პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს
"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე­ზე რუ­სუ­ლი მე­დია ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მისი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა. "ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც ჯაზ-პან­კის სიმ­ბო­ლოდ იქცა" - ასე უწო­დე­ბენ თე­ო­ნას მე­დი­ა­ში. ქა­ლის, რომ­ლის კა­რი­ე­რაც მე­ზო­ბელ რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და, რა­საც ვერ ვი­ტყვით მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც დრა­მა არ დაჰკლე­ბია.

თე­ო­ნა თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, მისი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუ­სი­კას­თან: ბა­ბუა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და, დედა მღე­რო­და. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კონ­ტრი­ძემ სწავ­ლა გნე­სი­ნის სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად დი­რი­ჟო­რო­ბა სურ­და, სა­ბო­ლო­ოდ პოპ-ჯა­ზის ვო­კა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა აირ­ჩია.

სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობ­და, რაც მის­თვის არც ისე მარ­ტი­ვი იყო. ღა­მით სკო­ლის სარ­დაფ­ში მდე­ბა­რე ჯა­ზის კა­ფე­ში მღე­რო­და, დი­ლით კი სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­დი­ო­და.

1999 წლის­თვის თე­ო­ნას უკვე თა­ვი­სი ჯაზ-კვარ­ტე­ტი Teona Kontridze & Band ჰქონ­და, რო­მე­ლიც გა­მო­დი­ო­და კლუ­ბებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. მისი ნიჭი მხო­ლოდ მუ­სი­კით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. კონ­ტრი­ძემ ბედი კი­ნო­შიც სცა­და. 2014 წელს კი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს წამ­ყვა­ნი გახ­და.

და­უ­გეგ­მა­ვი ბავ­შვი

2003 წელს თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ნი­კო­ლაი კლო­პოვს შეხ­ვდა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თარ­და. შეყ­ვა­რე­ბულ­მა ნი­კო­ლა­იმ არა­ერ­თხელ სთხო­ვა ქალს და­ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ თე­ო­ნა უარ­ზე იყო, სურ­და მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა და ენერ­გია კა­რი­ე­რა­ზე და­ე­ხარ­ჯა. მალე ბედ­მა „ვარ­სკვლა­ვე­ბის ფაბ­რი­კის“ მო­ნა­წი­ლეს იური ტი­ტოვს შე­ახ­ვედ­რა. მათ შო­რის ნამ­დვი­ლი ვნე­ბა გაჩ­ნდა, ბიჭი მას­ზე 7 წლით უმ­ცრო­სი იყო. მალე თე­ო­ნა ნი­კო­ლა­ის სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­და. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი ეჭვი შე­ე­პა­რა, რომ ორ­სუ­ლად იყო.

კონ­ტრი­ძე შოკ­ში იყო, ბავ­შვი და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლა. მომ­ღე­რალ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ოთხი ტეს­ტი გა­ი­კე­თა და ყვე­ლა და­დე­ბი­თი იყო. პირ­ვე­ლად მე­გობ­რებს და­უ­რე­კა, შემ­დეგ კი გა­და­წყვი­ტა ეს ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის ნი­კო­ლა­ის­თის ეთ­ქვა.

"ის ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. ვუ­თხა­რი, რომ იდი­ო­ტი იყო და ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე“, - იხ­სე­ნებ­და თე­ო­ნა.

  • ტი­ტო­ვი თა­ვის კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რობ­და და მისი აზ­რით და­ო­ჯა­ხე­ბა ხელს შე­უშ­ლი­და ამ­ბი­ცი­ურ გეგ­მებ­ში. ახ­ლა­ხან მომ­ღე­რალ­მა მე­დი­ას­თან აღი­ა­რა, რომ შვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ ნახა.

