პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების ვარაუდით, დედამიწის შიდა ბირთვს ფორმა შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ეს პლანეტის შეჩერებას?
მეცნიერების ვარაუდით, დედამიწის შიდა ბირთვს ფორმა შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ეს პლანეტის შეჩერებას?

მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ვა­რა­უ­დობს, რომ დე­და­მი­წის შიდა ბირ­თვმა ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფორ­მა შე­იც­ვა­ლა.

პრო­ფე­სო­რი ჯონ ვი­და­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კვლე­ვას (მისი ნაშ­რო­მი გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში Nature Geoscience), თვლის, რომ ბირ­თვის სფე­რუ­ლი ფორ­მა ზო­გან დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო 100 მეტ­რით, ან მეტი სი­მაღ­ლით.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­და­მი­წის ბირ­თვი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ჩვე­ნი პლა­ნე­ტის არ­სე­ბო­ბა­ში. ის ქმნის მაგ­ნი­ტურ ველს, რო­მე­ლიც სფე­როს მზის რა­დი­ა­ცი­ის­გან იცავს.

შიდა ბირ­თვი თხე­ვა­დი გარე ბირ­თვი­სა და პლა­ნე­ტის სხვა ნა­წი­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ბრუ­ნავს. ამ მოძ­რა­ო­ბის და მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის გა­რე­შე, დე­და­მი­წა შე­საძ­ლოა და­ღუ­პუ­ლი­ყო და გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო უნა­ყო­ფო პლა­ნე­ტად. ხოლო შიდა ბირ­თვის ფორ­მის ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მყა­რი ბირ­თვის კიდე ხვდე­ბა უკი­დუ­რე­სად ცხელ თხე­ვად მე­ტალს - გარე ბირ­თვს.

ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ინ­ტე­რი­ე­რი უკი­დუ­რე­სად იდუ­მა­ლი ად­გი­ლია. ბირ­თვი დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6,5 ათა­სი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა მცდე­ლო­ბი­სა, მეც­ნი­ე­რებ­მა ჯერ ვერ მი­აღ­წი­ეს მას სრუ­ლად გა­მო­საკ­ვლე­ვად.

ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი მი­წისძვრე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი დარ­ტყმი­თი ტალ­ღე­ბის ვიბ­რა­ცი­ას ზო­მავს, თუმ­ცა ეს არ იძ­ლე­ვა მკა­ფიო დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

  • ახალ­მა კვლე­ვამ შე­ის­წავ­ლა მი­წისძვრე­ბის სე­ის­მუ­რი ტალ­ღე­ბი 1991-დან 2023 წლამ­დე. სწო­რედ ამის შე­დე­გად ივა­რა­უ­დეს, რომ დე­და­მი­წის შიდა ბირ­თვი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბა.

სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის მეც­ნი­ერ­მა, პრო­ფე­სორ­მა ჯონ ვი­დალ­მა, იპო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ 2010 წელს შიდა ბირ­თვი შე­ნელ­და. გარ­და ამ აღ­მო­ჩე­ნი­სა, გუნ­დმა აღ­მო­ა­ჩი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დე­და­მი­წის შიდა ბირ­თვის ფორ­მის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მეც­ნი­ე­რებს “გა­ა­კე­თონ უფრო მკა­ფიო შე­ფა­სე­ბა შიდა ბირ­თვის თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად: რო­გო­რი­ცაა სიბ­ლან­ტე, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბი პა­რა­მეტ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში“.

  • რა­ტომ ხდე­ბა ეს?

პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ცვლი­ლე­ბებ­თან.

ჯონ ვი­და­ლი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბა იმ ვერ­სი­ას, რომ მის­მა აღ­მო­ჩე­ნებ­მა შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თოს იმა­ზე, რომ დე­და­მი­წის ბირ­თვის ბრუნ­ვის შე­ნე­ლე­ბამ, შე­საძ­ლოა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პლა­ნე­ტის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

“მეც­ნი­ე­რებს ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ ეს­მით. არ ვართ 100% -ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის სწო­რად ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ვა­კე­თებთ”, - თქვა მეც­ნი­ერ­მა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

მეცნიერების ვარაუდით, დედამიწის შიდა ბირთვს ფორმა შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ეს პლანეტის შეჩერებას?

მეცნიერების ვარაუდით, დედამიწის შიდა ბირთვს ფორმა შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ეს პლანეტის შეჩერებას?

მეცნიერთა ჯგუფი ვარაუდობს, რომ დედამიწის შიდა ბირთვმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ფორმა შეიცვალა.

პროფესორი ჯონ ვიდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას (მისი ნაშრომი გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Nature Geoscience), თვლის, რომ ბირთვის სფერული ფორმა ზოგან დეფორმირებული იყო 100 მეტრით, ან მეტი სიმაღლით.

  • აღსანიშნავია, რომ დედამიწის ბირთვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი პლანეტის არსებობაში. ის ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც სფეროს მზის რადიაციისგან იცავს.

შიდა ბირთვი თხევადი გარე ბირთვისა და პლანეტის სხვა ნაწილებისგან დამოუკიდებლად ბრუნავს. ამ მოძრაობის და მაგნიტური ველის გარეშე, დედამიწა შესაძლოა დაღუპულიყო და გადაქცეულიყო უნაყოფო პლანეტად. ხოლო შიდა ბირთვის ფორმის ცვლილებები შეიძლება მოხდეს იმ ადგილებში, სადაც მყარი ბირთვის კიდე ხვდება უკიდურესად ცხელ თხევად მეტალს - გარე ბირთვს.

ჩვენი პლანეტის ინტერიერი უკიდურესად იდუმალი ადგილია. ბირთვი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 6,5 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მიუხედავად ყველა მცდელობისა, მეცნიერებმა ჯერ ვერ მიაღწიეს მას სრულად გამოსაკვლევად.

ზოგიერთი მკვლევარი მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილი დარტყმითი ტალღების ვიბრაციას ზომავს, თუმცა ეს არ იძლევა მკაფიო დასკვნების გაკეთების საშუალებას.

  • ახალმა კვლევამ შეისწავლა მიწისძვრების სეისმური ტალღები 1991-დან 2023 წლამდე. სწორედ ამის შედეგად ივარაუდეს, რომ დედამიწის შიდა ბირთვი დროთა განმავლობაში იცვლება.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერმა, პროფესორმა ჯონ ვიდალმა, იპოვა მტკიცებულება იმისა, რომ 2010 წელს შიდა ბირთვი შენელდა. გარდა ამ აღმოჩენისა, გუნდმა აღმოაჩინა მტკიცებულება დედამიწის შიდა ბირთვის ფორმის ცვლილების შესახებ.

ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს “გააკეთონ უფრო მკაფიო შეფასება შიდა ბირთვის თვისებების შესახებ. მაგალითად: როგორიცაა სიბლანტე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გასაგები პარამეტრია თანამედროვე მეცნიერებაში“.

  • რატომ ხდება ეს?

პროცესი შესაძლოა დაკავშირებული იყოს დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებებთან.

ჯონ ვიდალი სიფრთხილით ეკიდება იმ ვერსიას, რომ მისმა აღმოჩენებმა შესაძლოა მიუთითოს იმაზე, რომ დედამიწის ბირთვის ბრუნვის შენელებამ, შესაძლოა დროთა განმავლობაში პლანეტის შეჩერება გამოიწვიოს.

“მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ესმით. არ ვართ 100% -ით დარწმუნებული, რომ ამ ცვლილებების სწორად ინტერპრეტაციას ვაკეთებთ”, - თქვა მეცნიერმა.

წყარო

იხილეთ ასევე: