პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მოლდოვა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რუსული გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო - "ეს ზამთარი იყოს ბოლო, როცა შეიძლება ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ ვიყოთ"
მოლდოვა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რუსული გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო - "ეს ზამთარი იყოს ბოლო, როცა შეიძლება ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ ვიყოთ"

მოლ­დო­ვას პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა 60-დღი­ა­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბას რუ­სუ­ლი გა­ზის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­წყვე­ტის გამო, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Euroactive-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა 16 დე­კემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დო­რინ რე­ჩა­ნის მო­თხოვ­ნას 101-ად­გი­ლი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში 56 წევ­რმა და­უ­ჭი­რა მხა­რი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზა­ნი მოლ­დო­ვას დნესტრის­პი­რე­თის რე­გი­ო­ნის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სწრა­ფად მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა და შე­ზღუ­დოს ენერ­გი­ის ექ­სპორ­ტი.

მოლ­დო­ვას პრე­მი­ე­რის თქმით, კენ­ჭისყრა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი იყო მოს­კო­ვის „გა­ზის შან­ტა­ჟის“ და­სას­რუ­ლებ­ლად.

„ვლა­დი­მერ პუ­ტინს სურს დნესტრის­პი­რე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ზი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე და­ტო­ვოს და მძევ­ლად აიყ­ვა­ნოს. მოს­კო­ვი ამას აკე­თებს მოლ­დო­ვა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ეს ზამ­თა­რი იყოს უკა­ნას­კნე­ლი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლი შან­ტა­ჟის ქვეშ ვი­ყოთ“, - აღ­ნიშ­ნა დო­რინ რე­ჩან­მა.

  • მოლ­დო­ვა რუ­სულ ბუ­ნებ­რივ გაზს უკ­რა­ი­ნის გავ­ლით იღებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნია „გა­ზპ­რომ­თან“ გა­ზის ტრან­ზიტ­ზე კონ­ტრაქტს არ გა­აგ­რძე­ლებს, რომ­ლის ვადა 31 დე­კემ­ბერს იწუ­რე­ბა. მოლ­დო­ვა რუ­სე­თი­დან წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არდ კუ­ბურ მეტრ გაზს იღებს. 2022 წლი­დან დნესტრის­პი­რე­თი და ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბა შე­თან­ხმდნენ, რომ მოლ­დო­ვის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მთე­ლი რუ­სუ­ლი გაზი დნესტრის­პი­რეთ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბო­და.

დო­რინ რე­ჩა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის გავ­ლით ტრან­ზი­ტის სა­კი­თხი ხე­ლოვ­ნუ­რი პრობ­ლე­მაა, რად­გან რუ­სუ­ლი გა­ზის სხვა მარ­შრუ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­წო­დე­ბა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, მი­წო­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გეს, რად­გან „გა­ზპ­რომ­მა“ გა­ზის მი­წო­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით გაგ­რძე­ლე­ბა მოლ­დო­ვას მიერ ძვე­ლი ვა­ლის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და­უ­კავ­ში­რა, რაც, რუ­სუ­ლი გათ­ვლე­ბით, 709 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

ავტორი:

მოლდოვა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რუსული გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო - "ეს ზამთარი იყოს ბოლო, როცა შეიძლება ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ ვიყოთ"

მოლდოვა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რუსული გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო - "ეს ზამთარი იყოს ბოლო, როცა შეიძლება ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ ვიყოთ"

მოლდოვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას რუსული გაზის მოსალოდნელი შეწყვეტის გამო, - ინფორმაციას Euroactive-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.

საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის მოთხოვნას 101-ადგილიანი პარლამენტში 56 წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მიზანი მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველყოფაა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას საშუალებას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება და შეზღუდოს ენერგიის ექსპორტი.

მოლდოვას პრემიერის თქმით, კენჭისყრა აუცილებელი ნაბიჯი იყო მოსკოვის „გაზის შანტაჟის“ დასასრულებლად.

„ვლადიმერ პუტინს სურს დნესტრისპირეთის მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს და მძევლად აიყვანოს. მოსკოვი ამას აკეთებს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ეს ზამთარი იყოს უკანასკნელი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ჩვენ შეიძლება ენერგეტიკული შანტაჟის ქვეშ ვიყოთ“, - აღნიშნა დორინ რეჩანმა.

  • მოლდოვა რუსულ ბუნებრივ გაზს უკრაინის გავლით იღებს, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტზე კონტრაქტს არ გააგრძელებს, რომლის ვადა 31 დეკემბერს იწურება. მოლდოვა რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს. 2022 წლიდან დნესტრისპირეთი და ქვეყნის ცენტრალური მთავრობა შეთანხმდნენ, რომ მოლდოვის მიერ მიღებული მთელი რუსული გაზი დნესტრისპირეთში გაიგზავნებოდა.

დორინ რეჩანის განცხადებით, უკრაინის გავლით ტრანზიტის საკითხი ხელოვნური პრობლემაა, რადგან რუსული გაზის სხვა მარშრუტების საშუალებით მიწოდებაცაა შესაძლებელი. თუმცა, მიწოდება შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან „გაზპრომმა“ გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტებით გაგრძელება მოლდოვას მიერ ძველი ვალის გადახდის ვალდებულებას დაუკავშირა, რაც, რუსული გათვლებით, 709 მილიონ დოლარს შეადგენს.