სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სიტუაცია კრიტიკულია, არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით“ - ბერდია სიჭინავა
“სიტუაცია კრიტიკულია, არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით“ - ბერდია სიჭინავა

“კონ­კრე­ტუ­ლად პრე­ზი­დენ­ტი გა­მოს­ცემს თუ არა ახალ აქტს არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამას კონ­სტი­ტუ­ცია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, მე ასე ვკი­თხუ­ლობ კონ­სტი­ტუ­ცი­ას“, - ამის შე­სა­ხებ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას მო­საზ­რე­ბა შე­ა­ფა­სა, რომ­ლის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტი უნდა და­ი­თხო­ვოს და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნოს.

რო­გორც ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი ტი­პის მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ჩე­ნა არ არის სწო­რი, მათ შო­რის, “გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად დგა­ნან აქ­ცი­ა­ზე და ყო­ველ­დღი­უ­რად ელო­დე­ბი­ან სი­ახ­ლეს“.

სი­ჭი­ნა­ვა გა­მო­სა­ვალს ხე­დავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იძუ­ლე­ბა­ში, წა­ვი­დეს დათ­მო­ბა­ზე და და­ნიშ­ნოს ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

“ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მკა­ფიო პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რეთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის დაბ­რუ­ნე­ბა, ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში და არა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­უ­სავ­ლეთ­ში გაშ­ვე­ბა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი - რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა. მე არ ვფიქ­რობ, რომ ამ სპი­რალ­ში უნდა შე­ვი­დეთ. კონ­კრე­ტუ­ლად პრე­ზი­დენ­ტი გა­მოს­ცემს თუ არა ახალ აქტს არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამას კონ­სტი­ტუ­ცია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, მე ასე ვკი­თხუ­ლობ კონ­სტი­ტუ­ცი­ას. პრე­ზი­დენტს რომც გა­აჩ­ნდეს ასე­თი ტი­პის ბერ­კე­ტი, რა­ღაც აქტი გა­მოს­ცეს, რა ხდე­ბა მერე? - კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის ცეს­კო ად­გე­ბა და ახალ არ­ჩევ­ნებს ჩა­ა­ტა­რებს? ამი­ტომ, ასე­თი ტი­პის მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ჩე­ნა არ იქ­ნე­ბა სწო­რი, მათ შო­რის, გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად დგა­ნან აქ­ცი­ა­ზე და ყო­ველ­დღი­უ­რად ელო­დე­ბი­ან სი­ახ­ლეს.

ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი, პრო­ტეს­ტი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ბრძო­ლა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბის სწო­რი მარ­თვა. სწო­რედ ეს არის გა­მო­სა­ვა­ლი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­ი­ძუ­ლოთ, წა­მო­ვი­დეს დათ­მო­ბა­ზე და და­ნიშ­ნოს ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

  • მან შე­ა­ფა­სა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კრი­ტი­კუ­ლია.

“სი­ტუ­ა­ცია არის კრი­ტი­კუ­ლი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მინ­და არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი შე­ვუქ­მნა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში არი­ან, თით­ქოს 29 დე­კემ­ბრამ­დე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და სა­ერ­თო გა­მო­სა­ვალს ვი­პო­ვით.

ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არას­დროს გვიჩ­ქა­რია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიგ­ვი­ღია და მტკი­ცე პო­ზი­ცია გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბის დროს. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის ჯან­სა­ღი გზა არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ კარ­გად უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მსგავ­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­უ­ცია ეუთო/ოდირს სხვა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­გა­ლი­თად 2021 წელს, მაგ­რამ “ოც­ნე­ბამ“ ბევ­რად უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ტა­რა არ­ჩევ­ნე­ბი. ნე­ბის­მი­ე­რი რე­კო­მენ­და­ცია, ან ევ­რო­კავ­ში­რის, ან ეუთო/ოდი­რის, ან სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, “ოც­ნე­ბის“ თავ­ზე მგლის სა­ხა­რე­ბის კი­თხვას ჰგავს.

რო­დე­საც ახალ არ­ჩევ­ნებს ვი­თხოვთ, ძა­ლი­ან მკა­ფიო უნდა იყოს ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ამას მკა­ფი­ოდ უს­ვამს ხაზს: თუ დე­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ გვე­ყო­ლე­ბა, მათ შო­რის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია ცეს­კო­ში, ასე­ვე სუს-ში, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხურ­ში, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში, ახა­ლი ტი­პის არ­ჩევ­ნებს ვერ მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და სი­ჭი­ნა­ვამ.

ავტორი:

“სიტუაცია კრიტიკულია, არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით“ - ბერდია სიჭინავა

“სიტუაცია კრიტიკულია, არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით“ - ბერდია სიჭინავა

“კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

როგორც ბერდია სიჭინავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, მსგავსი ტიპის მოლოდინების გაჩენა არ არის სწორი, მათ შორის, “გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციაზე და ყოველდღიურად ელოდებიან სიახლეს“.

სიჭინავა გამოსავალს ხედავს ხელისუფლების იძულებაში, წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენი მიზანია, პოლიტიკური პროცესის დაბრუნება, ქვეყნის დაბრუნება ხელისუფლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში და არა კონსტიტუციურ მოუსავლეთში გაშვება.

კონსტიტუციით არის მოწესრიგებული კონკრეტული მექანიზმი - რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მთავრობის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ სპირალში უნდა შევიდეთ. კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას. პრეზიდენტს რომც გააჩნდეს ასეთი ტიპის ბერკეტი, რაღაც აქტი გამოსცეს, რა ხდება მერე? - კალანდარიშვილის ცესკო ადგება და ახალ არჩევნებს ჩაატარებს? ამიტომ, ასეთი ტიპის მოლოდინების გაჩენა არ იქნება სწორი, მათ შორის, გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციაზე და ყოველდღიურად ელოდებიან სიახლეს.

ეს არის გრძელვადიანი, პროტესტი გრძელვადიანი ბრძოლა, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული მოქმედებები და მოლოდინების სწორი მართვა. სწორედ ეს არის გამოსავალი, რომ ხელისუფლებას ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

  • მან შეაფასა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და აღნიშნა, რომ ვითარება ქვეყანაში კრიტიკულია.

“სიტუაცია არის კრიტიკული, თუმცა საზოგადოებას არ მინდა არასწორი მოლოდინები შევუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან, თითქოს 29 დეკემბრამდე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და საერთო გამოსავალს ვიპოვით.

ჩვენს პოლიტიკურ ძალას არასდროს გვიჩქარია, გადაწყვეტილებები ყოველთვის თანმიმდევრულად მიგვიღია და მტკიცე პოზიცია გვაქვს შეხვედრების დროს. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ჯანსაღი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება.

არჩევნების ჩატარება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი რეკომენდაციები გაუცია ეუთო/ოდირს სხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგალითად 2021 წელს, მაგრამ “ოცნებამ“ ბევრად უფრო გაუარესებულ პირობებში ჩაატარა არჩევნები. ნებისმიერი რეკომენდაცია, ან ევროკავშირის, ან ეუთო/ოდირის, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, “ოცნების“ თავზე მგლის სახარების კითხვას ჰგავს.

როდესაც ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ძალიან მკაფიო უნდა იყოს ჩვენი გზავნილი. ჩვენი პოლიტიკური ძალა ამას მკაფიოდ უსვამს ხაზს: თუ დეპოლიტიზირებული სახელმწიფო ინსტიტუტები არ გვეყოლება, მათ შორის ახალი ადმინისტრაცია ცესკოში, ასევე სუს-ში, ანტიკორუფციული სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ახალი ტიპის არჩევნებს ვერ მივიღებთ“, - განაცხადა სიჭინავამ.