სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ISIS-ის პატარძალი", რომელმაც ჰიჯაბი გაიხადა და ბრიტანეთში პატიმრობა სურს, თუმცა... - რა ნახა ბრიტანელმა ჟურნალისტმა დევნილთა ბანაკში, სადაც შამიმა ბეგუმი ცხოვრობს
"ISIS-ის პატარძალი", რომელმაც ჰიჯაბი გაიხადა და ბრიტანეთში პატიმრობა სურს, თუმცა... - რა ნახა ბრიტანელმა ჟურნალისტმა დევნილთა ბანაკში, სადაც შამიმა ბეგუმი ცხოვრობს

შა­მი­მა ბუ­გუ­მი, ქალი, რო­მელ­საც მე­დი­ა­ში "ISIS-ის პა­ტარ­ძალს" უწო­დე­ბენ. მან 10 წლის წინ, 15 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა ოჯა­ხი ლონ­დონ­ში და სი­რი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ შე­ერ­თე­ბო­და

  • დღეს, 25 წლის ბე­გუ­მი ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს და მზა­დაა, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგეს, თუმ­ცა ეს არც ისე მარ­ტი­ვია, რად­გან ბრი­ტა­ნეთ­მა მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა. შე­სა­ბა­მი­სად, ის ჩარ­ჩა სი­რი­ა­ში, ბა­ნაკ­ში, სა­დაც ასო­ბით უცხო­ე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ისი­ნი, ვინც ოდეს­ღაც ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­უ­ერ­თდა.

მისი დაბ­რუ­ნე­ბის შან­სე­ბი თით­ქმის ნულს უტოლ­დე­ბა, ხოლო კა­რავ­თან მდე­ბა­რე კე­დე­ლი, რო­გორც ჩანს, ბე­გუ­მის­თვის სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის გა­მო­სა­ხატ ად­გი­ლად იქცა - თა­ვი­სი გან­ცდე­ბი კე­დელ­ზე გად­მო­აქვს.

გრა­ფი­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლის გო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს

"ცოტა ხნის წინ ჩა­ვე­დი ბა­ნაკ­ში, რათა შევ­ხვედ­რო­დი ბე­გუმს, და სწო­რედ მა­შინ შე­ვამ­ჩნიე კე­დელ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბი. ზო­გი­ერ­თი ნა­კაწ­რი ძლივს იკი­თხე­ბა, ზოგი – ღრმად არის ამოტვიფ­რუ­ლი მზით გა­ხუ­ნე­ბულ კე­დელ­ში", - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი "დე­ი­ლი მე­ი­ლის"ჟურ­ნა­ლის­ტი.

და აღ­ნიშ­ნავს, რომ ქა­ლის მიერ და­წე­რი­ლი ფრა­ზე­ბი უკი­დუ­რეს სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს - მათ­ში იკი­თხე­ბა მო­ლო­დი­ნი­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბის გრძნო­ბა.

კედ­ლის ზედა ნა­წილ­ში აწე­რია სი­ტყვე­ბი: "ჯო­ჯო­ხე­თი - ეს სხვა ხალ­ხია", - ფრან­გი ფი­ლო­სო­ფო­სის, ჟან-პოლ სარ­ტრის პი­ე­სი­დან „გა­სას­ვლე­ლი არ არის“.

მე­ო­რე ფრა­ზა კი, რო­მე­ლიც ბე­გუ­მის ტყვე­ო­ბას ირეკ­ლავს, სე­მუ­ელ ბე­კე­ტის "გო­დოს მო­ლო­დი­ნი­დან“ არის აღე­ბუ­ლი: "არა­ფე­რი ხდე­ბა, არა­ვინ მო­დის, არა­ვინ მი­დის... სა­ში­ნე­ლე­ბაა!“

ზო­გი­ერ­თი მე­სი­ჯი ნაკ­ლე­ბად ფი­ლო­სო­ფი­უ­რია და გი­ნე­ბით არის სავ­სე.

"შა­მი­მა ბე­გუ­მი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარს არ აპი­რებს

ვცდი­ლობ­დი, მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა შევ­ხვედ­რო­დით ბა­ნა­კის შე­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე პა­ტა­რა შე­ნო­ბა­ში, მაგ­რამ რო­გორც კი გა­ი­გო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, კარი ცხვირ­წინ მო­მი­ხუ­რა.

ცოტა ხნის შემ­დეგ ისევ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი მის კა­რავს, რათა კი­დევ ერთხელ მე­ლა­პა­რა­კა მას­თან. მისი პა­სუ­ხი იყო მოკ­ლე და ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: "არა, მად­ლო­ბა, ნახ­ვამ­დის!“ - წერს "დე­ი­ლი მე­ი­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი.

ბე­გუ­მის წარ­სუ­ლი

შა­მი­მა ბე­გუ­მი იყო ერთ-ერთი იმ ათა­სო­ბით უცხო­ელს შო­რის, ვინც ISIS-ს შე­უ­ერ­თდა. ის და­ქორ­წინ­და ISIS-ის წევ­რზე, ჰო­ლან­დი­ელ იაგო რი­დე­იკ­ზე, და სამი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა - თუმ­ცა სა­მი­ვე ჩვი­ლო­ბა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა.

მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ნო­ბი იყო, მაგ­რამ 2019 წელს შა­მი­მა ალ-ჰო­ლის ბა­ნაკ­ში იპო­ვეს - ეს არის სი­რი­ის უდი­დე­სი ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კი, სა­დაც ISIS-ის წევ­რე­ბი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს.

იმ დროს ბე­გუ­მი თით­ქმის არა­ნა­ირ სი­ნა­ნულს არ გა­მო­ხა­ტავ­და, ხოლო მან­ჩეს­ტე­რის არე­ნა­ზე მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი გა­ა­მარ­თლა, მისი კო­მენ­ტა­რი ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მრის­ხა­ნე­ბის ტალ­ღის მი­ზე­ზი გახ­და. ამის შემ­დეგ შა­მი­მას ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვეს.

ახლა 25 წლი­საა, ჰი­ჯა­ბი მო­ი­შო­რა და და­სავ­ლუ­რი სტი­ლის ტან­საც­მელს ატა­რებს.

მას კარ­გად ეს­მის, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით ციხე არ ას­ცდე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ითხოვს ბრი­ტა­ნეთ­ში ექ­სტრა­დი­ცი­ას.

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა მისი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. 2024 წლის აგ­ვის­ტო­ში უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გი­ნა: ბე­გუმს ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

მას შემ­დეგ, ქალი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარს ამ­ბობს.

  • ორი უდი­დე­სი ბა­ნა­კი სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ქურ­თე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ არ შე­უძ­ლი­ათ და­უს­რუ­ლებ­ლად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ათა­სო­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი, რო­მელ­თა­გან ბევ­რს კვლა­ვაც სჯე­რა ISIS-ის იდე­ო­ლო­გი­ის.

"ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა, რომ­ლებ­მაც ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძო­ლეს ISIS-ის წი­ნა­აღ­მდეგ, არ უნდა დაგ­ვი­ვი­წყონ,“ – ამ­ბობს ალ-ჰო­ლის ბა­ნა­კის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ჯი­ჰან ჰა­ნა­ნი.

ქურ­თე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ და­სავ­ლეთს: თუ პა­ტიმ­რე­ბი არ დაბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში, ბა­ნა­კე­ბი კვლა­ვაც შექ­მნი­ან ექ­სტრე­მის­ტულ საფრ­თხეს, რო­მე­ლიც "ერთ დღეს ისევ აფეთ­ქდე­ბა".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ISIS-ის პატარძალი", რომელმაც ჰიჯაბი გაიხადა და ბრიტანეთში პატიმრობა სურს, თუმცა... - რა ნახა ბრიტანელმა ჟურნალისტმა დევნილთა ბანაკში, სადაც შამიმა ბეგუმი ცხოვრობს

"ISIS-ის პატარძალი", რომელმაც ჰიჯაბი გაიხადა და ბრიტანეთში პატიმრობა სურს, თუმცა... - რა ნახა ბრიტანელმა ჟურნალისტმა დევნილთა ბანაკში, სადაც შამიმა ბეგუმი ცხოვრობს

შამიმა ბუგუმი, ქალი, რომელსაც მედიაში "ISIS-ის პატარძალს" უწოდებენ. მან 10 წლის წინ, 15 წლის ასაკში დატოვა ოჯახი ლონდონში და სირიაში გაემგზავრა, რათა "ისლამურ სახელმწიფოს“ შეერთებოდა

  • დღეს, 25 წლის ბეგუმი ბრიტანეთში დაბრუნებას ცდილობს და მზადაა, სასამართლოს წინაშე წარდგეს, თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგან ბრიტანეთმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა. შესაბამისად, ის ჩარჩა სირიაში, ბანაკში, სადაც ასობით უცხოელია დაკავებული, მათ შორის ისინი, ვინც ოდესღაც ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.

მისი დაბრუნების შანსები თითქმის ნულს უტოლდება, ხოლო კარავთან მდებარე კედელი, როგორც ჩანს, ბეგუმისთვის სასოწარკვეთილების გამოსახატ ადგილად იქცა - თავისი განცდები კედელზე გადმოაქვს.

