პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებმა სრულიად გაათავისუფლეს და ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ. აქციის მონაწილეები კი ხელოვნურად აღმართულ ბარიკადებს მიღმა იმყოფებიან და პიროტექნიკის გამოყენებით უწევენ სპეცრაზმელებს წინააღმდეგობას.
რაც შეეხება უშუალოდ, პარლამენტის წინა პერიმეტრს, ტერიტორიაზე მომიტინგეები ამ დროისთვის, აღარ იმყოფებიან.