პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტმა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
სილქნეტმა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სილ­ქნეტ­მა “დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის” 2024 წლის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ელ­ჩე­ბი და სამ­ხედ­რო ატა­შე­ე­ბი, ნა­ტოს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სი­სა და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ჯა­რო და კერ­ძო პი­რე­ბი.

ფონდმა 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის, ადაპ­ტა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო თან­ხა - 1 097 000 ლარი მო­ახ­მა­რა დაჭ­რილ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, ვე­ტე­რა­ნებ­სა და მათ ოჯა­ხებს. 100 ბე­ნე­ფი­ცი­არს გა­ე­წია დახ­მა­რე­ბა. და­ფი­ნანსდა გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის სა­ზღვარ­გა­რეთ, მოხ­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ჩა­ტარ­და კვლე­ვე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხვა კურ­სი, ასე­ვე გა­ე­წი­ათ დახ­მა­რე­ბა დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მე­უღ­ლე­ებ­სა და არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს.

2024 წელს ფონდმა გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რად ითა­ნამ­შრომ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან. ფონ­დის და სა­მი­ნის­ტროს მიერ ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­და 1 070 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა.

ფონ­დი 2018 წელს სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­არ­სდა. ამ დღი­დან კომ­პა­ნია ფონ­დის მთა­ვა­რი დო­ნო­რი გახ­და. 2024 წელს სილ­ქნე­ტის დო­ნა­ცი­ამ შე­ად­გი­ნა 781 000 ლარი, ნაც­ვლად 300 000 ლა­რი­სა, რო­მელ­საც კომ­პა­ნია და­არ­სე­ბის მო­მენ­ტი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად რი­ცხავს ფონდში.

“ჩვე­ნი გმი­რი მე­ომ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც მთე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თან­ხმდე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მის­წრა­ფე­ბა. ამის დას­ტუ­რია ის ფაქ­ტი, რომ ყვე­ლა ასეთ შეკ­რე­ბას ყო­ველ­თვის ამ­დე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ბიზ­ნე­სის ამ­დე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბა. ჩვენ მად­ლო­ბე­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ფონ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის ჩვე­ნი დაჭ­რი­ლი მე­ომ­რე­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის. ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქარ­თულ­მა ბიზ­ნე­სებ­მა და კერ­ძო პი­რებ­მა უკვე 300 ათას ლა­რამ­დე ჩა­რი­ცხეს ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე, რაც სილ­ქნე­ტის ყო­ველ­წლი­ურ 300 ათას ლარს და­ე­მა­ტა. ფონდსა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ 2024 წელს ერ­თობ­ლი­ვად გა­წე­ულ­მა თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის თან­ხამ 1 070 000 ლარი შე­ად­გი­ნა. ვფიქ­რობ, რომ 2025 წელ­საც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ დი­ნა­მი­კას და შევ­ძლებთ, რომ მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი მო­ვახ­მა­როთ ჩვე­ნი დაჭ­რი­ლი მე­ომ­რე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს.” - გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის და “დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს მო­ე­წე­რა ხელი - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ფონდს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და, რო­მე­ლიც პა­რი­ტე­ტულ სა­წყი­სებ­ზე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ერ­თობ­ლივ და­ფი­ნან­სე­ბას მო­ი­ცავს.

„მი­მაჩ­ნია, რომ დაჭ­რილ მე­ომ­რე­ბის გვერ­დში დგო­მა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს. მათ ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რეს ქვე­ყა­ნას. ფონდს მიზ­ნად აქვს და­სა­ხუ­ლი, იმ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­როს, სა­დაც მებ­რძოლ­თა, ვე­ტე­რან­თა თა­ნად­გო­მის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თე­ბი არ­სე­ბობს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფონ­დი ეხ­მა­რე­ბა რო­გორც დაჭ­რილ მე­ომ­რებს, ისე მათი ოჯა­ხის წევ­რებს, არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს, მე­უღ­ლე­ებს. ვთვლი, რომ ძა­ლი­ან დიდი კე­თი­ლი საქ­მეა, რა­საც ყვე­ლა ერ­თად ვა­კე­თებთ: თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ვე­ტე­რან­თა სამ­სა­ხუ­რი, სილ­ქნე­ტი, სხვა დო­ნო­რე­ბი და ყვე­ლა ის ფი­ზი­კუ­რი პირი, ვინც თუნ­დაც ერთ ლარს მა­ინც შე­მოს­წი­რავს ამ ფონდს“ - და­ვით მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი სილ­ქნე­ტის და „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

2025 წლის და­სა­წყი­სი­დან ფონდმა უკვე მი­ი­ღო პირ­ვე­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი - 235 ათას ლარ­ზე მეტი.

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ აგ­რძე­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ბრი­ტა­ნულ სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან Invictus Games Foundation. ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტით გა­სულ წელს „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდმა“ პარა კა­ლათ­ბურ­თის ეტ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა, რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლი დაჭ­რი­ლი მე­ომ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის “ძლი­ერ­თა თა­მა­შებ­ში”. Invictus Games Foundation ქარ­თულ მხა­რეს მე­ო­რედ გა­დას­ცემს გრანტს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნ­დის­თვის პარა-მშვილ­დოს­ნო­ბის ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნას მოხ­მარ­დე­ბა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩომ ფონ­დის მხარ­და­სა­ჭე­რად დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის­თვის ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი და­ა­ფი­ნან­სა. სა­ელ­ჩოს მხრი­დან ეს მხარ­და­ჭე­რა უკვე მე­სა­მე წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც 2025 წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა.

ასე­ვე ტრა­დი­ცი­ად იქცა ყო­ველ­წლი­უ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო გარ­ბე­ნი, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა თბი­ლი­სის სამ­ხედ­რო ატა­შე­თა ასო­ცი­ა­ცი­ას ეკუთ­ვნის. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი და დაჭ­რილ-და­შა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი. მა­რა­თონს, ასე­ვე, უერ­თდე­ბი­ან თავ­დაც­ვის მო­ხა­ლი­სე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი. შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად ირი­ცხე­ბა ფონდში.

სილ­ქნე­ტი მად­ლო­ბას უხ­დის თი­თო­ე­ულ დო­ნორს მხარ­და­ჭე­რის­თვის და ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდში“ დო­ნა­ცი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად შექ­მნი­ლია საქ­ველ­მოქ­მე­დო ნო­მე­რი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახ­სნი­ლია ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლია გმი­რი მებ­რძო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

ნა­ხეთ ფილ­მი ჩვე­ნი გმი­რი მებ­რძო­ლე­ბის შე­სა­ხებ.

გა­ვერ­თი­ან­დეთ ჩვე­ნი გმი­რე­ბის­თვის!

R

ავტორი:

სილქნეტმა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სილქნეტმა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სილქნეტმა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის ბენეფიციარები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო პირები.

ფონდმა 2024 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და განათლების საკითხებში უპრეცედენტო თანხა - 1 097 000 ლარი მოახმარა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და მათ ოჯახებს. 100 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. დაფინანსდა გადაუდებელი ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ, მოხდა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ჩატარდა კვლევები, რეაბილიტაციის სხვადასხვა კურსი, ასევე გაეწიათ დახმარება დაჭრილი სამხედროების მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს.

2024 წელს ფონდმა განსაკუთრებით ნაყოფიერად ითანამშრომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ფონდის და სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელდა 1 070 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება.

ფონდი 2018 წელს სილქნეტის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა. ამ დღიდან კომპანია ფონდის მთავარი დონორი გახდა. 2024 წელს სილქნეტის დონაციამ შეადგინა 781 000 ლარი, ნაცვლად 300 000 ლარისა, რომელსაც კომპანია დაარსების მომენტიდან ყოველწლიურად რიცხავს ფონდში.

“ჩვენი გმირი მეომრების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელზეც მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის მისწრაფება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ყველა ასეთ შეკრებას ყოველთვის ამდენი საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი, ქართული საზოგადოების და ბიზნესის ამდენი წარმომადგენელი ესწრება. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ფონდის საერთაშორისო მეგობრების ჩვენი დაჭრილი მეომრების ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ რამდენიმე დღეში ქართულმა ბიზნესებმა და კერძო პირებმა უკვე 300 ათას ლარამდე ჩარიცხეს ფონდის ანგარიშზე, რაც სილქნეტის ყოველწლიურ 300 ათას ლარს დაემატა. ფონდსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წელს ერთობლივად გაწეულმა თანადაფინანსების თანხამ 1 070 000 ლარი შეადგინა. ვფიქრობ, რომ 2025 წელსაც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას და შევძლებთ, რომ მილიონ ლარზე მეტი მოვახმაროთ ჩვენი დაჭრილი მეომრების და მათი ოჯახების საჭიროებებს.” - გიორგი რამიშვილი კომპანია სილქნეტის და “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელი.

ღონისძიებაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი - თავდაცვის სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პარიტეტულ საწყისებზე ბენეფიციარების ერთობლივ დაფინანსებას მოიცავს.

„მიმაჩნია, რომ დაჭრილ მეომრების გვერდში დგომა ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მათ ჯანმრთელობა შესწირეს ქვეყანას. ფონდს მიზნად აქვს დასახული, იმ ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს, სადაც მებრძოლთა, ვეტერანთა თანადგომის საუკეთესო მაგალითები არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი ეხმარება როგორც დაჭრილ მეომრებს, ისე მათი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს, მეუღლეებს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი კეთილი საქმეა, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ: თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანთა სამსახური, სილქნეტი, სხვა დონორები და ყველა ის ფიზიკური პირი, ვინც თუნდაც ერთ ლარს მაინც შემოსწირავს ამ ფონდს“ - დავით მამულაიშვილი სილქნეტის და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი.

2025 წლის დასაწყისიდან ფონდმა უკვე მიიღო პირველი შემოწირულობები - 235 ათას ლარზე მეტი.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს თანამშრომლობას ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან Invictus Games Foundation. ბრიტანული ფონდის მიერ მიღებული გრანტით გასულ წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ პარა კალათბურთის ეტლები შეიძინა, რომლითაც ქართველი დაჭრილი მეომრები მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის “ძლიერთა თამაშებში”. Invictus Games Foundation ქართულ მხარეს მეორედ გადასცემს გრანტს, რომელიც საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის პარა-მშვილდოსნობის ინვენტარის შეძენას მოხმარდება.

დიდი ბრიტანეთის საელჩომ ფონდის მხარდასაჭერად დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები დააფინანსა. საელჩოს მხრიდან ეს მხარდაჭერა უკვე მესამე წელია ხორციელდება, რაც 2025 წელსაც გაგრძელდება.

ასევე ტრადიციად იქცა ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი, რომლის ინიციატივა თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციას ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები. მარათონს, ასევე, უერთდებიან თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები. შემოსული თანხა სრულად ირიცხება ფონდში.

სილქნეტი მადლობას უხდის თითოეულ დონორს მხარდაჭერისთვის და ფონდის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

ნახეთ ფილმი ჩვენი გმირი მებრძოლების შესახებ.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

R