გრაფიტი, რომელიც ქალის გონებრივ მდგომარეობას ასახავს

"ცოტა ხნის წინ ჩავედი ბანაკში, რათა შევხვედროდი ბეგუმს, და სწორედ მაშინ შევამჩნიე კედელზე დატოვებული მესიჯები. ზოგიერთი ნაკაწრი ძლივს იკითხება, ზოგი – ღრმად არის ამოტვიფრული მზით გახუნებულ კედელში", - წერს ბრიტანული "დეილი მეილის"ჟურნალისტი.

და აღნიშნავს, რომ ქალის მიერ დაწერილი ფრაზები უკიდურეს სასოწარკვეთილებას გამოხატავს - მათში იკითხება მოლოდინისა და იმედგაცრუების გრძნობა.

კედლის ზედა ნაწილში აწერია სიტყვები: "ჯოჯოხეთი - ეს სხვა ხალხია", - ფრანგი ფილოსოფოსის, ჟან-პოლ სარტრის პიესიდან „გასასვლელი არ არის“.

მეორე ფრაზა კი, რომელიც ბეგუმის ტყვეობას ირეკლავს, სემუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინიდან“ არის აღებული: "არაფერი ხდება, არავინ მოდის, არავინ მიდის... საშინელებაა!“

ზოგიერთი მესიჯი ნაკლებად ფილოსოფიურია და გინებით არის სავსე.

"შამიმა ბეგუმი ჟურნალისტებთან საუბარს არ აპირებს

ვცდილობდი, მასთან დალაპარაკებას, თუმცა უშედეგოდ.თავდაპირველად უნდა შევხვედროდით ბანაკის შესასვლელთან მდებარე პატარა შენობაში, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, კარი ცხვირწინ მომიხურა.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ მივუახლოვდი მის კარავს, რათა კიდევ ერთხელ მელაპარაკა მასთან. მისი პასუხი იყო მოკლე და ერთმნიშვნელოვანი: "არა, მადლობა, ნახვამდის!“ - წერს "დეილი მეილის" ჟურნალისტი.

ბეგუმის წარსული

შამიმა ბეგუმი იყო ერთ-ერთი იმ ათასობით უცხოელს შორის, ვინც ISIS-ს შეუერთდა. ის დაქორწინდა ISIS-ის წევრზე, ჰოლანდიელ იაგო რიდეიკზე, და სამი შვილი გააჩინა - თუმცა სამივე ჩვილობაში გარდაეცვალა.

მისი ადგილსამყოფელი წლების განმავლობაში უცნობი იყო, მაგრამ 2019 წელს შამიმა ალ-ჰოლის ბანაკში იპოვეს - ეს არის სირიის უდიდესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც ISIS-ის წევრები დამარცხების შემდეგ გადაიყვანეს.

იმ დროს ბეგუმი თითქმის არანაირ სინანულს არ გამოხატავდა, ხოლო მანჩესტერის არენაზე მომხდარი ტერაქტი გაამართლა, მისი კომენტარი ბრიტანეთში საზოგადოებრივი მრისხანების ტალღის მიზეზი გახდა. ამის შემდეგ შამიმას ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ახლა 25 წლისაა, ჰიჯაბი მოიშორა და დასავლური სტილის ტანსაცმელს ატარებს.

მას კარგად ესმის, რომ ბრიტანეთში დაბრუნების შემთხვევაში, ტერორიზმის ბრალდებით ციხე არ ასცდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ითხოვს ბრიტანეთში ექსტრადიციას.

დიდმა ბრიტანეთმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 2024 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა: ბეგუმს ბრიტანეთში დაბრუნების უფლება არ აქვს.

მას შემდეგ, ქალი ინტერვიუებზე უარს ამბობს.

  • ორი უდიდესი ბანაკი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთების მიერ კონტროლირებულ რეგიონში მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ არ შეუძლიათ დაუსრულებლად შეინარჩუნონ ათასობით დაპატიმრებული უცხოელი, რომელთაგან ბევრს კვლავაც სჯერა ISIS-ის იდეოლოგიის.

"ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს ISIS-ის წინააღმდეგ, არ უნდა დაგვივიწყონ,“ – ამბობს ალ-ჰოლის ბანაკის ადმინისტრატორი ჯიჰან ჰანანი.

ქურთები აფრთხილებენ დასავლეთს: თუ პატიმრები არ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, ბანაკები კვლავაც შექმნიან ექსტრემისტულ საფრთხეს, რომელიც "ერთ დღეს ისევ აფეთქდება".

წაიკითხეთ ასევე: