მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰავაელი ქალი, რომელიც ერთი თვის წინ გაუჩინარდა, ძებნის პროცესში კი მამა თვითმკვლელობამდე მივიდა, იპოვეს - რა განცხადებას ავრცელებს ოჯახი
ჰავაელი ქალი, რომელიც  ერთი თვის წინ გაუჩინარდა, ძებნის პროცესში კი მამა თვითმკვლელობამდე მივიდა, იპოვეს - რა განცხადებას ავრცელებს ოჯახი

31 წლის ჰა­ვა­ე­ლი ქა­ლის ჰანა კო­ბა­ი­ა­შის ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. ის ლოს ან­ჯე­ლე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან 8 ნო­ემ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ პოვ­ნა ვე­რა­ვინ შეძ­ლო. ქალი ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის კარ­გა­დაა და ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტი აქვს.

ჰანა თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­უ­კავ­შირ­და ოჯახს.

"დავ­მშვიდ­დით და მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, რომ ჰანა კარ­გად არის. ეს ბოლო თვე ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი იყო. დრო გვჭირ­დე­ბა, რომ გა­დავ­ლა­ხოთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ის, რაც გა­ვი­ა­რეთ. გვსურს, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა. თქვე­ნი სი­კე­თე და მზრუნ­ვე­ლო­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო", - ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ჰანა ჰა­ვა­ი­დან ნიუ-იორკში სა­ოც­ნე­ბო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მი­დი­ო­და, თუმ­ცა გა­უ­ჩი­ნარ­და.

მა­მა­მი­სი მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­და, თუმ­ცა ძებ­ნის პრო­ცეს­ში თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­ვი­და. პო­ლი­ცი­ამ ის გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა.

მიმ­დი­ნა­რე თვის და­სა­წყის­ში ლოს ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჰა­ნამ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­და­ლა­ხა მექ­სი­კის სა­ზღვა­რი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ოჯახს არ სჯე­რო­და პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბის და ამ­ბობ­დნენ, რომ არ იცოდ­ნენ იყო თუ არა ჰანა უსაფრ­თხოდ.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, კო­ბა­ი­ა­შიმ "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით" და­ტო­ვა აე­რო­პორ­ტი, შემ­დეგ კი აშშ-მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე ავ­ტო­ბუ­სის ბი­ლე­თის სა­ყიდ­ლად პას­პორ­ტი და ფული გა­მო­ი­ყე­ნა. მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ გა­და­დის ფე­ხით კო­ბა­ი­ა­ში ტი­ხუ­ა­ნა­ში 12-13 ნო­ემ­ბერს.

პო­ლი­ცი­ამ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ შე­წყვი­ტა, რაც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით" გა­უ­ჩი­ნარ­და.

კო­ბა­ი­ა­შის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­ი­სად­მი, რომ ქალი და­კარ­გუ­ლი არ იყო, უნ­დობ­ლად გა­ნე­წყვნენ და მის სა­ძი­ებ­ლად თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს.

მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა, ოჯახ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცია რე­ა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან შორს იყო და ისი­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ, რომ ჰანა სახ­ლში უსაფრ­თხოდ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ".

ოჯა­ხი არ გა­მო­რი­ცხავ­და, რომ შე­საძ­ლოა, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ჰანა ე.წ. მწვა­ნე ბა­რა­თის ქორ­წი­ნე­ბის თაღ­ლი­თო­ბა­ში გა­ეხ­ვა.

წინა კვი­რა­ში წყა­რო­ებ­მა გა­ამ­ხი­ლეს, რომ მას სა­ვა­რა­უ­დოდ, ფული მწვა­ნე ბა­რა­თის ვი­ზის სქე­მის მეშ­ვე­ო­ბით მოჰ­პა­რეს.

წყა­რო

ავტორი:

ჰავაელი ქალი, რომელიც ერთი თვის წინ გაუჩინარდა, ძებნის პროცესში კი მამა თვითმკვლელობამდე მივიდა, იპოვეს - რა განცხადებას ავრცელებს ოჯახი

ჰავაელი ქალი, რომელიც  ერთი თვის წინ გაუჩინარდა, ძებნის პროცესში კი მამა თვითმკვლელობამდე მივიდა, იპოვეს - რა განცხადებას ავრცელებს ოჯახი

31 წლის ჰავაელი ქალის ჰანა კობაიაშის ამბავმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. ის ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 ნოემბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ პოვნა ვერავინ შეძლო. ქალი ახლახან გამოჩნდა. როგორც ცნობილია, ის კარგადაა და ოჯახთან კონტაქტი აქვს.

ჰანა თავისი ინიციატივით დაუკავშირდა ოჯახს.

"დავმშვიდდით და მადლიერები ვართ, რომ ჰანა კარგად არის. ეს ბოლო თვე ჩვენი ოჯახისთვის წარმოუდგენლად რთული იყო. დრო გვჭირდება, რომ გადავლახოთ და გავაანალიზოთ ის, რაც გავიარეთ. გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში მხარი დაგვიჭირა. თქვენი სიკეთე და მზრუნველობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

  • ჰანა ჰავაიდან ნიუ-იორკში საოცნებო მოგზაურობაში მიდიოდა, თუმცა გაუჩინარდა.

მამამისი მოსაძებნად წავიდა, თუმცა ძებნის პროცესში თვითმკვლელობამდე მივიდა. პოლიციამ ის გარდაცვლილი იპოვა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ლოს ანჯელესის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰანამ ნებაყოფლობით გადალახა მექსიკის საზღვარი, მაგრამ ახალგაზრდა ქალის ოჯახს არ სჯეროდა პოლიციის განცხადების და ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ იყო თუ არა ჰანა უსაფრთხოდ.

გამოძიების თანახმად, კობაიაშიმ "ნებაყოფლობით" დატოვა აეროპორტი, შემდეგ კი აშშ-მექსიკის საზღვარზე ავტობუსის ბილეთის საყიდლად პასპორტი და ფული გამოიყენა. მას შემდეგ გამოჩნდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადადის ფეხით კობაიაში ტიხუანაში 12-13 ნოემბერს.

პოლიციამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ გამოძიება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც აღმოაჩინეს, რომ "ნებაყოფლობით" გაუჩინარდა.

კობაიაშის ოჯახის წევრები პოლიციის ვერსიისადმი, რომ ქალი დაკარგული არ იყო, უნდობლად განეწყვნენ და მის საძიებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოძიება დაასრულა, ოჯახმა განაცხადა, რომ საძიებო ოპერაცია რეალურად დასრულებამდე ძალიან შორს იყო და ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ჰანა სახლში უსაფრთხოდ დაებრუნებინათ".

ოჯახი არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა, გაუჩინარებამდე ჰანა ე.წ. მწვანე ბარათის ქორწინების თაღლითობაში გაეხვა.

წინა კვირაში წყაროებმა გაამხილეს, რომ მას სავარაუდოდ, ფული მწვანე ბარათის ვიზის სქემის მეშვეობით მოჰპარეს.

წყარო