პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედიას“ განცხადება
"პალიტრა მედიას“ განცხადება

ბოლო დრო­ინ­დელ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა და მოვ­ლე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ყე­ნა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და ქა­ო­სის საფრ­თხის წი­ნა­შე, რა­საც შე­საძ­ლოა, უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი მოჰ­ყვეს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის - მი­უ­ხე­და­ვად მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა. ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი, გან­ვი­თა­რე­ბის ათწლე­უ­ლე­ბით შე­ჩე­რე­ბა, კრი­მი­ნა­ლის აღ­ზე­ვე­ბა და მა­სობ­რი­ვი ემიგ­რა­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღა - აი, ეს ემუქ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

  • "პა­ლიტ­რა მე­დია“ მი­იჩ­ნევს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რათა ეს­კა­ლა­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღა არ მი­ვი­ღოთ.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ დე­ეს­კა­ლა­ცი­ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უნდა იყოს ბოლო დღე­ებ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გან მათი უდი­დე­სი ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლი იყო.

ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად ვთვლით აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ნა­წი­ლის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი უსა­ფუძ­ვლო სი­სას­ტი­კი­სა და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბის გამჭვირ­ვა­ლედ გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას.

პა­სუ­ხი უნდა აგოს ყვე­ლამ, ვინც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ამ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, რად­გან ნა­ცე­მი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­ვი­ლია ბე­ი­ჯით, ვი­დე­ო­კა­მე­რით, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­თა თუ სხვა ატ­რი­ბუ­ტი­კით. შე­ვახ­სე­ნებთ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის­შეშ­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

  • "პა­ლიტ­რა მე­დია“ მი­იჩ­ნევს, რომ სწრა­ფად უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მში და­აბ­რუ­ნებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში არის მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან შე­და­რე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლო გა­მოს­ვლის პრე­ცე­დენ­ტე­ბი და მსგავს ბერ­კე­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მძი­მე სცე­ნა­რი, პირ­ველ რიგ­ში, იმ ქვეყ­ნის წის­ქვილ­ზე და­ას­ხამს წყალს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს და ელო­დე­ბა მო­მენტს, რათა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე გა­დამ­წყვე­ტი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნოს.

რა თქმა უნდა, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თუ პრო­ცე­სი უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ერთ მი­ზანს - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"პალიტრა მედიას“ განცხადება

"პალიტრა მედიას“ განცხადება

ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში.

  • "პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ესკალაციის ახალი ტალღა არ მივიღოთ.

მიგვაჩნია, რომ დეესკალაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას დაკავებული უდანაშაულო ახალგაზრდების გათავისუფლება, რადგან მათი უდიდესი ნაწილის პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო.

ასევე, აუცილებლად ვთვლით აქციების დაშლისას სამართალდამცავთა ნაწილის მხრიდან მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი უსაფუძვლო სისასტიკისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ამ ანგარიშსწორებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რადგან ნაცემი ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილია ბეიჯით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატითა თუ სხვა ატრიბუტიკით. შევახსენებთ შესაბამის ორგანოებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კონვენციებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

  • "პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა იყოს მიღებული ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დააბრუნებს. საერთაშორისო პრაქტიკაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსვლის პრეცედენტები და მსგავს ბერკეტებს საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მძიმე სცენარი, პირველ რიგში, იმ ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ელოდება მომენტს, რათა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე გადამწყვეტი იერიში მიიტანოს.

რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ პროცესი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს - საქართველოს ევროინტეგრაციას.

საქართველო ევროპაა!