პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასმა ასადი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა? - რა დოკუმენტებმა გაჟონა მედიაში და რა დავალება გასცა წლების წინ ბაშარის მამამ
ასმა ასადი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა? - რა დოკუმენტებმა გაჟონა მედიაში და რა დავალება გასცა წლების წინ ბაშარის მამამ

სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნი­ზარ ნი­უ­ფის გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცელ­და სი­რი­ის დაზ­ვერ­ვის ძვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც ჰა­ფეზ ასადს ასმა ასა­დის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლე­ბენ.

რა წე­რია დო­კუ­მენ­ტში

ნი­უ­ფი წერს, რომ სი­რი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰა­ფეზ ასა­დი შე­საძ­ლოა, წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლი­ყო თა­ვი­სი შვი­ლის, ბა­შარ ასა­დის, ქორ­წი­ნე­ბა­ზე ასმა ასად­თან. მსგავ­სი დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, მხო­ლოდ იქი­დან შე­იძ­ლე­ბა, რომ წყვი­ლი ჰა­ზეფ ასა­დი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ და­ქორ­წინ­და.

  • ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, აჩ­ვე­ნებს, რომ ჰა­ფეზ ასად­მა სი­რი­ის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნელს, ალი დუ­ბას, და­ა­ვა­ლა ბა­შარ ასა­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მისი ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში.

1992 წელს დუ­ბამ მოხ­სე­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა ჰა­ფეზ ასადს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ას­მას დედა, სა­ჰარ ალ-ათრი, აწყობ­და სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რებს ბა­შარ­სა და ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჯა­რე­ბის ოფიც­რებ­თან.

ამა­ვე მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ბრი­ტა­ნეთ­ში, 1992 წელს, ბა­შარ ასა­დი სა­ი­დუმ­ლოდ შეხ­ვდა ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცერს.

ბრალ­დე­ბე­ბი ასმა ასა­დი­სა წი­ნა­აღ­მდეგ

დო­კუ­მენ­ტე­ბი ასე­ვე მი­უ­თი­თებს, რომ ასმა ასა­დი ბრი­ტა­ნე­თის შიდა (MI5) და გარე (MI6) დაზ­ვერ­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის მხარ­და­ჭე­რა

მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე აღ­წე­რი­ლია, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რა ასმა ასადს ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი ელი­ზა ბო­ლე­რი „ჯი-პი მორ­გა­ნის“ ბან­კში სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბა­ში. მისი როლი მო­ი­ცავ­და აზი­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ქი­მი­ურ და ფარ­მა­ცევ­ტულ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, რაც სი­რი­ის დაზ­ვერ­ვის მი­ხედ­ვით, ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ინ­ტე­რესს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

სი­რი­ის დაზ­ვერ­ვის გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი

დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სი­რი­ის დაზ­ვერ­ვამ ჰა­ფეზ ასა­დი "ჩუ­მათ" გა­აფრ­თხი­ლა ბა­შა­რი­სა და ას­მას ლონ­დონ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლო რის­კებ­ზე.

მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბა­შა­რი და ასმა ერ­თმა­ნეთს ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდნენ. ამ შეხ­ვედ­რას ას­მას დე­დაც ეს­წრე­ბო­და. წყვი­ლის სი­ახ­ლო­ვეს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, 1992 წელს ფა­ვაზ ასა­დის სახ­ლში გა­ი­მარ­თა „ლონ­დო­ნუ­რი სა­ღა­მო“, სა­დაც ბა­შარ ასა­დიც მი­იწ­ვი­ეს. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­რი­ის შიდა პო­ლი­ტი­კა­სა და სი­რია-ის­რა­ე­ლის შე­საძ­ლო სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა­ზე სვამ­დნენ კი­თხვებს.

ამ დრო­ის­თვის დო­კუ­მენ­ტე­ბის სან­დო­ო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. თუმ­ცა, დო­კუ­მენ­ტე­ბი სი­რი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ეპი­ზო­დე­ბის ახალ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას იძ­ლე­ვა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ასმა ასადი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა? - რა დოკუმენტებმა გაჟონა მედიაში და რა დავალება გასცა წლების წინ ბაშარის მამამ

ასმა ასადი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა? - რა დოკუმენტებმა გაჟონა მედიაში და რა დავალება გასცა წლების წინ ბაშარის მამამ

სირიის ოპოზიციური ჟურნალისტის, ნიზარ ნიუფის განცხადებით, გავრცელდა სირიის დაზვერვის ძველი დოკუმენტები, სადაც ჰაფეზ ასადს ასმა ასადის შესახებ აფრთხილებენ.

რა წერია დოკუმენტში

ნიუფი წერს, რომ სირიის ყოფილი პრეზიდენტი ჰაფეზ ასადი შესაძლოა, წინააღმდეგი ყოფილიყო თავისი შვილის, ბაშარ ასადის, ქორწინებაზე ასმა ასადთან. მსგავსი დასკვნის გამოტანა, მხოლოდ იქიდან შეიძლება, რომ წყვილი ჰაზეფ ასადი სიკვდილის შემდეგ დაქორწინდა.

  • ჟურნალისტმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ ჰაფეზ ასადმა სირიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, ალი დუბას, დაავალა ბაშარ ასადის მეთვალყურეობა მისი ბრიტანეთში სწავლის პერიოდში.

1992 წელს დუბამ მოხსენება გაუგზავნა ჰაფეზ ასადს, სადაც ნათქვამია, რომ ასმას დედა, საჰარ ალ-ათრი, აწყობდა საიდუმლო შეხვედრებს ბაშარსა და ბრიტანეთის არმიის სპეცდანიშნულების ჯარების ოფიცრებთან.

ამავე მოხსენების მიხედვით, ბრიტანეთში, 1992 წელს, ბაშარ ასადი საიდუმლოდ შეხვდა ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერს.

ბრალდებები ასმა ასადისა წინააღმდეგ

დოკუმენტები ასევე მიუთითებს, რომ ასმა ასადი ბრიტანეთის შიდა (MI5) და გარე (MI6) დაზვერვასთან თანამშრომლობდა.

ბრიტანეთის დაზვერვის მხარდაჭერა

მოხსენებაში ასევე აღწერილია, თუ როგორ დაეხმარა ასმა ასადს ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი ელიზა ბოლერი „ჯი-პი მორგანის“ ბანკში სამუშაოს მიღებაში. მისი როლი მოიცავდა აზიური ინვესტიციების მონიტორინგს ქიმიურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში, რაც სირიის დაზვერვის მიხედვით, ბრიტანეთის დაზვერვის ინტერესს ემსახურებოდა.

სირიის დაზვერვის გაფრთხილებები

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სირიის დაზვერვამ ჰაფეზ ასადი "ჩუმათ" გააფრთხილა ბაშარისა და ასმას ლონდონში ურთიერთობის შესაძლო რისკებზე.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაშარი და ასმა ერთმანეთს ფეშენებელური სასტუმროს რესტორანში შეხვდნენ. ამ შეხვედრას ასმას დედაც ესწრებოდა. წყვილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლებიც.

დოკუმენტების მიხედვით, 1992 წელს ფავაზ ასადის სახლში გაიმართა „ლონდონური საღამო“, სადაც ბაშარ ასადიც მიიწვიეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც სირიის შიდა პოლიტიკასა და სირია-ისრაელის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე სვამდნენ კითხვებს.

ამ დროისთვის დოკუმენტების სანდოობა დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. თუმცა, დოკუმენტები სირიის პოლიტიკური წარსულის ნაკლებად ცნობილი ეპიზოდების ახალ ინტერპრეტაციას იძლევა.

წაიკითხეთ ასევე: