პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ლოზუნგით - “ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” მარშს მართავენ
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ლოზუნგით - “ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” მარშს მართავენ

“ჩვენ ვი­ცავთ სი­ცო­ცხლეს!” - ამ ლო­ზუნ­გით “რუს­თა­ვე­ლის მეტ­რო­დან” პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მარშს მარ­თა­ვენ.

მარ­შის და­წყე­ბამ­დე შეკ­რე­ბი­ლებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს პე­ტი­ცი­ას, რომ­ლი­თაც ითხო­ვენ აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მე­ბის: გი­ორ­გი ახო­ბა­ძი­სა და ირაკ­ლი ქე­რაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

რო­გორც კლი­ნი­კა “ პირ­ვე­ლის” ექიმ­მა, ბელა მეტ­რე­ველ­მა მიმ­დი­ნა­რე მარ­შზე გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს ხალ­ხის ხმის გა­გო­ნე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მალე მიხ­ვდე­ბა, რომ “ირ­გვლივ ხალ­ხი შე­მო­ე­ცა­ლა”.

“ძალა ერ­თო­ბა­შია! ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე გული სტკი­ვა გა­მო­დის რუს­თა­ველ­ზე და თა­ვის ხმას, თა­ვის ნა­ბიჯს დგამს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე. მე ვარ სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი, მე მი­ნა­ხავს სიკ­ვდი­ლის ძა­ლი­ან დიდი კონ­ვე­ი­ე­რი, მაგ­რამ რაც ჩვენ ვნა­ხეთ რუს­თა­ველ­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი პო­ლი­ცია ადა­მი­ა­ნებს მხე­ცუ­რად უს­წორ­დე­ბო­და - პა­ტა­რა ბი­ჭებს, გუ­ლან­თე­ბულ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ამოძ­რა­ვებთ, რომ­ლებ­საც არ უნ­დო­დათ რუ­სეთ­ში უკან წას­ვლა, რომ­ლებ­საც უნდა ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აქ არ მო­ვი­დეთ?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ ვი­ყოთ ირაკ­ლი­სა და გი­ორ­გის გვერ­დით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ნა­ცე­მი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბი ცი­ხე­ში ჩას­ვან?! რისი გუ­ლის­თვის? იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვართ?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს ხალ­ხის ხმა გა­ი­გო­ნოს. ის მიხ­ვდე­ბა, რომ ირ­გვლივ ხალ­ხი შე­მო­ე­ცა­ლა. ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც მათ ხმას აძ­ლევ­დნენ, თან­და­თან შე­მო­ე­ცალ­ნენ”,- გა­ნა­ცხა­და ბელა მეტ­რე­ველ­მა.

აქ­ცი­ა­ზეა ალექ­სან­დრე კუ­ზა­ნო­ვიც, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ "თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის ბედი ახლა წყდე­ბა".

"მშვი­დო­ბი­ა­ნად ვცდი­ლობთ მი­ვაღ­წი­ოთ იმ სი­მარ­თლეს, რო­მე­ლიც ჩვენ გვე­კუთ­ვნის", - აცხა­დებს ალექ­სან­დრე კუ­ზა­ნო­ვი და იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრძო­ლა ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პაა. ამის გა­რე­შე წინსვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ბავ­შვე­ბის მო­მა­ვა­ლი დღეს წყდე­ბა. უნდა ვიდ­გეთ და ვი­ა­როთ წინ. უნდა შე­ვებ­რძო­ლოთ ბო­ლომ­დე. მთლი­ა­ნად ერი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია. მშვი­დო­ბი­ა­ნად ვცდი­ლობთ მი­ვაღ­წი­ოთ იმ სი­მარ­თლეს, რო­მე­ლიც ჩვენ გვე­კუთ­ვნის", - ამ­ბობს ალექ­სან­დრე კუ­ზა­ნო­ვი.

ცნო­ბის­თვის, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 28 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს.

00:00 / 00:00
ავტორი:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ლოზუნგით - “ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” მარშს მართავენ

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ლოზუნგით - “ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” მარშს მართავენ

“ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” - ამ ლოზუნგით “რუსთაველის მეტროდან” პარლამენტის მიმართულებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მარშს მართავენ.

მარშის დაწყებამდე შეკრებილებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლითაც ითხოვენ აქციების დროს დაკავებული ექიმების: გიორგი ახობაძისა და ირაკლი ქერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

როგორც კლინიკა “ პირველის” ექიმმა, ბელა მეტრეველმა მიმდინარე მარშზე განაცხადა, ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ხმის გაგონება.

მისივე თქმით, ხელისუფლება მალე მიხვდება, რომ “ირგვლივ ხალხი შემოეცალა”.

“ძალა ერთობაშია! ყველა სპეციალობის ადამიანი, ვისაც საქართველოზე, თავის სამშობლოზე გული სტკივა გამოდის რუსთაველზე და თავის ხმას, თავის ნაბიჯს დგამს რუსთაველის გამზირზე. მე ვარ სამედიცინო სამსახურის თადარიგის ოფიცერი, მე მინახავს სიკვდილის ძალიან დიდი კონვეიერი, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, როდესაც ჩვენი პოლიცია ადამიანებს მხეცურად უსწორდებოდა - პატარა ბიჭებს, გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს სიყვარული ამოძრავებთ, რომლებსაც არ უნდოდათ რუსეთში უკან წასვლა, რომლებსაც უნდა ევროპული ინტეგრაცია - როგორ შეიძლება აქ არ მოვიდეთ?! როგორ შეიძლება არ ვიყოთ ირაკლისა და გიორგის გვერდით, როგორ შეიძლება ნაცემი და გაუბედურებული ექიმები ციხეში ჩასვან?! რისი გულისთვის? იმიტომ, რომ საქართველო უყვართ?

ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ხმა გაიგონოს. ის მიხვდება, რომ ირგვლივ ხალხი შემოეცალა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც მათ ხმას აძლევდნენ, თანდათან შემოეცალნენ”,- განაცხადა ბელა მეტრეველმა.

აქციაზეა ალექსანდრე კუზანოვიც, რომელიც ამბობს, რომ "თითოეული ქართველის ბედი ახლა წყდება".

"მშვიდობიანად ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის", - აცხადებს ალექსანდრე კუზანოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

ჩვენი მომავალი ევროპაა. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ბავშვების მომავალი დღეს წყდება. უნდა ვიდგეთ და ვიაროთ წინ. უნდა შევებრძოლოთ ბოლომდე. მთლიანად ერი გაერთიანებულია. მშვიდობიანად ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის", - ამბობს ალექსანდრე კუზანოვი.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.