სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ
"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე  არ გამოყენებულა,  ანუ ტყვიები  გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­გეგ­მვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი 2019 წლის 20 ივ­ნისს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ "გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "იქ არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია". ამის შე­სა­ხებ შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა "ფორ­მუ­ლას­თან" ისა­უბ­რა.

"გი­ორ­გი ყა­ყი­ჩაშ­ვი­ლი იყო მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, მე ვი­ყა­ვი შიდა ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. ბრძა­ნე­ბა მე უშუ­ა­ლოდ დი­რექ­ტო­რის­გან მი­ვი­ღე. ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან ვი­ყა­ვი ჩემი ქვე­და­ნა­ყო­ფით გან­ლა­გე­ბუ­ლი და დი­რექ­ტო­რი გას­ცემ­და ამ ბრძა­ნე­ბას.

მე გა­ხა­რი­ას დამ­ცვე­ლად ვერ გა­მოვ­დგე­ბი, მაგ­რამ გა­ხა­რი­ას იქ არც ერთი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია. ად­გილ­ზე ოპე­რა­ცი­ას, ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­თავ­და კახა სა­ბა­ნა­ძე, რო­მე­ლიც იყო იმ პე­რი­ოდ­ში მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.რაც შე­ე­ხე­ბა დე­პარ­ტა­მენტს - გი­ორ­გი ყა­ყი­ჩაშ­ვი­ლი იყო დი­რექ­ტო­რი, უშუ­ა­ლოდ მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ბრძა­ნე­ბებს ვი­ღებ­დით გი­ორ­გის­გან რა­დი­ო­სად­გუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით.

რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბა არ გა­ცე­მუ­ლა, ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, არც რა­დი­ო­სად­გურ­ში, არც სი­ტყვი­ე­რად, ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა მხო­ლოდ გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ვერ­სი­ებ­ზე, ამას მტკი­ცე­ბით ფორ­მას ვერ მივ­ცემთ - ზო­გა­დად, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან წნე­ხი იყო, ეს უდა­ვო არის, შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მემ ამას ვერ გა­უძ­ლო და და­ი­წყო ამის გა­კე­თე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ის­რო­ლა და მერე უკვე დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით მიჰ­ყვა", - ამ­ბობს შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი.

  • მისი თქმით, 20 ივ­ნისს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი 2011 წელს იყო შეს­ყი­დუ­ლი, რო­მე­ლიც 2019 წლამ­დე არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა და მი­სი­ვე თქმით, არა­ვინ იცო­და მისი ეფექ­ტის შე­სა­ხებ.

"არა­ნა­ი­რი დათ­ვის ტყვი­ე­ბი არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ეს პა­ტა­რა ე.წ. ყვი­თე­ლი რა­კე­ტა, რომ­ლი­თაც ამ­ხე­ლა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს მა­შინ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, იდე­ა­ში, ეს არის კა­უ­ჩუ­კის მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამ მა­სა­ლას, ანუ ამ ტყვი­ას აქვს უბ­რა­ლოდ შე­კა­ვე­ბის ეფექ­ტი. ადა­მი­ანს რომ მოხ­ვდეს, თვალ­ში თუ მოხ­ვდა და თა­ვის არე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რბი­ლი კა­უ­ჩუ­კი. ესე­ნი მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვენ, როცა ეს 20 ივ­ნი­სი მოხ­და. ეს ტყვი­ე­ბი შეს­ყი­დუ­ლი იყო 2011 წელს და 2011 წლი­დან 2019 წლამ­დე ეს ვაზ­ნე­ბი არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა, არც ვინ­მემ იცო­და ამ ვაზ­ნე­ბის ეფექ­ტის შე­სა­ხებ.

ანუ ვაზ­ნე­ბი გახ­მა. ანუ ის კა­უ­ჩუ­კის ვაზ­ნა, რო­მელ­საც უნდა ჰქო­ნო­და შე­კა­ვე­ბის ეფექ­ტი აღ­მოჩ­ნდა ლე­ტა­ლუ­რი და გა­მო­იწ­ვია ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი, რაც მი­ვი­ღეთ.

ეს ვაზ­ნე­ბი შემ­დეგ ამო­ვი­ღეთ მთლი­ა­ნად შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან, მაგ­რამ მძი­მე შე­დე­გი მომ­ხდა­რი იყო", - აღ­ნიშ­ნა შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე  არ გამოყენებულა,  ანუ ტყვიები  გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ "გიორგი გახარიას "იქ არანაირი ბრძანება არ გაუცია". ამის შესახებ შაიშმელაშვილმა "ფორმულასთან" ისაუბრა.

"გიორგი ყაყიჩაშვილი იყო მაშინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მე ვიყავი შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბრძანება მე უშუალოდ დირექტორისგან მივიღე. ცენტრალურ შესასვლელთან ვიყავი ჩემი ქვედანაყოფით განლაგებული და დირექტორი გასცემდა ამ ბრძანებას.

მე გახარიას დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია. ადგილზე ოპერაციას, ღონისძიებას მართავდა კახა საბანაძე, რომელიც იყო იმ პერიოდში მინისტრის პირველი მოადგილე.რაც შეეხება დეპარტამენტს - გიორგი ყაყიჩაშვილი იყო დირექტორი, უშუალოდ მე და ჩემი კოლეგები ბრძანებებს ვიღებდით გიორგისგან რადიოსადგურის საშუალებით.

რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაცემულა, ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, არც რადიოსადგურში, არც სიტყვიერად, ბრძანება გაიცა მხოლოდ გაზის გამოყენებაზე.

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვერსიებზე, ამას მტკიცებით ფორმას ვერ მივცემთ - ზოგადად, პოლიციელების მიმართ რომ აქციის მონაწილეების მხრიდან წნეხი იყო, ეს უდავო არის, შესაძლოა რომელიმემ ამას ვერ გაუძლო და დაიწყო ამის გაკეთება, დამოუკიდებლად გაისროლა და მერე უკვე დომინოს პრინციპით მიჰყვა", - ამბობს შაიშმელაშვილი.

  • მისი თქმით, 20 ივნისს გამოყენებული რეზინის ტყვიები 2011 წელს იყო შესყიდული, რომელიც 2019 წლამდე არ გამოყენებულა და მისივე თქმით, არავინ იცოდა მისი ეფექტის შესახებ.

"არანაირი დათვის ტყვიები არ არსებობს ბუნებაში, ეს არის სპეციალური საშუალებები, ჩვეულებრივი და ეს პატარა ე.წ. ყვითელი რაკეტა, რომლითაც ამხელა დაზიანებები მიიღეს მაშინ მოქალაქეებმა, იდეაში, ეს არის კაუჩუკის მასალისგან დამზადებული. ამ მასალას, ანუ ამ ტყვიას აქვს უბრალოდ შეკავების ეფექტი. ადამიანს რომ მოხვდეს, თვალში თუ მოხვდა და თავის არეში, ბუნებრივია, დაზიანებას გამოიწვევს, მაგრამ არის ჩვეულებრივი რბილი კაუჩუკი. ესენი მერე აღმოვაჩინეთ ჩვენ, როცა ეს 20 ივნისი მოხდა. ეს ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს და 2011 წლიდან 2019 წლამდე ეს ვაზნები არ გამოყენებულა, არც ვინმემ იცოდა ამ ვაზნების ეფექტის შესახებ.

ანუ ვაზნები გახმა. ანუ ის კაუჩუკის ვაზნა, რომელსაც უნდა ჰქონოდა შეკავების ეფექტი აღმოჩნდა ლეტალური და გამოიწვია ის კატასტროფული შედეგები, რაც მივიღეთ.

ეს ვაზნები შემდეგ ამოვიღეთ მთლიანად შეიარაღებიდან, მაგრამ მძიმე შედეგი მომხდარი იყო", - აღნიშნა შაიშმელაშვილმა.