პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ?" - ზურაბიშვილი სპეცრაზმს
"თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ?" - ზურაბიშვილი სპეცრაზმს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდა.

პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მისი აქ­ცი­ა­ზე, ხალ­ხის გვერ­დით დგო­მა მო­ი­თხო­ვეს.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ახლა იწყე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც არ დამ­თავ­რდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ და­ი­ნიშ­ნე­ბა.

"დღეს უკვე ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დე, ვინც უნდა შე­მოგ­ვი­ერ­თდეს. მე ვარ აქ, ამ ხალ­ხთან ერ­თად, ვიქ­ნე­ბი სა­დაც შევ­ძლებ, ყო­ველ­თვის. იწყე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც არ დამ­თავ­რდე­ბა, სა­ნამ ჩვენ არ მი­ვი­ღებთ ახალ არ­ჩევ­ნებს, ეს არის მი­ზა­ნი შიგ­ნით, ეს არის მი­ზა­ნი გა­რეთ, რო­მელ­ზე­დაც ასე­ვე ვმუ­შა­ობ, რომ ამა­ში გვქონ­დეს სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ არ უნდა დავ­ნებ­დეთ, ეს არის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც სპეც­რაზ­მი და პო­ლი­ცი­აა გან­ლა­გე­ბუ­ლი და მათ მი­მარ­თა:

"თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა არ არის, რომ და­შა­ლოთ ხალ­ხი! რუ­სეთს ემ­სა­ხუ­რე­ბით თუ სა­ქარ­თვე­ლოს? ფიცი ვის წი­ნა­შე და­დეთ? თქვენ პრე­ზი­დენტს არ პა­სუ­ხობთ?" - მი­მარ­თა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.

პარ­ლა­მენ­ტთან, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე, "რო­ბო­კო­პე­ბი" და წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნა გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის უკან გან­ლაგ­დნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ "მო­ნე­ბო", "რუ­სე­ბო", "წადი".

პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბაა. ერ­თმა­ნეთს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ამას­თან, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, კერ­ძოდ კი, საკ­რე­ბუ­ლოს­თან, წყლის ჭავ­ლის 4 მან­ქა­ნაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გან­ლა­გე­ბუ­ლი არი­ან სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ?" - ზურაბიშვილი სპეცრაზმს

"თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ?" - ზურაბიშვილი სპეცრაზმს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა მისი აქციაზე, ხალხის გვერდით დგომა მოითხოვეს.

პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

"დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზედაც ასევე ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ზურაბიშვილი იმ ადგილას მივიდა, სადაც სპეცრაზმი და პოლიციაა განლაგებული და მათ მიმართა:

"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი! რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ?" - მიმართა ზურაბიშვილმა სამართალდამცავებს.

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, "რობოკოპები" და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების უკან განლაგდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონებო", "რუსებო", "წადი".

პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბულობაა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

ამასთან, თავისუფლების მოედანზე, კერძოდ კი, საკრებულოსთან, წყლის ჭავლის 4 მანქანაა განლაგებული. ასევე, რამდენიმე მიკროავტობუსით განლაგებული არიან საპოლიციო ძალები.

წაიკითხეთ ასევე: