Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა - რა განცხადება გაავრცელა მსახიობმა: "გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია"
დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა - რა განცხადება გაავრცელა მსახიობმა: "გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია"

დე­კემ­ბერ­ში მიმ­დი­ნა­რე რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო, არ­ხებს რომ­ლე­ბიც არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი მა­სი­უ­რად ტო­ვე­ბენ. ამ დრო­ის­თვის რო­გორც "რუს­თა­ვი 2“, "იმე­დი“ და „პოსტვ“ არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ და­ტო­ვა.

ღა­მით გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა დუტა სხირტლა­ძემ და­ტო­ვა. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ პი­რა­დად დავ­კავ­ში­რე­ბო­დით, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს.

  • დუტა სხირტლა­ძის მიერ არ­ხის და­ტო­ვე­ბა დაგ­ვი­დას­ტუ­რა მის­მა მე­უღ­ლემ მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, ნამ­დვი­ლად და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი" - გვი­თხრა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­უღ­ლემ.

  • ამას­თან გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა", სა­დაც ნათ­ქვა­მია: "არ­ხის დი­რექ­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 10 დე­კემ­ბრი­დან დუტა სხირტლა­ძე „ტე­ლე­ი­მედ­ში” აღარ მუ­შა­ობს".

ბოლო დღე­ებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სხირტლა­ძე მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებს ყო­ველ­დღი­უ­რად ეს­წრე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წერ­დნენ, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იუ­მო­რის­ტის პო­ზი­ცი­ით, რო­მე­ლიც აქ­ცი­ებს ეს­წრე­ბო­და და ამა­ვე დროს „იმედ­ში“ რჩე­ბო­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ტო­ვე­ბამ­დე, მსა­ხი­ობ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი და­წე­რა, სა­დაც 18 წლის ახალ­გაზ­რდის და­კა­ვე­ბას და მის­თვის 12 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯას აპ­რო­ტეს­ტებს. თუმ­ცა ამ სტა­ტუს­ში არ­ხის და­ტო­ვე­ბა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

- ბავ­შვია, ბიჭო!!! ბავ­შვი­ი­ი­იი!!! გა­მო­უშ­ვით!!! ჩემი მხარ­და­ჭე­რა შენ, კარ­გო ბიჭო და ყვე­ლას ვინც ამ დღე­ებ­ში უმო­წყა­ლოდ სცე­მეს (მათ შო­რის ჩემი უმ­ცრო­სი კო­ლე­გე­ბიც). პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭებს. ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპე­რა­ტო­რებს. ქვე­ყა­ნა ამა­თია. შვი­ლე­ბი­საა.

ვი­ღა­ცე­ბი "ბან­დერ­ლო­გებს" უწო­დე­ბენ. აი, ამათ. ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ახალ თა­ო­ბას. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. ამთი გო­ნე­ბა რომ მოგ­ცათ მა­გი­ნებ­ლებს - ისე შეგრცხვე­ბო­დათ სა­კუ­თა­რი თა­ვის. თუ არ გჯე­რათ - გა­ბე­დეთ და და­ე­ლა­პა­რა­კეთ. ნე­ბის­მი­ერს. თუმ­ცა რაზე უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოთ... ბავ­შვე­ბი, შვი­ლე­ბი, ახა­ლი თა­ო­ბა - ესაა ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი. ამათ ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვა. ვერც ვე­რა­ვინ მო­რე­ვია. ვე­რას­დროს.

ავტორი:

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა - რა განცხადება გაავრცელა მსახიობმა: "გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია"

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა - რა განცხადება გაავრცელა მსახიობმა: "გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია"

დეკემბერში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების გამო, არხებს რომლებიც არსებული მთავრობის მხარდამჭერებად მოიაზრებიან, ჟურნალისტები და ტელეწამყვანები მასიურად ტოვებენ. ამ დროისთვის როგორც "რუსთავი 2“, "იმედი“ და „პოსტვ“ არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა.

ღამით გავრცელდა განცხადება, რომ ტელეკომპანია "იმედი" მსახიობმა და ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ დატოვა. ჩვენ შევეცადეთ პირადად დავკავშირებოდით, თუმცა ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.

  • დუტა სხირტლაძის მიერ არხის დატოვება დაგვიდასტურა მისმა მეუღლემ მარინა ნაცვლიშვილმა.

"დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია იმედი" - გვითხრა ტელეწამყვანის მეუღლემ.

  • ამასთან განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია "იმედმა", სადაც ნათქვამია: "არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში” აღარ მუშაობს".

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხირტლაძე მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს ყოველდღიურად ესწრებოდა. სოციალურ ქსელში ხშირად წერდნენ, რომ გაოცებულები იყვნენ იუმორისტის პოზიციით, რომელიც აქციებს ესწრებოდა და ამავე დროს „იმედში“ რჩებოდა.

ტელეკომპანიის დატოვებამდე, მსახიობმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც 18 წლის ახალგაზრდის დაკავებას და მისთვის 12 დღიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებს. თუმცა ამ სტატუსში არხის დატოვებაზე მინიშნება არ გაუკეთებია.

- ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს. ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ქვეყანა ამათია. შვილებისაა.

ვიღაცები "ბანდერლოგებს" უწოდებენ. აი, ამათ. ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას. თავისუფლებაში დაბადებულებს. ამთი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი. ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს.