პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობით დასრულებული ჩხუბი და კადრები ადგილიდან: რა მოხდა ვარკეთილში და რას ჰყვება მოკლულის დეიდაშვილი - "ვიცი, რომ დანაშაული ერთს არ ჩაუდენია"
მკვლელობით დასრულებული ჩხუბი და კადრები ადგილიდან: რა მოხდა ვარკეთილში და რას ჰყვება მოკლულის დეიდაშვილი - "ვიცი, რომ დანაშაული ერთს არ ჩაუდენია"

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი 21 დე­კემ­ბერს ვარ­კე­თილ­ში სა­ღა­მო ხანს მოხ­და. ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, მათ­გან ერთი ახალ­გაზ­რდა, დე­დი­სერ­თა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავ­თა­რა­ძე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ დრომ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მი­შოს მამა, ბესო ქავ­თა­რა­ძე, რო­მე­ლიც ეზო­ში მო­ჩხუბ­რე­ბის გა­საშ­ვე­ლებ­ლად ჩა­ვი­და, მას სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა კი­დევ ორი დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა, ისი­ნი მი­შოს მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი არი­ან.

რა გახ­და სის­ხლისღვრის მი­ზე­ზი და რა­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია, გა­მო­ძი­ე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბი ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბას უამ­ბო­ბენ რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ამ­დე. და­ნა­შა­უ­ლი მათ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მოხ­და და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­კი­თხეს საქ­მის ირ­გვლივ არა­ერ­თი პირი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ვრცელ­დე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ანი ფა­ცა­ცია, მიშო ქავ­თა­რა­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლი:

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თვის, ჭი­რი­სუფ­ლის­თვის ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან მი­ჭირს, რად­გან მიშო არ გვყავს, მაგ­რამ იმ­დე­ნად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­დავ­წყვი­ტე სი­მარ­თლე ვთქვა. მკვლე­ლო­ბა 21 დე­კემ­ბერს მოხ­და. ბი­ჭე­ბი გა­სარ­თო­ბად უბან­ში იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. კერ­ძოდ, მი­შოს კორ­პუ­სის უკა­ნა მხა­რეს იყ­ვნენ. იქ იყო ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი მიშო და მისი სა­მე­გობ­რო. ამ დროს გა­მოჩ­დნენ ვი­ღა­ცე­ბი, რამ­დე­ნი­მე პირი, უბ­ნის ბი­ჭე­ბი ეგო­ნათ და თურ­მე მი­შომ და­უ­ძა­ხა, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ და აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ეს ფაქ­ტი ნახა აივ­ნი­დან ბი­ძა­ჩემ­მა, ბესო ქავ­თა­რა­ძემ, ჩოჩ­ქოლ­ზე ჩა­მო­ვი­და ის ბი­ნი­დან ქვე­ვით, ეზო­ში.

თით­ქოს იმ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე ხან­ში ისევ უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან ეს ბი­ჭე­ბი. ამ ფაქტს კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მი­შოს მე­გო­ბა­რი, ვინც მან­ქა­ნას აყე­ნებ­და იქვე და იმ მო­მენ­ტში სა­ჭეს­თან იჯდა. ის ამ­ბობს, მან­ქა­ნას ვას­წო­რებ­დი, ამი­ტომ ერთ მო­მენ­ტში გა­ვი­ხე­დე და ვხე­დავ ოთხი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლიო. ბი­ძა­ჩე­მი, რო­მე­ლიც გა­საშ­ვე­ლებ­ლად ჩა­ვი­და, ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი მიშო და მისი ორი ძმა­კა­ცი, მათ შო­რის ერთი მისი მეჯ­ვა­რე დაჭ­რეს. ერ­თმა­ნეთ­ზე იყ­ვნენ გა­და­ფა­რე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ და­ნით ჩე­ხავ­დნე­ნენ. ყვე­ლა­ზე მეტი ჭრი­ლო­ბა ბი­ძა­ჩემს მი­ა­ყე­ნეს, ჩემს ბი­ძაშ­ვილს გვერ­დუ­ლად აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ ე.წ "შტი­რით" და ფილ­ტვი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ბი­ძა­ჩე­მი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ი­წე­რა თით­ქოს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ე არ არის სი­მარ­თლე, ექი­მე­ბი გვაძ­ლე­ვენ იმედს რომ გა­დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა ჯერ ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა. დაჭ­რი­ლი ორი ახალ­გაზ­რდა კი პა­ლა­ტებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი. მათ­გან ერთი მი­შოს მეჯ­ვა­რეა, რატი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

მკვლელობით დასრულებული ჩხუბი და კადრები ადგილიდან: რა მოხდა ვარკეთილში და რას ჰყვება მოკლულის დეიდაშვილი - "ვიცი, რომ დანაშაული ერთს არ ჩაუდენია"

მკვლელობით დასრულებული ჩხუბი და კადრები ადგილიდან: რა მოხდა ვარკეთილში და რას ჰყვება მოკლულის დეიდაშვილი - "ვიცი, რომ დანაშაული ერთს არ ჩაუდენია"

უმძიმესი დანაშაული 21 დეკემბერს ვარკეთილში საღამო ხანს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა.

ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიშოს მამა, ბესო ქავთარაძე, რომელიც ეზოში მოჩხუბრების გასაშველებლად ჩავიდა, მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. კლინიკაში იმყოფება კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდა, ისინი მიშოს მეგობრები და მეზობლები არიან.

რა გახდა სისხლისღვრის მიზეზი და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, გამოძიებით გახდება ცნობილი. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ბიჭები ალბათ გამოძიებას უამბობენ რატომ მივიდა საქმე ამხელა ტრაგედიამდე. დანაშაული მათ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა და სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს საქმის ირგვლივ არაერთი პირი. სამართალდამცავებმა მომხდარზე, ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ვრცელდება სათვალთვალო კამერის კადრები, რომელიც ტრაგედიის ადგილზეა გადაღებული.

ანი ფაცაცია, მიშო ქავთარაძის დეიდაშვილი:

- ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია ჩემთვის, ჭირისუფლისთვის ამ თემაზე საუბარი, ძალიან მიჭირს, რადგან მიშო არ გვყავს, მაგრამ იმდენად არასწორი ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში, გადავწყვიტე სიმართლე ვთქვა. მკვლელობა 21 დეკემბერს მოხდა. ბიჭები გასართობად უბანში იყვნენ ჩასულები. კერძოდ, მიშოს კორპუსის უკანა მხარეს იყვნენ. იქ იყო ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი სამეგობრო. ამ დროს გამოჩდნენ ვიღაცები, რამდენიმე პირი, უბნის ბიჭები ეგონათ და თურმე მიშომ დაუძახა, ისინი მოვიდნენ და აგრესიული ტონით დაიწყეს საუბარი. ამას მოჰყვა შელაპარაკება, ეს ფაქტი ნახა აივნიდან ბიძაჩემმა, ბესო ქავთარაძემ, ჩოჩქოლზე ჩამოვიდა ის ბინიდან ქვევით, ეზოში.

თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნებულან ეს ბიჭები. ამ ფაქტს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს, მიშოს მეგობარი, ვინც მანქანას აყენებდა იქვე და იმ მომენტში საჭესთან იჯდა. ის ამბობს, მანქანას ვასწორებდი, ამიტომ ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ ოთხი ადამიანი ერთმანეთზე იყო გადაფარებულიო. ბიძაჩემი, რომელიც გასაშველებლად ჩავიდა, ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი ორი ძმაკაცი, მათ შორის ერთი მისი მეჯვარე დაჭრეს. ერთმანეთზე იყვნენ გადაფარებული, იმიტომ რომ დანით ჩეხავდნენენ. ყველაზე მეტი ჭრილობა ბიძაჩემს მიაყენეს, ჩემს ბიძაშვილს გვერდულად აქვს ჭრილობა მიყენებული, სავარაუდოდ ე.წ "შტირით" და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. ბიძაჩემი უმძიმეს მდგომარეობაშია, სოციალურ ქსელებში დაიწერა თითქოს გარდაიცვალა, მაგრამ ე არ არის სიმართლე, ექიმები გვაძლევენ იმედს რომ გადარჩება, თუმცა ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება. დაჭრილი ორი ახალგაზრდა კი პალატებში არიან გადაყვანილები. მათგან ერთი მიშოს მეჯვარეა, რატი...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: