პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭიროა სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეები - საზოგადოებრივ  ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან" - ლევან წულაძე
"საჭიროა სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეები - საზოგადოებრივ  ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან" - ლევან წულაძე

„თე­ატ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42“-ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლე­ვან წუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თი­ა­ნია, სა­ჭი­როა „სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ე­ბის და­ბა­დე­ბა“.

რო­გორც წუ­ლა­ძემ „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ასამ­ბლე­ის“ და­არ­სე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ასამ­ბლე­ა­ზე ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­ი­ბა­დე­ბი­ან.

„დღეს ყვე­ლა ფორ­მით, ყვე­ლა ლა­პა­რა­კობს, ყვე­ლა გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს, ყვე­ლა თა­ვის თა­ვის ბა­ტონ-პატ­რო­ნია, მაგ­რამ სა­ჭი­როა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ასე­ვე, სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, ან პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ის და­ბა­დე­ბა. მხო­ლოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა აღარ კმა­რა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არის ხალ­ხი. ახლა მგო­ნი, სა­ჭი­როა, სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ე­ბის და­ბა­დე­ბა. მგო­ნია, რომ ამ ასამ­ბლე­ა­ზე და­ი­ბა­დე­ბი­ან ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­ნახ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა“,- გა­ნა­ცხა­და წუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ასამ­ბლე­ის და­მა­არ­სე­ბელ ეროვ­ნულ ყრი­ლო­ბა­ზე „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ასამ­ბლეა“ და­ფუძნ­და. ყრი­ლო­ბა „თე­ატ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42“-ში გა­ი­მარ­თა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ასამ­ბლეა სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯგუფს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და მისი მი­ზა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვად მი­ღე­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი და სტრა­ტე­გი­უ­ლი გზით კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა და იმ მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა იქ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში ქვე­ყა­ნას მსგავ­სი კრი­ზი­სე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­სა­ბა­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, გან­ხილ­ვა და თა­ვი­ან­თი ძა­ლის­ხმე­ვით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­წო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

ავტორი:

"საჭიროა სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეები - საზოგადოებრივ  ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან" - ლევან წულაძე

"საჭიროა სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეები - საზოგადოებრივ  ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან" - ლევან წულაძე

„თეატრი სახელოსნო 42“-ის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძის განცხადებით, დღეს საზოგადოება ერთიანია, საჭიროა „სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება“.

როგორც წულაძემ „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ დაარსების შემდეგ განაცხადა, ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან.

„დღეს ყველა ფორმით, ყველა ლაპარაკობს, ყველა გამოხატავს პროტესტს, ყველა თავის თავის ბატონ-პატრონია, მაგრამ საჭიროა გაერთიანება. ასევე, საჭიროა პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეის დაბადება. მხოლოდ გაერთიანება აღარ კმარა. გაერთიანებული არის ხალხი. ახლა მგონი, საჭიროა, სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება. მგონია, რომ ამ ასამბლეაზე დაიბადებიან ახალი პოლიტიკოსები, რადგან პოლიტიკური სპექტრის განახლება ძალიან საჭიროა“,- განაცხადა წულაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა „თეატრი სახელოსნო 42“-ში გაიმართა. საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში ქვეყანას მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება შეეძლებათ.