მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ, ქალი სისხლში იწვა" - რა მოხდა გლდანში და რა ვერსიებზე საუბრობენ მოკლულის მეზობლები
"მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ, ქალი სისხლში იწვა" - რა მოხდა გლდანში და რა ვერსიებზე საუბრობენ მოკლულის მეზობლები

გლ­დან­ში მოკ­ლუ­ლი 80 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნის, ლა­რი­სა მე­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და, მაგ­რამ ამ დრომ­დე პო­ლი­ცი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი არ ჰყავს და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ისიც, ჰყავთ თუ არა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მხო­ლოდ ის დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალ­ბა­ტო­ნის ცხე­და­რი მას შემ­დეგ იპო­ვეს, როცა შვილ­მა გან­გა­ში ატე­ხა. ის დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბას ორი დღე უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და. ამის შემ­დეგ შვი­ლი თა­ვის შვილ­თან ერ­თად გლ­დან­ში, დე­დის სახ­ლში მი­ვი­და, მას ბი­ნის კარი ბოქ­ლო­მით და­კე­ტი­ლი დახ­ვდა.

შვილ­მა ჯერ იქვე მე­ზობ­ლებ­თან მო­ი­კი­თხა დედა, უთხრეს, რომ არ უნა­ხავთ. შვი­ლი გა­მუდ­მე­ბით რე­კავ­და დე­დის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე, მერე სახ­ლთან მი­სულ­მაც კი­დევ ერთხელ სცა­და და­რეკ­ვა და გა­ი­გო, რომ მათი ბი­ნი­დან ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ხმა ის­მო­და. ამის შემ­დეგ ატე­ხა გან­გა­ში, ბი­ნა­ში რომ შე­სუ­ლი­ყო 112-ში და­რე­კა და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა, მის თვალ­წინ გახ­სნეს ბი­ნის კარი და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ, ლა­რი­სა მე­ლი­აშ­ვი­ლი ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი ნა­ხეს.

"ლა­რი­სა სახ­ლში ნა­ხეს მოკ­ლუ­ლი. მა­ღა­ზია ჰქონ­და, ასე­ვე სი­გა­რე­ტებს ყიდ­და სახ­ლი­და­ნაც. რამ­დე­ნი­მე ფარ­თი ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, ბი­ნა­ში რომ შე­სუ­ლან ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი იყოო. ეტყო­ბა მკვლე­ლი ეძებ­და ფულს და ოქ­რო­ულს. სხვა რა მი­ზე­ზით უნდა მო­ეკ­ლათ მო­ხუ­ცი ქალი არ ვიცი. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, შრო­მობ­და და თა­ვის­თვის ცხოვ­რობ­და. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ფული ეგუ­ლე­ბო­და და ამ მიზ­ნით შე­ვი­და ბი­ნა­ში. თავი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლიო, სის­ხლის გუბე იდგა თურ­მე რომ შე­ვიდ­ნენ", -ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი.

მოკ­ლუ­ლი ქალი ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. მას სა­დარ­ბა­ზოს მხრი­დან ბი­ნა­ში შე­სას­ვლე­ლი გა­უქ­მე­ბუ­ლი ჰქონ­და და თა­ვის ბი­ნა­ში ეზოს მხრი­დან, პა­ტა­რა კი­ბე­ე­ბით შე­დი­ო­და. იქვე სახ­ლთან ახ­ლოს ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ხილ-ბოს­ტანს ყი­დის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მომ­ხდარ­ზე არა­ფე­რი იცის. მე­ო­რე მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ლა­რი­სა ბო­ლოს 19 დე­კემ­ბერს ნახა. ისიც ეძებ­და თურ­მე წინა დღეს ქალ­ბა­ტონ ლა­რი­სას, რად­გან კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი მის­გან აქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი და ქირა ჰქონ­და მი­სა­ცე­მი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ამა­ვე თე­მა­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ, ქალი სისხლში იწვა" - რა მოხდა გლდანში და რა ვერსიებზე საუბრობენ მოკლულის მეზობლები

"მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ, ქალი სისხლში იწვა" - რა მოხდა გლდანში და რა ვერსიებზე საუბრობენ მოკლულის მეზობლები

გლდანში მოკლული 80 წლამდე ასაკის ქალბატონის, ლარისა მელიაშვილის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ამ დრომდე პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ ჰყავს და ჯერჯერობით უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და ისიც, ჰყავთ თუ არა სავარაუდო დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ქალბატონის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, როცა შვილმა განგაში ატეხა. ის დედასთან დაკავშირებას ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა. ამის შემდეგ შვილი თავის შვილთან ერთად გლდანში, დედის სახლში მივიდა, მას ბინის კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდა.

შვილმა ჯერ იქვე მეზობლებთან მოიკითხა დედა, უთხრეს, რომ არ უნახავთ. შვილი გამუდმებით რეკავდა დედის ტელეფონის ნომერზე, მერე სახლთან მისულმაც კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა და გაიგო, რომ მათი ბინიდან ტელეფონის ზარის ხმა ისმოდა. ამის შემდეგ ატეხა განგაში, ბინაში რომ შესულიყო 112-ში დარეკა და მაშველები გამოიძახა, მის თვალწინ გახსნეს ბინის კარი და უმძიმესი სურათი დახვდათ, ლარისა მელიაშვილი ბინაში მოკლული ნახეს.

"ლარისა სახლში ნახეს მოკლული. მაღაზია ჰქონდა, ასევე სიგარეტებს ყიდდა სახლიდანაც. რამდენიმე ფართი ჰქონდა გაქირავებული. ამბობენ, ბინაში რომ შესულან ყველაფერი არეული იყოო. ეტყობა მკვლელი ეძებდა ფულს და ოქროულს. სხვა რა მიზეზით უნდა მოეკლათ მოხუცი ქალი არ ვიცი. ნორმალური ადამიანი იყო, შრომობდა და თავისთვის ცხოვრობდა. შეიძლება ვინმეს ფული ეგულებოდა და ამ მიზნით შევიდა ბინაში. თავი ჰქონდა გატეხილიო, სისხლის გუბე იდგა თურმე რომ შევიდნენ", -ამბობს მეზობელი.

მოკლული ქალი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მას სადარბაზოს მხრიდან ბინაში შესასვლელი გაუქმებული ჰქონდა და თავის ბინაში ეზოს მხრიდან, პატარა კიბეებით შედიოდა. იქვე სახლთან ახლოს ჰქონდა გაქირავებული კომერციული ფართები. ერთ-ერთ მაღაზიაში ხილ-ბოსტანს ყიდის ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ მომხდარზე არაფერი იცის. მეორე მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ლარისა ბოლოს 19 დეკემბერს ნახა. ისიც ეძებდა თურმე წინა დღეს ქალბატონ ლარისას, რადგან კომერციული ფართი მისგან აქვს ნაქირავები და ქირა ჰქონდა მისაცემი...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ამავე თემაზე: