პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად" - რა თქვა ყაველაშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე?
"2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად" - რა თქვა ყაველაშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე?

2028 წლის­თვის ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის თით­ქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლის­თვის ვიქ­ნე­ბით სა­უ­კე­თე­სოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე არ­ჩე­ულ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი ელ­ჩე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის და­ხურ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი და მძლავ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

"ძვირ­ფა­სო დიპ­ლო­მა­ტე­ბო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო მი­ის­წრაფ­ვის, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი. ეს გახ­ლავთ ჩვე­ნი ხალ­ხის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ით და ისე­თი­ვე მტკი­ცეა, რო­გორც ყო­ველ­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის და ჩვენს მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის. ქვეყ­ნის რო­გორც სა­ში­ნაო ისე სა­გა­რეო კუ­თხით არა­ერთ სპე­კუ­ლა­ცი­ას­თან გვქონ­და საქ­მე და ვი­ცით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას და აზი­ა­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს. ამი­ტომ, ჩვე­ნი ვა­ლია, მსგავს სპე­კუ­ლა­ცი­ებს სი­მარ­თლე და­ვუ­პი­რის­პი­როთ. დღეს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი და მძლავ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. 2028 წლის­თვის ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის თით­ქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლის­თვის ვიქ­ნე­ბით სა­უ­კე­თე­სოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად. თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ახ­ლაც მზად არის, ნე­ბის­მი­ერ დროს და­ი­წყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ნე­ბის­მი­ერ დროს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მზად იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ გა­იხ­სნას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და და­ვი­წყოთ პრო­ცე­სი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ აქვთ მო­ლო­დი­ნი, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა გა­უ­გებ­რო­ბა აღ­მო­ი­ფხვრე­ბა და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ქარ­ტი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­თა­ნა­დოდ აი­სა­ხე­ბა.

"ისე­თი­ვე ურ­ყე­ვი და მტკი­ცეა, ასე­ვე ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, რომ გან­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა გა­უ­გებ­რო­ბა აღ­მო­ი­ფხვრე­ბა და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ქარ­ტი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სა­თა­ნა­დოდ აი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად" - რა თქვა ყაველაშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე?

"2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად" - რა თქვა ყაველაშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე?

2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართველი ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება.

"ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ საქართველო მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის. ქვეყნის როგორც საშინაო ისე საგარეო კუთხით არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ. დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლაც მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები. ნებისმიერ დროს ჩვენი ქვეყანა მზად იქნება იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გარდა ამისა, ყაველაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ მათ აქვთ მოლოდინი, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები თანამშრომლობის ყველა მიმართულებით სათანადოდ აისახება.

"ისეთივე ურყევი და მტკიცეა, ასევე ჩვენი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები. გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

იხილეთ ასევე: