პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება უფრო ააღელვებს ისედაც აღელვებულ საზოგადოებას და მაინც არ უშვებ? რა არის ეს, უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი?" - ვარსიმაშვილი
"იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება უფრო ააღელვებს ისედაც აღელვებულ საზოგადოებას და მაინც არ უშვებ? რა არის ეს, უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი?" - ვარსიმაშვილი

მოდი, პა­ტი­ვი ვცეთ კა­ნონს და და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს ჰუ­მა­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ან­დრო [ჭი­ჭი­ნა­ძე] სა­სა­მარ­თლომ­დე რომ გა­მო­ეშ­ვათ, რამე და­შავ­დე­ბო­და? - ეს არის უჭ­კუ­ო­ბაც, ცი­ნიზ­მიც, ბო­რო­ტე­ბაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა და ის, რომ ჩვენ არც ჰუ­მა­ნუ­რი სა­სა­მარ­თლო გვაქვს, არც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და რო­გორც ჩანს, უბ­რა­ლოდ არ გვაქვს სა­სა­მარ­თლო! - ამის შე­სა­ხებ „თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ავ­თან­დილ ვარ­სი­მაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

  • ვარ­სი­მაშ­ვი­ლი რი­ტო­რი­კულ კი­თხვას სვამს, რა ჰქვია სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას მა­შინ, რო­დე­საც იცის, რომ მას ბევ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა უდ­გას თავ­დებ­ში და ამას­თან, მისი და მისი მე­გობ­რე­ბის ცი­ხე­ში და­ტო­ვე­ბა, კი­დევ უფრო აა­ღელ­ვებს ისე­დაც აღელ­ვე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"კი­დევ ერთხელ სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა და­პა­ტიმ­რე­ბულს, მაგ­რამ ახლა ჩემს კო­ლე­გა­ზე, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე­ზე მინ­და ვთქვა. მი­სალ­მე­ბით ვიც­ნობ, არ გვი­მუ­შა­ვია ერ­თად, მაგ­რამ რა ცნო­ბა უნდა, ერთი შე­ხედ­ვაც საკ­მა­რი­სია, რომ მიხ­ვდე რა ნა­თე­ლი და სუფ­თა ბი­ჭია. კარ­გი, და­ვუშ­ვათ, რომ სა­სა­მარ­თლოს­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გო­რია ბრალ­დე­ბუ­ლი, და­ვუშ­ვათ, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა, ვინც მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვი­თხო­ვეთ, არ ვი­ცით და აი, კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა სა­სა­მარ­თლომ კი, რა­ღაც ისე­თი იცის, რა­საც მხო­ლოდ პრო­ცეს­ზე და­ამ­ტკი­ცებს პრო­კუ­რა­ტუ­რა და ყვე­ლას გაგ­ვა­გე­ბი­ნებს. კი ბა­ტო­ნო, მოდი პა­ტი­ვი ვცეთ კა­ნონს და და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს ჰუ­მა­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მაგ­რამ კი­თხვე­ბი მა­ინც მაქვს: იმ ბრალ­დე­ბით, იმ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, იმ საქ­მით, რი­თაც აღიძ­რა და რი­თაც უნდა გა­ნი­ხი­ლონ პრო­ცეს­ზე, ან­დრო სა­სა­მარ­თლომ­დე რომ გა­მო­ეშ­ვათ, რამე და­შავ­დე­ბო­და? გა­რეთ გა­მო­სუ­ლი ან­დრო, იმ „ნა­ცემ“ პო­ლი­ცი­ე­ლებს ჩუ­მად გა­უ­რიგ­დე­ბო­და და ისი­ნი მერე იტყოდ­ნენ პლასტმა­სის ბოთ­ლი მა­გან არ გვეს­რო­ლაო? ან­დრო სად­მე მთებ­ში გა­ი­ხიზ­ნე­ბო­და თუ უპას­პორ­ტოდ გა­დაკ­ვეთ­და სა­ზღვარს?

მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რაში სჭირ­დე­ბათ მისი და­კა­ვე­ბა? მო­სა­მარ­თლე­მაც ხომ კარ­გად იცის, რომ ან­დრო არ­სად დამ­მა­ლა­ვი არაა და თა­ვი­სი ნე­ბით გა­მო­ცხად­დე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ზე? მით უფრო, რომ ამ­დე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა უდ­გას თავ­დებ­ში. თან ისიც იცი, რომ ან­დროს და მისი მე­გობ­რე­ბის ცი­ხე­ში და­ტო­ვე­ბა მხო­ლოდ უფრო აა­ღელ­ვებს ისე­დაც საკ­მა­რის­ზე მე­ტად აღელ­ვე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას? და მა­ინც არ უშ­ვებ? რა არის ეს? უჭ­კუ­ო­ბა? ბო­რო­ტე­ბა? ცი­ნიზ­მი? სამ­წუ­ხა­როდ, კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი თვი­თონ­ვე მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად: უჭ­კუ­ო­ბაც, ცი­ნიზ­მიც, ბო­რო­ტე­ბაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა და ის, რომ ჩვენ არც ჰუ­მა­ნუ­რი სა­სა­მარ­თლო გვაქვს, არც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და რო­გორც ჩანს, უბ­რა­ლოდ არ გვაქვს სა­სა­მარ­თლო!“- წერს ვარ­სი­მაშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება უფრო ააღელვებს ისედაც აღელვებულ საზოგადოებას და მაინც არ უშვებ? რა არის ეს, უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი?" - ვარსიმაშვილი

"იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება უფრო ააღელვებს ისედაც აღელვებულ საზოგადოებას და მაინც არ უშვებ? რა არის ეს, უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი?" - ვარსიმაშვილი

მოდი, პატივი ვცეთ კანონს და დაველოდოთ სასამართლოს ჰუმანურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ანდრო [ჭიჭინაძე] სასამართლომდე რომ გამოეშვათ, რამე დაშავდებოდა? - ეს არის უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც ჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო! - ამის შესახებ „თავისუფალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

  • ვარსიმაშვილი რიტორიკულ კითხვას სვამს, რა ჰქვია სასამართლოს მხრიდან ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებას მაშინ, როდესაც იცის, რომ მას ბევრი ავტორიტეტული პიროვნება უდგას თავდებში და ამასთან, მისი და მისი მეგობრების ციხეში დატოვება, კიდევ უფრო ააღელვებს ისედაც აღელვებულ საზოგადოებას.

"კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა დაპატიმრებულს, მაგრამ ახლა ჩემს კოლეგაზე, ანდრო ჭიჭინაძეზე მინდა ვთქვა. მისალმებით ვიცნობ, არ გვიმუშავია ერთად, მაგრამ რა ცნობა უნდა, ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე რა ნათელი და სუფთა ბიჭია. კარგი, დავუშვათ, რომ სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ბრალდებული, დავუშვათ, რომ ათასობით ადამიანმა, ვინც მისი განთავისუფლება ვითხოვეთ, არ ვიცით და აი, კვალიფიციურმა სასამართლომ კი, რაღაც ისეთი იცის, რასაც მხოლოდ პროცესზე დაამტკიცებს პროკურატურა და ყველას გაგვაგებინებს. კი ბატონო, მოდი პატივი ვცეთ კანონს და დაველოდოთ სასამართლოს ჰუმანურ გადაწყვეტილებას.

მაგრამ კითხვები მაინც მაქვს: იმ ბრალდებით, იმ კვალიფიკაციით, იმ საქმით, რითაც აღიძრა და რითაც უნდა განიხილონ პროცესზე, ანდრო სასამართლომდე რომ გამოეშვათ, რამე დაშავდებოდა? გარეთ გამოსული ანდრო, იმ „ნაცემ“ პოლიციელებს ჩუმად გაურიგდებოდა და ისინი მერე იტყოდნენ პლასტმასის ბოთლი მაგან არ გვესროლაო? ანდრო სადმე მთებში გაიხიზნებოდა თუ უპასპორტოდ გადაკვეთდა საზღვარს?

მართლა მაინტერესებს, რაში სჭირდებათ მისი დაკავება? მოსამართლემაც ხომ კარგად იცის, რომ ანდრო არსად დამმალავი არაა და თავისი ნებით გამოცხადდებოდა სასამართლოზე? მით უფრო, რომ ამდენი ავტორიტეტული პიროვნება უდგას თავდებში. თან ისიც იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება მხოლოდ უფრო ააღელვებს ისედაც საკმარისზე მეტად აღელვებულ საზოგადოებას? და მაინც არ უშვებ? რა არის ეს? უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი? სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხი თვითონვე მაქვს, ყველაფერი ერთად: უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც ჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!“- წერს ვარსიმაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: