პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის დამქაშები მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და "მაიდანი 2"-ის პროვოცირებას, ეს სიცრუეა" - როთი
"პუტინის დამქაშები მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და "მაიდანი 2"-ის პროვოცირებას, ეს სიცრუეა" - როთი

პუ­ტი­ნის დამ­ქა­შე­ბი მუდ­მი­ვად მაბ­რა­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში უხე­შად ჩა­რე­ვას, ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ნე­ბით მოქ­მე­დე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხა­ილ როთი X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"პუ­ტი­ნის დამ­ქა­შე­ბი მუდ­მი­ვად მაბ­რა­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში უხე­შად ჩა­რე­ვას და „მა­ი­და­ნი 2“-ის პრო­ვო­ცი­რე­ბას. ეს სიც­რუ­ეა და სა­მარ­თლი­ა­ნი არაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ხალ­ხთან მი­მარ­თე­ბა­ში.

ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში წევ­რო­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ყო­ვე­ლი მთავ­რო­ბი­სა და ყო­ვე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ქვე­ყა­ნა უკ­ვეა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი და ნა­ტო­ში წევ­რო­ბა ჰო­რი­ზონტზეა. რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს.

გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს მა­ი­და­ნი უცხო­ურ­მა ძა­ლებ­მა (CIA, ევ­რო­კავ­ში­რი, მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი) მო­ი­ტა­ნეს, კრემ­ლის სა­ში­ნე­ლი პრო­პა­გან­დაა და გა­მე­ო­რე­ბით სი­მარ­თლე არ ხდე­ბა. პრო-ევ­რო­პელ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა პრო-რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი სა­კუ­თა­რი ნე­ბი­თა და ძა­ლით ჩა­მო­აგ­დეს.

ასე­ვე არ სჭირ­დე­ბათ ჩემი წი­ნამ­ძღო­ლო­ბა ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩებ­ში რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი პატ­რი­ო­ტე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ. ისი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ნე­ბით მოქ­მე­დე­ბენ და ჩემ­თვის პა­ტი­ვია მათი წა­ხა­ლი­სე­ბა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის მათ ბრძო­ლა­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ,“ - წერს როთი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პუტინის დამქაშები მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და "მაიდანი 2"-ის პროვოცირებას, ეს სიცრუეა" - როთი

"პუტინის დამქაშები მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და "მაიდანი 2"-ის პროვოცირებას, ეს სიცრუეა" - როთი

პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას, ქუჩაში გამოსული ქართველები საკუთარი თავისუფალი და სუვერენული ნებით მოქმედებენ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას და „მაიდანი 2“-ის პროვოცირებას. ეს სიცრუეა და სამართლიანი არაა საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების მოყვარე ხალხთან მიმართებაში.

ევროკავშირსა და ნატოში წევრობისთვის მუშაობას კონსტიტუციური სტატუსი აქვს საქართველოში. ეს ყოველი მთავრობისა და ყოველი საპარლამენტო უმრავლესობის ვალდებულებაა. ქვეყანა უკვეა ევროკავშირის კანდიდატი და ნატოში წევრობა ჰორიზონტზეა. რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს.

განცხადებები, თითქოს მაიდანი უცხოურმა ძალებმა (CIA, ევროკავშირი, მარსიანელები) მოიტანეს, კრემლის საშინელი პროპაგანდაა და გამეორებით სიმართლე არ ხდება. პრო-ევროპელმა უკრაინელებმა პრო-რუსული რეჟიმი საკუთარი ნებითა და ძალით ჩამოაგდეს.

ასევე არ სჭირდებათ ჩემი წინამძღოლობა ქართველებს, რომლებიც ქუჩებში როგორც კონსტიტუციონალური პატრიოტები გამოვიდნენ. ისინი საკუთარი თავისუფალი, სუვერენული ნებით მოქმედებენ და ჩემთვის პატივია მათი წახალისება ევროპული ღირებულებებისთვის მათ ბრძოლაში ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ,“ - წერს როთი.

წაიკითხეთ ასევე: