ში და 25-შია მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რეზოლუციაში არის ერთი დიდი სიახლე სანქციებთან მიმართებით... დაუშვეს გამონაკლისი" - გიორგი ვაშაძე

"რეზოლუციაში არის ერთი დიდი სიახლე სანქციებთან მიმართებით... დაუშვეს გამონაკლისი" - გიორგი ვაშაძე

„ჩალის ფასი აქვსო“, იმიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ, ძალის იმიჯი შეინარჩუნონ მყიფე სიტუაციაში, რათა ჩავთვალოთ, რომ სანქციები მათზე არ მოქმედებს. რანაირად არ მოქმედებს? - ვადა აპრილამდეა: უნდა დაინიშნოს არჩევნები, - ამის შესახებ „ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს.

  • ვაშაძის თქმით, სიახლეა ის, რომ თუ აქამდე სანქციებს ევროკავშირი კონსენსუსის საფუძველზე იღებდა, „ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ამ გზას ყველა ეროვნულ დონეზე უნდა დაადგეს“.

"ამ რეზოლუციაში არის ფუნდამენტურად ერთი დიდი სიახლე სანქციებთან მიმართებით. ის მიმართავს ეროვნულ მთავრობებს სანქციებთან დაკავშირებით. აქამდე, ევროკავშირის სტანდარტი იყო ის, რომ ეს იყო ევროკავშირის საერთო მექანიზმი, რომელსაც კონსენსუსის საფუძველზე იღებდა მთელი ევროკავშირი. საქართველოსთან დაკავშირებით პირველი გამონაკლისი დაუშვეს და ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ყველა ამ გზას უნდა დაადგეს. უნგრეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება იმ ნაბიჯებზე, რომელიც სწორი და ადეკვატურია. ეს არის სერიოზული სიახლე ამ რეზოლუციაში, რომელიც სერიოზულად დააფიქრებს „ქართულ ოცნებაში“, ამ თვითმარქვია პოლიტიკურ დაჯგუფებაში მყოფ ადამიანებს.

მინდა, მივმართო ადამიანებს, ვინც სიაშია ან მის გარეთ - ხალხო, გონს მოეგეთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენ ეს გაგივათ და ამ ვითარებას შეინარჩუნებთ. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რაც უფრო დააგვიანებთ გადაწყვეტილებას ახალ არჩევნებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მით უფრო დამძიმდება თქვენი ყოველდღიურობა. ახლა ვადა აპრილამდეა, აპრილამდე უნდა დაინიშნოს არჩევნები. აპრილის შემდეგ, რაც ამ რეზოლუციაში წერია, ყველაფერი მოქმედებაში მოყვანას დაიწყებს. ევროსაბჭომ კანონის ტოლფასი, საქართველოსთვის სავალდებულო დოკუმენტის ტოლფასი გადაწყვეტილება მიიღო რეზოლუციის სახით. აპრილამდე მცირე ვადაა - პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ღმერთმა ნუ ქნას და მზია ამაღლობელს რამე დაემართოს, საერთოდ შეუქცევადი პროცესი დაიწყება. ამ ხალხს, რომელიც კოლბაში გამოიკეტა და უნდა, გარე სამყაროს აღარ შეხედონ, თვალი გაახილეთ. არ მინდა ბევრი სანქცირებული მოქალაქე, არ არის ეს ჩემი ამოცანა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, აღნიშნული რეზოლუციით საერთაშორისო ასპარეზზე ახალი სტანდარტი დამკვიდრდა და მასში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ევროკავშირი გადადგამს, თუ „ქართული ოცნება“ ვითარებას კრიზისიდან არ გამოიყვანს“.

"ევროსაბჭოში რეზოლუციამ, რომელზეც სერიოზულად ვიმუშავეთ, ახალი სტანდარტი, ახალი მიდგომა დაამკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს რეზოლუცია არის ძალიან სისტემურად შექმნილი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, ოპოზიციის ნამუშევარი. ეს არის ევროპელების ნამუშევარი, რომლებმაც კომპლექსურად შეისწავლეს სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, აქ საუბარია როგორც არაღიარებაზე, ასევე კრიზისიდან გამოსავალზე და იმაზე, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ ვითარებას კრიზისიდან არ გამოიყვანს, რა შეიძლება ემუქრებოდეს მას: რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა. დიდი წყებაა ქმედებების, რომელიც შეიძლება ევროკავშირის მხრიდან იყოს. ეს არის ფუნდამენტურად ახალი [რეზოლუცია]. „ქართული ოცნება“ ამბობს, ჩალის ფასი აქვსო, მაგრამ ვხედავთ, რომ საბოლოოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები განსაზღვრავენ პოლიტიკას ევროკავშირის მხრიდან.

ამაშია რეზოლუციების მთავარი ძალა -აღმასრულებელი რგოლი სწორედ ამ რეზოლუციებიდან გამომდინარე აყალიბებს სამოქმედო გეგმას. რთულია თქვა, რომ ამ რეზოლუციით ქართველი ადამიანი კმაყოფილი უნდა იყოს. „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე მიიყვანა საქმე, რომ ასეთი რეზოლუცია მიიღება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ამ უმძიმეს ვითარებაში სხვა გამოსავალი არაა და ევროპამ ღიად დაიწყო საუბარი, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროკავშირის მხრიდან, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდეს. ქვეყანა მძიმე დემოკრატიულ კრიზისშია, საზოგადოებრივ კრიზისში, საიდანაც თვითმარქვია რეჟიმს ქვეყნის გამოყვანა არ უნდა. მიხარია ეს რეზოლუცია? - არ მიხარია. ყველა ჩანაწერი არ არის ჩვენი ინიცირებული, ჩანაწერების დიდი უმრავლესობა თვითონ ევროპელების ინიცირებულია. ჩვენ არსად უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განაცხადს არ ვაკეთებთ, რადგან ეს მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, "სანქციები მუშაობს და იმუშავებს".

"ქართული ოცნება“ ათას გიჟურ ნაბიჯს დგამს - ახალ კანონებს იღებს, ჯარიმებს ზრდის, მანდატებს წყვეტს, იჭერს ადამიანებს, პროკურატურაში გამოძიებას იწყებს სისულელეებზე - რატომ აკეთებს? ერთადერთი გზა, რომ ძალა აჩვენოს, ასეთი გიჟური ნაბიჯებია, მისი ამოცანაა, რომ მყიფე ერთიანობა, რაც შიგნით აქვს, შეინარჩუნოს და აქეთ ჩვენ მხარეს დემორალიზება გამოიწვიოს, რაც არ გამოსდის. აის რასაც კალაძე და კობახიძე ამბობენ, სისულელე, სიბეცეა. როდესაც კორუფციის სიმბოლოდ ქცეული კალაძე ევროპარლამენტარების კორუფციაზე რომ ილაპარაკებს სირცხვილია და სიტყვა კორუფციას რომ ახსენებს, საზოგადოების დაცინვაა. ჩალის ფასი აქვსო, იმიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ ძალის იმიჯი შეინარჩუნონ მყიფე სიტუაციაში, რათა ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ეს მათზე არ მუშაობს და არ მოქმედებს. რანაირად არ მოქმედებს? მათი გარემოცვიდან იცით რამდენი ადამიანი გვიკავშირდება? ფიქრობენ, როგორ აარიდონ თავი ამ სიტუაციას. ახალ რაც გვჭირდება, მასშტაბური აქციებია. 15-ში და 25-შია მასშტაბური აქციები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.