პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციის მონაწილეებმა გორგასლის ქუჩა გადაკეტეს - რა ვითარებაა ახლა "ქართული ოცნების" ოფისთან, პარლამენტთან და რეგიონებში (ფოტოები)
აქციის მონაწილეებმა გორგასლის ქუჩა გადაკეტეს - რა ვითარებაა ახლა "ქართული ოცნების" ოფისთან, პარლამენტთან და რეგიონებში (ფოტოები)

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გორ­გას­ლის ქუჩა გა­და­კე­ტეს.

  • რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” არ მის­ცე­მენ უფ­ლე­ბას უარი თქვას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ის­მის შე­ძა­ხი­ლე­ბი: “მო­ნე­ბო”; “რუ­სე­ბო”; “წა­დით”.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­ნო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

  • პა­რა­ლე­ლუ­რად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გი­ო­ნებ­შიც.

ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „რუ­სეთს სა­ბო­ლო­ოდ გა­უხ­სნა კარი“.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ამ­ბობ­და, რომ ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ მი­დი­ოდ­ნენ, აღ­მოჩ­ნდა რომ არ მი­დი­ან. უღირ­სო­ბი­თაც არ მი­დი­ან ევ­რო­პა­ში. ამას რომ შე­ვე­გუ­ოთ, ნა­ზა­ვი ვიქ­ნე­ბით რუ­სე­თის ბე­ლო­რუ­სის და იმ ქვეყ­ნე­ბის, სა­დაც დიქ­ტა­ტუ­რა მე­ფობს, ისე­თი მმარ­თვე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ხალ­ხის აზრი არ აინ­ტე­რე­სებს, ამი­ტომ გა­მო­ვი­დეთ ქუ­ჩა­ში, ახლა სახ­ლში ყოფ­ნის დრო არ არის”,- აცხა­დებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ლე­ვან გორ­გი­ლა­ძე.

ბა­თუ­მი

ასე­ვე აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ქუ­თა­ის­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გზა ჰქონ­დათ გა­და­კე­ტი­ლი, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს.

აქ­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ და­ა­ნონსდა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
13

დავიღალეთ ერთიდა იგივე სახის ყურებით , თქვენ ტყუილს ხალხი აღარ იჯერებს შედით სახლში და ქვეყნის შენებაზე იფიქრეთ ევროპა ისე არაფერს იძლევა

ავტორი:

აქციის მონაწილეებმა გორგასლის ქუჩა გადაკეტეს - რა ვითარებაა ახლა "ქართული ოცნების" ოფისთან, პარლამენტთან და რეგიონებში (ფოტოები)

აქციის მონაწილეებმა გორგასლის ქუჩა გადაკეტეს - რა ვითარებაა ახლა "ქართული ოცნების" ოფისთან, პარლამენტთან და რეგიონებში (ფოტოები)

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.

  • როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე.

საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”; “წადით”.

"ქართული ოცნების" ოფისთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ.

  • პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც.

ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ „რუსეთს საბოლოოდ გაუხსნა კარი“.

"წინასაარჩევნო კამპანიისას “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიოდნენ, აღმოჩნდა რომ არ მიდიან. უღირსობითაც არ მიდიან ევროპაში. ამას რომ შევეგუოთ, ნაზავი ვიქნებით რუსეთის ბელორუსის და იმ ქვეყნების, სადაც დიქტატურა მეფობს, ისეთი მმართველები არიან, რომლებსაც ხალხის აზრი არ აინტერესებს, ამიტომ გამოვიდეთ ქუჩაში, ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის”,- აცხადებს აქციის მონაწილე ლევან გორგილაძე.

ბათუმი

ასევე აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, სადაც რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციები მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.