პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ სუმბაძე: "ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ფასების შემცირებას და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას"
ნიკოლოზ სუმბაძე: "ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ფასების შემცირებას და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას"

„ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს“ - რო­გორც სე­მე­კის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ სუმ­ბა­ძე აცხა­დებს, რე­ფორ­მის ერთ-ერთ მი­ზანს ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და კონ­კუ­რენ­ცია წარ­მო­ად­გენს. მი­სი­ვე თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­მე­კი არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

„ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მის პრო­ცე­სის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და კონ­კუ­რენ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა. ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სე­მე­კი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში იც­ვლე­ბა რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი და ემა­ტე­ბა ახა­ლი სა­ვაჭ­რო სეგ­მენ­ტე­ბი. კერ­ძოდ, ბაზ­რის ახალ მო­დელ­ში ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან უბა­ლან­სო­ბა­ზე, სა­დაც თვით­დის­პეტ­ჩი­რე­ბის პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ა­თობ­რი­ვად, წარ­მო­ე­ბის ან მოხ­მა­რე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ამ პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახა­ლი ბაზ­რის პი­რო­ბებ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ით ვაჭ­რო­ბა იქ­ნე­ბა დი­ნა­მი­კუ­რი პრო­ცე­სი, რაც, თა­ვის მხრივ, სა­ჭი­რო­ებს მო­ნი­ტო­რინგს და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს ბა­ზარ­ზე გა­რი­გე­ბე­ბი, ფა­სის ხე­ლოვ­ნუ­რი და­ფიქ­სი­რე­ბა და დო­მი­ნან­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოა სე­მე­კი. ასე­ვე, „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია კო­მი­სი­ის კომ­პე­ტენ­ცია ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი კონ­კუ­რენ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან მი­მარ­თე­ბით.

ამ მიზ­ნით კო­მი­სი­ის მიერ დამ­ტკიც­და „ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და ან­გა­რიშ­გე­ბის წე­სე­ბი“, რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლია ბაზ­რის კვლე­ვის, კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და, კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­წარ­მო­ე­ბის სან­ქცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი".- აცხა­დებს ნი­კო­ლოზ სუმ­ბა­ძე.

ნი­კო­ლოზ სუმ­ბა­ძე ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის გაზ­რდა თა­ვად მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­ტანს სარ­გე­ბელს.

„კონ­კუ­რენ­ცია ბა­ზარ­ზე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სა­წარ­მო­ებს კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ ერ­თმა­ნეთს თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბით, რაც აი­ძუ­ლებს მათ მუდ­მი­ვად შე­ე­ცა­დონ, რომ შეს­თა­ვა­ზონ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტე­ბი სა­უ­კე­თე­სო ფა­სად. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი გა­ნა­პი­რო­ბებს ინო­ვა­ცი­ებს და გრძელ­ვა­დი­ან ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, ასე­ვე წარ­მო­ად­გენს თა­ვი­სუ­ფა­ლი და დი­ნა­მი­კუ­რი ლიკ­ვი­დუ­რი ბაზ­რის მიღ­წე­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენტს.

ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი და კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა კო­მი­სი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის­თვის. კო­მი­სია მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სა და ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­თა ქმე­დე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბე­ბი. ამ მიზ­ნით, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სექ­ტო­რე­ბის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რაც რო­გორც კო­მი­სი­ის შიდა პრო­ცე­სებს, ისე სა­წარ­მო­ებ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის და ზო­გა­დად სა­წარ­მო­ებ­თან და მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცე­სებს და­აჩ­ქა­რებს.

ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მიზ­ნად ისა­ხავს ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის გაზ­რდას, რაც, თა­ვის მხრივ, უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბას, ბა­ზარ­ზე გამჭვირ­ვა­ლე ფას­წარ­მოქ­ნას, სა­ბაზ­რო რის­კე­ბის ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბას, ეს კი გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას უწყობს ხელს და უზ­რუნ­ველ­ყოფს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კე­თი­დღე­ო­ბას“.- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სუმ­ბა­ძემ.

NS

ავტორი:

ნიკოლოზ სუმბაძე: "ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ფასების შემცირებას და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას"

ნიკოლოზ სუმბაძე: "ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ფასების შემცირებას და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას"

„ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“ - როგორც სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორი ნიკოლოზ სუმბაძე აცხადებს, რეფორმის ერთ-ერთ მიზანს ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენცია წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სემეკი არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ახორციელებს.

„ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სემეკი აქტიურად მუშაობს მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში იცვლება რამდენიმე მთავარი პრინციპი და ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტები. კერძოდ, ბაზრის ახალ მოდელში ბაზრის მონაწილეები პასუხისმგებლები იქნებიან უბალანსობაზე, სადაც თვითდისპეტჩირების პრინციპის გათვალისწინებით ვაჭრობას განახორციელებენ საათობრივად, წარმოების ან მოხმარების ნომინაციების შესაბამისად.

ამ პრინციპების გათვალისწინებით, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიით ვაჭრობა იქნება დინამიკური პროცესი, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს მონიტორინგს და ზედამხედველობას, რათა გამოირიცხოს ბაზარზე გარიგებები, ფასის ხელოვნური დაფიქსირება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანოა სემეკი. ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია კომისიის კომპეტენცია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფასთან მიმართებით.

ამ მიზნით კომისიის მიერ დამტკიცდა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები“, რომელშიც თავმოყრილია ბაზრის კვლევის, კონცენტრაციების კონტროლისა და, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოების სანქცირების პროცედურები".- აცხადებს ნიკოლოზ სუმბაძე.

ნიკოლოზ სუმბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სექტორში კონკურენციის გაზრდა თავად მომხმარებელს მოუტანს სარგებელს.

„კონკურენცია ბაზარზე საშუალებას აძლევს საწარმოებს კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს თანაბარი პირობებით, რაც აიძულებს მათ მუდმივად შეეცადონ, რომ შესთავაზონ მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქტები საუკეთესო ფასად. აღნიშნული კი განაპირობებს ინოვაციებს და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, ასევე წარმოადგენს თავისუფალი და დინამიკური ლიკვიდური ბაზრის მიღწევისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარების მთავარ ინსტრუმენტს.

ენერგეტიკის სექტორში ბაზრის მონიტორინგი და კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმისთვის. კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე პროცესებისა და ბაზრის მონაწილეთა ქმედებების მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პირობები. ამ მიზნით, ასევე მიმდინარეობს რეგულირებადი სექტორების დიგიტალიზაციის პროცესი, რაც როგორც კომისიის შიდა პროცესებს, ისე საწარმოებთან ინფორმაციის გაცვლის და ზოგადად საწარმოებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესებს დააჩქარებს.

ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ბაზარზე გამჭვირვალე ფასწარმოქნას, საბაზრო რისკების ბაზრის მონაწილეებზე გადანაწილებას, ეს კი გრძელვადიან პერიოდში ფასების შემცირებას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს მომხმარებლების კეთიდღეობას“.- განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.

NS