პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილს პოლიტიკაში უყვარს "დურაკას" თამაში, ხოლო ტრამპი "ჯოკერს" თამაშობს" - შაშკინი
"ივანიშვილს პოლიტიკაში უყვარს "დურაკას" თამაში, ხოლო ტრამპი "ჯოკერს" თამაშობს" - შაშკინი

და­სავ­ლე­თი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, მაგ­რამ ამ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­სა და ნელ სვლა­ში ფასს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იხ­დის - უახ­ლო­ეს 2 კვი­რა­ში ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა, თუ რა გა­ა­კე­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტრამ­პი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ორი­ვე „ჯო­კე­რი“ მის ხელ­შია და გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა, ვნა­ხავთ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

  • კი­თხვა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ამე­რი­კამ და ევ­რო­პამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შაშ­კი­ნი ამ­ბობს, რომ „და­სავ­ლე­თი ჩვენ­თან ვალ­შია“. ამას­თან, შაშ­კი­ნის აზ­რით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ახლა სურს, ვი­თა­რე­ბა ივ­ნი­სამ­დე გა­და­გორ­დეს, რომ „სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­იტ­რალ­დეს და და­ლაგ­დეს“.

"აქ ორი მხა­რეა - ერთი ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლია: და­სავ­ლე­თი ჩვენ­თან ვალ­შია. 2008 წლის ომი სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2014 წლის ომი უკ­რა­ი­ნა­ში, 2022 წლის ომი უკ­რა­ი­ნა­ში - ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამ ომში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასე­ვე, და­სავ­ლეთ­საც ეკის­რე­ბა. 2008-ში რომ მერ­კელს არ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და უკ­რა­ი­ნის­თვის MAP-ის მი­ღე­ბა, ეს ომი არ იქ­ნე­ბო­და. 2012 წელს, რო­დე­საც იმა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, რომ ეს არის „ეფეს­ბეს“ ოპე­რა­ცია და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის პრო­რუ­სუ­ლი ძალა, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, აჭარ­ბებთ, აზ­ვი­ა­დებთ და ა.შ. 2020 წელს, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ და გა­და­აგ­დეს, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი, ისე ოპო­ზი­ცია, ეს ხომ ქმნის და­სავ­ლე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ პრო­ცე­სებ­ზე, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­შია. რა­საც და­სავ­ლე­თი აკე­თებს, ნელა აკე­თებს. სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან, მაგ­რამ ამ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში, ნელ სვლა­ში ფასს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იხ­დის, მათ შო­რის ჯან­მრთე­ლო­ბით და იმ უამ­რა­ვი და­ჭე­რი­ლი ადა­მი­ა­ნით, რო­მე­ლიც ცი­ხე­შია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, პრო­ცე­სი ივ­ნი­სამ­დე გა­და­გორ­დეს. იმე­დი აქვს, ივ­ნის­ში ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის დრო მოვა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მო­უ­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა, იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუ - არა. მოკ­ლედ, იმე­დი აქვს: ივ­ნი­სამ­დე გავ­ქა­ჩოთ, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­იტ­რალ­დეს და და­ლაგ­დეს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო, რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არ­სობ­რივ მო­მენტს - ჩვენს პარტნი­ო­რებს კარ­გად უნდა ეს­მო­დეთ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ზეც გა­დის. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ბა პრო­რუ­სუ­ლი, „პრო­ქ­სი“ ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ნიშ­ნავს იმას, რომ რუ­სე­თი ძა­ლი­ან მალე აღად­გენს სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალს. ომი უკ­რა­ი­ნა­ში ადრე თუ გვი­ან დას­რულ­დე­ბა, დას­რულ­დე­ბა ზა­ვით და რუ­სე­თი და­ი­წყებს სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის აღ­დგე­ნას. თუ სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩე­ბა რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რუ­სე­თი ამას ბევ­რად უფრო სწრა­ფად ად­გენს, თუ რუ­სეთ­მა შეძ­ლო და შუა დე­რე­ფა­ნი ხელ­ში ჩა­იგ­დო ბო­ლომ­დე, რის­თვი­საც ახლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რო­გორც აშან­ტა­ჟებ­და და­სავ­ლეთს ზედა დე­რეფ­ნით, ასე გა­აგ­რძე­ლებს.

ტყუ­ი­ლად უხა­რო­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ტრამ­პის მოს­ვლა. ტრამ­პი ბევ­რად უფრო შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ვიდ­რე ბა­ი­დე­ნი და „დე­მოკ­რა­ტე­ბი“. „რეს­პუბ­ლი­კე­ლებს“ ხის­ტი პო­ზი­ცია ახა­სი­ა­თებთ და თუ თა­ვის ინ­ტე­რესს ხე­და­ვენ, ამას იცა­ვენ. ამე­რი­კის­თვის ჩი­ნე­თის შე­მოშ­ვე­ბა შავ ზღვა­ში, რუ­სე­თის­თვის შუა დე­რეფ­ნის გა­და­ცე­მა, წი­თე­ლი ზღვა­რია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, ამე­რი­კე­ლებს ევაჭ­როს. უახ­ლო­ეს 2 კვი­რა­ში ამე­რი­კა­ში იქ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი შეხ­ვედ­რა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, რა გა­ა­კე­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რაც ამე­რი­კის წი­ნა­შეა, ტოპ პრი­ო­რი­ტე­ტი არ ვართ, მაგ­რამ ეს შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბა და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კის ჩარ­ჩო სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ იმე­დი აქვს, რომ რუ­სეთს და ამე­რი­კას შო­რის დიდი ვაჭ­რო­ბა შედ­გე­ბა. ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში უყ­ვარს „დუ­რა­კას“ თა­მა­ში - მისი სტრა­ტე­გი­აა, ბევ­რი კო­ზი­რი ჰქონ­დეს ხელ­ში, რომ ბოლო და­რი­გე­ბა რომ იქ­ნე­ბა, ამ კო­ზი­რე­ბით მო­ი­გე­რი­ოს და მო­ი­გოს, ხოლო ტრამ­პი „დუ­რა­კას“ არ თა­მა­შობს, „რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი“ „ჯო­კერს“ თა­მა­შო­ბენ და ტრამ­პი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ორი­ვე „ჯო­კე­რი“ მის ხელ­შია. გა­მო­ი­ყე­ნებს ამ „ჯო­კერს“ თუ არა, ამას ორ კვი­რა­ში ვნა­ხავთ“, - გა­ნა­ცხა­და შაშ­კინ­მა.

გარ­და ამი­სა, დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვით­რე­ბულ მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ „ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეს­მის, რომ მას არა ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უპი­რის­პირ­დე­ბა.

„სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­ვი­და სპი­რალ­ში. მოხ­და სამი რამ: მოკ­ლეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი -2024 წლამ­დე რაც ივა­ნიშ­ვილს კარ­გად გა­მოს­დი­ო­და ის იყო, რომ ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმედს ტო­ვებ­და, რომ შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. 2024 წელს რაც მოხ­და, იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­იძ­ლე­ბა არჩვე­ბით შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ივა­ნიშ­ვილ­მა მოკ­ლა და ამით მოკ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი; ის და­უ­პი­რის­პირ­და და­სავ­ლეთს, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს და სი­ტყვე­ბი, რო­მელ­საც ვის­მენთ კო­ბა­ხი­ძის­გან, სხვა ლი­დე­რე­ბის­გან, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა ხიდი დაწ­ვან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­თან აერ­თი­ა­ნებს და გა­ა­ნად­გუ­რონ ყვე­ლა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ; „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­უ­პი­რის­პირ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქარ­თველ ხალ­ხს, ვი­საც უნდა ევ­რო­პა­ში, ნატო-ში. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც თა­ო­ბა Z, 1996-2010 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. ეს მი­უ­თი­თებს, რამ­დე­ნად დიდი სხვა­ო­ბაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არც ეს­მის, რა პრობ­ლე­მა აქვს, ამი­ტომ ატა­რებ­დნენ ჩხრე­კებს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ოფი­სებ­ში. ეძებ­დნენ მო­სა­დის, CIA-ს მი, მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც მო­სად­მა ან CIA-მ მი­ა­წო­და ამ ხალ­ხს. რომ ვერ ნა­ხეს, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეს­მის, რა ხდე­ბა, არ ეს­მის, რომ მას უპი­რის­პირ­დე­ბა არა ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შაშ­კინ­მა.

დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას USAID-ს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე. კი­თხვა­ზე, იმის შე­სა­ხებ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა „სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­ყო­ფის მიზ­ნით, უცხო­ე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის და უცხო­ე­თის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე“ მიმ­დი­ნა­რე­ობს, შაშ­კინ­მა თქვა, რომ ასე­თი სა­თა­უ­რე­ბი, რო­გო­რიც აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლია, „1982-1983 წლებ­ში გა­ზეთ „პრავ­და­სა“ და „ზა­რია ვოს­ტო­კა­ში“ იბეჭ­დე­ბო­და“.

„მტრუ­ლად გან­წყო­ბილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, და­წყე­ბუ­ლი კო­ბა­ხი­ძით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი პა­პუ­აშ­ვი­ლით, ყვე­ლა USAID-ის პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ობ­და და ყვე­ლა იღებ­და იქი­დან და­ფი­ნან­სე­ბას. 2012 წელს, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი წა­ვა­გეთ, მა­შინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით, მთე­ლი ის ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, USAID-ის პრო­ექ­ტებ­ში იყ­ვნენ. კარ­გად ცხოვ­რობ­დნენ და მა­ღალ ხელ­ფა­სებს იღებ­დნენ. აზ­რად არ მოგ­ვი­ვი­დო­და, რომ ელ­ჩის­თვის ან USAID-სთვის გვეთ­ქვა, რა­ტომ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი მოქ­მე­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რე­ბი თქვენს პრო­ექ­ტებ­ში. ეს დე­მოკ­რა­ტი­აა“, - გა­ნა­ცხა­და შაშ­კინ­მა.

ავტორი:

"ივანიშვილს პოლიტიკაში უყვარს "დურაკას" თამაში, ხოლო ტრამპი "ჯოკერს" თამაშობს" - შაშკინი

"ივანიშვილს პოლიტიკაში უყვარს "დურაკას" თამაში, ხოლო ტრამპი "ჯოკერს" თამაშობს" - შაშკინი

დასავლეთი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ამ ბიუროკრატიასა და ნელ სვლაში ფასს ქართული საზოგადოება იხდის - უახლოეს 2 კვირაში ტრამპის ადმინისტრაციაში სტრატეგიული შეხვედრა იქნება, თუ რა გააკეთონ საქართველოში, ტრამპი დარწმუნებულია, რომ ორივე „ჯოკერი“ მის ხელშია და გამოიყენებს თუ არა, ვნახავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

  • კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ და ევროპამ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შაშკინი ამბობს, რომ „დასავლეთი ჩვენთან ვალშია“. ამასთან, შაშკინის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ახლა სურს, ვითარება ივნისამდე გადაგორდეს, რომ „სიტუაცია განეიტრალდეს და დალაგდეს“.

"აქ ორი მხარეა - ერთი ემოციური ნაწილია: დასავლეთი ჩვენთან ვალშია. 2008 წლის ომი საქართველოში, 2014 წლის ომი უკრაინაში, 2022 წლის ომი უკრაინაში - ამ სიტუაციაში ამ ომში პასუხისმგებლობა ასევე, დასავლეთსაც ეკისრება. 2008-ში რომ მერკელს არ გაეჩერებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მიღება, ეს ომი არ იქნებოდა. 2012 წელს, როდესაც იმაზე ვსაუბრობდით, რომ ეს არის „ეფესბეს“ ოპერაცია და "ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, გვეუბნებოდნენ, აჭარბებთ, აზვიადებთ და ა.შ. 2020 წელს, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ჩამოვიდნენ და ხელშეკრულება დადეს „ქართულ ოცნებასთან“ და გადააგდეს, როგორც ევროკავშირის ლიდერები, ისე ოპოზიცია, ეს ხომ ქმნის დასავლეთის პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რომელიც დასავლეთსა და უკრაინაშია. რასაც დასავლეთი აკეთებს, ნელა აკეთებს. სწორი მიმართულებით მიდიან, მაგრამ ამ ბიუროკრატიაში, ნელ სვლაში ფასს ქართული საზოგადოება იხდის, მათ შორის ჯანმრთელობით და იმ უამრავი დაჭერილი ადამიანით, რომელიც ციხეშია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პროცესი ივნისამდე გადაგორდეს. იმედი აქვს, ივნისში ადგილობრივი არჩევნების დრო მოვა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ პასუხის გაცემა, იღებენ მონაწილეობას, თუ - არა. მოკლედ, იმედი აქვს: ივნისამდე გავქაჩოთ, რომ ეს სიტუაცია განეიტრალდეს და დალაგდეს.

ეს ყველაფერი ემოციური მომენტი იყო, რაც შეეხება შინაარსობრივ მომენტს - ჩვენს პარტნიორებს კარგად უნდა ესმოდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ევროპის მომავალი უსაფრთხოება, უკრაინის მომავალი უსაფრთხოება, საქართველოზეც გადის. თუ საქართველოში დარჩება პრორუსული, „პროქსი“ ძალა ხელისუფლებაში, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ძალიან მალე აღადგენს სამხედრო პოტენციალს. ომი უკრაინაში ადრე თუ გვიან დასრულდება, დასრულდება ზავით და რუსეთი დაიწყებს სამხედრო პოტენციალის აღდგენას. თუ საქართველო დარჩება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, რუსეთი ამას ბევრად უფრო სწრაფად ადგენს, თუ რუსეთმა შეძლო და შუა დერეფანი ხელში ჩაიგდო ბოლომდე, რისთვისაც ახლა ყველაფერს აკეთებს, როგორც აშანტაჟებდა დასავლეთს ზედა დერეფნით, ასე გააგრძელებს.

ტყუილად უხაროდა „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მოსვლა. ტრამპი ბევრად უფრო შედეგზე ორიენტირებული ადამიანია, ვიდრე ბაიდენი და „დემოკრატები“. „რესპუბლიკელებს“ ხისტი პოზიცია ახასიათებთ და თუ თავის ინტერესს ხედავენ, ამას იცავენ. ამერიკისთვის ჩინეთის შემოშვება შავ ზღვაში, რუსეთისთვის შუა დერეფნის გადაცემა, წითელი ზღვარია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ამერიკელებს ევაჭროს. უახლოეს 2 კვირაში ამერიკაში იქნება სტრატეგიული შეხვედრა ტრამპის ადმინისტრაციაში, რა გააკეთონ საქართველოში. იმ გამოწვევების ფონზე, რაც ამერიკის წინაშეა, ტოპ პრიორიტეტი არ ვართ, მაგრამ ეს შეხვედრა შედგება და გამოიკვეთება ამერიკის პოლიტიკის ჩარჩო საქართველოს მიმართ. „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ რუსეთს და ამერიკას შორის დიდი ვაჭრობა შედგება. ივანიშვილს პოლიტიკაში უყვარს „დურაკას“ თამაში - მისი სტრატეგიაა, ბევრი კოზირი ჰქონდეს ხელში, რომ ბოლო დარიგება რომ იქნება, ამ კოზირებით მოიგერიოს და მოიგოს, ხოლო ტრამპი „დურაკას“ არ თამაშობს, „რესპუბლიკელები“ „ჯოკერს“ თამაშობენ და ტრამპი დარწმუნებულია, რომ ორივე „ჯოკერი“ მის ხელშია. გამოიყენებს ამ „ჯოკერს“ თუ არა, ამას ორ კვირაში ვნახავთ“, - განაცხადა შაშკინმა.

გარდა ამისა, დიმიტრი შაშკინმა ზოგადად, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითრებულ მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ „ხელისუფლებას არ ესმის, რომ მას არა ცალკეული პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოება უპირისპირდება.

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შევიდა სპირალში. მოხდა სამი რამ: მოკლეს პოლიტიკური პროცესი -2024 წლამდე რაც ივანიშვილს კარგად გამოსდიოდა ის იყო, რომ ყველა არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში იმედს ტოვებდა, რომ შემდეგი არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს. 2024 წელს რაც მოხდა, იმედი, რომ საქართველოში, შეიძლება არჩვებით შეიცვალოს ხელისუფლება ივანიშვილმა მოკლა და ამით მოკლა პოლიტიკური პროცესი; ის დაუპირისპირდა დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს და სიტყვები, რომელსაც ვისმენთ კობახიძისგან, სხვა ლიდერებისგან, მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობენ, ყველა ხიდი დაწვან, რომელიც საქართველოს დასავლეთთან აერთიანებს და გაანადგურონ ყველანაირი ურთიერთობა. პირად შეურაცხყოფებზე გადავიდნენ; „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ვისაც უნდა ევროპაში, ნატო-ში. ის, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც თაობა Z, 1996-2010 წლებში დაბადებული ბავშვები, გამოვიდა ქუჩაში და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. ეს მიუთითებს, რამდენად დიდი სხვაობაა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ხელისუფლებას არც ესმის, რა პრობლემა აქვს, ამიტომ ატარებდნენ ჩხრეკებს პოლიტიკური პარტიების ოფისებში. ეძებდნენ მოსადის, CIA-ს მი, მასალებს, რომელიც მოსადმა ან CIA-მ მიაწოდა ამ ხალხს. რომ ვერ ნახეს, ძალიან გაუკვირდათ. ხელისუფლებას არ ესმის, რა ხდება, არ ესმის, რომ მას უპირისპირდება არა ცალკეული პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოება“, - განაცხადა შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინმა ასევე უპასუხა კითხვას USAID-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე. კითხვაზე, იმის შესახებ, რომ გამოძიება „საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“ მიმდინარეობს, შაშკინმა თქვა, რომ ასეთი სათაურები, როგორიც აღნიშნული მუხლია, „1982-1983 წლებში გაზეთ „პრავდასა“ და „ზარია ვოსტოკაში“ იბეჭდებოდა“.

„მტრულად განწყობილ ორგანიზაციებს რაც შეეხება, დაწყებული კობახიძით, დამთავრებული პაპუაშვილით, ყველა USAID-ის პროექტებში მუშაობდა და ყველა იღებდა იქიდან დაფინანსებას. 2012 წელს, როდესაც არჩევნები წავაგეთ, მაშინდელი სიტუაციით, მთელი ის ოპოზიცია, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, USAID-ის პროექტებში იყვნენ. კარგად ცხოვრობდნენ და მაღალ ხელფასებს იღებდნენ. აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ელჩისთვის ან USAID-სთვის გვეთქვა, რატომ არიან ჩართულები მოქმედი ოპოზიციური ლიდერები თქვენს პროექტებში. ეს დემოკრატიაა“, - განაცხადა შაშკინმა.