ბიანკა ცენსორის დამ, მოდელმა ანჯელინა ცენსორიმ, ტროპიკებში შვებულებისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 20 წლის ანჯელინა თეთრ ბიკინში იყო გამოწყობილი, რომელსაც ამავე ფერის საზაფხულო ქუდი შეუფერა. ფოტო სანაპიროზე სეირნობისას არის გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ ანჯელინამ მხარი დაუჭირა ბიანკას, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი 2025 წლის "გრემის" მუსიკალურ დაჯილდოებაზე თითქმის შიშველი გამოჩნდა. სკანდალის მერე, ანჯელინამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობილი ვიდეო და საზოგადოებას აუწყა, რომ არანაირად არ რცხვენია დის გამო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კანიე უესტი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბიანკა შიშველი ყოფილიყო გრემის ცერემონიალზე.
ცნობისთვის, რეპერი კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ცენსორი, წლების განმავლობაში თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალებს იწვევენ, მაგრამ აღშფოთებამ კვირას, ლოს ანჯელესში, "გრემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო პიკს მიაღწია.
შოკისმომგვრელი სცენის შემდეგ წყვილმა გრემის დაჯილდოების ცერემონიალი სწრაფად დატოვა. დასავლური მედია წერს, რომ დაუდასტურებელი ჭორების მიხედვით, მათ ცერემონიალის დატოვება ორგანიზატორებმა მოსთხოვეს, თუმცა მეორე წყარო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა არავის მხრიდან არ ყოფილა და საღამოს დატოვება წყვილის სურვილი იყო.
წაიკითხეთ ასევე: