პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა 86 წლის ჩელენტანო: "უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია" - მომღერლის ფარული ცხოვრება, ცნობილი შვილები და ოჯახის გამო ნათქვამი უარი სიყვარულზე
სად გაქრა 86 წლის ჩელენტანო: "უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია" - მომღერლის ფარული ცხოვრება, ცნობილი შვილები და ოჯახის გამო ნათქვამი უარი სიყვარულზე

იტა­ლი­ა­ში ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნოს მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძახ­დნენ სტი­ლის ხატს. ხალ­ხი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო მისი უნა­რით მო­ერ­გო ყვე­ლა­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­სი ისე, რომ მა­ღა­ლი მო­დის მიმ­დე­ვარს დამ­სგავ­სე­ბო­და. მარ­თა­ლია, ეს დრო წარ­სულს ჩა­ბარ­და. 6 იან­ვარს ლე­გენ­დას 86 წელი შე­უს­რულ­და, მაგ­რამ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მუ­სი­კო­სი რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ უნა­ხავთ. ამი­ტომ წარ­მოდ­გე­ნა არა­ვის აქვს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა. მუ­სი­კო­სის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ჩე­ლენ­ტა­ნოს უკვე სამი წე­ლია მხო­ლოდ პი­ჟა­მა აც­ვია.

ბე­დის რჩე­უ­ლი

ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნო 1938 წლის 6 იან­ვარს და­ი­ბა­და, ღა­რიბ ოჯახ­ში. ის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი შვი­ლი იყო, სა­დაც მის გარ­და კი­დევ ოთხი ბავ­შვი იზ­რდე­ბო­და. დედა 44 წლის იყო შვი­ლის და­ბა­დე­ბის დროს, ქალს სა­ერ­თოდ არ სჯე­რო­და, რომ ბიჭი გა­დარ­ჩე­ბო­და, რად­გან შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად თავს მო­ხუ­ცად თვლი­და და არ სჯე­რო­და, რომ ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის გა­ჩე­ნა შე­ეძ­ლო.

თუმ­ცა, ად­რი­ა­ნომ მალე შეძ­ლო დედა სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა. აქ­ტი­უ­რი, ცო­ცხა­ლი და ცელ­ქი ბიჭი იყო, მაგ­რამ ხში­რად მში­ე­რი, რად­გან ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და. 12 წლის ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა, რომ საკ­მა­ოდ დიდი იყო მშობ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ამი­ტომ სკო­ლა­ში წას­ვლის ნაც­ვლად სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, იპო­ვა ის საქ­მე, რისი კე­თე­ბაც მოს­წონ­და. ბიჭი სა­ა­თე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­ში შე­გირ­დი რომ გახ­და.

ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნოს ბავ­შვო­ბა, დე­დას­თან ერ­თად

მუ­შა­ო­ბის გარ­და, ად­რი­ა­ნო კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის შო­უ­ებს დგამ­და, ერთ დღეს კი პა­რო­დი­ულ შო­უ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლა­ქის ვარ­სკვლა­ვად იქცა. ბიჭი ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მუ­სი­კით. უკ­რავ­და როკ ბენდში, თუმ­ცა მალე სოლო კა­რი­ე­რამ გა­ი­ტა­ცა და ძა­ლი­ან სწრა­ფად ავი­და დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე.

მარ­თა­ლია, დღე­საც ნა­ნობს, რომ მუ­სი­კის გამო სა­ა­თის შე­კე­თე­ბას თავი და­ა­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ა­თე­ბის კე­თე­ბა რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, დიდი ხნის წინ გახ­დე­ბო­და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ა­თის მწარ­მო­ე­ბე­ლი ევ­რო­პა­ში ან თუნ­დაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მას ხში­რად უწო­დებ­დნენ ბე­დის საყ­ვა­რელს და თა­ვად ჩე­ლენ­ტა­ნოს სჯე­რო­და, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა. თუმ­ცა, მხო­ლოდ თა­ვად მუ­სი­კოს­მა იცო­და, რამ­დე­ნი შრო­მა იყო ჩა­დე­ბუ­ლი მის თი­თო­ე­ულ სიმ­ღე­რა­ში. და ფილმში შეს­რუ­ლე­ბულ ყვე­ლა როლ­ში.

სა­უ­კე­თე­სო სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნომ აღი­ა­რა, რომ ბევ­რი შიში აქვს. მა­გა­ლი­თად, მას ყო­ველ­თვის ეში­ნო­და თვითმფრი­ნა­ვე­ბის, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის დროს იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მუდ­მი­ვად ეფ­რი­ნა. ასე­ვე ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნო­და იმ მო­მენ­ტის, რო­დე­საც ქა­ლებს ძვე­ლე­ბუ­რად აღარ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ. 1960-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დიდ სიყ­ვა­რულს მსა­ხი­ობ კლა­უ­დია მო­რის შეხ­ვდა, რო­მელ­საც მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და.

გო­გო­ნას იმ­დე­ნად შე­ე­შინ­და ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი მუ­სი­კო­სის ზე­წო­ლის, რომ პა­ე­მან­ზე ყვე­ლა მიწ­ვე­ვას უა­რით პა­სუ­ხობ­და. რაც უფრო აქ­ტი­უ­რი იყო ჩე­ლენ­ტა­ნო, მით უფრო ცდი­ლობ­და კლა­უ­დია მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას. ერთ დღეს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გო­გო­ნამ შემ­თხვე­ვით წყა­ლი დაღ­ვა­რა, რა­მაც მოკ­ლე ჩარ­თვა გა­მო­იწ­ვია და სა­ნა­თის გა­ტე­ხის შე­დე­გად ად­რი­ა­ნოს სახე გა­ე­კაწ­რა. გო­გო­ნას ბო­დი­შის მოხ­დამ მო­უ­წია, მაგ­რამ ჩე­ლენ­ტა­ნომ ბო­დი­ში მხო­ლოდ მას­თან პა­ე­მან­ზე წას­ვლა­ზე თან­ხმო­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღო.

რამ­დე­ნი­მე პა­ე­მანს ქა­ლის მხრი­დან არა­ფე­რი მოჰ­ყო­ლია. გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კლა­უ­დია ვნე­ბი­ა­ნი კო­ლე­გის და­ვი­წყე­ბას ცდი­ლობ­და. მაგ­რამ ჩე­ლენ­ტა­ნო ვერ ივი­წყებ­და მას. სა­ბო­ლო­ოდ სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა: კლა­უ­დია თა­ვის კონ­ცერ­ტზე და­პა­ტი­ჟა და სცე­ნი­დან სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა. დარ­ბა­ზი ბოლო ხმა­ზე ყვი­რო­და და კლა­უ­დი­ამ უცებ ად­რი­ა­ნოს სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­და. კაც­მა მი­ზანს მა­ინც მი­აღ­წია და ჯი­უ­ტი ლა­მაზ­მა­ნის გული მო­ი­გო.

წყვილ­მა 1964 წლის მარ­ტში, ღა­მით იქორ­წი­ნა, რათა პა­პა­რა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნათ. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­თვის იდე­ა­ლუ­რე­ბი ჩან­დნენ, ბრუ­ტა­ლუ­რი ჩე­ლენ­ტა­ნო და ქა­ლუ­რი მორი. თუმ­ცა, ყვე­ლა არ იზი­ა­რებ­და ამ აზრს. მუ­სი­კო­სის მე­გობ­რებს შო­რის იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც თვლი­და, რომ კლა­უ­დია ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ად­რი­ა­ნო­ზე, ერე­ო­და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში და არ ეს­მო­და მისი სა­თუ­თი სუ­ლის ყვე­ლა იმ­პულ­სი.

კლა­უ­დია მორი

ჩე­ლენ­ტა­ნოს ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მო­სა­წყე­ნი. მალე მან სა­კუ­თა­რი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო, სა­დაც ქა­ლის მთა­ვარ როლს უც­ვლე­ლად მისი მე­უღ­ლე თა­მა­შობ­და. კლა­უ­დი­ამ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სიმ­ღე­რაც კი და­ი­წყო და ასე­ვე გა­ა­ჩი­ნა სამი შვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და და­ამ­ტკი­ცა, რომ პი­ა­რის კარ­გი ნიჭი ჰქონ­და.

ჩე­ლენ­ტა­ნოს გვერ­დით მუდ­მი­ვად იყ­ვნენ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი, კლა­უ­დი­ას ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­თვის მი­ზე­ზი სულ ჰქონ­და. რო­გორც ჩანს, სწო­რედ მან მო­ი­ფიქ­რა ჩე­ლენ­ტა­ნოს სა­ვა­რა­უ­დო თვით­მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი, რო­დე­საც დრა­მის ად­გილ­ზე მი­სულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს, რო­გორ მი­ვი­და ლი­ან­დაგ­ზე მწო­ლი­ა­რე მომ­ღე­რალ­თან ერ­თგუ­ლი ცოლი და ევედ­რე­ბო­და, არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ეს სამ­ყა­რო. და ეს იყო მხო­ლოდ ერთი იმ სცე­ნი­დან, რო­მე­ლიც წყვილ­მა სა­ჯა­როდ ითა­მა­შა.

ქორ­წი­ლი

თუმ­ცა, ერთხელ კლა­უ­დია მორი სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფოთ­და რო­დე­საც ად­რი­ა­ნოს მსა­ხი­ო­ბი ორ­ნე­ლა მუტი შე­უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად ფილმში The Taming of the Shrew თა­მა­შობ­და. თუმ­ცა ცოლს ამ­ჯე­რად სცე­ნა აღარ და­უდ­გამს. მისი სი­ჩუ­მე ბევ­რად უფრო მჭევ­რმე­ტყვე­ლი იყო, ვიდ­რე სი­ტყვე­ბი. მან წა­იყ­ვა­ნა სამი შვი­ლი და ქმა­რი მი­ა­ტო­ვა, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა აერ­ჩია რა იყო მის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩე­ლენ­ტა­ნო სე­რი­ო­ზუ­ლად იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ის დარ­ჩა ოჯახ­ში და აირ­ჩია ის, ვი­საც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქალს შო­რის სა­უ­კე­თე­სოდ თვლი­და.

ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნო და ორ­ნე­ლა მუტი

სირ­თუ­ლე­ე­ბი ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში

წყვი­ლი სამი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი გახ­დნენ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის ზრდას­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი ფუჭ­დე­ბო­და. მემ­კვიდ­რე­ებს მშობ­ლე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზია ჰქონ­დათ. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­ზი­ტა თვლი­დან, რომ მშობ­ლე­ბის­გან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­ღო. ის წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე და­ი­ბა­და, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი კა­რი­ე­რა­ზე იყ­ვნენ ფო­კუ­სი­რე­ბულ­ნი და არა ოჯახ­ზე და შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ზე. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ საქ­მის გამო, სა­ერ­თოდ და­ი­ვი­წყეს ქა­ლიშ­ვი­ლი, მის მოვ­ლას ნა­თე­სა­ვებ­სა და ძი­ძებს ან­დობ­დნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერთი წლის შემ­დეგ წყვილს ვაჟი ჯა­კო­მო შე­ე­ძი­ნათ და კლა­უ­დი­ას მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია ოჯახ­თან. ჯა­კო­მოს და­ბა­დე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ ჩე­ლენ­ტა­ნოს და მო­რის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რო­ზა­ლინ­და შე­ე­ძი­ნათ.

უფ­როს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა რო­ზი­ტამ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­ი­წყო სიმ­ღე­რა, თუმ­ცა ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­დი­ო­და, რათა მა­მის ჩრდილ ქვეშ არ ყო­ფი­ლი­ყო. გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვი­და, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას და­უ­კავ­ში­რა და იტა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნი გახ­და. რო­ზი­ტა დიდი ხა­ნია ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­შია, მაგ­რამ შვი­ლე­ბი არ ჰყავს.

ჯა­კო­მო დიდ­ხანს ეძებ­და თა­ვის თავს, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში უც­ნა­უ­რი ავად­მყო­ფო­ბა აწუ­ხებ­და. ის დღეს საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია იტა­ლი­ა­ში, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნოს უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვილ­საც იც­ნობს. მარ­თა­ლია, ის სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სკან­და­ლე­ბით, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და მშობ­ლე­ბის მი­მართ ეგო­ის­ტო­ბის ბრალ­დე­ბე­ბით. წლე­ბის წინ აღი­ა­რა, რომ გეი იყო და თვით­მკვლე­ლო­ბაც სცა­და.

იტა­ლი­ის ლე­გენ­და ახლა

ამ­ჟა­მად ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნო და მისი მე­უღ­ლე თა­ვი­ანთ მდიდ­რულ ვი­ლა­ში Campesone di Galbiate-ში, ლე­კოს პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი არა­სო­დეს უშ­ვებ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტებს სახ­ლში, ამი­ტომ პრე­სას მხო­ლოდ მუ­სი­კო­სის სახ­ლის ზო­გა­დი ფო­ტო­სუ­რა­თი აქვს. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნო არა მხო­ლოდ არ ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა­მედ უარს ამ­ბობს მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზეც. იტა­ლი­ელ­მა კო­მი­კოს­მა ტეო ტე­ო­კო­ლიმ, რო­მე­ლიც ჩე­ლენ­ტა­ნოს მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რობ­და, 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში თქვა, რომ დიდი ხა­ნია არ უნა­ხავს ად­რი­ა­ნო.

სახ­ლი, სა­დაც ლე­გენ­და სი­ცო­ცხლის ბოლო წლებს ატა­რებს

ტეო ტე­ო­კო­ლი თვლის, რომ ჩე­ლენ­ტა­ნოს არ სურს სა­ჯა­რო გა­ხა­დოს ასაკ­თან და ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ჩე­ლენ­ტა­ნო­სა და მო­რის უმ­ცროს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა თქვა, რომ თა­ვად არ უნა­ხავს მამა ბოლო და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

იტა­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი დონ ბაჩი კი ვა­რა­უ­დობს, რომ ჩე­ლენ­ტა­ნოს შვი­ლებ­მაც კი, რომ მამა ნა­ხონ, ჯერ დე­დას უნდა და­უ­ნიშ­ნონ შეხ­ვედ­რა და ის გა­და­წყვეტს, რო­დის მის­ცეს მათ ნახ­ვის უფ­ლე­ბას. დონ ბა­ჩის არა­სო­დეს მოს­წონ­და კლა­უ­დია მორი და არ მა­ლავ­და მის მი­მართ მტრო­ბას. კლა­უ­დია მო­რიმ დიდი ხნის წინ გან­მარ­ტა, რომ მისი ქმა­რი და­ხუ­რულ ცხოვ­რე­ბის წესს ეწე­ვა ავად­მყო­ფო­ბის ში­შის გამო, ამი­ტომ ის იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბა უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებს.

ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნო და კლა­უ­დია მორი - ერთ-ერთი ბოლო ფოტო

რო­გო­რიც არ უნდა იყოს ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნოს გან­მარ­ტო­ე­ბის ვერ­სია, ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა: ის უარს ამ­ბობს ვინ­მეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე და ამ­ჯო­ბი­ნებს დრო­ის გა­ტა­რე­ბას მა­ღალ ღო­ბის მიღ­მა, უსაფრ­თხოდ და ექ­სკლუ­ზი­უ­რად მე­უღ­ლის გა­რე­მოც­ვა­ში, რო­მელთ ერ­თა­დაც უკვე 60 წელ­ზე მე­ტია ცხოვ­რობს.

ავტორი:

სად გაქრა 86 წლის ჩელენტანო: "უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია" - მომღერლის ფარული ცხოვრება, ცნობილი შვილები და ოჯახის გამო ნათქვამი უარი სიყვარულზე

სად გაქრა 86 წლის ჩელენტანო: "უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია" - მომღერლის ფარული ცხოვრება, ცნობილი შვილები და ოჯახის გამო ნათქვამი უარი სიყვარულზე

იტალიაში ადრიანო ჩელენტანოს მრავალი წლის განმავლობაში ეძახდნენ სტილის ხატს. ხალხი გაოცებული იყო მისი უნარით მოერგო ყველაზე ჩვეულებრივი სამოსი ისე, რომ მაღალი მოდის მიმდევარს დამსგავსებოდა. მართალია, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. 6 იანვარს ლეგენდას 86 წელი შეუსრულდა, მაგრამ თაყვანისმცემლებს მუსიკოსი რამდენიმე წელია არ უნახავთ. ამიტომ წარმოდგენა არავის აქვს, როგორ გამოიყურება ახლა. მუსიკოსის ერთ-ერთი მეგობარი ამტკიცებს, რომ ჩელენტანოს უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია.

ბედის რჩეული

ადრიანო ჩელენტანო 1938 წლის 6 იანვარს დაიბადა, ღარიბ ოჯახში. ის ყველაზე უმცროსი შვილი იყო, სადაც მის გარდა კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა. დედა 44 წლის იყო შვილის დაბადების დროს, ქალს საერთოდ არ სჯეროდა, რომ ბიჭი გადარჩებოდა, რადგან შვილის გასაჩენად თავს მოხუცად თვლიდა და არ სჯეროდა, რომ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეეძლო.

თუმცა, ადრიანომ მალე შეძლო დედა საკუთარ სიცოცხლისუნარიანობაში დაერწმუნებინა. აქტიური, ცოცხალი და ცელქი ბიჭი იყო, მაგრამ ხშირად მშიერი, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა. 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ საკმაოდ დიდი იყო მშობლების დასახმარებლად, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად სამსახური დაიწყო. რამდენიმე ადგილზე მუშაობის შემდეგ, იპოვა ის საქმე, რისი კეთებაც მოსწონდა. ბიჭი საათების სახელოსნოში შეგირდი რომ გახდა.

ადრიანო ჩელენტანოს ბავშვობა, დედასთან ერთად

მუშაობის გარდა, ადრიანო კოლეგებისა და მეგობრებისთვის შოუებს დგამდა, ერთ დღეს კი პაროდიულ შოუში გამარჯვების შემდეგ ადგილობრივი ქალაქის ვარსკვლავად იქცა. ბიჭი ასევე გატაცებული იყო მუსიკით. უკრავდა როკ ბენდში, თუმცა მალე სოლო კარიერამ გაიტაცა და ძალიან სწრაფად ავიდა დიდების მწვერვალზე.

მართალია, დღესაც ნანობს, რომ მუსიკის გამო საათის შეკეთებას თავი დაანება. დარწმუნებულია, რომ საათების კეთება რომ გაეგრძელებინა, დიდი ხნის წინ გახდებოდა ყველაზე ცნობილი საათის მწარმოებელი ევროპაში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში. მას ხშირად უწოდებდნენ ბედის საყვარელს და თავად ჩელენტანოს სჯეროდა, რომ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა. თუმცა, მხოლოდ თავად მუსიკოსმა იცოდა, რამდენი შრომა იყო ჩადებული მის თითოეულ სიმღერაში. და ფილმში შესრულებულ ყველა როლში.

საუკეთესო საუკეთესოთა შორის

ერთ-ერთ ინტერვიუში ადრიანო ჩელენტანომ აღიარა, რომ ბევრი შიში აქვს. მაგალითად, მას ყოველთვის ეშინოდა თვითმფრინავების, მაგრამ აქტიური შემოქმედებითი მუშაობის დროს იძულებული იყო მუდმივად ეფრინა. ასევე ყველაზე მეტად ეშინოდა იმ მომენტის, როდესაც ქალებს ძველებურად აღარ მოეწონებოდათ. 1960-იანი წლების დასაწყისში ის თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულს მსახიობ კლაუდია მორის შეხვდა, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა.

გოგონას იმდენად შეეშინდა ტემპერამენტიანი მუსიკოსის ზეწოლის, რომ პაემანზე ყველა მიწვევას უარით პასუხობდა. რაც უფრო აქტიური იყო ჩელენტანო, მით უფრო ცდილობდა კლაუდია მისგან თავის დაღწევას. ერთ დღეს, გადასაღებ მოედანზე გოგონამ შემთხვევით წყალი დაღვარა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია და სანათის გატეხის შედეგად ადრიანოს სახე გაეკაწრა. გოგონას ბოდიშის მოხდამ მოუწია, მაგრამ ჩელენტანომ ბოდიში მხოლოდ მასთან პაემანზე წასვლაზე თანხმობის სანაცვლოდ მიიღო.

რამდენიმე პაემანს ქალის მხრიდან არაფერი მოჰყოლია. გადაღებების დასრულების შემდეგ კლაუდია ვნებიანი კოლეგის დავიწყებას ცდილობდა. მაგრამ ჩელენტანო ვერ ივიწყებდა მას. საბოლოოდ სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა: კლაუდია თავის კონცერტზე დაპატიჟა და სცენიდან სიყვარული აუხსნა. დარბაზი ბოლო ხმაზე ყვიროდა და კლაუდიამ უცებ ადრიანოს სულ სხვა თვალით შეხედა. კაცმა მიზანს მაინც მიაღწია და ჯიუტი ლამაზმანის გული მოიგო.

წყვილმა 1964 წლის მარტში, ღამით იქორწინა, რათა პაპარაცების ყურადღება თავიდან აერიდებინათ. ისინი ერთმანეთისთვის იდეალურები ჩანდნენ, ბრუტალური ჩელენტანო და ქალური მორი. თუმცა, ყველა არ იზიარებდა ამ აზრს. მუსიკოსის მეგობრებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლიდა, რომ კლაუდია ცუდ გავლენას ახდენდა ადრიანოზე, ერეოდა მის შემოქმედებაში და არ ესმოდა მისი სათუთი სულის ყველა იმპულსი.

კლაუდია მორი

ჩელენტანოს ოჯახური ცხოვრება არასოდეს ყოფილა მოსაწყენი. მალე მან საკუთარი ფილმების გადაღება დაიწყო, სადაც ქალის მთავარ როლს უცვლელად მისი მეუღლე თამაშობდა. კლაუდიამ მეუღლესთან ერთად სიმღერაც კი დაიწყო და ასევე გააჩინა სამი შვილი. მოგვიანებით საოჯახო ბიზნესი საკუთარ თავზე აიღო და დაამტკიცა, რომ პიარის კარგი ნიჭი ჰქონდა.

ჩელენტანოს გვერდით მუდმივად იყვნენ ლამაზი ქალები, კლაუდიას ეჭვიანობისთვის მიზეზი სულ ჰქონდა. როგორც ჩანს, სწორედ მან მოიფიქრა ჩელენტანოს სავარაუდო თვითმკვლელობის ამბავი, როდესაც დრამის ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა დაინახეს, როგორ მივიდა ლიანდაგზე მწოლიარე მომღერალთან ერთგული ცოლი და ევედრებოდა, არ დაეტოვებინა ეს სამყარო. და ეს იყო მხოლოდ ერთი იმ სცენიდან, რომელიც წყვილმა საჯაროდ ითამაშა.

ქორწილი

თუმცა, ერთხელ კლაუდია მორი სერიოზულად შეშფოთდა როდესაც ადრიანოს მსახიობი ორნელა მუტი შეუყვარდა, რომელიც მასთან ერთად ფილმში The Taming of the Shrew თამაშობდა. თუმცა ცოლს ამჯერად სცენა აღარ დაუდგამს. მისი სიჩუმე ბევრად უფრო მჭევრმეტყველი იყო, ვიდრე სიტყვები. მან წაიყვანა სამი შვილი და ქმარი მიატოვა, რითაც საშუალება მისცა აერჩია რა იყო მისთვის უფრო მნიშვნელოვანი. ჩელენტანო სერიოზულად იყო შეყვარებული, მაგრამ ის დარჩა ოჯახში და აირჩია ის, ვისაც მსოფლიოს ყველა ქალს შორის საუკეთესოდ თვლიდა.

ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი

სირთულეები ოჯახურ ურთიერთობებში

წყვილი სამი შვილის ბედნიერი მშობლები გახდნენ, მაგრამ ბავშვების ზრდასთან ერთად ყველაფერი ფუჭდებოდა. მემკვიდრეებს მშობლების მიმართ პრეტენზია ჰქონდათ. უფროსი ქალიშვილი, როზიტა თვლიდან, რომ მშობლებისგან ყველაზე ნაკლები სიყვარული და ყურადღება მიიღო. ის წყვილის ქორწინებიდან ერთი წლის თავზე დაიბადა, როდესაც მსახიობები კარიერაზე იყვნენ ფოკუსირებულნი და არა ოჯახზე და შვილების აღზრდაზე. მართალია, ძალიან ცდილობდნენ, მაგრამ საქმის გამო, საერთოდ დაივიწყეს ქალიშვილი, მის მოვლას ნათესავებსა და ძიძებს ანდობდნენ. საბედნიეროდ, ერთი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი ჯაკომო შეეძინათ და კლაუდიას მეტი დროის გატარება მოუწია ოჯახთან. ჯაკომოს დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ჩელენტანოს და მორის უმცროსი ქალიშვილი როზალინდა შეეძინათ.

უფროსმა ქალიშვილმა როზიტამ ახალგაზრდობაში დაიწყო სიმღერა, თუმცა ფსევდონიმით გამოდიოდა, რათა მამის ჩრდილ ქვეშ არ ყოფილიყო. გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ პოპულარობა მოგვიანებით მოვიდა, როდესაც ცხოვრება ტელევიზიას დაუკავშირა და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი გახდა. როზიტა დიდი ხანია ბედნიერ ქორწინებაშია, მაგრამ შვილები არ ჰყავს.

ჯაკომო დიდხანს ეძებდა თავის თავს, ახალგაზრდობაში უცნაური ავადმყოფობა აწუხებდა. ის დღეს საკმაოდ ცნობილია იტალიაში, როგორც მომღერალი.

საზოგადოება ადრიანო ჩელენტანოს უმცროსი ქალიშვილსაც იცნობს. მართალია, ის საყოველთაოდ ცნობილია თავისი სკანდალებით, პროვოკაციული განცხადებებითა და მშობლების მიმართ ეგოისტობის ბრალდებებით. წლების წინ აღიარა, რომ გეი იყო და თვითმკვლელობაც სცადა.

იტალიის ლეგენდა ახლა

ამჟამად ადრიანო ჩელენტანო და მისი მეუღლე თავიანთ მდიდრულ ვილაში Campesone di Galbiate-ში, ლეკოს პროვინციაში ცხოვრობენ. ისინი არასოდეს უშვებდნენ ჟურნალისტებს სახლში, ამიტომ პრესას მხოლოდ მუსიკოსის სახლის ზოგადი ფოტოსურათი აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადრიანო ჩელენტანო არა მხოლოდ არ ჩნდება საზოგადოებაში, არამედ უარს ამბობს მეგობრებთან შეხვედრაზეც. იტალიელმა კომიკოსმა ტეო ტეოკოლიმ, რომელიც ჩელენტანოს მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა, 2024 წლის ოქტომბერში თქვა, რომ დიდი ხანია არ უნახავს ადრიანო.

სახლი, სადაც ლეგენდა სიცოცხლის ბოლო წლებს ატარებს

ტეო ტეოკოლი თვლის, რომ ჩელენტანოს არ სურს საჯარო გახადოს ასაკთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩელენტანოსა და მორის უმცროსმა ქალიშვილმა თქვა, რომ თავად არ უნახავს მამა ბოლო დაბადების დღის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.

იტალიელი მომღერალი დონ ბაჩი კი ვარაუდობს, რომ ჩელენტანოს შვილებმაც კი, რომ მამა ნახონ, ჯერ დედას უნდა დაუნიშნონ შეხვედრა და ის გადაწყვეტს, როდის მისცეს მათ ნახვის უფლებას. დონ ბაჩის არასოდეს მოსწონდა კლაუდია მორი და არ მალავდა მის მიმართ მტრობას. კლაუდია მორიმ დიდი ხნის წინ განმარტა, რომ მისი ქმარი დახურულ ცხოვრების წესს ეწევა ავადმყოფობის შიშის გამო, ამიტომ ის იშვიათად ხვდება უახლოეს ადამიანებს.

ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი - ერთ-ერთი ბოლო ფოტო

როგორიც არ უნდა იყოს ადრიანო ჩელენტანოს განმარტოების ვერსია, ფაქტი ფაქტად რჩება: ის უარს ამბობს ვინმესთან შეხვედრაზე და ამჯობინებს დროის გატარებას მაღალ ღობის მიღმა, უსაფრთხოდ და ექსკლუზიურად მეუღლის გარემოცვაში, რომელთ ერთადაც უკვე 60 წელზე მეტია ცხოვრობს.