თე­ო­ნა მარ­ტო არ დარ­ჩე­ნი­ლა. ნი­კო­ლაი კლო­პო­ვი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­ტო­ვე­ბას არ აპი­რებ­და და ყო­ველ­თვის მის გვერ­დით იყო. ქა­ლიშ­ვი­ლის რედი-მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, თე­ო­ნა და ნი­კო­ლაი და­ქორ­წინ­დნენ. ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში წყვილს სა­ერ­თო ვაჟი გი­ორ­გი შე­ე­ძი­ნათ. ნი­კო­ლაი ზრუ­ნავ­და ბავ­შვებ­ზე, რო­დე­საც თე­ო­ნა გას­ტრო­ლებ­ზე მი­დი­ო­და და ყო­ველ­თვის გვერ­დში ედგა რთულ მო­მენ­ტებ­ში.

ქა­ლიშ­ვი­ლის პრობ­ლე­მე­ბი

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თე­ო­ნას ქა­ლიშ­ვილ­მა, რედი-მა­რი­ამ­მა, რო­მე­ლიც სა­ოც­რად ჰგავს იუ­რის, არ იცო­და ვინ იყო მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა. რო­დე­საც სი­მარ­თლე გა­ი­გო მისი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი არ გა­მო­უთ­ქვამს.

"სი­ტუ­ა­ცია ად­ვი­ლი არ არის, ეს არის ცხოვ­რე­ბა. ხუმ­რო­ბა ხომ არ არის 16 წლის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი. იქ არის მისი ოჯა­ხი, იქ არის მამა. მე კი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი ვარ“, - თქვა ტი­ტოვ­მა მე­დი­ას­თან.

ცოტა ხნის წინ 47 წლის მომ­ღე­რალ­მა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ სა­კუ­თარ ბლოგ­ზე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი 16 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი რედი-მა­რი­ა­მი ერთ-ერთ გა­რეკ­ლა­მე­ბულ წო­ნა­ში და­საკ­ლებ ინი­ექ­ცი­ას 14 წლი­დან იკე­თებ­და. თე­ო­ნას თქმით, წა­მა­ლი მო­ზარდს კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და­უ­ნიშ­ნა და ის, რო­გორც დედა, ეჭ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­თან­ხმდა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სი­ტუ­ა­ცი­ას "სას­ტი­კი სირ­ცხვი­ლი" უწო­და.

გარ­და ამი­სა, რეკ­ლა­მი­რე­ბულ­მა წა­მალ­მა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია დეპ­რე­სია.

  • "არ ვჭამ, არ ვსვამ, არა­ფე­რი მი­ხა­რია, არ მინ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გას­ვლა, არ გინ­დათ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა", - შეს­ჩივ­ლა დე­დას რედი-მა­რი­ამ­მა. თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ აღი­ა­რა, რომ შვი­ლის ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ახლა მას და­ნა­შა­უ­ლის სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა აწუ­ხებს.

16 წლის ასაკ­ში რედი-მა­რი­ა­მი სე­რი­ო­ზუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. მან რამ­დე­ნი­მე თვე­ში 23 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო, რა­მაც ორ­გა­ნიზ­მზე და ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

"მე ვიცი, რომ ეს ვი­დეო ბევრ კრი­ტი­კას გა­მო­იწ­ვევს და ყვე­ლა „ყვე­ლაფ­რის­მცოდ­ნე“ გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ეს უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა... დიდი ხა­ნია ვგეგ­მავ­დით ამის ჩა­წე­რას.

ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი 14 წლის ასაკ­ში იკე­თებ­და ოზემ­პი­კის ინი­ექ­ცი­ებს, და ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ ამ სას­ტიკ ქმე­დე­ბას დავ­თან­ხმდი. მა­შინ არა­ფე­რი ვი­ცო­დი ამ პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ის კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ახლო მე­გობ­რებ­მა გვირ­ჩი­ეს.

და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა მა­წუ­ხებს, მაგ­რამ ეს უკვე მოხ­და და, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, დას­რულ­და. იქ­ნებ ამ ვი­დე­ომ მა­ინც და­არ­წმუ­ნოს თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ არ მი­ი­ღოს ეს წა­მა­ლი... იქ­ნებ ერთი მო­ზარ­დი მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნოთ... ან არა მარ­ტო მო­ზარ­დი.

ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბა ისე­თი­ვე სა­ში­ში არ არის, რო­გორც ამას ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრობ­ლე­მას სხვა გზე­ბი­თაც გა­უმკლავ­დეთ. ნუ ეძებთ მარ­ტივ გა­მო­სა­ვალს, ის შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდეს!

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს

"ვნანობ, რომ ჩემი შვილისთვის "ოზემპიკის" გაკეთებას დავთანხმდი, არაფერი ვიცოდი ამ "სასტიკ პრეპარატზე" - რა შეემთხვა თეონა კონტრიძის ქალიშვილს

თეონა კონტრიძეზე რუსული მედია ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მისი განვლილი ცხოვრების სირთულეებზე გვიყვება. "ქართველი მომღერალი, რომლის სახელიც ჯაზ-პანკის სიმბოლოდ იქცა" - ასე უწოდებენ თეონას მედიაში. ქალის, რომლის კარიერაც მეზობელ რუსეთში წარმატებით განვითარდა, რასაც ვერ ვიტყვით მის პირად ცხოვრებაზე, რომელსაც დრამა არ დაჰკლებია.

თეონა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მისი ოჯახი ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან: ბაბუა ფორტეპიანოზე უკრავდა, დედა მღეროდა. სკოლის დასრულების შემდეგ კონტრიძემ სწავლა გნესინის სკოლაში გააგრძელა. თავდაპირველად დირიჟორობა სურდა, საბოლოოდ პოპ-ჯაზის ვოკალის მიმართულება აირჩია.

სწავლის პერიოდში მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობდა, რაც მისთვის არც ისე მარტივი იყო. ღამით სკოლის სარდაფში მდებარე ჯაზის კაფეში მღეროდა, დილით კი სასწავლებელში მიდიოდა.

1999 წლისთვის თეონას უკვე თავისი ჯაზ-კვარტეტი Teona Kontridze & Band ჰქონდა, რომელიც გამოდიოდა კლუბებსა და რესტორნებში. მისი ნიჭი მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლებოდა. კონტრიძემ ბედი კინოშიც სცადა. 2014 წელს კი კულინარიული შოუს წამყვანი გახდა.

დაუგეგმავი ბავშვი

2003 წელს თეონა კონტრიძე ნიკოლაი კლოპოვს შეხვდა. მათი ურთიერთობა არასტაბილურად განვითარდა. შეყვარებულმა ნიკოლაიმ არაერთხელ სთხოვა ქალს დაქორწინება, მაგრამ თეონა უარზე იყო, სურდა მთელი ყურადღება და ენერგია კარიერაზე დაეხარჯა. მალე ბედმა „ვარსკვლავების ფაბრიკის“ მონაწილეს იური ტიტოვს შეახვედრა. მათ შორის ნამდვილი ვნება გაჩნდა, ბიჭი მასზე 7 წლით უმცროსი იყო. მალე თეონა ნიკოლაის საბოლოოდ დაშორდა. მცირე ხნის შემდეგ კი ეჭვი შეეპარა, რომ ორსულად იყო.

კონტრიძე შოკში იყო, ბავშვი დაგეგმილი არ ყოფილა. მომღერალმა სხვადასხვა სახეობის ოთხი ტესტი გაიკეთა და ყველა დადებითი იყო. პირველად მეგობრებს დაურეკა, შემდეგ კი გადაწყვიტა ეს ამბავი ყოფილი შეყვარებულისთვის ნიკოლაისთის ეთქვა.

"ის ძალიან შეწუხებული იყო. ვუთხარი, რომ იდიოტი იყო და ტელეფონი გავთიშე“, - იხსენებდა თეონა.

  • ტიტოვი თავის კარიერაზე ფიქრობდა და მისი აზრით დაოჯახება ხელს შეუშლიდა ამბიციურ გეგმებში. ახლახან მომღერალმა მედიასთან აღიარა, რომ შვილი ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ნახა.

თეონა მარტო არ დარჩენილა. ნიკოლაი კლოპოვი საყვარელი ადამიანის მიტოვებას არ აპირებდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. ქალიშვილის რედი-მარიამის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, თეონა და ნიკოლაი დაქორწინდნენ. ამ ქორწინებაში წყვილს საერთო ვაჟი გიორგი შეეძინათ. ნიკოლაი ზრუნავდა ბავშვებზე, როდესაც თეონა გასტროლებზე მიდიოდა და ყოველთვის გვერდში ედგა რთულ მომენტებში.

ქალიშვილის პრობლემები

დიდი ხნის განმავლობაში, თეონას ქალიშვილმა, რედი-მარიამმა, რომელიც საოცრად ჰგავს იურის, არ იცოდა ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა. როდესაც სიმართლე გაიგო მისი გაცნობის სურვილი არ გამოუთქვამს.

"სიტუაცია ადვილი არ არის, ეს არის ცხოვრება. ხუმრობა ხომ არ არის 16 წლის მანძილზე ორჯერ ვნახეთ ერთმანეთი. იქ არის მისი ოჯახი, იქ არის მამა. მე კი ბიოლოგიური მშობელი ვარ“, - თქვა ტიტოვმა მედიასთან.

ცოტა ხნის წინ 47 წლის მომღერალმა თეონა კონტრიძემ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი 16 წლის ქალიშვილი რედი-მარიამი ერთ-ერთ გარეკლამებულ წონაში დასაკლებ ინიექციას 14 წლიდან იკეთებდა. თეონას თქმით, წამალი მოზარდს კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დაუნიშნა და ის, როგორც დედა, ეჭვების მიუხედავად, დათანხმდა და მოგვიანებით ამ სიტუაციას "სასტიკი სირცხვილი" უწოდა.

გარდა ამისა, რეკლამირებულმა წამალმა გავლენა მოახდინა მის ემოციურ მდგომარეობაზე, რამაც გამოიწვია დეპრესია.

  • "არ ვჭამ, არ ვსვამ, არაფერი მიხარია, არ მინდა მეგობრებთან ერთად გასვლა, არ გინდათ ზღვაში ბანაობა", - შესჩივლა დედას რედი-მარიამმა. თეონა კონტრიძემ აღიარა, რომ შვილის ამ მდგომარეობის გამო, ახლა მას დანაშაულის საშინელი გრძნობა აწუხებს.

16 წლის ასაკში რედი-მარიამი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მან რამდენიმე თვეში 23 კილოგრამი დაიკლო, რამაც ორგანიზმზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა.

"მე ვიცი, რომ ეს ვიდეო ბევრ კრიტიკას გამოიწვევს და ყველა „ყველაფრისმცოდნე“ გამოეხმაურება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა... დიდი ხანია ვგეგმავდით ამის ჩაწერას.

ჩემი საყვარელი ქალიშვილი 14 წლის ასაკში იკეთებდა ოზემპიკის ინიექციებს, და ძალიან ვნანობ, რომ ამ სასტიკ ქმედებას დავთანხმდი. მაშინ არაფერი ვიცოდი ამ პრეპარატის შესახებ, ის კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დანიშნა, რომელიც ახლო მეგობრებმა გვირჩიეს.

დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, მაგრამ ეს უკვე მოხდა და, ღმერთის წყალობით, დასრულდა. იქნებ ამ ვიდეომ მაინც დაარწმუნოს თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ მიიღოს ეს წამალი... იქნებ ერთი მოზარდი მაინც გადავარჩინოთ... ან არა მარტო მოზარდი.

ინსულინრეზისტენტობა ისეთივე საშიში არ არის, როგორც ამას ექიმები ამბობენ. შესაძლებელია, პრობლემას სხვა გზებითაც გაუმკლავდეთ. ნუ ეძებთ მარტივ გამოსავალს, ის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს!

წაიკითხეთ ასევე: